"I Will Walk A Thousand Miles To Be In Your Arms. I Love You, And Everythung's Gonna Be Alright" - Justin Bieber ♥
"მე გავივლი ათას მილს რომ ვიყო შენს მკლავებში. მიყვარხარ, და ყველაფერი კარგად იქნება" - ჯასტინ ბიბერი ♥
სახლში რომ მივედი ძალიან ცუდად ვიყავი. მხოლოდ ჯასტინის სიტყვებზე ვფიქრობდი. ტირილი მინდოდა, მაგრამ არ მინდოდა რომ ჩემი დარდი ვინმეს გაეგო. უკვე აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ტირილი მინდოდა მაგრამ ვერ ვტიროდი. გაქცევა მინდოდა მაგრამ ვერ გავრბოდი. თავში მხოლოდ ერთი აზრი, მხოლოდ ერთი სიტყვა ტრიალებადა. გიყვარს!! გონება, გული, ფიქრები ყველაფერი ამას მეუბნებოდა. ჯასტინის სიტყვები ჩამესმოდა „მიუწვდომელი სიყვარული". მხოლოდ ეს მესმოდა. თვალებში მისი სახე მედგა. ყველგან მას ვხედავდი. უკვე აღარ შემეძლო. რას ვაკეთებდი აღარ ვიცოდი. უცებ ჩემს ოთახთან აღმოვჩნდი. კარგი გავაღე და... და ჰარი დავინახე
გავშეშდი. ამას არ მოველოდი. ჰარი იდგა და მიყურებდა. მე თავი ვეღარ შევიკავე და ტირილი დავიწყე. ჰარი უბრალოდ იდგა და მიყურებდა. უცებ მის გვერდით ჯასტინი გაჩნდა. ამაზე სულ გავგიჯდი. გაშტერებული ვუყურბდი. უცებ ჯასტინის მოლანდება გაქრა. მე კი რეალობას დავუბრუნდი. ჰარი გაშტერებული მიყურებდა. მერე თავი დახარა და ჩუმად თქვა
-სხვა შეგიყვარდა არა? - ძალიან გამიკვირდა ეს რომ მითხრა. არ ვიცოდი რა მეთქვა. მომეტყუებინა თუ სიმართლე მეთქვა - ოღონდ ძალიან გთხოვ არ მომატყუო. ვიცი რომ აღარ გიყვარვარ - ამას თქმაზე მივხვდი რომ ფუჭ სიტყვებს აზრი აღარ ქონდა, ამიტომ უაზრო განმარტებებს დუმილი ვარჩიე. ჰარიმ თავი დააქნია. მომიახლოვდა. შუბლზე მაკოცა და წავიდა. მე კარებში გაშეშებული ვიდექი. ახლა უკვე ჯასტინზე კი არა იმაზე ვფიქრობდი თუ რამხელა ტკივილი მივაყენე ჰარის. ის ხომ ძალიან კარგად მექცეოდა... უკვე აღარ ვიცი რა გავაკეთო... უკვე აღარ ვიცი რა მინდა. ამ ფიქრებში. გავაკეთე ის რაც კარგა ხანია არ გამიკეთებია. ხელში ავიღე გიტარა და სიმღერა დავიწყე
მთელი ღამე ვერ მოვისვენე. მხოლოდ ჰარისა და ჯასტინზე ვფიქრობდი. მივხვდი რომ მიყვარდა ჯასტინი, მაგრამ მთელი გულით მინდოდა მისი დავიწყება, იმიტომ რომ არ აქვს აზრი გიყვარდეს ის ვინც არასდროს შეგიყვარებს... ვიცი რომ შევძლებ დავივიწყო. როგორ ნამდვილად არ ვიცი მაგრამ ის კი ვიცი რომ დავივიწყებ. აუცილებლად დავივიწყებ... დილით ავდექი და ბონის დავურეკე. რარაც ვთხოვე. მანაც ამისრულა.(თუ რა ამას მიხვდებით). მთელი დღე ოთქხიდან არ გავსულვარ. ტელეფონზე ტეილორი, ბონი და ჯასტინმაც კი დამირეკა. დიდხანს ვიფიქრე მეპასუხა თუ არა, მაგრამ ბოლოს ტელეფონი გვერდზე გადავდე და კომპიუტერი ავიღე. მთელი დღე სადღაც ინტერნეტში დავბოდიალობდი, სიმღერებს ვუსმენდი, ფილმებს ვუყურებდი... მოკლედ ასე გავიყვანე მთელი დღე. როცა მოსაღომოვდა. გამოვიცვალე
და გარეთ გავედი. უფრო სწორად კონცერტზე წავედი(სწორედ ამ კონცერტის ბილეთი მომცა ბონიმ). რა კონცერტია ასეთი? გაიგებთ!. ცოტა ხანი გარეთ ვიცადე, მერე კი კულისებში შევედი. დიდხანს ვიყოყმანე, რომლისაც ძალიან მეშინოდა, მაგრამ გადავდგი... მე ვიყავი One Direction-ის კონცერტზე. ახალ კი ჰარის გასახდელის კარის წინ ვიდექი და ოთახში შევდიოდი. იქ რა თქმა უნდა ჰარი დამხვდა. რომ დამინახა სახე წაეშალა. ასეც ვიცოდი
-ჰარი... გთხოვ მომისმინე - დიდი ხნის დუმილის შემდეგ დავიწყე
-მოლი მოსასმენი არაფერი
-ვიცი მოსასმენი არა მაგრამ სათქმელი არის... ჰარი სამ თვეზე მეტი არ იყავი
-მერე?
-კი ვიცი რომ დავაშავე და სხვა შევიყვარე, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ მისი დავიწყება მინდა და დავივიწყებ კიდევაც... ვიცი რომ ყველა არ იმსახურებს მეორე შანს. და ამ შემთხვევაში მე არ ვიმსახერებ, მარგამ მაინც გთხოვ რომ მომცე ერთი შანსი. გთხოვ... გპირები რომ დავივიწყებ... გპირდები... - ჰარი კარგა ხანი ჩუმად იდგა. მერე ჩემსკენ წამოვიდა. სახეზე ხემი მომკიდა. და... და... მაკოცა
ამის შემდეგ კი მითხრა
-ცდები... იმსახურებ მეორე შანს... ასე რომ მე მოგცემ დროს რომ ის ვიღაც დაივიწყო... - ამას ნამდვულად არ მოველოდი. ტირილი დავიწყე. ჰარიმ ცრემლები მომწმინდა და ძალიან მაგრა ჩამეხუტა...
იმედია იცით რომ კომენტარები თუ არ იქნა არ გავაგრძელებ