დილით არავის გავუღვიძებივარ, თვალები გავახილე, აი თურმე რა მოხდა-როუზს ჯერ კიდევ ეძინა....
აუ როგორ გამიხარდა. ავდექი,ჩავიცვი
და ხელ-პირის დასაბანად აბაზანაში შევედი, მერე სასადილოში ჩავედი, სადაც ''ძვირფასი მამიკო'' და არაჩვეულებრივი ნატალი'' ვნახე იღვიძეთ?! - მარტო მე ჯონ(მამას ერქვა ასე) - როუზს ისევ ძინავს? - არა ნატალი, ჩემ გვერდითაა უბრალოდ ვერ ხედავ.... მჰ, თავი გავაქნიე... - როდის უნდა მორჩე ასეთ საქციელს ელის?! მკითხა მამამ გაბრაზებული და მკაცრი ტონით - მაშინ როცა მიხვდები, რომ შენზე 15 წლით პატარა, როუზზე მხოლოდ ორი წლით უფროსი ცოლი მოიყვანე... ეს მივახალე და წამოვედი, სასტუმროს ბაღში დავჯექი და ცივი ყავა შეუკვეთე.. ასეთ დროს ყავა ყოველთვის მშველოდა...როცა დავლიე ნომერში ავბრუნდი... როუზი უკვე ამდგარიყო... - როგორ გეძინა დაიკო? - აუ, დილით ვერ მოვასწარი გასვლა... რო გაიღვიძე რატო არ გამაღვიძე... !! ისევ ძველი როუზი... - მე კიდე ისე გამიხარდა, რო დაგინახე რო გეძინა.... - ოჰ, ელის: ) მთელი დღე ტელევიზორს ვუყურებდით, საღამოს პლიაჟზეც გავედით.. იმ დღეს მამასთვის ხმა საერთოდ არ გამიცია. 10 საათზე როუზი დაწვა და მალევე ჩაეძინა, მეც ვისარგებლე ამითი და პლიაჟზე გავედი, სადაც სასტუმროსთან შედარებით სადაც კლუბები იყო და ერთი ამბავი ძალიან მშვიდად ვიგრძენი თავი. ქვიშაზე დავწექი და ცას ავხედე... ნახევარი საათი ვიწექი გაუნძრევლად და ვუყურებდი იმას რაც ყველაზე მეტად მსიამოვნებდა... მერე ღრმად შევედი ფიქრებში, როდესაც ვიღაცის ხმამ გამომარკვია... - გიყვართ ღამით, ვარსკვლავების თვარიელება? გვერძე ვიღაც ქალი მედგა, რომელიც აღფრთოვანებით უყურებდა ცას, მერე გვერდით მომიჯდა, მეც წამოვჯექი.... - კი ძალიან... - მეც ძალიან მიყვარს, შემიძლია ყოველ ღამე ვიჯდე და ვუყურო... - მამშვიდებს, უსასრულობის განცდა მეუფლება... - რა დამთხვევაა.... მხოლოდ ამ დროს შევხედე ქალს რომელიც გვერდით მეჯდა.. ის ულამაზესი იყო...
- თქვენ რა გქვიათ?....ვკითხე მორიდებით - მე, ემილი - რააა? ემილი? იმ ქალს გაფართოებული თვალებით შევხედე, მაგრამ მერე ისევ ჩავდექი მწყობრში... - ხო ემილი, შენ რა გქვია? - მე ელისი.. - სასიამოვნოა შენი გაცნობა ელის - ჩემთვისაც სასიამოვნოა... - ელის რამდენი წლის ხარ? - 17- ის - დიდი გოგო ყოფილხარ - არც ისე.... ეხლა უნდა წავიდე თორემ, ჩემი და გაიღვიძებს და გაგიჟდება რო ვერ მნახავს..ოდნავ ჩამეცინა - დაც გყავს? - კი, უფროსი... აბა ნახვამდის - კარგად... ამ ქალმა ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ოთახში ფრთხილად შევედი, როუზს ეძინა, მეც დავწექი და მაშინვე ღრმად ჩამეძინა....
