მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 8 » TRUE BLOOD=2
7:10 PM
TRUE BLOOD=2
TRUE BLOOD
ესეიგი,წინა თავი ძირითადი დიალოგები იყო)რამოდენიმე შემთხვევაში გაურკვევლობა გამოიწვია,ამიტომ გამოვასწორებ და მოკლედ გაგარკვევთ ვინც ვერ გაიგო )) 
სიტუაცია იწყება კლუბში )) მთავარი გმირი დაქალთან ერთად და "ვიღაც" ბიჭთან ერთად.მათი დიალოგებით ჩანს,გოგონების ხასიათი )) შემდეგი იყო,ალბათ ყველასათვის გასაგები,ჩვენი გმირების,ორი დაქალის დიალოგი,რომლებიც კლასელებთან ერთად კუნძულზე მიემგზავრებიან )) 
ბოლოს კი ვგებულობთ,რომ მთავარი გმირი მარტო ცხოვრობს,მის დაქალს კი მამა ყავს,რომელთანაც ცუდი ურთიერთობა აქვს )) 
შენონის(მთავარი გმირი)სიტყვებში,"კარგად მისტერ ლოკვუდ"-შეეცადა შვილის დამშვიდობება გამოესწორებინა" იგულისხმება,რომ მას ერთგვარად ენატრება მისი ოჯახი,რადგან ვერ აიტანა რომ დაქალი ასე დაემშვიდობა მამას ))
იმედია ყველაფერი გასაგებია )


2 საათში კუნძულზე ვიყავით)
ძალიან თანამედროვე გარემო!ისეთი როგორიც მიყვარს და ისეთი,როგორსაც არ ველოდი.ჩემი წარმოდგენით კუნძული,ოკეანის პირას,ტროპიკული ხეებით შემოფარგლული ადგილი უნდა ყოფილიყო))
გემიდან გადმოვედი) ახლა უკვე სენტ-ნორისზე ვიყავით...

ლინდსი გვაცნობდა აქაურობას.))
-ნავსადგური კუნძულის დასავლეთითაა.სწორედ აქეთ მხრეს არი,მაღაზიები,რესტორნები,კაფეები,რამოდენიმე კლუბიც )) ძირითადი დასახლება,კი აღმოსავლეთითაა )) შუაში ტროპიკული ტყე.აი ეს გზა კი დასახლებას მიუყვება ) სწორედ იმ ადგილს,სადაც ჩვენ მივდივართ )) ფეხით 20-25 წუთში მივალთ,მაგრამ ცხელა და ჯობს ტაქსებში დავანწილდეთ )) 
კმაყოფილებმა გადავხედეთ ერთმანეთს )როგორც ჩანს არავინ ელოდებოდა,ჩვენს მსგავსად..)) 
გზა ძირითადად დაუსახლებელი იყო,ტყეებით გარშემორტყმული.
ლინდსის სახლი დასახლების ბოლოს იყო და ნამდვილად გამორჩეული სხვებისაგან.
სამ სართულიანი,დიდი თეთრი სახლი-მას მარჯვენა მხარეს მთლიანად ტყე აკრავდა,მარცხენა მხარეს კი პატარა სახლი იდგა )) ყველანი ერთდროულად შევედით ეზოში..საშინელი არეულობა იყო.ყველა რაღაცას ამბობდა,ან კიდე აღფრთოვანებას გამოხატავდა.ლინდსიმ კარები შეაღო და ჩვენც სულმოუთქმელად შევყევით ) რათქმაუნდა გოგოები,ბიჭები ჯერ კიდევ ეზოში იყვნენ...
შესვლისთანავე თვალში მომხვდა,გრძელი თეთრი კიბე.ლექსის ხელი გავკარი.გამომხედა და გამიცინა.
-მგონი ერთ კვირაზე მეტი უნდა დავრჩეთ ))

-სიამოვნებით_ჩუმად ვუთხარი და გავუღიმე

შესავლელი ძალიან დიდი იყო,რომელსაც სასტუმრო ოთახში ქონდა გასასვლელი,მარცხნივ კი სამზარეულოს კარი იყო.ძალიან კომფორტულად მოწყობილი,თანამედროვე ავეჯი,ინტერიერი-ყველაფერი ძალიან მომწონდა..)
მეორე სართულზე ჩვენი ოთახები იყო. მე სასწრაფოდ შუა ოთახი დავიატაცე,რომელიც პირდაპირ აუზსს გადაყურებდა.მე და ლექსი რათქმაუნდა ერთად ვიყავით )) 
მესამე სართული,კი მინი-კლუბი,საბილიარდო და დიდი დახურული აუზი. )) 
-მგონი მოვჩით )) სარდაფს მერე განახებთ )) ის უფრო მამაჩემის გემოვნებას არ მორგებული და ძველს სტილშია )


დაახლოებით ათ წუთში კი სახლში სრული ქაოსი იყო )) აუზი ნელ-ნელა ივსებოდა.მე კი ერთი სული მქონდა როდის ჩავიოდი.გარედან საშინელი ხმაური შემოდიდა.კიბეებზე ხმამაღალი ჩარბენა,ვიღაცის კივილი,ვიღაცის სიცილი.ძალიან მაგარ ხასიათზე დავდექი )) 
რათქმაუნდა ყველა კმაყოფილი იყო...

