მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 15 » TRUE BLOOD=3
3:25 PM
TRUE BLOOD=3
TRUE BLOOD

დიდი ბოდიში რომ დავაგვიანე,დრო არ მქონდა.Romeo Vs Juliet-აქვე მინდა ამ მოთხრობაზე ვთქვა.3 ჯერ დავიწყე წერა,ბოლომდე მქონდა სამივეჯერ მიყვანილი და წამეშალა.ეს არი რაღაც საშნელება.რადგან როცა უკვე დაწერილ თავს მეორედ წერ,ფიქრობ თუ როგორ გეწერა წინა თავში და როცა გადავხედავ ხოლმე ცუდი გამომდის.აზრებს უკეთ დავაწყობ და ხვალ დავდებ..მაპატიეთ..
იმედია მოგეწონებათ * 

ოთახში ვიჯექი,კარი რომ გაიღო და ენი და ვიკი გიჟივით  შემოვარდა.
-ერთადერთი ხარ,ვინც სამზარეულოში არ გვეხმარება
-მართალია-გავუღიმე და ლეპტოპტს მივუბრუნდი
-ჰოდა ჩვენ ტორტის გაკეთება დავიწყეთ,12 საათზე სიურპრიზი იქნება ლინდსისთვის ))
-ეგ ვიცოდი-მათკენ მივბრუნდი-მეც მაქვს ჩემი გეგმა
-შენ გეგმამდე კი ჯობს,სანამ ჩვენ სამზარეულოში ვიქნებით შენ ლინდსის ოთახში გახვიდე და ბასეინზე ჩასვლა შეთავაზო.ბიჭებიც იქ არიან.ეცადე სახლში არ შემოვიდეს.
-კარგად მოგიფიქრებიათ-გავუღიმე და წამოვდექი))
დიდად არ მეხალისებოდა ახლა ბასეინზე გასვლა,მაგრამ გოგონების ხათრით გავედი.ლინდსი ადვილად დამთანხმდა,როგორც ჩანს,აზრზეც ვერ მოსულიყო ღამეს რას ვგეგმავდით..
ლინდსი ბიჭებთან ერთად წყალში ჩავიდა,მე კი საცურაო კოსტიუმით იქვე ვიჯექი და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ავყურებდი
-ეხლაც რუჯს იღებ?-თავზე სველი დაგი დამადგა
-ჰო ეხლაც
-შენთან ადამიანი წესიერად ვერ დაილაპარაკებს
-ადამიანსაც გააჩნია )) -ცინიკურად გავუღიმე
ამ დროს ბასეინიდან ლინდსიმ დამიძახა
-შეენონ,გოგონებს უთხარი გამოვიდნენ..
-ვუთხარი და გამოვლენ
-კარგი
-ჩამოდი წყალში ) 
-არ მინდა

