მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 31 » valentines day
5:58 PM
valentines day
Valentine's Day
სულ მალე ვალენტინობაა 
შედით სრულიადში და იხილეთ ფრაზები სიყვარულზე 
+ ძალზე სევდიანი ჩანახატი
 



სად ხარ?..ვერ მხედავ?..მე ხომ აქვე ვარ..გეძახი,თუმცა არ მაგონებ...გკოცნი,გეხვევი..მაგრამ შენ ვერ გრძნობ.. 
სად მიდიხარ?..შემომხედე,ისევ გამიღიმე..მცივა..მტკივა,აქ,გულში რაღაც ძლიერად მტკივა...მინდა კვლავ ჩამეხუტო..გამათბო.. 
შემომხედე..მე ხომ აქ ვარ..დავბრუნდი..თუმცა,არსადაც არ წავსულვარ...მინდოდა,თუმცა რაღაცამ ამიკრძალა... 
ასე მითხრა,არ გაქვს უფლებაო,და მეც დავრჩი..დავიჯერე,რომ კვლავ ვნახავდი შენს თვალებს,რომლებიც ყოველთვის მაგონებდა ზღვას... 
..და ისევ წვიმს...მცივა...ვიცი,შენც გცივა..და მაინც არ მოდიხარ ჩემთან.. 
შენც მიდიხარ..შენც მტოვებ...მიჰყვები უსასრულო გზას... 


სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულს და სხეულს... 
სიყვარული – ვარსკვლავია, რითაც არკვევს ზღვაოსანი, ოკეანის ტალღებს შორის სად იქნება ბედი მისი... 
სიყვარული ხანძარი არ არის, მაგრამ მის ცეცხლს ვერავინ ჩააქრობს!!..♥ 
სიყვარული ძლიერია, როგორც სიკვდილი, მაგრამ მსხვრევადია, როგორც მინა 


სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე – სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები – მარგალიტებად 
სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი 
სიცოცხლე არის ძილი, ხოლო მისი სიზმარი სიყვარულია. თუ გვყვარებია, მაშინ გვიცოცხლია..♥ 
ჭეშმარიტ სიყვარულს სიტყვები არ სჭირდება, რადგან ჭეშმარიტი გრძნობა საქმით უფრო გამოიხატება, ვიდრე სიტყვით!!..♥ 


უბრალოდ გეტყვი, რომ მენატრები ყველაზე მეტად, მე ჯერ არასდროს სიტყვა "მიყვარხარ” არ მითქვამს, გჯერა? 
სიცოცხლე უსიყვარულოდ ცუდი სიზმარია..♥ 
სიყვარულის შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა – ახალი ადამიანი! ბავშვზე კი არ მოგახსენებთ, არამედ ადამიანებზე, რომელთაც უყვართ. აკი გრძნობა სულს უახლებს კაცს, უფრო სხვაგვარს, უკეთესსა და ლამაზს შეიქმს..:)) 

ყველაზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში იმის ცოდნაა, რომ ვიღაცას უყვარხარ 
ყოველგვარი სიყვარული ფრთხილია და მშიშარა..:)) 
"თუკი არსებობს სიყვარული ამქვეყნად და ის ჭეშმარიტად არსებობს! – ორი ნაბიჯიღა თუ აშორებს მას სიგიჟესთან” 
"სიყვარული თუ ჩვეულებად გადაიქცა, მას სიკვდილი აღარ უწერია!!..♥ 

ჭეშმარიტი სიყვარული განწმენდს და აღამაღლებს ყოველ ადამიანს, სრულიად გადაახალისებს მას..♥ 
რაც უფრო დიდია ადამიანი, მით უფრო ღრმაა მისი სიყვარული 
სიყვარული ისეთი ძალაა, რომელსაც მიტევება შეუძლია..:)) 
უსიყვარულო, უგულო გული და უყვავილო ბაღი ერთია 

სიყვარულს კანონს ვერ დაუდგენ – არ ცნობს ბატონებს..♥ 
ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის ზომა და საზღვარი 
თუ ადამიანს შეუძლია თქვას რა არის სიყვარული, მაშინ მას არავინ ჰყვარებია..:)) 
ჭეშმარიტი სიყვარულით გამთბარი გული ისევე სუფთაა, როგორც მთის ყინული 
სიყვარულის სამი მეოთხედი ცნობისმოყვარეობაა..♥ 
სიყვარული ილუზიის შვილია და დედა ილუზიის მკვლელისა 
უსიყვარულოდ ბალახიც ვერ აბიბინდება!..:)) 
ვინც უსიყვარულოდ ცხოვრობს, ის ცოცხლად მკვდარია 


