მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 17 » Time Of Our Life
7:13 PM
Time Of Our Life
Time OOur  Life

♥ IV თავი ♥
 იმედია მოგეწონებათ
შემიფასეთ და კრიტიკა არ დაიშუროთ )


პირველი გაკვეთილი საშინლად გაიწელა,დასვენებაზე ყველა სათითაოდ მოვიდა ჩემთან და გამეცნო,მოგატყუებთ,რომ გითხრათ ყველას სახელი დავიმახსოვრე თქო,მაგრამ რამოდენიმეს უკვე ვცნობდი სახეზე.
კიდევ ორი გაკვეთილი გვქონდა,შემდეგ კი კაფეტერიაში შევედით.მხოლოდ კოლა ავიღე და ბავშვებს შევუერთდი.ზაკი კომიქსებს ათვალიერებდა,ჯესიკა გაზეთს კითხულობდა,შერონი კი გამუდმებით იცინოდა ალფრედის მონაყოლზე.
ლანჩის შემდეგ ოთახებში დავბრუნდით,სამეცადინო ბევრი არ მქონდა ბიოლოგიიდან დავიწყე და გეოგრაფიით დავასრულე,შემდეგ კი ფოსტა შევამოწმე.დედასგან იყო მოსული
" ემბერ,როგორ ხარ,უკვე მოეწყვე? გაიცანი ბავშვები? როგორ მოგწონს იქაური გარემო? "

ფურცელი გავხსენი და წერა დავიწყე

" კარგად ვარ დე,ბევრი ბავშვი გავიცანი ძალიან თბილად მიმიღეს,აქაურობა ძაან მომწონს.ცუდი ამინდები არის,მაგრამ ძალიან მომწონს ეს სასწავლებელი.შესაძლოა ახალი წელი აქ გავტარო,მაგრამ სულ მალე ჩამოვალ ,სწავლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხომ იცი? მომიკითხე მამიკო,ანაბელი,ყველაა მომიკითხეეე ♥ ძალიან მიყვარხართ "
შემდეგ საბანში გავეხვიე და დავიძინე.
დილით ადრე ავდექი,წყალი გადავივლე და უნიფორმა ჩავიცვი.არ მისაუზმია,პირდაპირ კლასში შევედი.წიგნის კითხვა დავიწყე,სხვა საქმე მაინც არაფერი მქონდა.
გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთი რჩებოდა.უცბად გაიჭრიალა სკამმა და ჩემს გვერდით ვიღაც დაჯდა.
-გამარჯობა -მითხრა ხავერდოვანმა,ნაზმა ხმამ
გაკვირვებულმა თავი ავწიე

-მე ნეით რედკლიფი ვარ-თავი გამაცნო

-სასიამოვნოა,ნეით .ემბერ მარტინესი-უაზროდ ჩავილაპარაკე და წიგნს მივუბრუნდი.

როგორც ჩანს ჩემგან ასეთ მოპყრობას არ ელოდა,ეგონა,რომ კიდევ გამოველაპარაკებოდი და თავს მოვაბეზრებდი.გუშინ შევამჩნიე,რომ მთელი კლასის გოგონები მას დასტრიალებდნენ თავზე და არა მარტო ჩვენი კლასის გოგონები,თითქმის ყველა.უკვე მივხვდი,რომ თავში ავარდნილი ბიჭია და განებივრებული მშობლებისაგან.

სულ მალე ბავშვები კლასში მომრავლდნენ,შერონი ზანტად მიუჯდა თავის ადგილს და მერხზე თავი დადო,რომ ძილი გაეგრძელებინა.მისტერ ანდერსონი კლასში შემოვიდა,მიკროსკოფები და ყუთები დაგვირიგა.15 წუთი მოგვცა ამ სამუშაოს შესარულებლად.ნეითი თითქმის არაფერს აკეთებდა,ყველაფერი ფაქტიურად მე გავაკეთე.

დამაკმაყოფილებელი შედეგები მივიღეთ ყველამ,მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ნახევარმა კლასმა წიგნიდან გადაიწერა ეს ყველაფერი.

მასწავლებელმა დაფაზე მარკერით დაიწყო რაღაცის წერა,მეც ვინიშნავდი რვეულში უცბად ფურცელი მომხვდა უკან გავიხედე შერონს უსროლია ქვევით დავიხარე და ავიღე ,დაკუჭული ფურცელი გავშალე და წავიკითხე

" ასე წყნარად როგორ ხარ? კოლეჯში ყველაზე პოპულარულ ბიჭთან ერთად ზიხარ,შენს ადგილას პანიკები დამემართებოდა,ვითომც არაფერი მომხდარა ისეთ სახეს იღებ"

გამეცინა მის ნათქვამზე ,პასუხი არ დავაყოვნე.

