სახელი : Tyra Lynne Banks
დაბადების თარიღი:4 დეკემბერი,1973
დაბადების ადგილი:კალიფორნია,USA
საქმიანობა:მოდელი,მსახიობი
სიმაღლე:1.78
ტაირა ლინ ბენქსი ამერიკელი სუპერმოდელი, მსახიობი, ტელეწამყვანი .
17 წლის ასაკში მან დაამთავრა Immaculate Heart High School და მოდელის პროფესია აირჩია, ტაირამ სამოდელო სააგენტოსთან კონტრაქტი გააფორმა და იმავე წელს პარიზში გაემგზავრა, სადაც ის შეამჩნიეს წმყვანმა მოდის სახლებმა, მათ შორის იყვნენ შანელი და როლენ რალფი. ტაირა იყო პირველიშავკანიანი მოდელი, რომელიც ასეთი წამყვანი ჟურნალების ყდებზე მოხდა, როგორრებიცაა Sports Illustrated Swimsuit Edition, GQ და Victoria’s Secret-ის კატალოგები.
ტაირა იყო ერთ-ერთი მოდელი, რომელიც გადაიღეს 1997 ფლეიბოის ყდისთვის კლაუდია შიფერთან ერთად. ამავე ნომერში შეიძლება ვნახოთ ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი, ევა ჰერციგოვა, იმანი, ელ მაკფერსონი, კეიტ მოსი და სტეფანი სეიმური.,
Forbes – მა ჩაატარა გამოკითხვა თუ რამდენი გამოიმუშავეს სუსტი სქესის წარმომადგენლებმა ერთი წლის მანძილზე სადაც მეორე ადგილი დაიკავა ტაირამ , რომელმაც წლიურად 25 მილონი დოლარი გამოიმუშავა .
ალბათ ყველას გასჩენია სურვილი გზაში რომელიმე გამვლელისთვის ესა თუ ის შაშინელი ტანისამოსი გაგეხადათ სწორედ ასეთი სურვიი გაუჩნდა ტაირასაც და ამაზე მან მთელი შოუ გააკეთა .
დასახელება: America’s Next Top Model
ჟანრი: რეალითი შოუ
წელი: 2011
პროდიუსერი: ტაირა ბენქსი.
ენა: ინგლისური
შინაარსი: ეს გახლავთ რეალითი შოუ რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ამერიკაში და ასევე სხვა ქვეყნებში. დამწყები მოდელები ყველა სეოზში ცდილობენ გაიმარჯვონ და დაიწყონ კარიერა სამოდელო ბიზნესში. შოუს წამყვანი გახლავთ ყველასთვის ცნობილი, ულამაზესი სუპერმოდელი ტაირა ბენქსი, იგი გახლავთ შოუს პროდიუსერი, წამყვანი და ჟიურის მთავარი წევრი. ამჟამად მიმდინარეობს შოუს მეჩვიდმეტე სეზონი.