-თუ გეზარება? -გამიღიმა დაგმა
-ორივე..
-წამოდი,ჩავიდეთ,ერთად-წამომაყენა.
წინაამდეგობა არ გამიწევია.გავყევი.წყალში კარგა ხანი ვიყავით )) დროდადრო ავდიოდი საათის გასაგებად.ნელ-ნელა ახლოვდებოდა 12.
ცოტა ხანში ლექსი გამოვიდა..
-ყველანი სახლში შევიდეთ ... 
-რა ხდება?-ვიკითხე თითქოს არ ვიცოდი
-ისეთი არაფერი,გოგონებმა ახალი კერძი მოვიფიქრეთ ))
-საინტერესოა-თქვა ლინდსიმ და წყლიდან ამოვიდა.
პირსახოცი მივაწოდე,ჩემთვისაც ავიღე და სახლისაკენ წავედი...
სასტუმრო ოთახი სულ ლენტებში და ფერებში იყო მორთული,პატარა მაგიადაზე კი დიდი,ძალიან ლამაზი ტორტი იდგა..
-10,9,8-დაიწყო ყველამ ერთხმად.მეც ავყევი..ბიჭებიც შემოვიდნენ.
ლინდსი კი გახარებული იდგა და გაკვრივებული ხან ვის გახედავდა ხან ვის..!
-და ერთი..გილოცაავ _კვლავ ერთხმად ვიყვირეთ )
მართლა ძალიან კარგი აღმოჩნდა ეს ყველაფერი.სიმღერებს ბოლომდე ავუწიეთ.გამაყრუებელი მელოდიების ხმაში ცეკვის გუნებაზე მოვედი.თანაც ბიჭებმა სასმელი მოიტანეს..
-ამას ყველამ ვსვამთ )) ბოლომდე.ზუსტად იმდენს გოგონები,რამდენსაც ჩვენ ბიჭები ))
ერთი სიტყვით შევთანხმდით,რომ ყველანი დავლევდით იგივე დოზით..
ბევრი ვიგიჟეთ..რამოდენიმე სახის სასმელი შევურიეთ.ამდენი ცხოვრებაში არ დამილევია.ვეღარ ვჩერდებოდი.თანაც ყველა ერთდროულად ვასხამდით და ვსამდით..
გაუთავებელი სიმღერის ხმა,გიჟური ცეკვები-ეს ადგილები ჩემს გონებაში ძალიან ბუნდოვნად აღიბეჭდა.დაღლილმა თავი ვერ შევიკავე და ოთახში ასვლის ნაცვლად,იქვე მდივანზე დავეხეთქე..


