მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 14 » უიტნი ჰიუსტონი
5:29 PM
უიტნი ჰიუსტონი
სასტუმრო Beverly Hilton-ის ნომერში, სააბაზანოში, სადაც მომღერალი უიტნი ჰიუსტონი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს.
dailymail-ი ფოტოსურათებს ავრცელებს იმ ადგილიდან, სადაც მომღერალი გარდაიცვალა. სააბაზანოში სხვადასხვა ფლაკონები იპოვეს, მათ შორის "ქსანაქსი", რომელიც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს განეკუთვნება. პრეპარატი ამცირებს შიშის, მოუსვენრობისა და დაძაბულობის შეგრძნებას. სააბაზანოში აგრეთვე აღმოაჩინეს "იბუპროფენი", რომელიც ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია.
ფოტოსურათში ასევე ჩანს ჰამბურგერი, შემწვარი კარტოფილი და თურქული სენდვიჩი, შამპანურისა და ლუდის ბოთლები. ექსპერტები აცხადებენ, რომ მედიკამენტებისა და ალკოჰოლური სასმელის კომბინაციას სიკვდილის გამოწვევა შეეძლო. 
სამართალდამცავებს მომღერლის სიკვდილის ოფიციალური ვერსია ჯერ არ დაუსახელებიათ, თუმცა ვრცელდება ვერსია, რომ ვარსკვლავი ალკოჰოლისა და მედიკამენტების ზემოქმედების შედეგად გარდაიცვალა. 
გამომძიებელ ედ ვინთერის განცხადებით, ვიდრე ტოქსიკოლოგები საბოლოო დასკვნას არ დადებენ, ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთდება. 
"მართალია მომღერლის სააბაზანო ოთახში რეცეპტები და აბები ვიპოვეთ, მაგრამ ამაში უჩვეულოს ვერაფერს ვხედავ! უამრავი ვერსია გავრცელდა მისი სიკვდილის შესაძლო მიზეზებზე, დასახელდა დახრჩობა და მედიკამენტების გადაჭარბებული დოზა, თუმცა საქმე ძიებაშია და საბოლოო დასკვნას ჯერ ვერ შეგატყობინებთ. ამ საკითხით სპეკულაციას არ ვაპირებთ", - განაცხადა გამომძიებელმა. 
ტოქსიკოლოგების დასკვნა რამდენიმე კვირაში გამოქვეყნდება.
დღეს, 14 თებერვალს მომღერალი მშობლიურ ქალაქ ნიუ ჯერსიში გადაასვენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ვარსკვლავს მამის გვერდით დაკრძალავენ.
შეასწორა: -Saall
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 670 | დაამატა: mari_miley | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2012-02-14 Spam
yvelaze metad vwuxvar mteli gulit