მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 6 » TVD News
11:17 AM
TVD News
The Vampire Diaries
*ახალი პრომო პოსტერი
* 4.03  - ოფიციალური სინპოსისი
*ინტერვიუ ჯული პლეკთან-გრანდიოზული სპოილერები!
*ნინა დობრევის ინტერვიუ ჟურნალისთვის «Glamour»
*სურათები 4.2 და 4.3 სერიებიდან
  


ახალი პრომო პოსტერი



4.03 The Rager - ოფიციალური სინპოსისი

დაბადებულები თავისუფლებისთვის - კონორი აგრძელებს მისტიკ-ფოლსის საიდუმლოს გამოძიებას და ცდილობს ჯერემის დაყოლიებას, რომ ძალები გააერთიანონ. ექიმი ფელის დახმარებით დეიმონი და კლაუსი დაკითხავენ კონორს, მაგრამ წინააღმდეგობა ფატალური აღმოჩნდება.ელენა ცდილობს შესაძლებლობების საზღვარში გააგრძელოს ნორმალური ცხოვრება და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი სკოლაში სწავლა განაგრძოს, რაშიც მეტი და კეროლაინი უჭერენ მხარს. ამას უძნელებს რებეკას გამოჩენა რადგან ელენას უჭირს სიბრაზის გაკონტროლება და ხვდება რომ რებეკასთან ჩხუბი სახიფათოა. რებეკა აცნობიერებს რამდენად მარტოსულია და იწყებს ურთიერთობას ეიპრილთან. სტეფანს უნდა აჩვენოს რომ ცხოვრება ჯერ კიდევ შეიძლება იყოს კარგი და მიყავს ის დაუვიწყარ მოგზაურობაში მოტოციკლით. ტაილერთან მოულოდნელად ჩამოდის ჰეილი - მაქცია რომელიც დაეხმარა მას კლაუსთან კავშირის გაწყვეტაში. სტეფანი დარდობს ელენაზე, ვერ აკონტროლებს საკუთარ ემოციებს და რჩევისთვის კეროლაინთან მიდის.



ინტერვიუ ჯული პლეკთან.
გრანდიოზული სპოილერები!


იცით რას ვფიქრობ?! იქნება თუ არა დეიმონი როდესმე ბედნიერი?! სერიალში მხოლოდ ის იტანჯება ყველაზე მეტად.
- რათქმაუნდა,დეიმონს ექნება ნამდვილად დიდი სიხარულის განცდა.

მართალია არის თუ არა ის,რომ კეროლაინი და კლაუსი ასრულებენ ისეთ ცეკვას,როგორიც დელენამ შეასრულა პირველ სეზონში?!
- ეს ტყუილია..

იქნება თუ არა პირველივე სერიაში დელენას სცენა?
- რათქმაუნდა,ამის გარეშე შეუძლებელია. ხომ გახსოვთ,რომ ელენას მეხსიერება უბრუნდება.

- გახდება თუ არა დეიმონი ისეთი,როგორიც იყო პირველ სეზონში?
ის გახდება უფრო მაგარი,მაგრამ არა უფრო ბოროტი.

ექნებათ თუ არა დეიმონსა და ელენას სერიოზული საუბარი დეიმონზე?
- დიახ.

რომელ სერიაში იქნება პირველი ფლეშბეკი?
- მეოთხეში.

იქნება თუ არა ბევრი კოცნა ამ სეზონში?
- ძალიან,ძალიან ბევრი.

მაინტერესებს თქვენი აზრი,კლაუსი ისევ თავის თავს ადანაშაულებს ჰენრიკის სიკვდილში?
- 100 %-ით დარწმუნებული ვარ,რომ კი. თუმცა ის ამას არ აღიარებს.


ქნება თუ არა მეტს,თუნდაც მიზერული შანსი იმისა,რომ კეროლაინთან ურთიერთობები გაანახლოს?
- ჯერ ჯერობით არა,ეხლა მას სულ სხვა პრობლემები აქვს.

რომელ სერიაში ვნახავთ სტეფანს,კეროლაინს,ელენას და ბონის ისევ სკოლაში?
- მე3 სერიაში.

