მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 14 » უიტნი ჰიუსტონი
5:20 PM
უიტნი ჰიუსტონი
პირობა, რომელიც უიტნი ჰიუსტონმა ქართველებს ვერ შეუსრულა
2004 წელს მოსკოვში, კრემლში უიტნი ჰიუსტონის კონცერტი გაიმართა. კონცერტზე დასასწრებად მოსკოვში ჰიუსტონის ქართველ თაყვანისმცემელთა პატარა ჯგუფიც ჩავიდა, რომელთა შორის ხმის ჩამწერი კომპანია Bravo Records-ის მფლობელი ზაზა შენგელია იყო.  
კონცერტის შემდეგ პოპ-ვარსკლავთან შეხვედრა იყო დაგეგმილი. ქართველები ჰიუსტონთან ხელცარიელები არ მისულან. მათ ”ქართული ხმების” ჩანაწერები და მინანქრის ყელსაბამი ჩაიტანეს. ყელსაბამი სპეციალურად უიტნისთვის მინანქრის სპეციალისტმა თეა გურგენიძემ დაამზადა. მომღერალმა ყურადღება ყელსაბამზე განსაკუთრებულად შეაჩერა.  

"ვინაიდან ყელსაბამით ჰიუსტონი უფრო დაინტერესდა, ვიდრე სხვა საჩუქრებით, რომელთა შორის ძირითადად "რუსული სამოვრები" და "კასინკა" იყო, ქართველები მომღერალთან პირველები შევედით", - იხსენებს შენგელია. 

უიტნი ჰიუსტონს ქართველები ძალიან თბილად მიუღია, ხოლო საჩუქრებმა მომღერალი აღაფრთოვანა. სამკაულის სერთიფიკატი მეტად ორიგინალური იყო. ის უიტნის სიმღერების ტექსტებით იყო შედგენილი, თუმცა ოდნავ შეცვლილი ფორმით - მისი სიმღერიდან ფრაზები პირველი პირიდან მესამე პირში გადაიყვანეს. 

მაგალითად, ფრაზა "მე ვუყვარვარ იესოს" (Jesus loves me) იმავე სახელწოდების სიმღერიდან, სერთიფიკატში გადმოტანილი იყო, როგორც "ის უყვარს იესოს". სერტიფიკატის ტექსტი იმდენად ამაღელვებელი აღმოჩნდა, რომ უიტნიმ თავი ვერ შეიკავა და ატირდა. 
კონცერტს კურიოზის გარეშეც არ ჩაუვლია. გამოსვლის დასასრულს, უიტნიმ რუსებს მადლობა რუსულად გადაუხადა და სიყვარულიც აუხსნა. მომღერლის პირით წარმოთქმული Я люблю вас ასე ჟღერდა - "იელოუ ბას", რაც ქართულად ყვითელ ავტობუსს ნიშნავს.  

ქართველებმა მომღერალი საქართველოშიც დაპატიჟეს, რაზეც თანხმობაც მიიღეს. "დიახ, მე აუცილებლად, აუცილებლად ჩამოვალ თქვენთან", - განაცხადა უიტნიმ. თუმცა მომღერალმა პირობა ვერ შეასრულა.
ცნობილია, რომ ჰიუსტონი ქველმოქმედი იყო. მას საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაციაც ჰქონდა, რომელიც უსახლკარო და ობოლ ბავშვებს ეხმარებოდა. 

ხმის ჩამწერი კომპანია Bravo Records-ს ხელმძღვანელის, ზაზა შენგელიას თქმით, კომპანია უიტნი ჰიუსტონის საქვემლოქმედო ორგანიზაციასთან თანამშრომლობას აპირებს.
Whitney-houston-morreu_large
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 683 | დაამატა: mari_miley | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 3
2012-02-14 Spam
suuudiia :((