მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 31 » უსახელო :D
4:02 PM
უსახელო :D
პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ ეს კონკუსი რომ ვნახე ძალიან გამიხარდა, რადგან დიდი ხანია მინდა წოდების ამაღლება და ეს ძალიან კარგი შანსია ჩემთვის:** თავიდან მინდა დავდო თუ როგორ ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოს გარშემო:** 


როგორ ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში

ჯადოსნურ დღესასწაულს ახალ წელს აღნიშნავენ თითქმის ყველაგან მსოფლიოში, მაგრამ განსხვავებულად. ყოველ ქვეყანაში არსებობს მისი შეხვედრის განსაკუთრებული, საკუთარი ტრადიციები და ადათ–წესები. მაგალითად, თუ ევროპაში ახალი წლის დაწყებას აღნიშნავენ 1 იანვარს, ბირმაში ის დგება 1 აპრილს, ესკიმოსებთან პირველი თოვლის მოსვლისთანავე. მაგრამ უფრო გასაოცარია ის რომ ინდოეთში ახალ წელს აღნიშნავენ წელიწადში რვაჯერ.
გამოიცანით, რომელ ქვეყანაში არიგებენ საახალწლო საჩუქრებს საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი თოვლის ბაბუა და ფიფქია? ეს ხდება ავსტრალიაში  რადგან 1 იანვარი აქ ემთხვევა წლის ყველაზე ცხელ დროს.
სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულად აღნიშნავენ ახალი წლის მოსვლას, მაგრამ ყველას აერთიანებს ერთი რამ – ეს არის ლამაზი და მხირული დღესასწაული, რომელიც უკავშირდება მომავლის იმედებს, სურვილებსა და ოცნებებს. ვინ როგორ ჩაუთქვამს სურვილს, ვინ როგორ აცილებს ძველ წელს და ეგებება მომავალს სწორედ ამას შეიტყობთ ჩვენი მონათხრობიდან.

ბულგარეთი
ბულგარეთში სტუმრები, ნათესავები იკრიბებიან ახალ წელს სადღესასწაულო სუფრასთან და ყველა სახლში საახალწლოდ 3 წუთით ქვრება შუქი. ამ დროს როდესაც სტუმრები აღმოჩნდებიან სიბნელეში უწოდებენ საახალწლო კოცნის წუთებს, რომელთა საიდუმლოს ინახავს სიბნელე.
მაგიდის ცენტრალურ ადგილას აუცილებლად განთავსდება დიდი საშობაო ღვეზელი პატარა „სიურპრიზებით" (ღვეზელის მომზადებისას მათ სპეციალურად ანთავსებენ ღვეზელის ცომში), „სიურპრიზები" სუფრასთან შეკრებილებს უწინასწარმეტყველებენ ბედნიერებას, სიმდიდრეს, დაოჯახებას, წარმატებას...

დანია
დანიაში საახალწლოდ მიღებულია სათამაშო ნაძვის ჩუქება: რბილი ნაჭრისგან ან ხისგან დამზადებული ნაძვის ხე, რომლის ტოტებში იმალება ტროლი– ხის სული. საახალწლო სუფრაზე აუცილებლად იდგმება ჯამი ბრინჯის ფაფით. საახალწლო კერძებში განთავსებულია თხილის გული, ქალიშვილი კი რომელიც მას იპოვის აუცილებლად გათხოვდება მომავლ წელს– ასე სჯერათ დანიელებს.

იტალია
იტალიაში ტრადიციულად ახალ წელს თავისუფლდებიან ძველი ნივთებისგან. რაც უფრო მეტი ძველი ნივთია გადაგდებული საახალწლოდ მით უკეთესია. სწორედ ამიტომ ახალი წლის ღამეს აქ ფანჯრებიდან ცვივა ძველი ნივთები, და უნდა იყოთ ფრთხილად თუ არ გსურთ რომ თავზე დაგეცეთ უთო ან ხის მაგიდა smile ითვლება, რომ განთავისუფლებულ ადგილს აუცილებლად დაიკავებენ ახალი ნივთები. იტალიელებს აქვთ კიდევ ერთი საინტერესო ტრადიცია– ახლობლებს ჩუქნიან წითელი ფერის თეთრეულს, რადგან სწორედ წითელი ფერი წარმოადგენს სიახლის სიმბოლოს. პატარა იტალიელები საჩუქრებს ელოდებიან ქალი „თოვლის ბაბუისგან", ეს არ არის ფიფქია. როგორც წესი ის ხანდაზმული ქალბატონია სახელად „ლა ბეფანა", რომელიც საჩუქრებს არიგებს 7 იანვარს.

