მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 17 » TVD♥Contest
5:22 PM
TVD♥Contest
The Vampire Diaries
ჩემი თემა მარიამოს კონკურსისთვის ♥
ინფორმაცია ქასთზე
ინფორმაცია წიგნზე
საყვარელი წყვილი და სიმღერა
იმედი მაქვს მოგეწონებათ

მემგონი დედამიწის ზურგზე არ არსებობს ადამიანი რომელსაც თუნდაც ერთი სერია მაინც არ აქვს ნანახი ვამპირის დღიურებიდან. ვამპირის დღიურების ყურება რომ დავიწყე სულ სამი სერია იყო გამოსული, სიმართლე გითხრათ თავიდანვე მოვიხიბლე იდუმალი ისტორიით, მანამდე სანამ სერიალის ყურებას დავიწყებდი, წაკითხული მქონდავამპირის დღიურების პირველი წიგნი ინგლისურად და როდესაც გავიგე რომ სერიალს იღებდნენ ძალიან გამიხარდა და პირველი სერიიდან მოყოლებული მისი ფანი გავხდი ♥

სერიალი ვამპირის დღიურები ამერიკის წამყვანი ტელევიზიის CW-ის პროექტია,რომლის გადაღებები მიმდინარეობს ლიზა ჯეიმს სიმიტის წიგნთა კრებულის :The Vampire Diaries_ის მიხედვით.. როგორც The CW-ის მენეჯერი აცხადებს, ვამპირის დღიურებმა ყველა რეკორდი მოხსნა არხის ისტორიაში და ნამდვილად არ ნანობემ ამ სერიალის გადაღება რომ დაიწყეს.
ამ სიახლეში მე წარმოგიდგენთ ძირითად ქასთს:
Nina Dobrev-Elena Gilbert ორი ვამპირის სიყვარული,გაბედული,ლამაზი ახალგაზრდა გოგონა.

Nina dobrev-Katherine Pierce ვამპირი რომელსაც ჰქონდა რომანი ორივე ძმასთან ერთდროულად 1864 წელს. ელენას შორეული წინაპარი.მან გადააქცია ორივე ძმა ვამპირებად.

Paul Wesley-Stefan Salvatore ვამპირი რომელსაც არ უნდა იყოს სისხლისმსმელი ვამპირი, დიდი ხნის განშორების შემდეგ ისევ ბრუნდება მშობლიურ ქალაქში და უყვარდება ელენა

Ian somerhalder-Damon Salvatore ძლიერი იმპულსური, ვამპირი რომელიც ყველას და ყველაფერს ანადგურებს რაც გზაზე ეღობება, მაგრამ მისი ცვლილება იწყება კარგისკენ, როცა მას ძმის შეყვარებული ელენა უყვარდება

Kat Graham-Bonnie Bennett ელენას და კეროლაინის საუკეთესო მეგობარი, ძლიერი ჯადოქარი, რომელიც ყველაფერს აკეთებს საყვარელი ადამიანების დასაცავად

Candice Accola-Caroline Forbes ძლიერი, ლამაზი, მომავალში ვამპირი, რომელიც ელენას და ბონის საუკეთესო მეგობარია

Matt Davis-Alaric Saltzman ისტორიის მასწავლებელი, რომელიც ელენას და ჯერემის მეურვე ხდება, ასევე დეიმონის საუკეთესო მეგობარი (გული დამწყვიტა მისმა სიკვდილმა)

Michael Trevino-Tyler Lockwood ძლიერი, სიმპატიური მაქცია, რომელიც კლაუსის წყალობით ჰიბრიდი ხდება (ნახევრად მაქცია, ნახევრად ვამპირი) უყვარდება ქეროლაინი

Joseph Morgan-Klaus Mikaelson ძლიერი არა უძლიერის ვამპირი, რომელიც ქალაქში მხოლოდ წყევლის ახსნის მიზნით ბრუნდება

Daniel Gillies-Elijah Mikaelson ისიც პირველყოფილი ვამპირია, კლაუსის ძმა რომლის ერთადერთი მიზანია ოჯახის ერთიანობის აღდგენა

Claire Holt-Rebekah Mikaelson ძლიერი, ლამაზი, სექსუალური, პირველყოფილი ვამპირი, რომელსაც ასე ვთქვათ არ უცხოვრია და ადამიანობაზე ოცნებობს.


