შემოგთავაზებთ ერთ-ერთ საინტერესო თემას, რომელიც როგორც ადრე, დღსაც ძალიან აქტუალურია. ძველ დროშიც და ახლაც მიაჩნიათ რომ ადამიანის ამოცნობა იწყება მისი თვალებით, რომ თითოეული ადამიანის თვალი უნიკალურია თავისი ფერთა პალიტრით, მაგრამ არსებობს მოსაზრება (რათქმაუნდა დაკვირვების შედეგათ), რომ ამა თუ იმ თვალის ფერის მიხედვით შეგიძლია ამოიცნო ადამიანი ხასიათი. ცნობილია რომ ადამიანი ზუსტად თვალის საშუალებით ახდენს ნებისმიერი მოვლენის აღქმას, რამაც შესაძლებელია მის ხასიათზე იქონიოს საკმაოდ დიდი გავლენა, განსაკუთრებით ეს ხდება ბავშვებში და მოზარდებში. შავი თვალები – ამ ფერის თვალების მქონე ადამიანები ენერგიულები, სიცოცხლით სავსენი, იდეების გენერატორები და არა მშვიდი ხასიათის მქონეები არიან. შავი თვალის ფერი მიუთითებს იმაზე რომ ეს ადამიანი ძალიან მგრძნობიარე და ემოციური. ასეთი ადამიანებისთვის არარსებობს წინაღობა როდესაც ისინი მიილტვიან სასურველი ადამიანისკენ, მათ ვერავინ და ვერაფერი გააჩერებს, თუმცა ხანდახან მათი ასეთი გამბედაობა კრახითაც სრულდება, რასაც დიდი ტკვილი მოაქვს მათთვის. მუქი ყავისფერი თვალები - ვისაც ამ ფერი თვალები აქვს ისინი ბუნებისგან არიან დაჯილოებულები, მგრძნობიარობით, მიმზიდველობით და გამჭრიახობით. ისინი ძალიან ტემპერამენტულები არიან. ძალიან ადვილად ფეთქდებიან მაგრამ ძალიან მალე ავიწყდებათ წყენა. ამ ფერის თვალების მქონე ადამიანების მინუსად შეიძლება ჩაითვალოს მათი კაპრიზები, რომელიც იშვიათად, თუმცა მაინც ახასიათებთ. ისინი ძალიან კონტაქტურები არიან, აქედან გამომდინარე ძალიან ხშირად ნახულობენ საერთო ენას სხვა ადამიანებთან. ყავისფერი თვალის ფერის მქონე ადამიანებს ადვილად უყვარდებათ, თუმცა ასევე ადვილად ივიწყებენ. ღია ყავისფერი თვალები – ამ ფერის თვალების მქონე ადამიანები არიან მორცხვები, მეოცნებეები და განმარტოების მოყვარულები. ისინი შეიძლება ჩავთვალოდ პრაგმატულ ადამიანებათ, თუმცა შეიძლება ამიტომაც არიან შრომის მოყვარულები და მონდომებულები. მათ ყოველთვის შეგიძლიათ ენდოთ და ისინი არასოდეს გიღალატებენ. ასეთი თვალის ფერის მქონე ადამიანების მთავარ თვისებათ შეიძლება ჩაითვალოს, მათი ინდივიდუალიზმი, მისწრაფება იმისკენ რომ დამოუკიდებლათ აკეთონ ყველაფერი, როგორც წესი ისინი ყოველთვის აღწევენ მიზანს და არიან წარმატებულები, ვერ იტანენ გარშემო მყოფთა ზეწოლას. აგრეთვე უნდა ითქვას რომ ძალიან მგრძნობიარეები არიან, შეიძლება სხვებისაგან ფარულად ძალიან განიცადონ პატარა წყენაც. მუქი ლურჯი თვალები – ასეთი ადამიანები ეს ადამიანები არიან რომანტიულები, ემოციურები და მგრძნობიარეები. მათ თვალდახუჭულებს შეუძლიათ შეყვარება, ისინი ძალიან ვნებიანები არიან, რითაც ხიბლავენ თავიანთ პარტნიორებს. მათი აზროვნება ძალიან ცვალებადი და ამოუცნობი. ლურჯი თვალების მქონე ადამიანები ძალიან სამართლიანები არიან და რამდენადაც საოცარი არუნდა იყოს, ისინი მზად არიან დაიცვან სიმართლე, ხანდახან თავის საზიანოდაც კი. მთავარი ორი უარყოფით მათი თვისება არის სიამაყე და ქედმაღლურობა. ასეთ ადამიანებს უყვართ კამათი, ძალიან აჩქარებენ მოვლენებს და ყოველთვის