ავსტრია
ავსტრიაში მცნებათა წიგნის მიხედვით აუცილებელია ახალ წელს მოისმინო წმინდა სტეფანეს ტაძარზე აღმართული „მსოფლიო ზარების" სადღესასწაულო რეკვა. ამიტომ ათასობით ადამიანი 31 დეკემბერს იკრიბება ტაძრის მოედანზე.
ძველად კი ბედნიერების მომტანად ითვლებოდა საახალწლოდ საკვამურის მწმენდავთან შეხვედრა. ვინც მას შემთხვევით შეეხებოდა და მოისვრებოდა აუცილებლად ექნებოდა წარმატებული ახალი წელი.

შვედეთი
შვედეთში ახალი წლის დადგომამდე ბავშვები ირჩევენ სინათლის დედოფალს ლუჩიას. მას გამოაწყობენ თეთრ კაბაში, ხოლო თავზე დაადგავენ გვიგვინს ანთებული სანთლებით. ლუჩიას მოაქვს საყვარელი ნუგბარი ბავშვებისთვის და შინაური ცხოველებისთვის: ბავშვებისთვის – ტკბილეული, კატისთვის– ნაღები, ძაღლისთვის– ძვალი, ვირისთვის– სტაფილი smile

შოტლანდია
შოტლანდიაში ახალი წლის დღესასწაულს უწოდებენ „ხოგმანი". ტრადიციის მიხედვით საახალწლო ღამეს ცეცხლს უკიდებენ კუპრიან კასრებს და აგორავებენ მათ ქუჩებში. ამ ტრადიციით ისინი ცეცხლს უკიდებენ ძველ წელს და ეპატიჟებიან ახალს. შოტლანდიელებსაც აქვთ „მეკვლეობის" ტრადიცია და სჯერათ რომ მათი წარმატება მომავალ წელს დიდად დამოკიდებულია მეკვლეზე. მათი აზრით, დიდი წარმატება მოაქვს შავგვრემან მამაკაცს, რომელსაც მოაქვს ოჯახში საჩუქრები. ამ ტრადიციას უწოდებენ „ფერსტ ფუტინგი".
საახალწლო სუფრისთვის აცხობენ დიდ ტორტს, რომელიც მორთულია ნუშით, ნიგვზით, კანფეტებით, შაქრის და მარცეპანის ფიგურებით. ტორტს როგორც წესი ამშვენებს ნაციონალური ემბლემები–შოტლანდიური ჯვარი, გადაჯვარებული ხელები ზღვის ფონზე, მთები და სხვა.
ახალი წლის დადგომამდე შოტლანდიელები ამსხვრევენ ჭურჭელს მეზობლების კარებთან. ახალი წლის ღამეს არ ქვრება შუქი არც ერთ სახლში და ყველა ქუჩა განათებულია.

ირლანდია
ირლანდიაში ახალი წლის მოახლოებისას ყველა აღებს სახლის კარებს. ნებისმიერს ვინც მოისურვებს შეუძლია შემოვიდეს სახლში და გახდეს სასურველი სტუმარი. მას აუცილებლად გაუმასპიძლდებიან და საგანგებოდ მიართმევენ ერთ ჭიქა ღვინოს სიტყვებით : „ მშვიდობა იყოს ამ სახლსა და მთელს მსოფლიოში!" ახალი წლის პირველ დღეს აქ აღნიშნავენ სახლის დღესასწაულს. არსებობს უძველესი ირლანდიური ტრადიცია– ჩუქნიან ერთმანეთს ბედნიერების ნიშნად ნახშირის ნატეხს.

ეთიოპია
ეთიოპიაში ახალი წელი დგება 11 სექტემბერს. ის ემთხვევა დიდი წვიმების დასასრულსა და მოსავლის აღების დაწყებას. ახალი წლის ღამეს ეწყობა სადღესასწაულო მსვლელობები, ღონისძიებები, სახალისო შეჯიბრებრებები, რომელთა შორის ყველაზე პოპულარულია ცეცხლზე ხტომა, რომელიც ძალიან ჰგავს ჩვენებურ „ჭიაკოკონობას" smile

პანამა
პანამაში ახალ წელს წამოუდგენელი ხმაურია: მანქანების საყვირის ხმა, ადამინების ყვირილი..
ყველაფერი ეს კი ეფუძნება უძველეს თქმულებას, რომლის თანახმად ხმაური აფრთხობს ავ სულებს.

