მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 26 » ცხოვრებისეული კურიოზები
9:48 PM
ცხოვრებისეული კურიოზები

"ლედი გაგა” 

მოგეხსენებათ, მგზავრობისას ხშირად ხდება სახალისო ამბები. ერთს მეც შევესწარი. ქუთაისიდან თბილისში მოვდიოდი. სამარშრუტო ტაქსიში ძალიან ხმამაღლა იყო ჩართული ლედი გაგას სიმღერა, რომელიც როგორც კი დამთავრდებოდა, ისევ თავიდან იწყებოდა. მძღოლი მეგობართან საუბრით იყო გართული (რომელიც გვერდით ეჯდა) და ამ ფაქტს ყურადღებას არ აქცევდა. ხაშურამდე ასე ვიარეთ. ძალიან შევწუხდით, თუმცა ხმა არავის ამოგვიღია. ხაშურში ერთი ხანში შესული მამაკაცი წამოდგა, მძღოლს მიუახლოვდა და ძალიან ზრდილობიანად უთხრა: 
- შვილო, გამორთე ეგ მუსიკა. 
საუბარში გართულმა მძღოლმა გაკვირვებით შეხედა და ჰკითხა: 
- რატომ? 
- ვისწავლე, ბიძია, უკვე და აწი მე ვიმღერებ, – უკვე ბრაზით უთხრა მგზავრმა. 
თვითონაც გამხიარულებულმა მძღოლმა მუსიკა სასწრაფოდ გამორთო. 
თ. ზივზივაძე, ქუთაისი 

ელენინის მეუღლე 

ელენინი საავიაციო ქარხანაში პარტკაბინეტის გამგედ მუშაობდა. თვითონაც სიმპათიური კაცი იყო, მაგრამ ცოლი ჰყავდა მართლაც მშვენიერი, ნამდვილი სუპერვარსკვლავი (თანაც – სექსუალური); ყველა შემხვედრი თვალს აყოლებდა – კაციც და ქალიც. 
ერთხელ, შესვენებაზე, მეგობრები საამქროში ვიდექით და ვსაუბრობდით. ამ დროს ელენინის მეუღლე შემოვიდა და გვერდით ჩაგვიარა. ყველამ ჩვენდა უნებურად თვალი გავაყოლეთ, ერთმა კი, რომელიც ქარხანაში ახალი მოსული იყო, ხმამაღლა ჩაილაპარაკა: 
- ოჰ, ერთი ეს ქალი ჩამაგორებინა საწოლში და მერე თუნდაც მომკლა! 
მოულოდნელად ქალი ჩვენკენ შემოტრიალდა და ამ სიტყვების მთქმელს გამომწვევად შეხედა: 
- მერე, პეთუშოკ, შეზლებ რამეს? 
ჩემი მეგობარი დაიბნა, არ მოელოდა, ჩრდილოელმა ქალმა ქართული თუ იცოდა, მერე კი პასუხის მომლოდინე ანგელოზს რუსულ-ქართულად უთხრა: 
- კაკ ნიბუდ, რამეს მოვახერხებ! 
- კაკ ნიბუდს ჩემი ქმარიც ახერხებს, – კიდევ უფრო გამომწვევად მიახალა ელენინის ცოლმა და ტანის ნარნარი რხევით გზა განაგრძო. 
ტარიელ მარგველაშვილი, ქარელის რაიონი, სოფელი ბერძენაული 
ნამჩევაძე/კორძაძე 

ტანო ტატანო 

ეს ამბავი ქუთაისში მოხდა. ახალგაზრდების ჯგუფმა ქეიფი გადაწყვიტა. ერთ-ერთის ოჯახში შეიკრიბნენ და კარგადაც მოილხინეს, მაგრამ ერთ სტუმარ გოგონას სასმელმა აწყინა და ცუდად გახდა. მაშინვე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და ქალაქის საავადმყოფოში წაიყვანეს. რა თქმა უნდა, ბიჭებიც გაჰყვნენ. მორიგე ექიმმა ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარა ავადმყოფს, თუმცა მდგომარეობიდან გამოსულს ორი დღით საავადმყოფოში დარჩენა მოსთხოვა, თანაც დასძინა, ერთი დღით "კოიკა” 50 ლარი ღირსო. გოგონას მეგობრები არ დათანხმდნენ, მაგრამ ექიმი უკან არ იხევდა. ხმაურზე გამოჩნდა საავადმყოფოს დაცვის თანამშრომელი, რომელსაც სიარულზე ეტყობოდა, რომ ძალიან მთვრალი იყო. 
- ქეთინო ექიმს პატივი ეცით, ნუ ეჩხუბებით!.. – მოუწოდა ბიჭებს. 
- არა, ბატონო, არ ვჩხუბობთ, – იუარეს ბიჭებმა. დამცველი წავიდა, მაგრამ ორი მეტრიც არ ჰქონდა გავლილი, შემობრუნდა და იგივე გაიმეორა: – ქეთინო ექიმი არის მაგარი ექიმი და პატივი ეცით!.. 
- გასაგებია, ბატონო, რაც შეგვიძლია, ვცემთ, – ბიჭები უკვე ხუმრობის ხასიათზე დადგნენ, მცველი კი არ ჩერდებოდა: 
- მე თქვენ გეუბნებით, ქეთინო ექიმი არის მაგარი ქალი, პატივი ეცით!.. – ამის თქმა იყო და, ერთ-ერთი ბიჭი ექიმის წინ მუხლებზე დაეცა და დაიწყო: "ტანო, ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო, ზილფო კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!…” ეს ისე მოულოდნელად მოხდა, მთვრალმა მცველმაც ვერ შეიკავა სიცილი.

ჩექმა და ახალწვეული 

სამხედრო სამსახური ბელორუსიაში გავიარე, სადაც იმ ზამთარს უჩვეულოდ დიდი ყინვა დაიჭირა. გვირჩიეს, ერთი ზომით დიდი ჩექმა ჩაგვეცვა, ფეხები რომ არ გაგვყინვოდა. 
შუა აზიიდან ახალწვეული მოიყვანეს, გვარად ადიბოვი. დამავალეს, ჩექმისთვის საწყობში წამეყვანა; გზაში ვურჩიე, ერთი ზომით დიდი ჩექმა აეღო. კარგი, 42 მჭირდება, მაგრამ 43-ს ავიღებო, მითხრა. საწყობში "პროპორშჩიკმა” შეიყვანა, მე გარეთ დავრჩი. მალე ახალი ჩექმით ყაზარმაში დავბრუნდით. წარმოიდგინეთ ჩვენი გაოცება, როცა ადიბოვმა ახალი ჩექმა ჩაიცვა და კი არ ჩაიცვა, როგორც იტყვიან, შიგ ჩაძვრა. ვიფიქრეთ, "პროპორშჩიკს” შეეშალა ზომა, თუმცა მალე ადიბოვი თვითონვე გამოტყდა: თურმე 41 ზომა სჭირდებოდა; სანამ მე საწყობში წავიყვანდი, ყაზარმაში ურჩევიათ, 42 ზომა აეღო, მე კი გზაში 43 ვურჩიე. 
ალბათ, მიხვდით, კეთილ "პროპორშჩიკსაც” რომ გაუგია, 43 სჭირდებოდა, ურჩევია, 44 ზომა აიღეო… 


ელგუჯა შალამბერიძე, წყალტუბო
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 787 | დაამატა: Sali_leto♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2011-12-26 Spam
gagaze vicodi biggrin