მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 22 » Travel Company ♥
3:57 PM
Travel Company ♥
რომი ეს ხომ მარადიული ქალაქია.. ჩემი აზრით მეტი განმარტება სულაც არ არის საჭირო..როგორც ამბობენ, ყველა გზა რომში მიდის და მეც გირჩევთ რომ თუ დასასვენებლად წახვალთ პირველად რომში იმოგზაუროთ.. რატომ გირჩევთ არა? ყველა ნორმალურ ადამიანს გაუჩნდება ეს კითხვა.. სიმართლე გითხრათ ახლა რომის ისტორია რომ მოვყვე სრულიად ზედმეტი და მომაბეზრებელი იქნება..ამიტომ შევეცდები არც ბევრი ვილაპარაკო და არც ცოტა.. მინდა შეგატყობინოთ ყველას რომ სწორედ აქ ჩაისახა და განვითარდა რენესანსის ხანა.. სწორედ ეს ქალაქია ის ადგილი,რომელსაც ქალაქ-მუზეუმი ვუწოდოთ.. ყოველწლირად რომ 4 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობთ და თქვენს არ იქნებით უკმაყოფილოები თუ ამ ლეგენდად ქცეულ ქალაქში იმოგზაურებთ.. 
რომის სახელწოდება კი ყველასთვის კარგად ცნობილ ლეგენდას უკავშირდება.. ეს არის ლეგენდა ძმებზე რომულუსზე და რემუსზე,რომელიც მგლის რძით გაიზარდნენ.. რომი არის ქალაქი რომელიც საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოს დედაქალაქად მიიჩნეოდა და ეს დღესაც ასეა.. ბოლოს და ბოლოს რომი ხომ მარადიულია.. 
რომში წასვლით თქვენ შეძლებთ ისეთი ღირსშესანიშნაობების ნახვას როგორიცაა - კოლისეუმი,პანთეონის ტაძარი, კარაკალას თერმები, 
წმ. პავლეს ტაძარი, კაპიტოლიუმის მუზეუმი, გალერეა ბირგეზე და  ცესტიუსის პირამიდა,Villa Medici,Sant’Angelo,Fontana di Trevi -ადგილი,რასთან დაკავშირებულია პატარა ლეგენდა.. ლეგენდის თანახმად კი ვინ შადრევანში რკინის ფულს ცააგდებს რომში აუცილებლად დაბრუნდება..Via dei Condotti-ს ქუჩა სადაც უამრავი მაღაზიაა,მითუმეტეს მათთვის საინტერესო ვისაც მოდა აინტერესებს.. ეს მხოლოდ რომის ღირსშესანიშნაობების ნაწილია.. ყველაფერი მხოლოდ იქ შეგიძლიათ ნახოთ... მთელი დღის სიარულისა და ქალაქის დათვალიერების შემდეგ ალბათ გემრიელი ყავა დაგჭირდებათ,ამისთვის უბრალოდ საჭიროა 
NAVONA-ს ქუჩაზე გაიარო და კაფეში შეხვიდე.. 
(თუ გაინტერესებთ როგორია ეს ქუჩა იხილეთ სურათზე..)
ბევრი ღირსშესანიშნაობა ვახსენე იმისთვის რომ თქვენი დაინტერესება გამომეწვია რომისადმი თუმცა ახლა ვხვდები რომ ერთი რაღაც დამავიწყდა.. ეს არის ვატიკანი..ვატიკანი - აიგო წმიდა პეტრეს საფლავზე. ვატიკანს სუვერენული სახელმწიფოს სტატუსი მიენიჭა ლატერანის კონვენციის შედეგად 1929 წელს. ეს არის მსოფლიოში ყველაზე პატარა სახელმწიფო, სადაც კათოლიკური სამყაროს უმაღლესი სასულიერო ხელისუფლების რეზიდენციაა. ადრე მისი მონახულება არ იყო ადვილი, ახლა კი ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია გაეცნოს ამ ხელოვნების, კულტურულ და რელიგიურ ციტადელს.რომის უნიკალურობას ისიც ამტკიცებს,რომ მასზე საკმაოდ ბევრი ფილმია გადაღებული.. აღსანიშნავია "რომაული არდადეგები".. 
ყველაფერი ამის შემდეგ ალბათ დაინტერესდით და გადაწყვეტთ კიდეც მის დათვალიერებას.. რომში გასამგზავრებელი ყველაზე იაფი საშუალება კი არის მობრძანდეთ ჩვენს კომპანიაში,სახელწოდებით "ბრილიანტები ცაში/Diamonds in the sky" და გაიგოთ უფრო მეტი თუ რა არის საჭირო გასამგზავრებლად..
თანხა (მთლიანად) : 5000 ევრო
ტურში ფასში შედის:
- ავიაბილეთი
- ტრანსფერი
- ვიზის მოსაკრებელი თანხა