კუბა
კუბაზე საახალწლოდ საათი რეკავს მხოლოდ 11–ჯერ. მე–12 ზარი მოდის ზუსტად ახალ წელზე, ამიტომ საათს ასვენებენ და აძლევენ საშუალებას შეხვდეს ახალ წელს ყველასთან ერთად smile
ახალი წლის დადგომამდე სახლში ყველა ჭურჭელს ავსებენ წყლით, ხოლო ახალი წლის დადგომის შემდეგ დაგროვილ წყალს ღვრიან ქუჩაში იმ სურვილით, რომ მომავალი წელი იყოს ისეთივე სუფთა და ნათელი როგორც წყალი.

ბალი
არსად მსოფლიოში არ აღნიშნავენ ახალ წელს ისეთი სიხშირით, როგორც ინდონეზიის კუნძულ ბალიზე. ეს არც არის გასაკვირი, რადგან წელიწადი ბალიზე გრძლედება სულ რაღაც 210 დღე smile
ახალი წელი აქ ეგზოტიკური დღესასწაულია, რომლის ძირითადი ატრიბუტია– ფერადი ბრინჯი, რომლისგანაც ცხვება გრძელი, თითქმის ორმეტრიანი ზონარი...


ავსტრალია
ავსტრალიაში საახალწლოდ თოვლის, ნაძვის ხის და სხვა საახალწლო ჩვეული ატრიბუტების უქონლობის გამო, თოვლის ბაბუა ჩნდება სიდნეის სანაპიროზე სპეცილურად მორთულ სერფერზე გამოწყობილი საცურაო კოსტიუმში. თუმცა საახალწლო ტრადიციები ნაწილობრივ დაცულია, მას აუცილებლად აქვს თეთრი წვერი და ახურავს სანტა კლაუსის წითელი ქუდი smile
საახალწლო საღამოს დიდი კომპანიებით მიღებულია რესტორნებსა და ბარებში დროის ტარება ულამაზესი სალიუტების თანხლებით. ავსტრალიული ახალი წელის კიდევ ერთი დიდი განსაკუთრებულობაა– მისი აღნიშვნის ხანმოკლე დრო. ის მთავრება შუაღმის დადგომასთან ერთად. ავსტრალიელები როგორც წესი დგებიან დილის 5–6 საათზე, მიუხედავად დასვენების დღეების და დღესასწაულებისა, ხოლო იძინებენ არაუგვიანეს 10 საათიას. ასე რომ საახალწლო ღამე თავისთავად უკვე გამონაკლისია. თუმცა 00:10 ყველა უკვე ლოგინშია smile

ჩინეთი
ახალი წელი ჩინეთში ტრადიციულად ცხადდება ღარიბების დღესასწაულად. ღარიბებს და მოხეტიალე ადამინებს ამ დღეს შეეძლოთ უსაფრთხოდ შესულიყვენენ ნებისმიერ ყველაზე მდიდრულ სახლშიც კი და ამოერჩიათ ის ნივთი, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.
ახალი წელი ჩინეთში აღინიშნება 17 იანვარსა და 19 თებერვალს შორის, ახალ მთვარობისას.
ქუჩაში საახალწლო მსვლელობები– დღესასწაულის ყველაზე თვალთწარმტაცი ნაწილია.
აქ რთავენ ქუჩებს ფანრებით, რომლებსაც აუცილებლად აქვთ ჰოროსკოპის მიხედვით 12 ცხოველის ფორმა. წელიწადის სიმბოლო (წლის ჰოროსკოპის ნიშანი) კი საახალწლო ფანრების ძირითადი თემაა.


