მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 14 » ცხოვრებისეული ისტორიები 3
1:22 PM
ცხოვრებისეული ისტორიები 3
"შეუბრალებელი სიყვარული" შენზე მხოლოდ ჩუმად ფიქრის უფლება მაქვს რადგან ჩემი გრძნობები რომ გამოვამჟღავნო,დამცინებენ სულელად ჩამთვლიან,მე კი ამ პატარა სულელს მაინც შენ მეყვარები,ვწერ და ასე მგონია როცა წაიკითხავ კარგად განეწყობი ჩემს მიმართ;თავიდან გატაცებული ვიყავი შენით ახლა კი...ნეტა სულ ერთი წუთით დამაჯინა შენს წინ და ჩამახედა შენს ლამაზ თვალებში,თუმცა ამის საშუალება საათობით მქონდა მე კი ეს დრო ვერ გამოვიყენე,მაგრამ მიხარია შენ მახე დამიგე მე კი შიგ უსუსური მწერივით გავიხლართე,მე მომეჩვენა რომ შენი შეყვარება შეიძლებოდა მთელი არსებით მაგრამ შევცდი შენ ერთი უბრალო ლამაზი,საინტერესო და საყვარელი ადამიანი ხარ,თუმცა ჩემს გარდა შეიძლება ამას ვერავინ ამჩნევდეს!იდგა ივლისი იყო კვირა დღე,მთვარიანი ღამე,ღამე რომელიც გათენდებოდა და დაიწყებოდა უშენოდ ცხოვრება! ეს ასეც მოხდა... ვიცი არამაქ Fუფლება მიყვარდე,მაგრამ ეს ჩემი ბრალი არარის ,ჩემი ბრალი ის არის რომ ვაღრმავებ იმ სიყვარულს რომელმაც არ უნდა იარსებოოს,რამდენი ხანი ვმალავდი შენდამი უცნაურ სიყვარულს,ნეტა სულ არ გამემხილა,ახლა ხო ძველებურად იქნებოდა ყველაფერი,შენ წახვედი და ვიგრძენი უშენოდ ცხოვრება სიკვდილია,თუმცა არც არასდროს მოსულხარ;შეიძლება შენს წინ დაიჩოქოს ისეთმა პიროვნებამ,რომელიც არ გიყვარს,მაგრამ გაფრთხილებ შენ მას არ გადააბიჯო და ხელი არ ჰკრა არამედ ააყენე ცრემლები შეუშრე მოეალერსე და უთხარი:"თავმოყვარეობას გაუფრთხილდი გესმოდეს!" ცხოვრებამ მწარედ დამტუქსა მწარედ მეცინება იმ ორიანზე რომელიც ბედმა დამიწერა,შენ ბედნიერი ხარ რადგან ცრემლების გარეშე ცხოვრება შეგიძლია,როგორ შემეშალა რომ ჩემს ერთადერთ იმედს გავდი,წამითაც ნუ ჩაფიქრდები ჩემს სულელურ სიყვარულზე ჩემდამი ნურც სიბრალულის გრძნობა აღგეძვრება,იმაზეც ნუ იფიქრებ და შეწუხდები რომ შეიძლება ჩემი სიცოცხლე შენით დამთავრდეს,ვიცი რომ უაზროა ჩემი სიყვარული,თან ძალიან ძლიერი,მაგრამ მაინც მიყვარხარ ეს ხომ საოცარია,ვიცი შენთან დამნაშავე ვარ,მე ხომ უბრალოდ შენი ღამის სუთქვა მინდოდა მომესმინა;ქალაქს სევდა ნარევი ღიმილით დასწოლია ბინდი მე კი შენ მენატრები,წარსული აწმყო და მომავალი დამდგარან ჩემი ფიქრების ზღურბლზე,მე ხომ შენთვის საერთოდ არ ვვარსებობ,მაგრამ არსებობ შენ ჩემთვის,მზად ვიყავი შენთვის მთელი ცხოვრება მომეძღვნა,ვგრძნობდი რომ სიგიჟემდე მიყვარდებოდი ისიც ვიცოდი რომ ჩვენ ერთად ვერსადროს ვიქნებოდით,რადგან შენი სიყვარულის უფლება არა მაქვს,შეიძლება დაგივიწყო აღარ მიყვარდე მაგრამ ანგელოზად მაინც დარჩები,მინდა ვიტირო ჩემს წარსულ ცხოვრებაზე,ჩემს მომავალზე მაგრამ მე შენ მიყვარხარ ისე ,როგორც არავის და არასდროს არავინ ყვარებია,მიყვარხარ ყველა შენი ნაკლოვანებით,ძნელია გიყვარდეს ვინმე და მან ამის შესახებ არაფერი იცოდეს,არაფერი ესმოდეს,რა ძნელია როცა ვინმეს ეტრფი,როცა შეგიძლია მისთვის ყველაფერი გასწირო,როცა ოცნებაში ლამაზ კოშკებს აგებ მასთან ერთად...ის კი ცხოვრობდეს თავისი ცხოვრებით და ამის შესახებ არაფერი იცოდეს,თუმცა იცოდეს მაგრამ ამის ცოდნა მისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენდეს,გული რამდენ ნაწილად გაყოს რომ ჩემი ოცნებაც დააკმაყოფილოს.