მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 25 » TRUE BLOOD=4
5:45 PM
TRUE BLOOD=4
TRUE  x BLOOD
დაპირებული საშინელებათა ჟანრის მოთხრობა))=4=



ლინდსი გაოცებული ხან მობილურს დახედავდა,ხან კი ბავშვებს.დაინტერესებული ყველა ჩემთან მოვიდა და ფოტო ცალ-ცალკე ნახა.! 
როცა მივხვდი,რომ ჩემს მსგავსად ისინიც სერიოზულად მოეკიდნენ ამ თემას,ყველა ერთად დავაჯინე და დეტალებში მოვუყევი რაც ვნახე.ვუთხარი ჯესიონსა და მის ძმაკაცზეც.
-რა უნდა გავაკეთოთ?-წამოდგა ფეხზე ლექსი

-არ ვიცი!აზრზე არ ვარ..! არ მჯერა ( აქ რა ხდება-ისმოდა ბავშვების კომენტარები
დაგმა ოთახიდან ლეპტოპი ჩამოტანა.ცოტა ხანი ვუცდიდით,მერე კი უიმედოდ თქვა
-ინტერნეტი არ არის..!
ტელევიზორში არცერთი არხი აჩენებდა.ერთი სიტყვით რომ,ვთქვათ მოწყვეტილი ვიყავით ყველანაირ თანამედროეობას.
-ბავშვებო უნდა გავერთიანდეთ და ერთად გავარკვიოთ რა ხდება! ახლა არაა შიშის დრო და იმის თქმა,თუ რატომ მოხდა!-დავიწყე მე.

-პირველ რიგში სახლი დავალაგოთ.თქვა სოფიამ
მართალიც იყო! რადგან აქეთ-იქით მიყრილი ტანსაცმელი,სიგარეტის ნაწვავები,ბოთლები და თეფშები საშინელ აურას ტოვებდა.! ბიჭები გარეთ გავიდნენ.საშინელი სიტუაცია იყო.ყველა ჩვენ-ჩვენთვის ვიყავით და ხმას არ ვიღებდით.გუშინდელი განწყობა ასეთმა  შეცვალა,რომელსაც ალბათ არცერთი ჩვენგანი ელოდა.!
--ნაგავი დაგროვდა,თითქმის უკვე ორი დიდი პარკი
-ბიჭები სად არიან?-ვიკითხე და მდივნის ქვეშ შეგორებული ბოთლი გამოვიღე
-ქალაქში წავიდნენ.
-კარრგი მე გაადავყრი-ვუთხარი ლეიტონს და პარკები გარეთ წავიღე,
სახლთან ახლოს,ტყეში იყო დიდი ორმმო სადაც ვყრიდით ხოლმე და ახლაც ასე მოვიქეცი.ფიქრებში წასული მალევე აღმოვჩნდი იმ ადგილას.ჩემი საქმე მოვილიე თუ არა უკან გამობრუნებას ვაპირებდი რომ,ხეებს შორის შავ ლანდს მოვკარი თვალი.მეგონა მომელნდა და გზა განვაგრძე.გული ამიჩქარდა და სმენა გამიმძაფრდა.ვფიქრობდი რომ უკან ვიღაც მომყვებოდა, გახედვა კი მეშინოდა.ფოთლების შრიალი,წყნარი ნაბიჯები და უეცრად ტოტის გადატეხვიხს ხმა!ვეღარ მოვითმინე და შევბრუნდი.იქ  კვლავ არავინ იყო,მაგრამ მომეჩვენა რომ ჩემი წარმოსახვითი „ვიღაცა" ხის უკან იმალებოდა.
უბრალოდ ძალიან შეშინებული ვარ,კუნძულზე დატრიალებული ამბის გამო,და რაღაცეები მელანდება-დავიმშვიდე თავი და უკანა კარით შევედი.თან გადავრაზე,რომ უფრო მშვიდად ვყოფილიყავი.ფანჯრიდან კვლავ ტყისაკენ გავიხედე.ხეებს ვაკვირდებოდი,მაგრამ ვერაფერს შევხედე ისეთს, რაც ჩემს ეჭვებს გაარღმავებდა,ეჭვებს-თითქოსდა იქ ვინმე იყო.მაინც ძალიან შეშინებული ვიყავი.შევრბუნდი და  დაგს შევეჯახე.ეს იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის,უნებურად დავიყვირე.
-ძალიან შემეშინდა!
-რამ შეგაშინა/
-არაფერი,არაფერი,უბრალოდ არ გელოდი-ვუთხარი და მაგიდას ჩამოვეყრდენი.
-ნახეთ რამე?
-ვერაფერი-უიმედო თვალებით გამომხედა.-მაინც რა უნდა მომხდარიყო?
-არ ვიცი,მაგრამ ვიცი რომ იმდენი არ უნდა დამელია.იქნებ ახლა სხვებივით არც ჩვენ ვყოფილიყავით ამ დაწყევლილ ადგილას