საყვარელი წყვილი სერიალიდან რათქმაუნდა დელენა, არ ვიცი რა ვთქვა ამ წყვილზე, უბრალოდ მიყვარს და ვთვლი რომ დეიმონი ამდენი ტანჯვის შემდეგ ბედნიერებას იმსახურებს, მისი ბედნიერება კი ელენაა..♥
საყავრელი ორი პერსონაჟი:
1. რათქმაუნდა კეტრინი, ამ პეროსანჟზე ვგიჟდები, არასდროს არ იცი რას უნდა ელოდო მისგან, ძლიერი და ეგოისტი ვამპირი, რომელიც მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს ♥

2.დეიმონი, ერთგული ძმა, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს ელენა, იგი მზათაა მისთვის ორი ძვირფასი ადამიანის გამო ყველაფერი დათმოს ♥


საყვრელისერია და სიმღერა
1.სერიას რაც შეეხება, ეს იყო არის და იქნება მე-4 სეზონის მეათე სერია, ამ სერიაში როგორც იქნა და მეღირსა..!! ელენამ უთხრა დეიმონს რომ უყვარს
2.სიმღერა.. ბევრი მიყვარს და ბევრიც მაქვს სერიალიდან მაგრამ ერთს გამოვარჩევდი Jason Walker - Down ს რომელის პირველი სეზონის მეექვსე სერიაში იყო ♥

 
ახლა კი შემოგთავაზებთ ცოდაოტენ ინფორმაციას წიგნიდან, წიგნის
პერსონაჟებზე  
ვამპირის დღიურები" ეს არის ნოველების სერია, რომელიც ლიზა ჯეინ სმიტის მიერაა დაწერილი
ელენა გილბერტი - ელენა ლამაზი, 17 წლის გოგონაა ქალაქ ფელს ჩარჩიდან. ის წიგნის მთავარი პერსონაჟია. მას "ანგელოზად" მოიხსენიებენ. ყველა გოგოს უნდა მას გავდეს, ბიჭებს კი ელენასთან ყოფნა სურთ. გოგონას გრძელი, სწორი ოქროსფერი თმები და ღრმა, მუქი ლურჯი თვალები აქვს
სტეფან სალვატორი - სტეფანი 500 წლის კეთილი ვამპირია, მაგრამ ისე გამოიყურება როგორც 17 წლის ბიჭი. მან უარი თქვა ადამიანის სისხლზე. სტეფანი აღწერილია, როგორც ძალიან სიმპათიური.
დეიმონ სალვატორი - დეიმონი სტეფანის უფროსი, სექსუალური ძმაა. ის ბოროტია და ხშირად ატარებს შავ, ძვირფას ტანისამოსს.
ბონი მაკკოლაჰი - ბონი 17 წლის გოგონაა ფელს ჩარჩიდან, რომელიც ამავდროულად ჯადოქარიცაა. ის ელენა გილბერტის საუკეთესო მეგობარია.
კეროლაინ ფორბსი - კეროლაინი მაღალი და ულამაზესი გოგონაა. ის თითქოს ვოგის გარეკანიდანაა გადმოსული და სუპერმოდელია. აქვს ხვეული თმები და ღია მწვანე თვალები. მას არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს ელენასთან და ძნელად გასაგები ადამიანია. ჰყავს პატარა ძმა დენიელ ფორბსი.
ალარიკ ზალცმენი - ალარიკი არის ახალი ახალგაზრდა და მიმზიდველი ისტორიის მასწავლებელი რობერტ ლის საშუალო სკოლაში. ის ასევე ვამპირებზე მონადირეა, მას შემდეგ რაც დაამტკიცა, რომ ისინი არსებობენ.
კლაუსი - კლაუსი სუფთა სისხლის ვამპირია, ერთ-ერთი ორიგინალებიდან. ის არასდროს ყოფილა ადამიანი. არის ძალიან ძლიერი და ბოროტი.

ბოლოს ჩემი საყვარელი ორი ვიდეო, რამოდენიმე ფრაზა და რაღა თქმა უნდა ანიმაციები ♥

Damon Salvatore : როდესაც ვინმეს კარგავ, არცერთი შენ მიერ დანთებული სანთელი და წაკითხული ლოცვა არ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ერთადერთი რაც დაგრჩა დიდი ცარიელი ადგილია, რომელსაც ის ადამიანი ავსებდა, რომელიც დაკარგე.
Elena Gilbert : როდესაც ადამიანები გეკითხებიან ''როგორ ხარ?'', მათ სინამდვილეში არასოდეს აინტერესებთ პასუხი.
Elena Gilbert : სიყვარულის დროს, ყველაზე ცუდია ის დღე, როდესაც კარგავ ადამიანს, რომელიც გიყვარდა.
Damon Salvatore : მეც მყვარებია, სიყვარული მტკივნეული, უმნიშვნელო და გადაჭარბებული შეფასების მქონეა
Stefan Salvatore :კარგია თუ საკუთარ თავს წარსულის მოგონებებით არ აწამებ.
ანიმაციები ♥
















მოკლე აღწერა გადმოიტანა:Princess♥nina

კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 1128 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 5
2013-02-19 Spam
აიი ძაან მაგარი იყო!!
ჩემი ფავორიტი თემაა<33
ყოჩააღ და წარმატებებიი<3