ერთ დროს სრულიად მოულოდნელად დადექი ჩემს წინ და შენს მიერ შემოთავაზებულ ურთიერთობას გაყრა უნდა დარქმოდა თუმცა მერე ეგეც გადაიფიქრე მხოლოდ გულის კვნესაღა ვიგრძენი,აი სწორედ იმ ადგილას დამთავრდა ჩემი სიხარული,იქ გაიყინა სიყვარულიც,შენ მარადიული სევდა მისახსოვრე სევდა რომელსაც დრო ვერ კურნავს ვერ აშუშებს და მიჭირს განშორების ტკივილთან შეგუება!მოვიდა ზამთარი და საშინელი ტკივილითა და სიცარიელით ამივსო გაწამებული სული,გაუბედავი მე გავბედე თუმცა მერე თავმოყვარეობას გაუფრთხილდი! "მთვარიან ღამეს ვარსკვლავთა ცის ქვეშ შენს ერთ კოცნაში სიცოცხლეს მივცემ!" ...რას ჩამაცივდა ეს წუწკი ზამთარი ხომ იცი არ მიყვარს სიცივე,სიყვარულისა და სითბოსათვის დავიბადე ამქვეყნად,ძალიან ლამაზია ოცნება,მაგრამ მკაცრი და დაუნდობელი,იმდენი რამ მაკავშირებს შენთან,არმინდა თავი მოვატყუო საოცრად თბილი გრძნობაა შენი მონატრება,იგი თან დამსდევს ყველგან,მოდუნების საშუალებას არ მაძლევს,აი რატომ ვარ ძლიერი,ყოველგვარი განსაცდელის დროს,საკმარისია შენი თბილი სანდომიანი სახე მოვიგონო და მე მაშინ ყველა ტკივილს და ქარტეხილებს ვუძლებ! მე შენი თანმდევი სული ვარ,სული რომელიც არასოდეს განებებს თავს,ახლა ღამეა ზამთრის სიცივე,სიცივის არ მეშინია შენი სითბო შორიდანაც აღწევს ჩემამდე!შენ ჩემში შემოხვედი ფიქრად და ოცნებად,ტკივილად და სიხარულად,რწმენად და იმედად და მონატრებად,ამ სიშორეშიც არის თავისებური ხიბლი,ყოველი დილა იმედიანი მოლოდინით იწყება,მოლოდინით რომელიც ასე ახლოსაა რეალობასთან. ძალიან ძნელია სინამდვილე,შენ ხომ ჩემი ცხოვრება ცრემლებით მორწყე,შენ ხომ ჩემი არაფრის მთქმელი ისტორიის ერთი ტკივილიანი ფურცელი ხარ და მაინც მე შენ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ! საკუთარ თავს ვეკითხები რატომ,რისთვის?და პასუხს ვერ ვპოულობ,რატომ ხდება რომ ადამიანები ასე ვიმეტებთ სხვისთვის ასეთ ფასდაუდებელ გრძნობას,ხანდახან მგონია გავგიჟდები,გავბივარ ქუჩაში შევყურებ ადამიანებს,გულწრფელად გითხრა მშურს მათი ბედნიერი ღიმილი,მინდა ვიყვირო შეშლილივით ბრაზი დავიოკო,მერე ვწყნარდები და საკუთარ თავში ვიკეტები,ხომ იცი სიყვარული და სიგიჟე უერთმანეთოდ კენტნი არიან,ღამეს სულმოუთმენლად ველი რომ ცრემლით დავინამო თვალები,გული მოვიოხო,მერე ჩემს ზმანებაში წარმომიდგები და სადღაც გამთენიისას შენზე ფიქრებით დაღლილს ძილიც ფეხაკრეფით მომეპარება ალბათ.სიყვარულმა ფრენაც მასწავლა,ფრთებიც შემასხა და მუქ ოცნებებში სულ შენთან ერთად დავძვრები ღრუბლებში,ცაში,იმედიან მთვარეზე და მეშინია მიწაზე დანარცხების.ხომ იცი ოცნება წარმავალია,მაინც მჯერა რომ გავიმარჯვებ ამ ტიალ ცხოვრებასთან ჭიდილში,მე მოვალ შენთან თუნდაც დიდი ხნის შემდეგ და გეტყვი:"იცი? შენ ჩემი ფიქრი და ოცნების გმირი ხარ!"და ვივლით ერთად ხელჩაკიდებულნი,ამ უსასრულო უნაპირო სამყაროში,ავძვრებით იმ იმედიან მომავალზე,ჩვენთვის დრო გაჩერდება,სამყარო გაირინდება,შენ მკითხავ არ გეშინია?_არა! გიპასუხებ აფორიაქებული,იქ სადაც შენ ხარ სიკვდილიც შეტორტმანდება და უკან დაიხევს და ჩვენ ვივლით ასე განუყრელად,ამ უსასრულობაში,მანამ სანამ იარსებებს მზე გაზაფხული და სიყვარული... "მე თუ ამაყი ვარ შენთვის ავტირდები,მე თუ პატარა ვარ შენთვის გავიზრდები,თუკი შეგცივდება მაშინ მზე ვიქნები სიცხე შეგაწუხეებს მაშინ ზღვა ვიქნები,სხვა შეგიყვარდებაა შენ ნუ დაფიქრდები იბედნიერე და მსხვერპლი მევიქნები!"
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 771 | დაამატა: LiiKsoooN | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2012-01-14 Spam
vaimee amatiraaaa )) cry