-თავს ნუ იდანაშაულებ.ალბათ ასე უნდა მომხდარიყო.
-ალბათ ჩვენი არსებობა არავინ იცის
-რატომ არავინ?15 ბავშვი ვართ.1 კვირაში რომ არ ჩავალთ მოგვაკითხავენ

-დიდი იმედი არ მაქვს.-შეწუხებულმა ვთქვი და სასტუმრო ოთახში გავედი.
უხერხული სიჩუმე იყო.ყველა რაღაცაზე ფიქრობდა,ყველას აინტერესებდა რა მოხდა აქ.რა უნდა გაგვეკეთებია და გავაღწევდით თუ არა როდესმე აქედან?
გამოსაცვლელად ოთახში ავედი.თან გამახსენდა ლექსის სუსტი გულის ამბავი.მართლაც საწოლზე წამომოწილი ტიროდა.
არაფერი მითქვამს.ჯერ გამოვიცვალე,

მერე კიი უკან დავუჯექი და გადავეხვიე.დაწყნარება ვცადე,მაგრამ ჩემი სიტყვები ყალბი იყო.მეც ხომ ძალიან შეშინებული ვიყავი.მას მალე ჩაეძინა,ფანჯრიდან ვიყურებოდი,რომ ჩვენი სახლისკენ მომავალ ჯეისონს შევხედე,გვერდით ვიღაც ბიჭი მოყვებოდა.-ალბათ ეს მისი ძმაკაცია,ტაილერი-გავიფიქრე და ოთახიდან გავედი,რომ ბავშვებისთვის მეთქვა.
-ბავშვებო ის ბიჭები,მოდიან მე რომ გითხარით.-უნდა გავსულიყავი,რომ წინ დაგი გადამეღობა
-გამიშვი-უხეშად ვუთხარი
-ჯერ მე და თომი გავალთ)-და თვალით ანიშნა გაყოლოდა

-რატო?
-ალბათ ასეა საჭირო-
ჯეისონმა ხელი მომკიდა და სასტუმრო ოთახისაკენ წამიყავან.ისინი კი გარეთ გავიდნენ.
-რა საჭირო იყო ვერ ხვდები-ვუთხარი ჩუმად ლინდსის

-არვიცი,დაელაპარაკებიან და შემოვლენ-ცოტა გაბრაზებული ვიყავი,მაგრამ სხვა რა გზა მქონდა.მდივანზე წამოვწექი და თავი ლინდსის დავადე.აქ უკვე ყოელგვარი სიტყვები ზედმეტი იყო.აზრი არ ქონდა ვინმესთვის რაიმე გეკითხა,არავინ არაფერი იცოდა და ყველა ერთნაირ გაუკრვევლობაში ვიყავით.. ))
ცოტა ხანში კარების ხმა გავიგონე.როგორც ჩანს ისინი შემოვიდნენ.ვითომ არ გამიგონია ისე ვიქცეოდი.
-მოვიდნენ-ჩუმად მითხრა ლინდსიმ.მეც წამოვიწიე და მათ ავხედე
-გამარჯობა ბბავშვებო-გაიღიმა ჯეისონმა და გამომხედა
დაგი:-ბიჭებს დავუძახებ და ახლავე მოვალ

-კარგი. )) 
-ახალი ჰო არაფერია?-ფეხზე წამოვდდექი
-არა)-კვლავ გამიღიმა.

