მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 4 » ვაქტები TVD-ს მეოთხე სეზონის შესახებ
11:35 PM
ვაქტები TVD-ს მეოთხე სეზონის შესახებ
"ვამპირის დღიურების" მე-4 სეზონის პრემიერამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. ელენა ვამპირია. ეს კი კიდევ უფრო ამძაფრებს მის მიმართ ინტერესს. 
ამ სიახლეში მინდა გესაუბროთ მეოთხე სეზონის შესახებ. მინდა ცოტა რა გითხრათ მის შესახებ და გაგაცნოთ ახალი გმირები

1. ჩვენ კვლავ ვიხილავთ ელენასა და სტეფანს ერთად(წყვილად)
2. კლაუსის სხეული გადარჩა, ამიტომ ჯოზეფ მორგანს სერიალში კვლავ ვიხილავთ
3. პირველ სერიაში ყურადღება გამახვილებული იქნება საბჭოს წევრებზე,
რომლებმაც კეროლაინსა და ტაილერზე ყველაფერი იციან

(მე-4 სეზონის პოსტერი)
4. მეთი გადაურჩება ავარიას
5. ელენა დაასრულებს ვამპირად გადაქცევის პროცესს
6. სალვატორების ძმობა კვლავ შეირყევა, რადგან ელენა უკვე ვამპირია
7. ელენას გაახსენდება, რომ ის დეიმონს სტეფანზე ადრე იცნობდა
8. გავიგებთ ბონის წარსულის შესახებ
9. გავიცნობთ საბჭოს წევრებს
10. ორიგინალები, ტაილერი და კეროლაინი რჩებიან ქალაქში, ელენას გადაქცევის გამო
11. ყველას სძულს რებეკა, რადგან მან მოკლა ელენა
12. ვიხილავთ ახალ ბოროტმოქმედს(ამაზე უფრო ვრცლად ქვემოთ)
(მე-4 სეზონის თრაილერი)

ახალი პერსონაჯები

"ვამპირის დღიურებში" ერთ-ერთი მთავარი სიახლე ახალი პერსონაჟის - ჰეილის გამოჩენაა, რომელსაც ყველასთვის კარგად ნაცნობი მსახიობი - ფიბი ტონკინი ითამაშებს. ჰეილის წარსულში ჰქონდა ურთიერთობა ტაილერთან და ამის გამო მასსა და კეროლაინს შორის არც ისე კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდება


შემდეგი "ვამპირის დღიურების" ქასთს შეუერთდება გრეის ფიფსი. ის 16 წლის გოგონა ეიპრილის როლს შეასრულებს. ეიპრილი ელენასა და ჯერემის ბავშვობის მეგობარია. რადგან ეიპრილმაც დაკარგა ახლობელი ადამიანები მას კარგად ესმის და-ძმის. ის განსაკუთრებით დაუახლოვდება ჯერემის. აი ასე ერთვება ეიპრილი მისტიურ სამყაროში.


კეტრინის, კლაუსისა და ალარიკის შემდეგ სერიალს ახალი ბოროტმოქმედი ესაჭიროებოდა. ამიტომ "ვამპირის დღიურების" ქასთს დაემატა ტოდ უილიამსი, რომელიც მონადირე კონორის როლს შეასრულებს. როგორც ცნობილია, კონორი განსაკუთრებულ ინტერესს ელენას მიმართ იჩენს(მაგრამ სხვა ვამპირებსაც ერჩის) და მის მიმართ ბოროტი ძრახვები ამოძრავებს.

აი, ასეთი იქნება "ვამპირის დღიურების" ახალი მეოთხე სეზონი, რომელსაც 2012 წლის 11 ოქტომბერს ვიხილავთ

კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 978 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 131 2 »
2012-09-05 Spam
erti suli maq rodis mova 11 oqtomberi :* :*
ise siaxle angel.ge-ze ido biggrin