მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 8 » უსასრულოდ..!
0:25 AM
უსასრულოდ..!
უსასრულოდ..!!
III თავი 
კონკურსში გამარჯვებული მოთხრობა )) ყველას მადლობა ვინც ხმა მომცა და ასევე მარიამოს,რომელმაც ასეთი საჩუქარი გამიკეთა ))
  


-ჯანდაბა.!! ეს რა არის?-შევხედე და ძალიან მაგრა დავიკივლე 
 
ძირს ბიჭის გვამი ეგდო და ისეთი დასახიჩრებული იყო შეხედვაც კი შეგზარავდათ..მე ვკიოდი, ვტიროდი )) ამ სანახაობამ იმდენად იმოქმედა ჩემზე გული წამივიდა,როცა თვალები გავახილე 
ქეითი და კაილი დავინახე,ქეითი ქვითინებდა 
 
კაილს ფერი გადასვლოდა,მაგრამ მამაკაცურ სიმამაცეს იჩენდა და თვალზე ცრემლი არ ეკარებოდა..ვიფიქრე,რომ რაც დავინახე მხოლოდ კოშმარი იყო,საშინელი კოშმარი,ნელა წამოვდექი, 
ყველა მე მიყურებდა: 
-კიდევ კარგი მხოლოდ სიზმარი იყო-ვთქვი და მთელი სხეული დამიმშვიდდა. 
-არა არ არის სიზმარი!!-მითხრა ქეთმა და აქვითინდა,მე ოთახი შევათვალიერე და 
დასახიჩრებული გვამი დავინახე,ისევ ისტერიკული ტირილი ამივარდა 
 
თავს ვერ ვიკავებდი,პირვეელად ცხოვრებაში ძალიან შემეშინდა,შემეშინდა მეც მისი ბედი არ 
გამეზიარებინა,ვფიქრობდი და ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა,ასე იყვნენ ყველა დანარჩენი გოგო და ზოგიერთ ბიჭსაც დასველებოდა ლოყები)) გადიოდა წუთები მე კი კიდევ ვტიროდი, 
კაილი მოვიდა გულში ჩამიკრა და ოთახიდან გამიყვანა 
-დამშვიდდი ალისა დამშვიდდი))-მე არაფერი მითქვმას უბრალოდ ვტიროდი)) 
ასე რამდენიმე წუთი გაგრძელდა,მერე კი შევწყვიტე ტირილი. 
-ასე ჯობია 
 
ძალიან მეცოდებოდა ის ბიჭი,არ ვიცოდი ვინ იყო,შეიძლებოდა ერთხელაც კი არ მყავდა ნანახი,თუმცა გული ძალიან მტკიოდა)) მზად ვიყავი ყველაფერი გამეკეთებინა და გამეგო თუ ვინ და 
რატომ მოკლა )) ჩემში მამაცმა ალისამ გაიღვიძა,უკვე აღარ ვტიროდი)) მზად ვიყავი იმ 
ადამიანის გამო შური მეძია,სწრაფად ავდექი და კაილს ვუთხარი: 
-ჩვენ უნდა გავიგოთ ეს ვინ გააკეთა 
-მართალი ხარ,შეიძლება ხვალ ასეთი მეორეც აღმოვაჩინოთ!! 
-წამოდი წავიდეთ!! 
იმ ოთახში შევედით სადაც ყველა ბავშვი იყო,ისევ მიცვალებული ბიჭის გვამი დავინახე: 
-ოო ღმერთო-შემოვბრუნდი და სახეზე ხელები ავიფარე,კაილი მოვიდა ხელები დამიჭირა 
-ალისაა! 
 
მეც მთელი ძალ ღონე მოვიკრიბე და მათ მივმართე: 
-ჩვენ აქ ვერ ვიჯდებით და ტირილს ვერ გავაგრძლებთ უნდა გავიგოთ ეს ბიჭი ვინაა და ვინ მოკლა ის? 
 
-ამის გაგება გაგვიჭირდება-თქვა ჯეკმა და ისეთი თვალებით შემომხედა,თითქოსდა მე ვყოფილიყავი დამნაშავე )) 
-ჩვენს გარდა კიდევ არის ვინმე იახტაზე? 
-არა,სულ თხუთმეტნი ვიყავით 
 
-უკვე თოთხმეტნი ვართ-ვთქვი,იმის შემდეგ რაც დათვლა დავამთავრე-ხომ არ იცით ვინ გვაკლია? 
-ოო არა ეს მეთია-თქვა კრისმა და ტირილი დაიწყო-ვგრძნობდი,რომ რაღაც ცუდი შეემთხვა 
უკვე აღარ ვიცოდი რა მექნა,მეშინოდა?არა არ მეშინოდა,იმდენად მეცოდებოდა ეს ადამიანი შიშს ვერ ვგრძნობდი,ჩემი გული სიძულვილით იყო სავსე)) ძალიან მინდოდა გამეგო ვინ იყო მკვლელი,ისე მძულდა ის ადამიანი მის მოკვლაზეც ვიყავი წამსვლელი ვინც არ უნდა ყოფილიყო )) თუმცა როგორ შეიძლებოდა ამის ჩამდენისთვის ადამიანი მეწოდა,მან მოკლა ახალგაზრდა ბიჭი სახე დაუსერა და ძაფით პირიც კი აუკერა,არა ის ადამიანი არ იყო ის ცხოველი იყო,ნამდვილი ცხოველი,რომელსაც გრძნობები არ გააჩნია,რომელსაც გულის ნაცვლად ქვა უდევს.ყველაზე საშინელი კი ის იყო,რომ ასეთი არსება ჩემთან ერთად ოთახში იმყოფებოდა და გულში დამცინოდა )) უეცრად ერთი აზრი მომივიდა: 
-ნუთუ იახტაზე კამერები არ აყენია? 
-კი ყველგან-მითხრა კაილმა 
-მაშინ ადვილად შევძლებთ გავიგოთ ვინაა მკვლელი ? -ვთქვი და ყველა გადავათვალიერე მაინტერესებდა ვინ როგორ გამომეტყველებას მიიღებდა და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა,როცა.. 


ვიცი არაა დიდი თავი,მეტის დაწერა არ შემეძლო,წავიქეცი და ხელი მაქვს ნატკენი)) მოკლედ შეაფასეთ )) 
P.S მირველ თავზე 20 კომენტარი იყო,მეორეზე 13 იმედია ასე არ დაიკლებს კომენტარების რაოდენობა,თორემ აღარ გავაგრძელებ )) 
დაამოწმა: SmilerMegi

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 742 | დაამატა: ♥Sophie♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 111 2 »
2013-01-27 Spam
kargia dzaan )