აგები - უგები-გუგები-ბუგები- ა.შ და ა.შ - არის თბილი,რბილი საზამთრო ფეხსაცმელი,რომელიც უკვე 2 წელია გამოჩნდა საქართველოში და კარგა მყარადაც მოიკიდა ფეხი.როგორც ცნობილი,ავსტრალიაში ყველაზე მაღალი ხარისხის აგი მზადდება და მთელი მსოფლიოს მაშტაბით იგზავნება გასაყიდად,ალბათ იმიტომ რომ მისი წარმოშობის ადგილია!მართალია საქართველოში ხელით დამზადებულ აგებსაც შეხვდებით მაგრამ,აქაც შეიძლება ორიგინალის პოვნა.
აგი- თავიდან დამზადებული იქნა ცხვრის ტყავისგან,რომელსაც ძირითადად მამაკაცები ხმარობდნენ.როგორ ავღნიშნე აგი უნდა დამზადებულიყო ან ავსტრალიაში ან ახალ ზელანდიაში 1970 წელს.თავიდან ის არავის არ მოწონდა (ახლაც თინეიჯერების 45-50% არ მოსწონს ის ) მაგრამ შემდეგ მისი დიზაინი შეიცვალა და დაიხვეწა.ახლა საკმაოდ გავრცელებულია ჯიმი ჩუს უგები.