მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » აგვისტო » 31 » ცხოვრება სურპრიზებითაა სასე
4:09 PM
ცხოვრება სურპრიზებითაა სასე
/თავი 1/ 
- ვაო
წამოვიძახე მე, როდესაც აეროპორტის ტაქსმა სასტუმროსთან მიგვიყვანა.



- მოგწონს? მკითხა მამამ
- მომწონს?! საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, ოდესმე ასეთ სასტუმროში დასათვარიელებლად მაინც თუ მოვხვდებოდი.... მამა დიდი მადლობა, მართლა ძალიან მაგარია..
სასტუმრო მართლაც საოცარი იყო, არ ვიცი მამამ საიდან მოიტანა ამდენი ფული, მაგრამ ამაზე ფიქრიც არ მინდოდა... უბრალოდ ცხოვრებაში პირველად 15წლის მერე რაღაც მართლა გამიხარდა
ნომერში რო შევედი, ხო, სართოდ გადავირიე.. ლამაზი და დიდი ოთახი იყო, უმაგრესი ავეჯით, ტელევიზორით და აბაზანით...



და აი ეს უმაგრესი ოთახი მარტო ჩემი და ჩემი დისთვის იყო განკუთვნილი...მამა და ნატალი(დედინაცვალი) მოპირდაპირე ნომერში მოთავსდნენ. მე ვარგი ამოვალაგე, მერე კი აივანზე გავედი წასაკითხად: ,, შიმშილის თამაშებს ვკითხულობდი’’. აივანიც ძალიან კარგად იყო მოწყობილი

ხოდა მეც ერთ-ერთ სავარძელში ჩავჯექი და კითხვა დავიწყე, ისე შევედი როლებში რომ ვერც კი შევამჩნიე როგორ ჩამობნელდა.... საკმაოდ დაღლილი ვიყავი, ამიტომ მაშინვე დავწექი და როგორც კი ბალიშზე დავდე თავი, ღრმად ჩამეძინა.

- ელის, გაიღვიძე, გათენდააააა
ჩამესმა როუზის ხმა და გამომეღვიძა.
- ოოო, რა გინდა?! თავი დამანებე რაა... ვუთხარი და ბალიში თავზე დავიდე...
- უკვე 9 საათია, წამო პლიაჟზე რააა
- დამანებე თავი, მარტო წადი ან ნატალი წაიყვანე
- ოოო დაიწყე ისევ?! მარტო არ მინდა და სანამ არ ადგები თავს არ დაგანებებ. ცხოვრებაში პირველად ვარ ასეთ ადგილზე და მინდა კარგად გავერთო!!
- ხოდა გაერთე, ოღონდ ჩემს გარეშე!
- შენთან ერთად!....ადე რაა!
- ოო, როგორი ტვინის შეჭმა იცი.

მაინც მომიწია ადგომა, საცურაო კოსტიუმი ჩაიცვი, შორტები ამოვიცვიპირსახოცი ავიღე და წავედით.
- იცოდე ხვალ არ გაბედო ესე მოქცევა.... მკაცრად ვუთხარი როუზს
- სხვა გზა არ მაქვს, შენ გარდა აქ პარტნიორი არავინ მყავს... ასე რომ მაგის იმედი არ გქონდეს...
- ერთი ორი დღე დამასვენე რაა!!
- სახლში რო ჩავალთ მაშინაც მოახერხებ დასვენებას, აქ უნდა გავერთოთ ელის
- მე ძალიან კარგად ვერთობი როცა მძინავს!
- აუ, შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს.... ხელი ჩაიქნია როუზმა
- კარგია რომ მიხვდი... გაღიმებულმა ვუპასუხე ფრაზაზე...
- მარა რაც არ უნდა თქვა, ხვალ მაინც მოგიწევს დილით ადრე გაღვიძება
- ვაიმე.. უკვე დავიღალე და თუ არ მოკეტავ სახლში გავბრუნდები...

ესე კამათით მივედით პლიაჟზე, შეზლონგებზე დავწექით და მზეს მივეფიცხეთ



ცოტა ხანში როუზი წყალში შევიდა, ამაზეც ბევრი მეხვეწა მაგრამ არ ვერ დამითანხმა... უბრალოდ ისე მეძინებოდა რომ საერთოდ პლიაჟის ხასიათზე არ ვიყავი...ერთი სული მქონდა სახლში როდის წავიდოდით.
პლიაჟიდან გასავათებული დავბრუნდი, გადავივლე და ეგრევე დასაძინებლად გავწექი ლოგინზე... 4 საათისთვის გამეღვიძა და როუზმა ისევ პლიაჟზე წამათრია, ამჟამად უკვე გამოცოცხლებული ვიყავი,ამიტომ წყალშიც დიდი სიამოვნებით შევედი... სასტუმროში ექვსზე მივედით. მე ისევ წიგნის კითხვა დავიწყე, ხოლო როზიმ ტელევიზორი ჩართო. შებინდებისას რატომღაც პლიაჟზე გასეირნება მომინდა, მზის ჩასვლის ნახვა, მართალია ეს აივნიდანაც კარგად გამოჩდებოდა მაგრამ თითქოს რაღაც მიზიდავდა იქითკენ. მეც ავდექი, ჟაკეტი მოვიცვი და წავედი.




