>> მსახიობი ჰენრი კევილი სტეფანი მეიერის არჩევანი იყო ედვარდის როლისთვის. მაგრამ იმ დროისთვის როდესაც გადაღებები დაიწყო, ჰენრი უკვე 25 წლის იყო და 17 წლის როლის შესრულება აღარ შეეძლო. შემდეგ მას კარლაილ კალენის როლის შესთავაზეს, თუმცა ის ამ როლს არ დათანხმდა სერიალ "The Tudors” (2007) – თვის. ედვარდის როლის მისაღებად, რობერტ პატინსონი ინგლისიდან პირდაპირ რეჟისორ კეტრინ ჰერდვიკის სახლში გაფრინდა კასტინგისთვის. იქ, რობერტმა და კრისტენ სტიუარტმა რომელიც უკვე დამტკივებული იყო ბელა სვონის როლზე, განასახიერეს მდელობის სცენა პირდაპირ კეტრინის საწოლზე 5,000 – ზე მეტმა მსახიობმა გაიარა კასტინგი ედვარდის როლისთვის
>> რობერტ პატინსონმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს მისი პირველი ამერიკული როლი იყო და ამერიკული აქცენტის მისაღებად გაწვრთნილი არ ყოფილა.
>> ფილმში ჯესიკა, წიგნიდან ჯესიკა სტენლისა და ლორენ მალორის კომბინაციაა.
>> კრისტენ სტიუარტს 18 წელი შეუსრულდა ფილმის გადაღებებისას, და დასაჩუქრებული იყო დიდი ტორტითა და მთელი ღამე გადაღებებით
>> კაფეტერიას სცენა, როდესაც ბელას ვაშლი უვარდება, ედვარდი კი აიტაცებს მას, ბინდის წიგნის ყდის კოპირებაა. კეტრინ ჰერდვიკმა განაცხადა, რომ ამ სცენას 33 დუბლი დასჭირდა.
>> სტეფანი მეიერის შთაგონება წიგნის დასაწერად მისი საყვარელი მუსიკალური ჯგუფი Muse იყო, მისი მეორე საყვარელი ჯგუფი Linkin Park – ია. ორივე ბენდის სიმღერები გამოყენებულია ბინდის საუნდტრეკად. რადგან Muse სტეფანის საყვარელი ჯგუფია, მისი სიმღერები საგის ყოველი ნაწილის საუნდტრეკადაა გამოყენებული.
MUSE
>> სტეფანი მეიერს თავისი საკუთარი შეთავაზებები ჰქონდა ბინდის Cast – თან დაკავშირებით. მისი არჩევანი ასეთი იყო:
•ემილი ბროუნინგი ბელა სვონის როლში
•ჰენრი კავილი ედვარდ კალენის როლში
•ჩარლი ჰუნამი კარლაილ კალენის როლში
•მერი-ლუის პარკერი ესმე კალენის როლში
•რაიჩელ ლი კუკი ელის კალენის როლში
•ტრენთ ფორდი ჯასპერ ჰეილის როლში
•ტომ ველინგი ემეტ კალენის როლში
•და ოლივია უაილდი როსალი ჰეილის როლში
>> ფილმი 48 დღეში გადაიღეს.
>> კემ ჯიგანტე ემეტ კალენის როლზე იყო კასტინგზე მაგრამ რეჟისორმა კეტრინ ჰერდვიკმა მას ჯეიმსის როლის შესთავაზა ემეტის როლის სანაცვლოდ და კემიც დათანხმდა.როდესაც ბელა და ედვარდი მდელობზე წვანან, მზე ხეებიდან შემოდის და მათ შორის გულს აკეთებს.პირველი სცენა რომელიც ფილმისთვის იყო გადაღებული ბალეტის ოთახისა და ბეიზბოლის სცენები იყო, რადგან კემ ჯიგანტე სხვა ფიმლის გადაღებებზე იყო წასასვლელი.
>> კაბა, რომელიც კრისტენ სტიუარტს გამოსაშვები საღამოს სცენაში აცვია, მხოლოდ 20 დოლარი ღირდა. ხოლო კოსტიუმი რომელიც რობერტ პატინსონს ეცვა იმავე სცენაში ყველაზე ძვირფასი ტანსაცმელი იყო მთლიან გადაღებებზე.როდესაც კარლაილმა უკბინა ედვარდს, მან რაღაც ჩასჩურჩულა მას ყურში. თავიდან ეს იყო "მაპატიე” შემდეგ "ჩემო შვლიო”. ასე მეხუთე დუბლზე კი მან თქვა, "შენ სექსუალური ხარ”.
>> თავდაპირველად ბრაის დალას ჰოვარდს შესთავაზეს ვიქტორიას როლი, თუმცა მან უარყო ეს შემოთავაზება, რადგან როლი ზედმეტად პატარად ჩათვალა. შემდეგ კი როდესაც Summit Entertainment – მა რიშელ ლაფევრე დაითხოვა, ბრაისმა ის ჩაანაცვლა Eclipse – ში.
>> 36 საათი დასჭირდა ნიკი რიდის (როზალი) ქერად გადაქცევას, ამიტომ New Moon – ში მან უბრალოდ პარიკი დაიხურა, ასევე პარიკი ახურავს ბელასაც New Moon-სა და Eclipse – ში, რადგან გადაღებებისას მას თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი ფილმისთვის The Runaways!