მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 13 » უბრალოდ...<3
7:58 PM
უბრალოდ...<3
გავკადნიერდი და კვლავ დავუბრუნდი პროზას, თუმცა მე არ მეხერხება გაურითმავი ფრაზების წერა... რითმაში მხურვალება იგრძნობა, მაგრამ ვიცი, გაურითმავი ფრაზებიც შეიძლება კოცონივით ააგიზგიზო. სათქმელი ბევრი მაქვს, შევეცდები, იოლად მოგიტანოთ გულამდე. 
როდესაც დილა თენდება და თვალებს ვახელ, ნამდვილად ვიცი, რომ მზე მარტო ჩემთვის არ ამომძვრალა დედამიწის ჰორიზონტიდან. მზე არც იმისთვის ამოსულა, რომ უხარია ამოსვლა. 
ეს მისი ვალდებულებაა, რადგანაც მზე უფლის მოციქულია ჩვენს გალაქტიკაში და დროის ეტლები სწორედ მას არიან მიბმულნი ლაგამივით. თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ეტლი გვაქვს ამ ცხოვრებაში და მისი ერთადერთი მესაჭეებიც თავადვე ვართმ ხოლო მეგობრები, მშობლები, ნათესავები მაინც დროებითი მეგზურები არიან ამ ბედის ეტლისა.მზის ამოსვლა მე უფრო ღრმად მესმის, იმაზე ღრმად,ვიდრე სხვებს ჰგონია.შეიძლება ბევრ თქვენგანს არც უნახავს სისხლით თვალაცრემლებული მზე, მაგრამ სწორედ ასეთი მზე ხროტინებს ხოლმე ჩემს სარკმელთან ყოველ დილას. ძალიან მძიმეა ამ ხროტინის მოსმენა, ყველანაირ ხორციელ ტკივილზე ძნელი.ყველაზე დიდი სისასტიკე ის არის, რომ მთელი თავისი სიძლიერით გესმის, აღიქვამ მის ამაზრზენ ხმას და გგონია, რომ ახლა არა და ახლა გაგისკდება სასმენელი. მიუხედავად ამისა, მაინც ვცხოვრობ, იმიტომ რომ ცხოვრება ბრძოლაა.... 
სულ ორი ადამიანი მეგულება დედამიწის ქერქზე, რომელთაც იციან ტკივილის, ცრემლის,უკიდეგანო თეთრი ღამეების ფასი და მეამაყება, რომ ყოფის წისქვილზე მათთან ერთად ვდგავარ. მთავარია სული და რა გაქანებას მისცემ მას, რომელ გზას დაადგები. მე ეკლიანი ავირჩიე, სავსე ბარიერებითა და ლეშებით. გზა,რომელიც ტაიგაზე გადის, სადაც ბულბულის გალობას მგლის ყმუილი სჭარბობს. რატომ? პასუხი ერთია--ეს არის პირდაპირი ბილიკი სულის სრულყოფისაკენ. 
ჩემო თანატოლებო,თქვენ, შეიძლება, ჯერ ბოლომდე არც გესმოდეთ მზის ამოსვლის მიზეზი და არც ძარღვებში სისხლის ბრუნვას უგდებდეთ ყურს...მე, შეიძლება, ბოლომდე ვერა,მაგრამ ერთხელ მაინც განმიცდია ის ტკივილი, რაც ალიონს მოაქვს და ღრუბლების ფერდობებზე ანაწილებს. 
გახსოვდეთ,ღიმილით, სიცილით აღსავსე გარემო ყოველთვის როდი კრავს დადებითად დამუხტულ რკალს. მიუხედავად იმისა,რომ ყველანი სულიერი არსებები ვართ--ადამიანები, ხაზს ვუსვამ ამ სიტყვას, მაინც ადვილად ვწირავთ ერთმანეთს ტკივილისათვის. განზრახ?სულაც არა,უბრალოდ ბოლომდე ვერ ვგრძნობთ ტკივილის ფესვებს, ამის ცოდნას გამოცდილება სჭირდება. მე მოსამართლედ არ გამოვდგები, არც ბრალმდებლად, უბრალოდ თქვენი მეგობარი ვარ და ვცდილობ, ჩირაღდანი აგინთოთ იმ გარემოში, სადაც სიბნელის გამო გზის გაკვლევა ჭირს. 
ცხოვრება ყვავილივითაა, მისგან სასარგებლო, საამო ნექტარი კი არ ჟონავს, შენ თვითონ უნდა მიაგნო და ამოსწოვო;სწორედ ამ პროცესში ყალიბდები სულიერ არსებად-ადამიანად.გონების ღრმულებში აღმოცენებული ჩემი პოეზია თქვენს სულებამდე ჩაღწევას ცდილობს და არა -ნაჩუქარი აპლოდისმენტების მიღებას.გიყვარდეთ ერთმანეთის სულები და გაუფრთხილდით მათ ისე, როგორც უფრთხილდებით თქვენს სხეულს.სულს თავისი სისხლი გააჩნია და, თუ მისგან დაიცალა ადამიანი, უმალვე ლეშად გადაიქცევა, ლეში კი ყარს. გახსოვდეთ,თქვენი თაფლნარევი შხამი, შეიძლება, თქვენ გვერდით მყოფს სულის სისხლს უწამლავდეს...დაფიქრდით ამაზე, ნუ გაიმეტებთ ადამიანებს ასე, დაინდეთ. 
ხვალ?ხვალ კვლავ გადიძრობს მთვარე ღამის პერანგს და მზედ გადაიქცევა;ახალი ბრძოლის ველი გაიშლება ჩვენს წინაშე, ოღონდ იმავე ჯარისკაცებით დაკომპლექტებული....გენერლები გვერდში გვიდგანან, მაგრამ ხვალ ისინი ხომ უნდა შევცვალოთ. 
დავუნთოთ ერთმანეთს სულებში სანთლები, რადგანაც ხვალ მათი ერთობლიობა მომავლის გალაქტიკის მზეს კიდევ ერთ სხივს შეუზრდის.