- აუ როუზ... - მე არ გამიღვიძებიხარ, მუსიკამ გაგაღვიძა - რა საინტერესოა მუსიკა ვინ ჩართო... თითქმის ყვირილით ვუთხარი - ადე, ადე - ხო ვდგებდი... როგორც ყოველ დილას, ისევ პლიაჟზე წამათრია... იქ ის ქალი შემეჩეხა - გამარჯობა ელის... - გამარჯობათ - როგორ ხარ? - კარგად, თქვენ? - აუ წამო რა დროზე..როუზმა იმ ქალს შეხედა და სახეზე დაეჭვება შეეტყო... - თქვენ შემთხვევით...მერე ხელი ჩაიქნია..არაფერი არაფერი...და გატრიალდა - ეს ჩემი დაა....ვუთხარი ემილის - ხო, მივხვდი...ჩაეღიმა...ძალიან გავხართ ერთმანეთს - ელის, როდიდან დაიწყე უცხოებთან ლაპარაკი? - მე ემილი მქვია...უთხრა როუზს - ეს როუზია... - სასიამოვნოა, ეხლა წავედით..თქვა როზიმ - მე ემილი მქვია?!კითხვით თქვა როზიმ...ემ, რა? - ემილი - ერთი, ორი, სამი, ოთხი...ესე დათვალა ოცამდე, მერე ოცდასამი მიუმატა- ესეიგი ორმოცდასამი.... ემილი 43 წლის ხართ? - კი,ემილის გაეცინა..როგორ გამოიცანი? - თქვენ რამდენი შვილი გყავთ...? - ერთი... აი იქ რო დგას ის ბიჭი- ლუკასი ქვია
- ააა... კაი ელის წავედით... მოკლეთ მე ვერაფერს მივხვდი, არც მიკითხავს როუზისთვის რაც იბოდიალა რას ნიშნავდა, შეზლონგები ვიქირავეთ მერე ვიბანავეთ და გასარუჯად დავწექით... ცოტა ხანში ''ბედნიერი წყვილიც'' მოვიდა... ნატალის და მამაჩემს ვგულისხმობ.. - გოგოებო უკვე აქ ხართ?- იკითხა ნატალიმ - თუ გვხედავ ესეიგი აქ ვართ...უხეშად უპასუხა როუზმა მამაჩემმა ირგვლივ მიმოიხედა და გაკვირვებისგან გაშრა... რა სჭირთ დღეს ამ მამაშვილს ვერ ვხვდები.... - ეე, ჯონ რა დაგემართა...კითხა ნატალიმ - არა, არაფერიდა მამა შემობრუნდა, მარა აშკარად რაღაც სერიოზულად გაუკვირდა... საღამოთი მე და როზი სასეირნოთ წავედით... უცებ ემილი და ვიღაც ბიჭი შეგვეჩეხნენ. - გოგონებო თქვენ აქ ხართ? - დიახ.თავაზიანად ვუპასუხე მე, როუზი კი შეიჭმუხნა -ეს ჩემი შვილი ლუკასია...ესენი კი ლუკ ელისი და როუზი არიან. იმედი მაქვს დამეგობრდებით - ვეცდებით,უხეშად უპასუხა როზიმ იმ საღამოს ბევრი ვისეირნეთ, ლუკასი კარგად გავიცანით და ბევრი საერთო აღმოვაჩინეთ ერთმანეთში, როუზსაც მოეწონა ის.. მეორე დღეს პლიაჟზეც შევხვდით.. - ვაა, როგორ ხართ? - მაგრად ლუკ, შენ? - მეც ელს...( ახალი ზედმეტსახელიც ვიპოვე... ''ელს'') წყალში ერთმანეთი ვაყვინთავეთ, გავწუწეთ..
