მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 19 » ((> ცალ-ცალკე ვართ და ერთმანეთს ვნატრობთ ♥
3:55 PM
((> ცალ-ცალკე ვართ და ერთმანეთს ვნატრობთ ♥

"Love is like the wind...You can't see it, but you can feel it”
სიყვარული ქარივითაა, არ შეგიძლია მისი დანახვა ,მაგრამ შეგიძლია შეიგრძნო ის


ასე რომ ახლა დინთან ერთად მანქანაში ვზივარ და მაიამს ვუახლოვდები. ნამდვილად არ ვიცი იქ რა იქნება, მაგრამ ის კი ვიცი რომ ვერც თვით მაიამი ვერ დამავიწყებს ჩემ დას და იმ ტკივილს რაც მშობლების დაშორების შედეგად მივიღე...
ეზოში რომ შევედით სახლიდან მამა გამოვიდა. დინი მივიდა და გადაეხვია. მე სურვილიც კი არ მქონდა რომ მივსულიყავი და მეთქვა „მა როგორ მომენატრე", იმიტომ რომ ეს ძალიან ძალიან დიდი ტყუილი იქნებოდა. საერთოდ არ მომნატრებია. მის მიმართ ზიზღის მეტს არაფერს ვგრძნობდი, რადგან ჩვენი ოჯახის დანგრევა მისი ბრალი იყო :@. მამას ერთი ქალი შეუყვარდა, რომელთანაც ოჯახის შექმნას აპირებს. არ ვიცი ჩემს თვალში ჩანს ასე თუ არ არის ისეთი როგორიც მე წარმომიდგენია... ჩემი აზრით, კერი(ასე ქვია იმ ქალს), საშინელი ადამიანია. აი, ამას დინი უარყოფს. მისი თქმით კერი არაჩვეულებრივი, კეთლი, მხიარული ადამიანია. დიდი ხანი ვუყურე თვალებში(მამას), მერე კი გვერდი გავუარე და სახლში შევედი

(მამა ბიზნესმენია, ამიტომ ფულის გაჭირვება არ აქვს). სახლში ის ქალბატონი კერი შემომეგობა. გადახვევა უნდოდა, მაგრამ მე ხელით გავაჩერე და ვუთხარი
-არ გეგონოს რომ შენზე აზრი შემეცვალა - და ჩემს ოთახში წავედი. ოთახში მუსიკას ავუწიე ბოლო ხმაზე და დღიურის წერა დავიწყე(დის გარდაცვალების შემდეგ დღიური ჩემი საუკეთესო მეგობარია).
„საყვარელო დღიურო. ახლა მაიამიში ვარ. დინთან, მამასა და იმ კერისთან ერთად. ძალიან ცუდად ვარ. მენატრება ის დრო, როცა აქ მე მამა, დედა, დინი და მერი(ჩემს დას ერქვა ასე) ერთად მოვდიოდით და ძალიან მაგრად ვერთობოდით. ახლა კი სულ სხვანაირად არის. მე ჩემს ოთახში ვარ ჩაკეტილი და რა ხდება გარეთ სულ ფეხებზე მკიდია..." 
როცა წერა დავამთავრე გამოვიცვალე

და პლიაჟზე გასვლა გადავწყვიტე. სასადილო ოთახში რომ გავედი(უნდა გამევლო გარეთ გასასვლელად) დავინახე რომ დინი, კერი და მამა ერთად ჭამდნენ. მე გავჩერდი, თვალი დავამამლე და გამოსვლა დავაპირე
-მოლი მოდი შემოგვიერთდი - მითხრა კერიმ
-არა მადა აღარ მაქვს - გავუღიმე და გარეთ გამოვედი. პლიაჟზე დებილივით დავბოდიალობდი. ზღვას ვუყურებდი და მუსიკებს ვუსმენდი.... ბოლოს როცა მოსაღამოვდა კოკა-კოლა ვიყიდე და სახლში წამოსვლა დავაპირე, მაგრამ უცებ ძაღლი დამეტაკა და წამაქცია

ფეხზე წამოვდექი და ზედას ვიფერთხავდი, როცა ერთ ბიჭი მოვიდა, ძაღლს ჯაჭვი გაუკეთ და მითხრა
-ხომ კარგად ხარ?
-საკმაოდ - ავხედე

ძალიან ლამაზი იყო, სახეც ძალიან ნაცნობი ქონდა, მაგრამ ვერა და ვერ ვიხსენებდი საიდან. 
-რაღაც არ ვფიქრობ - და ფეხზე დამახედა. სისხლი მომდიოდა
-არაფერია - და წამოსვლა დავაპირე, მაგრამ ხელი მომკიდა და გამაჩერა - ოე გამიშვი
-ერთმანეთს არ უნდა გავეცნოთ?
-იცი შენი გაცნობის სურვილი ნამდვილად არ მაქვს - ხელი გავაშვებინე და სახლში წავედი. ოთახში გიჯივით შევვადი და სისხლი ჩამოვიბანე. მერე ლეიკოპლასტი )) გადავიკარი და კომპიუტერთან დავჯექი. ამ დროს ოთახში დინი შემოვიდა

-მოლი!!!
-რა იყო? კერიმ ხომ არ გამოგგზავნა?
-მოლი კარგი რა ნუ ექცევი ეგრე
-აბა დინ შენი აზრით როგორ უნდა მოვექცე ადამიანს რომლის გულისთვისაც ჩემი ოჯახი დაინგრა? ძალიან გთხოვ თუ მაგ თემაზე აპირებ ლაპარაკს წადი - ავდექი და კარი გავუღე
-კარგი... ხო მინდოდა რომ ჩემთან ერთად წასულიყავი კონცერტზე. პლიაჟზე იმართება. ბავშვებმა(მის მეგობრებს ეძახდა ასე) მომცეს. ისე მოგიკითხეს ))
-ვნახოთ დავფიქრდები
-კარგი რააა... მოდი წავიდეთ.... გთხოვ - მე წარბი ავუწიე და ვუთხარი
-კარგი
-მაგარიაა... მიდი გამოიცვალე
-ასე რომ წამოვიდე?
-მოლი ქვიშაში ხარ ამოგვარგნილი
-ხო კარგი გამოვიცვლი და მოვდივარ

ძალიან გთხოვთ კომენტარები დაწერეთ რაა )), იმიტომ რომ გუშინდელის გამო(-Marri და MiiLeeZz მიხვდებიან) ახლაც ძალიან ვნერვიულობ

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 913 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 131 2 »
2011-12-19 Spam
gaaagrdzeleee