არ მესმოდა ამ ადამიანის,როგორ შეეძლო ასე მშვიდად ყოფნა.
-შენი მეგობარი?
-გარეთ არის შემოვა.. )) არაფერი მითქვამს.მალე კარები გაიღო და ოთახში ტაილერი შემოვიდა.

თვალი ვერ მოვწყვიტე,ძალიან მომეწონა.მაგრამ შევეცადე არ შემეჩნია.
-ჩამოჯექით ბავშვებო-უთხრა მათ ლინდსიმ და მდივანზე მიუთითა.მეც იქვე ჩამოვჯექი მათ წინ.ცოტა ხანში ოთახში ყველანი ვიყავით.17 ბავშვი,რომელიც ამ გაურკვევლობიდან გამოსავალს ეძებდა.
-დიდი ხანია აქ ხართ?-შევეკითხე ჯეისონს.
-2 კვირაა რაც აქ ვართ და 3 დღეში უნდა წავსულიყავით
ჯესიონი უფრო გახსნილი იყო და ადვილად დაგვიმეგობრდა.ტაილერი კი უბრალოდ ვისმენდა,ხანდახან თუ იტყოდა რაიმეს.თანაც განსაკუთრებულ ყურადღებას არავისმიმართ იჩენდა.ლექსი გამკრავდა ხოლმე ხელს,როცა ჩვნესკენ იყურებოდა )) 
ასე თუ ისე დიალოგში გავერთეთ.ვისადილეთ და ცოტა ხნით დავივიწყეთ ჩვენი პრობლემები.გუშინდელის შემდეგ,ვინმეს ჩვენს სახლში რომ შემოეხედა არავის ეგონებოდა რომ ერთი დღე იყო გასული.ისეთი დიდი გარდატეხა განვიცადეთ,თითქოს წლებიაგასულიყო.ყველა მოწყენილი და თავისთავში ჩაკეტილი ჩანდა.საშინელი აურა.აქედან გაღწევა მინდოდა.! არ მინდოდა ამ წყეულ კუნძულზე სიკვდილი.

მოსაღამოვდა.ჯეისონი და ტაილერი სახლში დაბრუნდნენ.ნაწილი ბავშვებისა ბასეინზე გავედით,ნაწილი კი სახლში დარჩა!ვცდილობდით ამ თემაზე არ გვესაუბრა და ყურადღება სხვადასხვა რაღაცებზე გადაგვქონდა.ამინდი კარგი იყო,თბილოდა და შედარებით მშვიდად ვგრძნობდი თავს.
-მინდა რომ თვალები გავახილო და ეს ყველაფერი სიზმარი აღმოჩნდეს-მითხრა ლექსიმ,როდესაც გვერდით მივუჯექი
-დამიჯერე ეგ ყველას გვინდა.მაგარ შარში ვართ-და სიგარეტი ამოვიღე
-ძალიან დიდი სტრესი მივიღე.რას ავიკივიატე საერთოდ აქ წამოსვლა
-რაც მოხდა მოხდა,ვერაფერს შევცვლით.ახლა მთავარი წარსული კი არა მომავალია.ტირილს ჯობს იმაზე იფიქრო,აქედან როგორ გავაღწიოთ.