თვალები რომ გავახილე,პირდაპირ იმ ჭაღს ავყურებდი,რომელიც მესამე სართულიდან მთელ დანარჩენს სართულებს გადმოყურებდა.კიბის პირველ საფხურზე ვიყავი წამოწოლილი,თავი კი მეორეზე მქონდა ჩამოდებული.ყველაფერი მტკიოდა.
ნელა წამოვიწიე და სასტუმრო ოთახში შევედი.
საშინელი სიტუაცია დამხვდა.ვის სად ეძინა ვერ გაიგებდით.ზოგი მდივანზე იყო წამოწოლილი,ზოგი იატაკზე,ზოგი მაგიდაზეც კი.რომ გადავთვალე 14 იყვნენ,ანუ ყველა იქ იყო.ერთადერთი ვისაც ეღვიძა, ეს მე ვიყავი.
-ეხლა რომ ვინმე გავაღვიძო,წარმომიდგენია რა დღეს დამაყრიან.
გავიფიქრე და მობილურს დავხედე.
-შუადღის 4 საათია-გავიფიქრე კვლავ-უცნაურია მობილური არ იჭერს.
გარეთ გავიხედე.ღრუბლიანი ამინდი იყო.რაღაც ყველაფერი ისეთი უცნაური მეჩვენებოდა.ამდენი არ უნდა დამელია-მახსენებნდა თავის ტკივილი გასულ ღამეს.
წამალი,რომ არ მეყიდა არ გადამივლიდა და მთელი დღე ასე ვიქნებოდი.ამიტომ გადავწყვიტე ტაქსით წავსულიყავი აღმოსავლეთში,წამალს ვიყიდდი და მალევე დავბრუნდებოდი )) მოსაცმელი იქვე ეგდო ვიღაცის,თმა ავიწიე და ნელა გავუყევი ქუჩას. სიწყნარე იყო.აქამდე მეზობლების ხმას ვერ გაიგონებდით,ეხლა არ ჩანდნენ კიდეც.მივდიოდი და თან სახლებს ვათვალიერებდი.შიგნიდან ყველა ჩაბნელებული იყო,ზოგერთის კარები ღია!
რა უცნაური ხალხია-ვფიქრობდი ჩემთვის-ეს ტაქსიც არ ჩანს,რა არიიი -ვთქვი გაბრაზებით.უკან ვეღარ დავბრუნდებოდი,ამიტომ ფეხით ჩასვლა ვარჩიე.ის უსიამოვნო ადგილი,რომელიც ტყეებით იყო შემოსაზღვრული სწრაფად გავიარე.
ქალაქშიც შევედი.
-აქაურებს რაღა დაემართათ-ცოტა გაკვირვებულმა ჩავილაპარაკე
-რა ჯანდაბაა-გაოცებულმა მეტი ვერაფერი ვთქვი.! მანქანებები ზოგი შუაში იყო გაჩერებული,ზოგი გზის პირას.ორი მათგანი შეჯახებული იყო ერთმანეთს.ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი,რომ შიგნით შემეხედა,მაგრამ არცერთ მანქანაში არავინ იჯდა.
"რა მოხდა აქ გუშინ?"-წამიერად ეს კითხვა დამებადა.
იმ ადგილებისაკენ წავედი,სადაც სურსათს ვყიდულობდით ხოლმე.მაღაზიის ფანჯარა ჩამტვრეული,კაფეების მაგიდები კი სულ დალეწილი და გადაბრუნებული.
შიშისგან სული შემეხუთა.მეგონა რომ ეს ყველაფერი მესზმრებოდა.ასეც მინდოა ყოფილიყო.ეს ყველაფერი ისეთი საზარელი იყო,თანაც გული მისკდებოდა როცა წარმოვიდგენდი,რამდენად შორს ვიყავი ბავშვებისგან და უკაცრიელ ადგილას მარტო ვიდექი.ტელეფონის ჯიხურს მოვკარი თვალი,მობილური არ იჭერდა და ვიფიქრე იმით შევძლებდი დარეკვას.
ტელეფონი ავიღე,მაგრამ..... ყურმილი ხელში შემრჩა.შნური გაწყვეტილი იყო
შიშისაგან დავიყვირე.ტელეფონი ძირს მოვისროლე და ნავსადგურისაკენ გავიქეცი..
სიწყნარეს მხოლოდ ადიდებული ოკეანის ხმა აპობდა.
-შეიძლება შტორმი იყო-გავიფიქრე,ალბათ ოკენაეც ამიტომ არი ადიდებული,მაგრამ ხალხი სად არი?
ნავსადგურთან მიახლოვება არ მჭირდებოდა,რადგან შორიდანვე ჩანდა რომ გემი კი არა პატარა ორკაციანი ნავიც კი არ იდგა..
ყველაფრის ძალა წამერთვა.გაოგნებული და დაბნეული დავდიოდი ჩემთვის უცნობ ადგილებში.დიდხანს ვერ გავჩერდებოდი.სურათი გადავუღე აქაურობას,რომ ბავშვები ადვილად დამერწმუნებია და დასავლეთის გზას დავადექი.სანამ გავცილბდებოდი ამ საზარელ ადგილს,მანამ მაღაზიიდან რაღაცის გადავარდნის ხმა შემომესმა
-იქ ვიღაც არი-გავიფიქრე ჩემთვის.
რაღაც ძალა არ მიშვებდა და მაკავებდა,რაღაც ძალას კი მივყავდი,რადგან სურდა გაეგო იქ ვინ იყო.არ შემეძლო დაუკმაყოფილებელი დამეტოვებინა ჩემი ეს გრძნობა.ძალა მოვიკრიბე და წავედი მაღაზიისკენ,რომლის ყველა მინა დამსხვრეული იყო.
ნელი ნაბიჯით შევედი.შევხედე,რომ შესასვლელის ერთ კუთხეში მინი აფთიაქი იყო.სასწრაფოდ წამალი მოვძებნე,რადგან ამ დაძაბულობას თავის ტკივილი უფრო ამძიმებდა.
ნელა გავუყევი ჩაბნელებულ გზას.იმ ადგილისაკენ წავედი,სადაც წყალი მეგულებოდა.
ჯერ-ჯერობით აქ არავინ ჩანდა.სასმელების განყოფილებას მივუახლოვდი თუ არა,წყალი ავიღე.
წამალი სწრაფად დავლიე.თითქოს ერთგვარად მოვეშვი,რომ ამ დროს ზუსტად ჩემს უკან,ჩემთან ძალიან ახლოს,რაღაცა დავარდა.ამ ხმაზე კი ისტერიკული ყვირილი გავმართე.ინსტიქტურად შევბრუნდი უკან და ხელში ჩემი ტოლი ან ჩემზე უფროსი ბიჭი შემრჩა.