სიყვარულს შეიძლება ეწოდოს სამგზის ქურდი: არ ეძინება, გამბედავია და ადამიანს აშიშვლებს..:)) 
სიყვარული არის თავის დავიწყება 
რა არის სიყვარული? – ვნება, რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელ დედამიწას, ხოლო მეორე მხარეზე მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს..♥ 
სიყვარულს თავისი სიხარულიც აქვს და მწუხარებაც 
...მაშინ ის ამაზე სულაც არ ფიქრობდა..უკვე მიეჩვია იმას, რომ ბიჭი ყოველდღე ელოდებოდა მას დიდი, კერძო სახლის კარებთან და აცილებდა მას სკოლაში, ოღონდ ამაყი გოგონა წინ მიდიოდა, ის კი დარცხვენით, მალულად მისდევდა უკან...მისი ნაბიჯების ხმით სუნთქავდა და ცოცხლობდა...გოგონას ის არასდროს ენახა...მასაც მხოლოდ ესმოდა მისი და...პრინციპში არც აინტერესებდა რატომ დაჰყვებოდა სათვალიანი ბიჭი მას მუდამ უკან... 
კვირები და თვეები გრძელდებოდა ეს ისტორია და პატარა, შეყვარებული ბავშვები იზრდებოდნენ - ბიჭის ცალმხრივ სიყვარულთან ერთად...გაზაფხულის პირველივე დღიდან გოგონას მოსდიოდა წერილი, რომელსაც წაუკითხავად კუჭავდა და სანაგვე ყუთში აგდებდა...დღეები გადიოდა... 
3 თვე მიიმალა ავსებული ურნის უკან და სიცოცხლის სეზონის უკანასკნელ დღეს, უკანასკნელად სცადა ბედი და უკანასკნელი წერილი დაწერა...მისთვის ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ საღამოს გოგონამ 92-ე წერილი მიიღო...სწორედ იმ ერთადერთხელ მას ქალურმა ცნობისმოყვარეობამ სძლია და ლაქით გადაღებილი თითებით მოვარდისფრო სურნელოვანი კონვერტი გახსნა... 
მერე იყო ღამე, რომელიც ამაყმა ქალიშვილმა ტირილში, უკვე გაციებულმა ბიჭმა კი შვებაში გაატარა...ის მხოლოდ ტიროდა და ვერაფრით დაეჯერებინა, როგორ ვერ მიხვდა ამ ყველაფერს...ტირილი ვეღარ შველოდა...უკვე გვიანი იყო...საბრალოს ხელთან დავარდნილი კალამი ისევ სუნთქავდა...ისევ მისი სიყვარულით...ტყუილად ელოდა მორიგ სასიყვარულო წერილს, რომელსაც მისი წვერი მოხაზავდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა რას წერდა მისი მელანი სინამდვილეში... 
გოგონამ კი ეს უკვე იცოდა... 
უკვე ეძინა... 
ღიად დარჩენილი ფანჯრიდან შემოჭრილი სიო აფრიალებდა ღია ფერის ფარდას...იქვე მაგიდასთან კი კვლავაც ეგდო საბედისწერო ფურცელი, რომელზეც არათანაბარი, მაგრამ ლამაზი ასოებით გულისგამგმირავი სიტყვები იყო გამოყვანილი: „და სწორედ ამ ლამაზი გაზაფხულის სურნელოვან დღეებს მე ვერ ვხედავდი...გხედავდი მხოლოდ შენ...თვითონ კი ვერც შემამჩნიე" 
...ქალიშვილის თვალებიდან ჩამომდინარი მარილიანი ცრემლები ღაწვებთან შეჩერებულიყვნენ, ბიჭის დაბინდული, ბრმა თვალები კი დაუხუჭავად მისჩერებოდნენ მისთვის საუკეთესო ქალის ფოტოსურათს... 

P.S ბევრი ვიწვალე საკმაოდ და თუ დამიკომენტარებთ კარგს იზამთ..:))
SmilerMegi
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 805 | დაამატა: N♡IAN | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5
2013-02-01 Spam
me ar damiweria bavshvebi biggrin