საცურაო კოსტიუმი ჩავიცვი და ოთახიდან გავედი.ჩემდა გასაოცრად არავინ იყო ) ნელი ნაბიჯით ჩავუყევი კიბეებს )
-ნეტა ეს ჭაღი აქამდე,რატო ვერ შევამჩნიე(კარგა ხანი ვუყურებდი,ჭაღს რომელიც მესამე სართულიდან პირდაპირ მე დამცქეროდა)
სამზარეულოში,რომ შევიხედე ყველა გოგო იქ იყო )) რათქმაუნდა მე საჭმლის კეთება ნაკლებად,ჩემი რეცეპტებითაც ვერ დავეხმარებოდი დიდად,ამიტომ გარეთ ბიჭებს შევუერთდი )) 
ცოტა ხანი აუზში ვინებივრე,შემდეგ კი გასარუჯად ავედი..

სიცილი გავიგონე,დაგი მიახლოვდებოდა.ჩემი ძველი შეყვარებული და ლინდსის ბიძაშვილი )) 
მისი წამოსვლა არ მესიამოვნათქო ვერ ვიტყვი,მაგრამ მის გარეშე ალბათ ცოტათი უფრო უკეთ ვიგრძნობდი თავს )მითუმეტეს,მაღიზიანებდა რამოდენიმე გოგოს მოქმედება,როგორ ეპრაჭებოდნენ ჩემს ყოფილს ))
-მზეს მიჩრდილავ-ვუთხარი,როცა თავზე დამადგა
არაფერი უთქვამს.ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
-როგორც იქნა დამელაპარაკე და ისიც ცინიზმმით
-ეგ რათქმაუნდა.
-ჰო რათქმაუნდა.-უაზროდ გაიცინა
-ტყუილად არ მოხვიდოდი-გავხედე,მზე პირდაპირ თვალებში მანათებდა ამიტომ, სათვალე გავიკეთე
-არ შეიძლება,ხანდახან დაგელაპარაკო? ))-ცინიკურად თქვა
-რა ადვილად იმართლებ,ხოლმე თავს..
-კარგი ჰო:დ )) როგორც ჩანს სამზარეულოში საჭმლის კეთებით არ ხარ დაკაებული,იქნებ ჩემს ოთახში დავკავდეთ))

სიცილი დავიწყე
-არააა)) სხვა მოძებნე.
-კარგი!(წამოდგა)
მეგონა კიდევ ერთხელ მაინც შემოთავაზებდა
 წასვლა დააპირა.
-5 წუთში! ჩემი ოთახი ჯობს))-წამოვიწიე

გამომხედა და მაცდურად გამიღიმა
-5 წუთში შენს ოთახში ვარ )


საღამოს ყველანი გარეთ შევიკრიბეთ )) დღეს არსად მივდიოდით,რადგან უბრალოდ სანაპიროზე დაჯდომა ვარჩიეთ!
ცეცხლიც დანთებული იყო.გოგონებთან ერთად გადავედით მე და ლექსი.
ცოტა მოშორებით ვიღაც უცხოებს მოვკარი თვალი ) ალაგ-ალაგ იყვნენ გამოსულები.
ცოტა შემცივდა და ცეცხლთან ახლოს მივედი
-თომ ერთი ღერი მესროლე რა

-ვთხოვე სიგარეტი,ჩემს გვერდით მჯდომ მეგობარს
ამ დროს დაგი მომიახლოვდა.
-გამომართვი-მთლიანი ყუთი მომაწოდა
-რა გულუხვი ხარ!
-შუადღის მერე დავრწმუნდი რომ იმსახურებ )) 

გამეცინა
-ეს ბოლო იქნება.!)
-2 კვირის წინაც ეგრე თქვი
-არა,ეგ მართლა ბოლო იყო-სიცილით მოვუკიდე სიგარეტს))
საღამომ კარგად ჩაიარა.ნახევარი ღამე იქ ვგიჟობდით )) 

მეორე დღე გაცილებით სხვაგვარად წარიმართა! დაუკაკუნებლად უკვე ვერცერთ ოთახში შეიხედავდი,ბიჭი იქნებოდა ეს თუ გოგო ) იგივე შემთხვევა იყო ჩემს ოთახში.
-უკაცრავად-ცივად მივიხურე კარი
-შემოდი!(დამიძახა ლექსიმ)-უკვე დავამთავრეთ
თომმა თვალი ჩამიკრა და ოთახიდან გავიდა
სიცილი დავიწყე
-მოგწონს ეს ტიპი?
-ისე რა! კი,ან რრა კითხვებს მისვამ-გაიცინა და ბალიში მესროლა.