" არ მევასება ეგეთი ტიპები "


პირველი გაკვეთილიც გამოვიდა მე ჯესიკა და შერონი გარეთ ეზოში გავედით,მოყინული იყო ყველაფერი,მაგრამ წვიმა ალღობდა და წმინდავდა გზას.ახლა ფიზკლტურა გვქონდა,დარბაზში შევედით ფორმები ჩავიცვით და კალათბურთის თამაში დავიწყეთ.მე ჯესიკა,შერონი,ზაკი,მაიკლი,ბარბარა ერთად ვიყავით მეორე გუნდში კი ელისი,ნეითი,კრისტენი,ბრედი,ანასტასია,კლაუდია.

როგორც ჩანს ყველას სახელები დავიმახსოვრე ) ვაღიარებ კალათბურთს კარგად ვთამაშობდი,მამას ბავშვობაში ვეჯიბრებოდი ხოლმე ახლაც ცუდად არ გამომდიოდა.

თამაში 3-2 დამთავრდა,ჩვენი გამარჯვებით )

დაღლილები ვიყავით,გასახდელში შევედი, წყალი მოვსვი და პირსახოცით გაოფლიანებული სახე შევიმშრალე გამოვიცვალე და გამოვედი.

ეზოში გავედი,უკან ვიღაც მომყვებოდა გავიხედე და ნეითი იყო ,დამეწია და საუბარი წამოიწყო

-კარგად თამაშობ,გოგოსთვის ცუდი არ არის,მაგრამ მაინც გჯობივარ


image

-დავიჯერო,ჩემზე უკეთესად თამაშობ? რეალიზებული საჯარიმო სტყორცნის გამო 1 ქულა უნდა დაგკარგოდათ,რომ არა ბრედი. -გამეცინა


       -მოდი კიდევ ერთხელ შევეჯიბროთ,თუ ჩემი გუნდი მოიგებს სურვილებს ამისრულებ თუ შენი გუნდი მოიგებს მე აგისრულებ სურვილებს 

-თანახმა ვიქნებოდი,მაგრამ არ მინდა მეორედ მოგიგო და ისეთი რაღაცეები გააგაკეთებინო,რომ ვეღარ გამოჩნდე საზოგადოებაში -სიცილს ძლივს ვიკავებდი

-არ გირჩევ ჩემთან საქმის დაჭერას,ნაგლი ხარ და თავშიავარდნილი დიდი წარმოდგენა გაქვს შენს თავზე,შენთან მეგობრობას არავის ვურჩევდი 

-შენნაირი ბაბნიკ და თავშიავარდნილ ბიჭებს ვერ ვიტან,რადგან დიდი წარმოდგენა გაქვს შენს თავზე ! კიდევ მე ვარ ნაგლი და თავშიავარდნილი?  არასოდეს გამოგივლია რამე სირთულე ან გასაჭირი ცხოვრებაში,ყველა შენ დაგტრიალებს თავზე მასწავლებლებიც პატივს გცემენ და ალბათ დირექტორიც დაშინებული გყავს ან მოსყიდული ფულით.დაიმახსოვრე ერთი რამ "სიმდიდრე" "ფული " არ არის მნიშვნელოვანი ცხოვრებაში.შენ ვისზე რას ამბობ,შენ ხარ ნაგლი,ეგოისტი,თავშიავარდნილი,იდიოტი და არა მე -უკვე ყვირილზე გადავდიოდი,ყველა ჩვენ გვიყურებდა .ნერვები საშინლად მომეშალა რაზეც ვფიქრობდი მასზე ყველაფერი ამოვანთხე და პირში მივაყარე.მის პასუხს არ დავლოდებივარ პირდაპირ ოთახში ავარდი და საწოლზე "დავეხეთქე" ვფიქრობდი რა სისულელე ჩავიდინე? მე ხომ ასეთი არ ვარ,პირდაპირობამ და სამართლიანობამ ჩემში გაიღვიძა და ამიტომ გადავაბიჯე ამ თვისებებს და ყველაფერი მიავხალე პირში? შეიძლება სულაც ასეთი არ არის და სხვას თავს ასე აჩვენებს? არა ემბერ რაზე ფიქრობ ის თავშიავარდნილი ბიჭია,ყველას ჩაგრავს და დასცინის ! ამაზე ფიქრით თავი მისკდებოდა:



დანარჩენი ორი ლექცია გავაცდინე.საწოლზე ვიჯექი და ვფიქრობდი .. ვფიქრობდი ჩემს შეცდომაზე? არ მინდოდა ასე გამოსულიყო ! მე ხომ მას სულაც არ ვიცნობ და ერთი გამოლაპარაკებით ასეთი დასკვნის გამოტანა ხომ არ შეიძლებოდა,მაგრამ ფაქტი ფაქტია ასეთი იყო და მე რა მექნა?! უფსკრულში ვიყავი გული მეუბნებოდა,რომ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი ტვინი კი სულ სხვა რამეს მკარნახობდა ! ოთახიდან არ გამოვსულვარ ,ბოლოს შერონმა მომაკითხა:

-თუ ჩემს გამოლანძღვას აპირებ, ძალიან გთხოვ გადი !

-არა,სულ სხვა რამის გამო მოვედი ! რატომ არ ესწრები გაკვეთილებს? -გვერდით მომიჯდა

-იმიტომ,რომ მრცხვენია ! ესეთი რამ არ უნდა გამეკეთებინა !

-ხო,მაგრამ ნაწილობრივ მართალიც აღმოჩნდი ! ნეითიც აცდენს გაკვეთილებს,როგორც გავიგე ეზოშია კიდე -მითხრა შერონმა.

-ვაიმე ! -სინანულის გრძნობა დამეუფლა

შერონი კიდევ ცოტახანი მელაპარაკებოდა,შემდეგ ისევ დაბრუნდა გაკვეთილებზე.დიდი ჭადილის და ყოყმანის შემდეგ გადავწყვიტე ნეითისთვის ბოდიში მომეხადებინა.ქურთუკი მოვიცვი და გარეთ გავედი იმ ადგილას წავედი სადაც ვიჩხუბეთ,დავინახე სკამზე,როგორ იჯდა და ფიქრობდა.გვერდით მივუჯექი და დავიწყე:

-ბოდიში,ეს არ უნდა გამეკეთებინა -არ ვიცი ეს როგორ ვუთხარი,თითქოს ხელში ბურთი გამეჩხირა.

-ერთხელ მე დედა და მამა დაპატიჟებულები ვიყავით წვეულებაზე.იქ კარგად გავერთეთ.მაშინ 4 წლის ვიყავი.ჩემს თანატოლებთან ვთამაშობდი და ვერთობოდი.სახლში დაბრუნებისას დედამ და მამამ კამათი დაიწყეს რაღაც საკითხზე.მე გაკვირვებული ვიყურებოდი.წვიმა იყო,უცბად ჩვენსკენ მომართულმა მანქანამ შემოუხვია და პირდაპირ იმ ადგილას დაგვარტყა სადაც დედა იჯდა.მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო,ადგილზევე გარდაიცვალა.მე და მამა საცხოვრებლად აქ გადმოვედით,2 წლის წინ მან ცოლი შეირთო და სიმართლე გითხრა დედინაცვალთან არც ისე კარგი ურთიერთობა მაქვს.მამა სულ დაკავებულია ბიზნესით,დედინაცვალი სულ მეგობრებტან ერთად ერთობა მეც სულ მარტოდ ვრჩები და სწორედ ამიტოვ ვიქცევი სხვების დასანახად.-არ ვიცი ეს მე რატომ მომიყვა,მაგრამ გული საშინლად დამეწვა

-ეს მე რატომ მომიყევი?-ხმა ძლივს ამოვიღე

-არ ვიცი.შენთან უფრო თავისუფლად ვიგრძენი თავი და ეს საიდუმლო გაგიმხილე.-შემომხედა,მისმა თვალებმა დამაბრმავა იდიოტივით ვუყურებდი და თან მის მონაყოლზე ვფიქრობდი.

-იცი არ უნდა გამეკეთებინა,ბოდიში,ეს ჩემი ბრალია

არ მინდოდა ! მართლა არ მინდოდა !


-არაფერია,დიავიწყე -ხელი ჩაიქნია
-ცრემლები წამომივიდა,მაგრამ უცბად მოვიწმინდე
-არ მინდოდა მართლა ბოდიში !
-მოსაბოდიშებელი არაფერი გაქვს,ეს ჩემი ბრალია მართლა ! -ახლოს მოიწია და ჩემი თავი ხელებში მოიქცია თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს,მოხდა ის რაც არ უნდა მომხდარიყო




კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 824 | დაამატა: -PrettyLittleLiar | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 131 2 »
2012-12-21 Spam
dzalian male ganvitarda movlenebi...es didad ar momewona...gaagrdzele...