არაფერი უთქვამს,ვეღარც მოასწრო,რადგან ეზოში კისრისტეხვით გამოვარდა ლინდსი.
-სწრაფად წამოდით.მგონი ტყეში ვიღაც არის.
სახე ყველას ერთიანად შეგვეცვალა.ყველანი სახლში შევცვივდით,მეორე სართულზე.ლინდსიმ ხელით გვანიშნა ადგილი,საიდანაც ტყეში სინათლე მოჩანდა(უკანა მხრის ყველა ფანჯარა ტყეს გადაყურებდა).
-ვინ უნდა იყოს?-ვთქვი შეშინებულმა
-იქნებ ის ბიჭები არიან-თქვა ლეიტონმა-ჯეისონი და ტაილერი
-არამგონია,ამ შუაღამეს?თან ტყეში?
-მგონი სინათლე ჩვენსკენ მოდის-თქვა დაგმა.ამ სიტყვებზე სიჩუმე ჩამოვარდა.
-რა უნდა ვქნათ?-წავილუღლუღე
-კარგით რა,ვინ უნდა იყოს.ალბათ ვინმე ჩვენირი ჩარჩენილია და სულიერს ეძებს-დაგვაამშვიდა თომმა და კიბეებისაკენ წავიდა.
-იქნებ კარებები ჩაგვეკეტა
-ნუ პანიკიორობთ-დაგვცინეს ბიჭებმა-ვინ უნდა იყოს? რეებს სულელობთ.
სიცილით აგვიარა ექვსივემ გვერდი.ჩვენ კი გვიკვირდა ასე მშვიდად როგორ იყვნენ.ამიტომ გადავწყვიტეთ ფანჯრებიდან დაწყებული ყველაფერი ჩაგვერაზა.!
-ჩვენ სამზარეულოში შევალთ,თქვენ მეორე სართულზე დარჩით,მესამე სართულზე ფანჯრები დაკეტილი იქნება ისედაც
ასე გადავნაწილდით.მე და ლექსი სამზარეულოში შევედით.

-უცნაურია ეს კარები დღეს დავკეტე!თანაც გასაღები აღარ არის კარებში-ვუთხარი ლექსის როდესაც,სამზარეულოდან უკანა გასასვლელის კარებს შევხედე.
-ვინმეს ექნება.წამოდი ვკითხოთ.
აუზზე გავედი ბიჭებთან,მაგრამ არავინ იცოდა.განსაკუთრებული ყურადღებაც არ მიუქცევიათ იმ ფაქტისთვის რომ კარების გასაღები დაიკარგა.
-მეორე სართულზე ყველაფერი დავკკეტეთ-თქვა ლინდსიმ და კიბეები ჩამოირბინა.
-უკანა გასასვლელის გასაღები დაიკარგა
-რაა?-იკითხა შეშნიებულმა ენიმ,რომელიც ის-ის იყო პირველ სართულზე ჩამოვიდა.

-კარგით ეხლა,ყველანაირ წვრილმანს ნუ აქცევთ ყურადღებას-არხეინად ჩაგვიარა გვერდი ვიკიმ
-წამოდი უკეთ მოვძებნთ-მითხრა ლინდსიმ.მეც სამზარეულოში გავყვევი.ნამვილად ვიცი რომ კარები დაკეტილი იყო.როდესაც შევედით გასასვლელის კარები ღია დაგხვდა და სიბნელიდან ცივი ქარი უბერავდა.
-აქ ვინმე ჩამოვიდა?

-კი მგონი ლეიტონი-მიპასუხა ლინდსიმ.გულზე მომეშვა
-როგორ ჩავკეტოთ ეს კარები?
-აზრზე არ ვარ.სათადარიგო გასაღებებს ვეძებ.დედა უჯრებში ინახავდა ხოლმე

-თქვა ლინდსიმ და უჯრების ქექვა დაიწყო.ცუდი წინათგრძნობა მქონდა.გასაღების დაკრგვა,ღია კარები-ეს ყველაფერი არ მაძლევდა საშუალებას მშვდიად ვყოფილიყავი.
მაგიდაზე ჩამმოჯექი და ველოდებოდი,ლინდსი როდის იპოვნიდა რაიმეს!თვალი ერთ წერტილზე გამიშტერდა.რაღაც ყველაფერი რიგზე ვერ მეჩვენა და იმ წერტილისკენ წავედი,რომელიც ლაქას გავდა.იატაკზე დავიხარე და ამ ლაქას დავაკვირდი.
-ლინდსი!-ვიყვირე უცებ
-რა ხდება?-შეშინებული შემობრუნდა ჩემსკენ
-მგონი ეს სისხლია!

ძალიან გთხოვთ დააკომნტაროთ და გულახდილად მითხრათ როგორი იყო (( 
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 959 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 191 2 »
2012-12-27 Spam
male !