-დაწყნარდი,დაწყნარდი-სიცილით მითხრა და კოკაკოლას მინის ბოთლს ფეხი გაკრა,რომელიც როგორც ჩანს ჩემს შესაშინებლად დააგდო
-კარგად ხარ?მემგონი ეს სახუმარო თემა არაა )) 

-წყლის ფული სალაროში გადაიხადე-კვლავ გამიცინა
-როგორც ჩანს შენ სახუმაროდ გაქვს საქმე,მე კი ნაკლებად-გაბრაზებულმა ვთქვი და გვერდი ავუარე.გამოიქცა და წინ გადამისწრო
-მაპატიე არ მინდოდა.სიმწრის სიცილი მაქ-საწყლად მითხრა.მასში ჩემი თავი აღმოვაჩინე.მეც ასეთივე გრძნობა მქონდა,რამოდენიმე წუთის წინ

-კიდევ კარგი.ვინ ხარ ან აქ რა გინდა?და იქნებ ამიხნსა რატომ არის კუნძული ასეთ მდგომარეობაში.
-დილიდან მაგის გარკვევას ვცდილობთ მე და ტაილერი,ჰო მე ჯეისონი ვარ
-შენონი.და ტაილერი?
-ჩემი ძმაკაცი.ეხლა სახლშია.5 ნი ვიყავით ახლა კი ორი დავრჩით
-ეს როგორ?

-გუშინ გვიან მე და ჯეისონი სულ ბოლო სართულზე ვიყავით ჩასულები.პირველი სართულის ქვემოთ.ხმა საერთოდ არ ჩამოდის.თანაც ისეთ ამინდებში,როგორიც გუშინ იყო ყოველთვის გრილა.კომიპუტერულ თამაშებს ვთამაშობდით,მერე დავლიეთ,დილით კი ასეთიი სიტუაცია დაგხვდა..
-ყველაფერი უნდა გავარკვიო.სახლში უნდა დავბრუნე
-მარტო ხარ?
-არა რა მარტო.სახლში არაინფორმირებული 14 მეგობარი მელოდება.ახლავე უნდა წავიდე,თქვენც მარტო ხართ.ჩვენი სახლი ბოლოა,როცა გადაწყვეტთ შეგიძლიათ მოხვიდეთ შენ და შენი ძმაკაცი

-მადლობა შენონ )) თუ რაიმე გავარკვიეთ აუცილებლად მოვალთ
არაფერი მითქვამს,სწრაფი ნაბიჯით სახლისკენ წავედი.ნახევარი გზა დავრბოდი.როოგორც იქნა სახლს მივუახლოვდი,საიდანაც სიმღერების ხმა გამოდიოდა.!
მათ ხომ არაფერი იციან.რა ემხიარულებათ-გავირბინე ეზო და სახლში შევედი...
ეხლაც ყველა იქ იყო.ზოგი ცეკვვავდა,ზოგი ეწეოდა,ზოგს კი კვლავ ეძინა..
-სად იყავი?-მკითხა ენიმ
-ბავშვებო ერთი წუთით მომისმინეთ,ბავშვებო
ვყიროდი გიჟივით ყურადღებას კი არავინ მაქცევდა.ბოლოს ნერვები მომეშალა.
მუსიკალური ცენტრი ავიღე და სიბრაზისგან ძირს დავახეთქე.აი მაშინ კი ყველას ყურადღება ჩემსკენ იყო
-რას აკეთებ,კარგად ხარ?
-ყველაფერი რიგზე ვერ არი!ბავშვებო კუნძულზე რაღაც ხდება-აკანკალებული ხმით დავიწყე.და მობილურის სურათი ლინდსის ვანახე.

ძალიან გთხოვთ დააკომენტარეთ )) თუ არ მოგწონთ ეგეც მითხარით,მაინტერესებს რა შეცდომებია )) პირველი შემთხვევაა ჩემთვის ეს ჟანრი და თითოეულის კომენტარს ვაქცევ ყურადღებას ) იმედია მოგეწონათ
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 856 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 191 2 »
2012-12-26 Spam
dzaliaaaan magaria da ma,le dade raaa