იაპონია
იაპონიაში ახალ წელს აღნიშნავენ 1 იანვარს. აუცილებელ ადათს წარმოადგენს ძველი წელის გასტუმრება სახლში ან რესტორანში ახლობლებთან ერთად.
ახალი წლის დადგომის მომენტში იაპონელები იცინიან, რადგან სჯერათ რომ სიცილი აუცილებლად მოუტანთ წარმატებას მომავალ წელს. პირველ საახალწლო ღამეს მიღებულია ტაძრებში წასვლა. ამ დროს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ისმის ზარების რეკვა. ტაძრებში რეკენ ზარებს, სულ 108–ჯერ. იაპონიაში ითვლება, რომ ყოველ ადამიანს გააჩნია 6 ნაკლი: გაუმაძღრობა, სიავე, სისულელე, ქარაფშუტობა, გაუბედაობა და სიხარბე. თითოეულს გააჩნია 18 განსხვავებული ელფერი. ზარის ყოველ დატრყმას მოსდევს ადამიანის გაწმენდა მტანჯველი ნაკლისგან.
ახალი წლის პირველ დღეს იაპონელები გამოდიან საახალწლო მილოცვებით ქუჩებში, ცვლიან საჩუქრებს. მთელ დღეს იაპონელები ატარებენ ქუჩაში, ულოცავენ ერთმანეთს დღესასწაულს, მღერიან, ცეკვავენ. დაბნელებისას კი უბრუნდებიან სახლებს, რომ დღესასწაულის დარჩენილი საათები გაატარონ სახლში ოჯახის და ახლობლების წრეში.

ინდოეთი
ინდოეთი ერთერთი ყველაზე განსხვავებულია ახალი წლის შეხვედრის ტრადიციით. უფრო სწორედ კი, მეტად განსხვავებულია ამ დღესასწაულის აღნიშვნის რიცხოვნობა ვიდრე თავად აღნიშვნის ტრადიცია. ინდოეთში ახალ წელს ხვდებიან წელიწადში 8–ჯერ. ერთერთ ასეთ დღეს უწოდებენ ინდურ „გუდი პადვას". ამ დღეს ყველა მხიარულობს და ამზადებენ განსაკუთრებულ კერძებს. მკაცრად აკრძალულია უხეშობა და სხვისი შეურაცყოფა. ამ დღეს ინდოელები დგებიან მზის ამოსვლასთან ერთად, ეწყობაინ სადღესასწაულოდ , შემდეგ კი ფიქრობენ თავის წარსულ საქციელზე, ქმედებებზე და როგორ გამოასწორონ ის რაც გააფუჭეს გასულ წელს. დღისით იწყება დღესასწაული ქუჩებში: სხვადასხვა ღონისძიებები, ქუჩის სპექტაკლები, შეჯიბრებები, ტრადიციული საჰაერო ფრანის გაშვება.

ბირმა
ბირმაში ახალ წელს აღნიშნავენ აპრილში, როდესაც იწყება ტროპიკული წვიმები. ბუნებისადმი მადლიერების გამოსახატავად ბირმელები ასხავენ ერთმანეთს წყალს და ულოცავენ ახალი წლის დადგომას.

ინგლისი
შუა საუკუნეებში ინგლისში ახალ წელს ხვდებოდნენ გაზაფხულზე– 1 მარტს.
საახალწლო მისალოცი ბარათების ტრადიცია წარმოიშვა ინგლისში. ინგლისში და ამერიკის შეერთებულ შტატებში საყვარელ ოჯახურ დღესასწაულად ითვლება შობა.
ახალ წელს ინგლისელები ტრადიციულად გამოდიან მთავარ მოედანზე, რომ მიულოცონ ერთმანეთს ახალი წლის დადგომა ბიგ–ბენის ზარების რეკვის ფონზე.

გერმანია
გერმანიაში უმთავრეს და უსაყვარლეს დღესასწაულად ითვლება ქრისტეშობა. სწორედ გერმანიას უნდა უმადლოდეს მსოფლიო ულამაზესი ტრადიციის არსებობისთვის– ეს არის ნაძვის ხის მორთვა. შუშის ნაძვის ხის სათამაშოების და ხელოვნური ნაძვის ხეების არსებობაც სათავეს იღებს სწორედ გერმანიაში.
საშობაო მაგიდას გერმანიაში აფარებენ აუცილებლად ქათქათა თეთრ სუფრას, ალამაზებენ მას ნაძვის პატარა ტოტებით, არომატული სანთლებითა და სხვადასხვა სუვენირებით.
საშობაო სუფრის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს სხვადასხვა ფორმის საახალწლო ფხვიერი ნამცხვრები და მარცეპანის კანფეტები.
ახალი წელი კი გერმანიაში– მეორეხარისხოვანი დღესასწაულია. ტრადიციული საახალწლო ვახშამი იწყება საღამოს 8 საათზე და მთავრდება შუაღამეს. საახალწლო მილოცვით ჭიქების აწევა კი წარმოადგენს სადღესასწაულო ტრაპეზის დასასრულის ნიშანს.