არშეუძლიათ გაიზიარონ სხვისი პრობლემები. ძალიან ჯიუტები, მაგრამა ამავდროულად სენტიმენტალურები არიან. ასეთი თვალის ფერის მქონე ადამიანები ძალიან ადვილად ყვებიან თავიანთ კაპრიზებს, მათი ხასიათი ძალიან ჰგავს გაზაფხულის გიჟ პერიოდს ანუ ძალიან ცვალებადია. ისინი დიდხანს იმახსოვრებენ წყენას. ცისფერი თვალები – ამ ფერის თვალის მქონე ადამიანები ხშირად მალავენ ტყუილს. ისინი ძალიან მიზანდასახულები და ნაკლებად სენტიმენტალურები არიან. ცისფერი თვალების მქონე ადამიანებს ცრემლებით ვერ შეაცოდებ თავს. ხანდახან მათ ახასიათებთ მოზღვავებული სიბრაზე და უმიზეზო დეპრესია, მაგრამ ასეთი ცისფერთვალება ადამიანები ძალიან იშვიათად გხვდებიან. უფრო ხშირად ისინი ძალიან მშვიდები არიან, თუმცა ერთფეროვნება მათ დეპრესიაში აგდებს. ნაცრისფერი თვალები - ამ ფერის თვალების მქონე ადამიანი არის ძალიან ჭკვიანი და მიზანდასახული. ისინი პრობლემებს არ ემალებიან, პირიქით რაც შეიძლება მალე წყვიტავენ, მაგრამ ძალიან უსუსურები რიან, როდესაც ისეთი სიტუაციაში ამოყოფენ თავს სადაც ჭკუა უძლურია. სერი ფერის თვალების მქონე ადამიანები ძალიან მგრძნობიარეები და ცნობისმოყვარეები არიან. ასეთი ადამიანები იღბლიანები არიან, მათ უმართლებთ სიყვარულშიც და კარიერაშიც. მუქი ნაცრისფერი თვალები – ამ ფერის თვალების მქონე ადამიანები არიან ჯიუტები და გამბედავები, ისინი ძალაინ თავდაჯერებულები, მიზანდასახულები, შინაგანათ ძლირები არიან. მათ ახასიათებთ ეჭვიანობა თუმცა არა სხვების დასანახად. თუ ასეთი ადამიანის თანამგზავრი იქნება, აგრეთვე მუქი ნაცრისფერი თვალების მქონე ადამიანი, მაშინ ისინი აუცილებლად დიდხანს და ბედნიერათ იქნებიან ერთად. ნაცრისფერი – მწვანე თვალები – თუ ამ ფერის თვალები გაქვთ, შეიძლებ ითქვას რომ შინაგანათ ძალიან ძლიერი ადამიანი ხართ. თქვენ შეძლებთ გადალახოთ ნებისმიერი წინააღმდეგობა თუ მოინდომებთ. ასეთ ადამაინებზე ამბობენ რომ არ უყვართ საქმის ბოლომდე მიყვანა, ზუსტად ამის გამო ისინი უფრო მიზანდასახულები ხდებიან. ისინი ხანდახნ ძალინ უხეშები არიან, როდესაც საქმე ეხება მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხს, უარეს შემთხვევაში კი აგრესიულებიც ხდებიან. მწვანე ფერის თვალები – ასეთი თვალის ფერის მქონე დამიანები უფრო მეტად რბილები არიან. გამოირჩევიან პირდაპირობით, სანდოობით და გულღიაობით იმ ადამიანთან რომელიც მათ აირჩიეს ურთიერთობისთვის. მწვანე თვალების მქონე ადამიანები ხშირად რაინდებს გვანან ხასიათებით. მეგობრები აფასებენ მათ იმიტომ რომ ისინი ძალიან კეთილები და სანდოები არიან, თუმცა მტრები ვერ იტანენ მათ პრინციპულობის და სიმტკიცის გამო. ისინი ძალიან კარგი მსმენელები და მოსაუბრეები არიან. საერთოდ მწვანე თვალების მქონე ადამიანები ძალიან კეთილსინდისიერები არიან. ისინი სტაბილურები, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ კარგი წარმოსახვის უნარი მქონე ადამიანები არიან. ძალიან კარგად უმკლავდებიან საორგანიზატორო საკითხებს... =========================== P.S = შავი თვლაები მაქქ .!!
კატეგორია:♥ სხვა | ნანახია:760 | დაამატა:queen♥ | რეიტინგი:0.0/0