მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 23 » Travel Compani
11:23 PM
Travel Compani
ჩვენს ტურისტულ კომპანიაში გვესტუმრნენ ცნობილი წყვილი ჯელენა 


-გამარჯობათ 
-გამარჯობათ იცით ჩვენ გვინდა დასასვენებლად წასვლა 
-კარგით ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ იტალია. თუკი იტალიაში გამგზავებას გადაწყვეტთ ვენეცია აუცილებლად უნდა მოინახულოთ. აქ თითქოს დრო გაჩერდა. XII-XVII საუკუნეების უჩვეულო არქიტექტურის ქალაქი გაქვავებულია ლურჯი არხების თავზე. ვენეციაში ყველაფერი დიდი ხნის წინ ააშენეს და აქ ოცდამეერთე საუკუნიის შენობებს ავერსად ნახავთ. ერთადერთი გამონაკლისი რკინიგზის სადგურია. 


ვენეცია მირაჟივითაა, წყალში ამოზიდული ულამაზესი შენობებით. გეშინია, რომ თვალის დახუჭვისთანავე გაქრება. ვენეცია ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, რომელიც განლაგებულია 119 კუნძულზე, მოიცავს 160 არხს და 369 ხიდს. მას ევროპის კონტინენტთაც კი სრუტე აშორებს. ამ ქალაქში ვერ ნახავთ ვერც მეტროს და ვერც ავტომობილებს. არხებში მხოლოდ ბორანები და გონდოლები დაცურავენ. 1 დღით ბორანის მომსახურების ბილეთი 15 ევრო დაგიჯდებათ. გონდოლის დაქირავება კი 1 საათით 80 ევრომდე ჯდება. სიძვირის მიუხედავად, გონდოლის დაქირავება ნამდვილად ღირს. გონდოლით ვენეციის არხებში გასეირნება და გონდოლიერების მიერ მოყოლილი ლეგენდები მომსახურების სიძვირეს მაშინვე დაგავიწყებთ. 
ხშირად ამბობენ, რომ ვენეცია თაფლობის თვის გასატარებლად საუკეთესო ქალაქია. უამრავი რომანტიკული ადგილებით. აქ თქვენ მოინახულებთ ულამაზეს პალაცო დუკალეს. კა რეცონიკოს-ს სასახლეს, სან მარკოს ბაზილიკას, ლაგუნას. წმინდა მარკოსა და სან მარინოს მოედნებს. გაისეირნებთ რეალტოს ხიდზე და მოინახულებთ მუზეუმებს. აქ მთელი ქალაქი მუზეუმია, თითქმის ყველა სახლში სამხატვრო გალერეაა, ცნობილი მხატვრების მიერ მოხატული კედლებით. 


აქ შოპინგისთვისაც კი დიდი შესაძლებლობები გაქვთ. სუვენირების არჩევანიც დიდია. დღეს, ისევე როგორც წარსულში, ვენეციაში შეგიძლიათ უამრავი ნიღბის, მსოფლიოში განთქმული მურანოს შუშის კრისტალებისა და ხელით მოქარგული ქსოვილების შეძენა. გარდა ამისა აქ Benetton-ის, Max Mara-სა და Sisley-ის ბუტიკებსაც შეგიძიათ ესტუმროთ. 


ღამის ცხოვრება ვენეციია ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. აქ ყველაზე ნათლად შეიგრძნოთ შუშხუნა ღამის ცხოვრებას. ღამის ბარები გარიი და კაპლე ვალაპეკო ყველაზე ცნობილი ადგილებია, სადაც ადგილობრივები და ტურისტები გასართობას მიდიან. ქუჩებში ცოცხალი მუსიკა უკრავს და გასართობად რომც არ წახვიდეთ, იქვე მოედანზე შეუერთდებით მოცეკვავე წყვილებს. 


თუკი ვენეციას დიდი მარხვის დაწყებამდე ეწვევით ვენეციის კარნავალზეც მოხვდებით. კარნავალი დასაბამს X საუკუნიდანიდან იღებს და ყოველწლიურად, დიდმარხვის დაწყებამდე, 12 დღის განმავლობაში მიმდინარეობს. მთელი ვენეცია თითქოს წარსულში ბრუნდება - აზნაურები, მავრები, გოლიათები და ჯუჯები, ქალბატონების ტანსაცმელში გადაცმული ბატონები, მამაკაცის სამოსში გამოწყობილი გოგონები, არლეკინი, კოლუმბინი და პულჩინელი, პიერო და კაზანოვა - ულამაზეს კოსტუმებსა და ნიღბებში გამოწყობილი მოსახლეობა ქალაქის ქუჩებში მხიარულობს. ხმაურიანი წვეულებები - დოლებისა და საყვირების ხმის თანხლებით ფეიერვერკები. ეს მართლაც დაუვიწყარი სანახაობაა. ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ, მიხვდები რომ ვენეციაში სიყვარული ზეიმობს და ნამდვილად ჯაკომო კაზანოვას სამშობლოში ხარ. 



 



დაამოწმაგაალამაზა: Katie
კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 810 | დაამატა: MrsBiebz | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2013-05-25 Spam
კარგია ;დდდ