- ეეე, სად მიდიხარ?!
მომესმა ჩემი დის ხმა, როცა ნომრიდან გავედი, მაგრამ პასუხი არ გამიცია. იქვე ქვიშაზე ჩამოვჯექი და არემარეს გავხედე, იქაურობა ისეთი ლამაზი იყო... მზე ოკეანის თავზე იდგა და ნელ-ნელა ქვემოთ ეშვებოდა, თითქოს ყვინთავდა, ოღონდ ძალიან, ძალიან ნელა. წითლად მოგიზგიზე ბურთი ცას ცეცხლისფრად ღებავდა და ასე ჩაესვენებოდა ოკეანის ლივლივა წყალში.



ვერ წარმოიდგენთ როგორ ამშვიდებდა ჩემს სულას ასეთი სურათის ნახვა... მალე მზე გაქრა, მეც ქვიშაზე წამოვწექი და ახლა ცას დავუწყე ყურება, ვუყურებდი ცისფერი ფერი როგორ იცვლებოდა, როგორ მუქდებოდა... ერთი სული მქონდა როდის გაშავდებოდა და როდის აინთებოდენენ ამ შავ სივრცეზე ლამაზი ვერცხლისფერი მნათობები, როდის დალანდავდა წყალი მთვარის სინათლეს... ესე წამოწოლილი ვუყურებდი ცას, დრო თითქოს გარბოდა....მაგრამ ამას მე ვერ ვგრძნობდი, რადგან მთელი სული და გული ცისკენ მქონდა მიბჯენილი და იმის მეტს ვერაფერს ვხედავდი და და ვგრძნობდი... მინდოდა სრული სიმშვიდე მომეპოვებინა.. ვფიქრობდი მხოლოდ: ცაზე, ვარსკვლავებზე, მთვარეზე და ოკეანეზე... მალე ცაში პირველ ვარსკვლავს მოვკარი თვალი, ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ასე გაგრძელდა სანამ სულ არ აივსო და აციმციმდა. ახლა მხოლოდ მთვარეს ველოდი რომელიც ჯერ არ ჩანდა... ზემოთ ვიყურებოდი და საერთოდ არ მახსოვდა არაფერი... მაგრამ როუზი ხო არ მოგასვენებს, საფლავშიც კი ჩამოგაკითხავს თუ დასჭირდი... :დ

- ელის, რატო არ მითხარი სად მიდიოდი, თან ტელეფონიც არ წაიღე... იცი რამდენი ხანი გეძებე?!
- სადაც არ უნდა წავიდე ყველგან შენ როგორ უნდა გნახულობდე... მოჩვენებასავით ყველგან დამყვები... ცოტა ხანი დამასვენე რაა!!
- აბა აქ მარტო რომ დამტოვე, ეგ რა არის?!
- უბრალოდ მარტო მინდოდა ყოფნა.. აქ, ეს ყველაფერი, ‘’მარტოს’’ მამშვიდებს, თავს კარგად ვგრძნობ
- ოოო, შენ რა სულ დამწუხრებული ხარ რა, ადამიანი ვერ გაგამხიარულებს, სულ მოწყენილი ხარ...
- იქნებ ჩემს განსჯას თავი დაანებო?! თუ არ მოგწონვარ შეგიძლია წახვიდე-და მეც სწორედ ეგ მინდა.
- არ განგსჯი, შენ ჩემი პატარა დაიკო ხარ და ძალიან მიყვარხარ.
 როუზი, გვერძე მომიჯდა

- არ მინდა რომ იტანჯებოდე ელის, ვიცი შენს გულში რაც ხდება, მაგრამ სულ ასე ყოფნა არ შეიძლება... არ მინდა თავს მარტოდ გრძნობდე.. მინდა რომ მიმიღო, ძალიან მიყვარხარ და გული მეც მტკივა ასეთს რომ გხედავ...
- უბრალოდ მთვარეს ველოდები.. მოკლედ მოვუჭერი
- ხოდა ერთად დაველოდოთ
- მეგონა ასეთი რაღაცეები არ გიზიდავდა, როზ
 - არც მიზიდავს, უბრალოდ არ მინდა მარტო იყო...
 
მე და როუზი დიდხანს ვიჯექით ქვიშაზე, მალე მთვარეც აინთო და თეთრად შეღება ოკეანე..



ასეთი სურათი კარგა ხანს არ მენახა.... მახსოვს ადრე დედას მივყავდით ხოლმე საღამოობით ნიუ-იორკის პლიაჟზე და ერთად ვუყურებდით მზეს, მთვარეს და უამრავ კაშკაშა ვარსკვლავით მოჭედილ უკიდეგანო ცას... ახლაც გამახსენდა ის ძველი დრო და თვალწინ დამიდგა ჩემი თავი....
გვიან ალბათ სამი იყო დაწყებული როცა ნომერში ავბრუნდით...

Daamowma:PrettyGirl-ma<3
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 711 | დაამატა: nonka11 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7
2012-09-01 Spam
კარგად წერ, მაგრამ ცოტა ინტრიგა დაურთე ხოლმე. რო არ დამეზაროს დიდი თავის წაკითხვა ) )
მალე <3