მოკლეთ მე და ლუკასი ძალიან დავახლოვდით... მთელ დღეს თითქმის ერთად ვატარებდით.. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი იქ ყოფნის დრო იწურებოდა...წამოსვლის წინა დღეს მამა და ნატალი შემოვიდნენ ჩვენს ნომერში და გვაცნობეს რომ გაურკვეველი დროით ისევ მოგვიწევდა იქ დარჩენა, მამამ ფულიც მოგვცა, ალბათ იმიტომ რომ მისი გადაწყვეტილება საეჭვოდ არ მოგვჩვენებოდა, მაგრამ ამას მხოლოდ გვიან მივხვდი...იმ დროს კი ეს ახალი ამბავი და ფული ძალიან გამიხარდა, ისე კი გამიკვირდა მაგრამ მალევე მიმავიწყდა.. ხომ იცით როგორი უინტერესო ვარ ეგეთ ამბებში... როუზისგან განსხვავებით ჩაციება არ ვიცი ხოლმე... მაგრამ ამჯერად როუზიც ფულმა დააბრმავა და არც მას უკითხია დეტალები... ჰავაიზე კიდევ ორი კვირა დავყავით.. გავიგე რომ ლუკასი და ემილი ლონდონში ცხოვრობდნენ... ეს ამბავი გამიხარდა რადგან იქ მათ ვნახავდი ხოლმე... ერთ დღეს მე და როზი ჩვეულებრივად ვიჯექით ოთახში როცა მამა შეშინებული შემოვარდა და გვითხრა ბარგი სასწრაფოდ ჩაგველაგებინა, რადგან სამ საათში მივფრინავდით, ჯონი ძალიან გვაჩქარებდა ამიტომ მხოლოდ ლუკასის ქუჩის დამახსოვრება მოვახერხე. კი მითხრა მისამართი მაგრამ ჩაწერა ვერ მოვასწარი... აეროპორტში მალე მივედით, თვითფრნავი აფრინდა
და ჩვენც სახლის გზას დავადექით.. შინ მეორე ღამეს ჩავედით და როგორც კი კარი შევაღეთ მე და როუზმა ერთხმად ვკითხეთ... - მამა, რა მოხდა? - არაფერი ისეთი, უბრალოდ უფროსმა დამირეკა მალე ჩამოდიო, საქმე გამოჩდაო და მეც მაგიტომ სასწრაფოდ გამოვფრინდი.... მან ეს ისე დამაჯერებლად თქვა, რომ შეუძლებელი იყო არ დაგეჯერებინა.. დრო ძალიან უაზროდ გადიოდა. მალე ლონდონში გამგზავრების დროც მოვიდა. ერთი კვირით ადრე მამამ გვაცნობა რომ როუზიც უნდა გამომყოლოდა.. მას რათქმაუნდა ძალიან გაუხარდა მაგრამ აბა მე მკითხეთ... ვერ ვიტანდი ამ ცანცარასთან ერთად ყოფნას...მაგრამ მამას დაჟინებული მოთხოვნით 3 სექტემბერს უკვე ნაქირავებ სახლში მივდიოდით აეროპორტიდან. ჩვენი არც ისე კარგი სახლი ლონდონის ცენტრში მდებარეობდა. მეექვსე სართულზე... ერთი ოთახი ქონდა, რომელიც უაზროდ იყო მოწყობილი, ძველი ავეჯი იდგა, საწოლნახევრიანი ლოგინი, აქეთ იქით ტუმბოები, გარდერობი და მაგიდა. ერთი პატარა სამზარეულო და გასარემონტებელი აბაზანა ქონდა... აი სწორედ ამ სახლში... საშინელ სახლში მომიწევდა ოთხი წელი გიჟ დასთან ერთად ცხოვრება ... მარა რას ვიზავდი... ორ დღეში პირველად მვიდიოდი კოლეჯში, კოლეჯელებს უნდა შევგუებოდი(ამას საშინლად ვერ ვიტანდი)..... 4 სექტემბერს დაბადების დღე მქონდა 18-ის გავხდი...ამიტომ როზიმ საყიდლებზე წამიყვანა
და ყველაფერი თავისი ფულით მიყიდა.. მერე კაფეში დავჯექით...
ყავა დავლიეთ
და ასე უაზროდ გადავიხადეთ ჩემი მეთვრამეტე დაბადების დღე, მერე სახლში დავბრუნდით და უზომოდ დაღლილები ლოგინზე დავეყარეთ...
კატეგორია:♥ BooK ☆ | ნანახია:781 | დაამატა:nonka11 | რეიტინგი:5.0/3