ელენე შონია უშუბზია (გამარჯობა) ჩემო აფხაზო თანატოლო ! რა ხანია ქართველებსა და აფხაზებს ასეთი მოკითხვის წერილი ერთმანეთისთვის არ მიუწერიათ. მითმეტეს ჩვენი თობის წარმომადგენლებს . მე ელენე შონია ვარ , მე და შენ ბევრი რამ გვაქვს საერთო, გაგიკვირდება და უპირველესყოვლისა – ეს სამშობლოა. დიახ, მე და შენ ერთი სამშობლო გაგვაჩნია საქართველო. და მაინც ჩვენს შორის უზარმაზარი უფსკრულია . შენი აფხაზეთი ჩემიცაა, მითუმეტეს იქ ჩემი დედულეთია. ვინ იცის იქნებ ნათესავებიც კი ვართ ... მეგობარო , ძალიან მაინტერესებს რას გიყვება ქართველებზე ბაბუაშენი ?– ბაბუას იმიტომ ვამბობ, რომ შენი ახალგაზრდა მშობლები მტერმა დააბრმავა, შენმა და ჩემმა მტერმა, რომელსაც აფხაზი ერის გადაშენება სწადია . მაგრამ, უკვე ხანში შესულ ბაბუას ხომ კარგად ახსოვს ქართველებისა და აფხაზევის ძმობა. შენ ამდენი საიდან იციო – გაგიჩნდება კითხვა მე სიყვარულს მინერგავენ აფხაზების, მე მიყვებიან დღეს, უკვე ტკბილ მოგონებებად ქცეულ ამბებს. მე სკოლაში მასწავლიან აფხაზევის მიმართ პატივისცემას , ადათ–წესებს , მიტევებას... ჰოდა, ჩემო თანატოლო აღდგეთ ჩვენს მშობლებს , რომლებმიც ერთმანეთს ცუდამა, ბნელმა ძალებმა გადაამტერა და ვუთხრათ : შევრიგდეთ, უნდა შევრიგდეთო ! მე შენ გთავაზობ მეგობრობის ხელს . გეპატიჟები თბილისში, შევხვდეთ ამ ახალ წელს ერთად. ამწერილთნ ერთად გიგზავნი შოთა ნიშნიანიძის ლექსს "აფხაზური კანტატა" გთხოვ შემოიკრიბე შენი ტოლები, კლლასელები, ნათესავები და ბაბუას წააკითე ეს ლექსი ( იმედია მას ჯერ კიდევ ახსოვს ქართული ენა) მერე კი... ველი შენგან პასუხს, მჯერა შენი გული გათბება, ჩვენ არცთუ ისე პატარები ვართ არ გვესმოდეს რა არის მტრობა, სიძულვილი , ბოროთება, ომი.. ნახვამდის უხწსაიტ ! (შენი ჭირიმე ) ელენე შონია
-NiniKunna
კატეგორია:♥ სხვა | ნანახია:751 | დაამატა:-Nenne♥ | რეიტინგი:5.0/1