საფრანგეთი
საფრანგეთის რევოლუციის დროს ახალ წელს ფრანგები აღნიშნავდნენ 22 სექტემებერს– რესპუბლიკის დაარსების დღეს.
შობა და ახალი წელი საფრანგეთში – ეს არის კულინარული ფანტაზიების ნამდვილი დღესასწაული. სადღესასწაულო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია ცნობილი ფრანგული შამპანური– მხიარულების და დროსტარების დედაბოძი. ბოსტნეული, ხილი, მწვანე სალათი, შებოლილი ორაგული, ხიზილალა და რა თქმა უნდა „ფუა–გრა" (ცნობილი პაშტეტი მომზადებული ბატის ღვიძლისგან). ცხელი კერძის სახით საშობაო სუფრას აუცილებლად ამშვენებს შემწვარი დედალი ინდაური და ხამანწკები– ფრანგების ნაციონალური სიამაყე. სადღესასწაულო დესერტს წარმოადგენს ცნობილი საშობაო ნამცხვარი „შეშა" (ტორტი ცუკატებითა და ქიშმიშით) და შოკოლადი.

ესპანეთი და პორტუგალია
ყურძნის მტევანი მრავალ ქვეყნაში, მათ შორის ესპანეთსა და პორტუგალიაშიც მიჩნეულია ხვავის, ჯამრთელობისა და ოჯახური კერის სიმბოლოდ. ამიტომ ტრადიციის თანახმად საახალწლო ღამეს ესპანეთსა და პორტუგალიაში საათის ყოველ დარტყმასთან ერთად მიირთმევენ ყურძენს და ჩაუთქვავენ სურვილს: თორმეტი დარტყმა– თორმეტი სურვილი, წელიწადის ყოველი თვის გათვალისწინებით.
ასეთი მრავალსახოვანი, ხმაურიანი, მხიარული, სიმღერებისა თუ გულმხურვალე ლოცვის თანხლებით ახალი წლის დღესასწაული ყველასთვის იმედის მომტანია. „ნეტავ" გაისმის ყველა ქვეყანაში, თუმცა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ენაზე smile

გილოცავთ დამდეგ შობა– ახალ წელს და გისურვებთ ყველა საახალწლო სურვილის ასრულებას!

სახალისო სურატები "მაშინ და ახლა"


საინტერესო ფაქტები Facebook-ის შესახებ
1.ფეისბუქს ჰყავს 350 მილიონი აქტიური მომხმარებელი,

2.საშუალოდ ფეიქსბუქში დარეგისტრირებულ ადამიანს ჰყავს 130 მეგობარი,

3.ფეისბუქში დაახლოებით 2.5 მილიარდზე მეტი სურათია ატვირთული,

4.ამერიკელები ხარჯავენ 13.9 მილიარდ წუთს ფეისბუქზე და 5 მილიარდს მაი სფეისზე.

5.ფეისბუქი რომ ქვეყანა ყოფილიყო ის სიდიდით მეხუთე იქნებოდა

6.საშუალოდ ფეისბუქზე დარეგისტრირებული მომხმარებლები 55 წუთს ატარებენ

7.ფეისბუქზე დარეგისტრირებული მომხმარებლები სულ მცირე 9-ჯერ "ალაიქებენ"
რაიმე სურათს ან გვერდს და 25 კომენტარს ტოვებენ ერთი თვის განმავლობაში

8.ფეისბუქზე დარეისტრირებულ ქალთა უმრავლესობის ასაკი 55 წელია.



მადლობა რომ ნახეთ და იმედია რომ მოგეწონათ <3 კომენტარები არ დაგავიწყდეთ რა
 ყველაზე დიდ საჩუქარს საახალწლოდ
 ამას გამიკეთებთ :** მიყვარხართ ყველაა <3



GabbY ))))))))))<3
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 1169 | დაამატა: SoPii)) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 121 2 »
2013-01-02 Spam
Umagresi Iyoo Sg smile