სასტუმრო:
3 ვარსკვლავიანი: 7 ღამე/ 8 დღე 300 ევროდან
4 ვარსკვლავიანი:
7 ღამე / 8 დღე 500 ევროდან
5 ვარსკვლავიანი: 7 ღამე / 8 დღე 600 ევროდან

ასევე, ჩვენ დაგეხმარებით ყველა იმ აუცილებელი საბუთების მოგროვებაში, რომელიც საჭირო იქნება კონკრეტული ქვეყნის ვიზის მისაღებად.
და ბოლოს ვიზის ასაღებად დაგჭირდებათ იტალიის საელჩოში დარეკვა..
 0900 007-039 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00სთ-დან 17:00სთ-მდე შეგიძლიათ დარეკოთ და ჩაეწეროთ გამგზავრებამდე ერთი თვით ადრე ( ზარის ღირებულება 3 ლარია).
თუმცა ჩვენი ტური ამით არ შემოიფარგლება .. ყველა ქართველ დამსვენებელს სთავაზობს რომიდან ინგლისში,ლონდონში იმოგზაუროს.. 
ლონდონი კი ნამდვილად საინტერესო ქალაქია..ლონდონი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და მიმზიდველი ქალაქი, რომელიც სავსეა სანახაობებით.მას სტუმრობს მილიონობით ადამიანი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.მდინარე ტემზა,რომელიც მიედინება ლონდონში არის ადგილი საიდანაც შეგიძლია დაათვალიერო მთელი ქალაქი.
იგი ტურისტების საყვარელი ადგილია, რადგან აქ ბურუსის გარდა, საკმაოდ ბევრი 
საინტერესო და გასართობი ადგილია, ამასთან ამ ქალაქში განსაკუთრებული აურა ტრიალებს. 
აქ შეგიძლიათ იხილოთ: მადამ 
ტუსოს მუზეუმი,პლანეტარიუმი(მადამ ტუსოს მუზეუმის გვერდით მდებარეობს),საშინელებათა და ტრანსპორტის მუზეუმები,Funland Trocadero( ყველაზე დიდი გასართობი ცენტრია ევროპაში),
"ინგლისის გული",ბუკინგემი, ვენსმისტერი,კენსტინგტონსკი,
ბიგ-ბენს,
ტაუერ ბრიჯი და სხვა.. ლონდონში ნახავთ 
ბეიკერ-სტრიტსაც... გეცნოთ ქუჩის მისამართი? ალბათ იმიტომ რომ შერლოკ ჰოლმსი წაგიკითხავთ..არტურ კონან დოილის 
თქმით სწორედ აქ ცხოვრობდა ცნობილი გამომძიებელი შერლოკ ჰოლმსი მას ხომ თან დოქტორი უოტსონიც ახლდა.
ამჟამად ამ ადგილას შერლოკ ჰოლმსის მუზეუმია და ეს ადგილი ნაწარმოებს რეალობაში აცოცხლებს.
ლონდონში თქვენ შეგიძლიათ ნამდვილ სამყაროს ეზიაროთ..
ნახოთ ცათამბრჯენები,საკონცერტო დარბაზები,რომელთაგან ყველაზე გამორჩეულია ხელოვნების საკონცერტო დარბაზი - 
როიალ ალბერტ ჰოლი.
თუ სპორტი გიყვართ ესტუმრეთ უემბლის სტადიონსაც..მაგრამ შეიძლება ფეხბურთთან ერთად ლუდიც მოგინდეთ.. ამისთვის კი საჭიროა 
FULLER'S ესტუმროთ..ის საკმაოდ დიდი
და პოპულარული ლუდხანაა. ამ ორი შესანიშნავი და ისტორიული ქალაქის მონახულების შემდეგ თქვენ უბრალოდ მიბრძანდებით აეროპორტში და საქართველოში 
დაბრუნდებით.. თქვენი ბილეთის ფასი კი გადაიხდის სააგენტო..

 
ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის,დამატებით ინფრომაციისათვის დარეკეთ ნომერზე 24-12-56 და იკითხეთ მარიამ მჭედლიშვილი..
image
http://s6.favim.com/orig/60/big-ben-england-london-uk-Favim.com-538588.jpg
  



აბა როგორი იყო ჩემი საკონკურსო თემაა? მიუხედავად იმისა რომ ცოტა რაღაცეები შევცვალე და კლიენტი არ მყავდა,მემგონი მაინც კარგი გამოვიდა.. 
აბა რას იტვით? იმედი მაქვს გავიმარჯვებ :დდ...
M i s s ♥ M a r t i n a
კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 874 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
2013-05-23 Spam
Kaargii iiiyoo )):**