საღამოს გოგოები და რამოდენიმე ბიჭიც,დასავლეთში წავედით..! ჩვენი ტოლები ნაკლებად იყვნენ.ნორმალური სიტუაცია იყო.ცოტა ხანი რესტორანში ვიყავით,მერე კი განათებულ ქუჩებს ფეხით წამოვყევით..ეს განათება თანდათან წყდებოდა,და უკვე ტყეებს შორის სასიარულო სიბნელის ბურუსში იხვეოდა..მხოლოდ შორიდან ანათებდა,რამოდენიმე სახლიდან შუქი
-ესენი აქ ცხოვრობენ,თუ დროებით არიან ჩამოსული?
შევეკითხე ლინდსის
-თუ არ ვცდები,ისინიც როოგორც ჩვენ,ზაფხულობით ან გარკვეული დრიოთ ჩამოდიან..
ყველას ჩვენ-ჩვენი მობილური გვქონდა განათებული )) ნელ-ნელა მივუყვებოდით გზას.
-რამდენ ხანში მივალთ?-იკითხა ლექსიმ
-რავიცი,ჯერ 5 წუთიც არაა რაც მოვდივართ...

ტყიდან უჩვეულმა ნიავმა დაუბერა.
არ ვიცი რატომ,უნებურად გადავითვალე რამდენი ვიყავით.აღმოჩნდა რომ 7 ნი-5 გოგო და 2 ბიჭი.
-ტყით უფრო მალე არ მივალთ? - იკითხა ენიმ

-კი მაგრამ,არ ღირს ღამე იქ შესვლა,გზა ნამდვილად არ ვიცი
-სად გვეჩქარება,რომ ტყით ვიაროთ-ცოტა გაოცებული შევეკითხე მას..

რატომღაც ჩვენს შორის სიჩუმე ჩამოვარდა..ნიავმა უფრო იმატა.ძალიან შემცდივდა...
ლექსი თომთან ერთად გზის პირს მიუყვებოდა და მათკენ წავედი.ლექსის ხელზე მოვეხვიე
-შენც შეგცივდა?
-კი!ძალიან..იმედია მალე მივალთ.))
მათთან ზედმეტად ვგრძნობდი თავს,მაგრამ რატომღაც ლექსისთან ერთად მინდოდა ყოფნა..
გზას მივუყვებოდით,თვალი კი ტყისკენ გამირბოდა..
უეცრად შევამჩნიე,რომ ტყეში რაღაც განათდა და ეს შუქი წამში გაქრა.შემდეგ ორ წამში კიდევ განათდა.
-ბავშვებო იქ რაღაც ანათებს-ვთქვი შეშინებულმა
ეს ნათქვამი მათ სასაცილოდაც არ ეყოთ ))
-ტყეში ვიღაც დადის..ჯადოქარი,სული ჰო არა? )) -დაიწყეს უაზრო ლააყბობა
-მართლა განათდა რაღაც-ვუთხარი ლექსის
-ჩვენს გარდა სხვებიც არიან,შეიძლება ტყის გზით მიდიან-დამაშვიდა ლექსიმ
მაგრამ,დიდად დამშვიდებულად მაინც ვერ ვგრძნობდი თავს.სულ ტყისაკენ ვიყურებოდი და სწრაფად მივაბიჯებდი,რომ სახლამდე რაც შეიძლება მალე მივსულიყავით ....!

როცა მოსახლეობას მივუახლოვდით,ჩემი გული სიხარულით აივსო,გამახსენდა ის ფაქტიც რომ 
დღეს 14 ივლისი იყო.შესაბამისად 15 ივლისი თენდებოდა )) რაც ნიშნავდა,რომ ლინდსის დაბადების დღე მოახლოვდა) ჩვენ კი ამ ღამეს ძალიან ბევრი გეგმა გვქონდა )) 


მე ჩატში დავწერე,რომ ძალიან დიდ იმედებსაც ნუ დაამყარებთ:დ თვითონაც არ ვიცი რა გამომივა )) 
მაპატიეთ,იმ გადახვევებისთვის,რომელიც ვთვლი რომ საჭირო იყო :დ))
ალბათ ხვდებით რომ,ნელ-ნელა ყველაზე საინტერესოს ვუახლოვდებით!
დააკომენტარეთ თუ მოგეწონათ და ვეცდები მალე გავაგრძელო!)



კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1220 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 181 2 »
2012-12-14 Spam
mariamm _ საინტერესო ჩანს_აზრზე არ ვარ რა უნდა მოხდეს,მაგრამ გენდობი და დარწმუნებული ვარ რაიმე საინტერესო იქნება,ყველაფერს ველი happy დამაინტერესა..კარგად გამოგივა ამ ჟანრშიც,წარმატებები კიდევ ახალ ჟანრში..გელოდები მალე გააგრძელე