შეუძლია,თუ არა ერთი ვამპირის შთაგონებამ,მეორე ვამპირის შთაგონება გააუქმოს?
- არა,ეგ ძალაინან ადვილი იქნებოდა.

რომელ სერიაში ვიხილავთ სტეფანისა და კეროლაინის - სტეროლაინის მეგობრობას?!
- მესამეში.

მე4 სეზონის სერიებს შორის ყველაზე კარგი რომელია?
- ჯერ ჯერობით 9 სერიის სცენარი გვაქვს და ყველა მათგანი იდეალურია.

როგორი რეაგირება ექნება ჯერემის,ელენას გავამპირებაზე?
- ის დას ძალაინ დაეხმარება,მაგრამ ამავდროულად დაბნეული იქნება..

არის თუ არა იმის შესაძლებლობა,რომ ბონი მოიხიბლება ჯადოქრობის ბნელი მხარით და მეგობრებს დაუპირისპირდება?!
- ეს ძალაინ რთული საკითხია.

რომელ სერიაში ვნახავთ სტეფანს მოტოციკლზე?
- მესამე სერიაში.

შედგება თუ არა სტეფანსა და კეროლაინს შორის,დიალოგი ელენაზე?
- დიახ,ძალიან რთული და გულის ამაჩუყებელი დიალოგი.

რომელ სერიაში ვნახავთ ელაიჯას?
- ჩვენ ელაიჯას მე4 სერიაში ვნახავთ.

სურათები 4.2 და 4.3 სერიებიდან
Season 4 Episode 2: "Memorial"









Season 4 Episode 3: "The Rager"






Glamour: სერიალში "ვამპირის დღიურები" თქვენ თამაშობთ ორ სრულიად განსხვავებულ პერსონაჟს. ადამიან ელენას, სწორი თმით რომელიც არაფრით არ განსხვავდება გარეგნობით მეზობელი თანატოლებისგან, და ვამპირ კეტრინს სექსუალური კულულებით. ასეთი გარდაქმნა გარეგნობის გეხმარებათ თამაშში?
ნინა: 100%-ით. ვარცხნილობის შეცვლა იმიჯის შევლის ერთ-ერთი უმნიშVნელოვანესი ეტაპია, რომელიც ძალიან მეხმარება თამაშში.

Glamour:სადღაც წავიკითხე რომ დედათქვენი წინააღმდეგია ექსპერიმენტების ვარცხნილობებში და არ გაძლევთ ამის უფლებას.
ნინა: ეს სიმართლეა! დედაჩემი არ მაძლევდა კოსმეტიკის და თმის ლაქის გამოყენების უფლებას. და ეს კარგიცაა რადგან ჩემი თმები არაა დაზიანებული, ხშირად ვიკეთებ მკვებავ ნიღბებს და ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდები ვარცხნილობის შეცვლას როცა ამას შოუ მოითხოვს.

Glamour: როგორი იყო თქვენი ცხოვრება კანადაში, პოპულარობამდე?
ნინა: სკოლაში ნაწილობრივ სპორცმენი ვიყავი. და სიმართლე რომ ვთქვა არასოდეს ვაქცევდი ყირადღებას გარეგნობას, უბრალოდ ცხენის კუდი და ვარჯიშები.

Glamour: თქვენი საუკეთესო რჩევა
ნინა: დაიბანეთ სახე საღამოს! არაა არაფერი უარესი კოსმეტიკით ძIლზე. ასე გავხართ ნახატს რომელიც წვიმის ქვეშ დატოვეს.

Glamour: იან სომერჰალდერმა ერთხელ თქვა რომ არ იცის რა უნდათ ქალებს. გაგვცემ ამ კითხვაზე პასუხს?
ნინა: ყპველ ქალს უნდა და ჭირდება სხვადასხვა რამ. ყოველთვის კარგია როცა ხართ გულწრფელობა და როცა ყველაფერს უყვებით საყვარელ ადამიანს. ძნელია აზრების კითხვა

კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 859 | დაამატა: NiNiKo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
2012-10-06 Spam
Momewona <33
radgaan klausi brundeba agar vchivi mets biggrin