დათა გულუა 
2002 წლის 19 ოქტომბერი 

მე ... 
მე მენატრები , 
მე მენატვრები. 
მე მესიზმრები, 
მე მემიზნები. 
მე მეფიქრები, 
მე მეფიფქები. 
მე მეწილები, 
მე-დახვეწილები . . . 

ქვიშის საათი . . . 

ქვიშის საათი ჩამოცლის წამებს... 
მე უშენობა უკვე მაწამებს, 
თუ გადაგულდა გული უშენოდ - 
მას დრო მკურნალიც ვეღარ უწამლებს. 

დროს შევაჩერებ , ვაბრუნებ საათს... 
იქნებ - შენი დრო ჩამომრჩა სადღაც, 
ხელებს გავშლი და დავხუჭავ თვალებს - 
შენს მოლოდინში დავითვლი წამებს. 

ისევ ჩამოცლის საათი წამებს - 
მას ჩემი ფიქრი სულ არ ა-წამებს, 
მისი მისია არის ი-წამოს - 
მე შენმა მოსვლამ უნდა მიწამლოს....
როგორ დავწერო თუკი არ მოდის წყეული მუზა 
დამეხმარეთ რომ ჩავუშვა ფსკერზე ცოდვების ღუზა 
ამ პოეტობამ სულ გამიფუჭა ეს ხასიათი 
წუთისოფელიც არაფერია წამია ათი 
ვფიქრობ და მაინც ვერ ვხვდები რატომ უნდა განვაგრძო 
ანდა რად მინდა გულის ტკივილი ხალხში განვავრცო 
მე ხომ გამგები ვერ ვიპოვე ამ ქვეყნად ვერა 
უნდა შევწყვიტო ალბად ცოტახნით ლექსების წერა 
ხოდა ავდგები და მათსავით თქვენგან შორს წავალ 
ამ რითმებს როცა ვადა გაუვა მეც ხალხში გავალ 
მზის დაბნელებას ვუყურებ მთვარის ფორმაში ჩაცმულს 
ბოდიშს მოვუხდი ცოდვებისთვის იესოს ჯვარცმულს 
ნაპირს დავტოვებ მშვიდი ცურვით გავალ დინებას 
ის გაიხსენებს ფიქრებს თქვენ კი მოწადინებას 
როდესაც ქარი შემოდგომის ფოთლებს ფანტავდა 
ეს ჩემი რითმიც დრამატულად იქვე დამთავრდა 
მე პერსპექტივა არ გამაჩნია ისევ ნოლია 
ხალხის ღიმილი აღარ მოჩანს ყველგან ომია 
დეპრესიის ზღვამაც ჩამძირა თავით ბოლომდე 
მაგრამ არ მინდა ამ ერთ გრძნობას მუდამ ვგლოვობდე

-GabbY
კატეგორია: ♥ ლექსები | ნანახია: 861 | დაამატა: nb | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2012-12-13 Spam
აუ ძალიან მომეწონა.<3