მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 15 » Time Of Our Life
3:22 PM
Time Of Our Life
Time Of Our Love

♥ II თავი ♥
♥ დიდი მადლობა კომენტარებისათვის ♥
♥ კრიტიკას მივიღებ,კომენტარები არ დაიშუროთ ♥

http://media.tumblr.com/tumblr_m59yrfbesK1rqkf12.gif
გამგზავრების დღე

ალბათ ახლა ჩემი მეგობრები წვეულებაზე იქნებოდნენ და გიჟობდნენ.ცოტა არ იყოს გული დამწყდა,რომ მათ ვეღარ ვნახავდი.მაგრამ რაც მთავარია სკოლა წარმატებულად დავამთავრე.ჩემოდნების ჩალაგებას მოვრჩი და კიბეებზე ძლივს-ძლივობით ჩავიტანე.
მამა,დედა და ანაბელი უბრალოდ იდგნენ და მელოდებოდნენ
-წავედით?
-წავედით-მამამ ჩემოდნებს ხელი მოჰკიდა და მანქანის საბარგულში ჩამიდო.
გზაში ხმა არცერთს არ ამოგვიღია,აეროპორტში სულ მალე მივედით.საქარე მინა ამოვწიე და კარები გავაღე.მამამ ჩემოდნები ამოიღო საბარგულიდან,გამოვართვი.ყველა ერთად წინ დამიდგა.
-ძალიან მომენატრებით -პირველი მე დავიწყე.
-ჩვენც -ჩამეხუტა ანა
-როგორც კი ჩახვალ და მოეწყობი დაგვირეკე,ღმერთმა დაგლოცოს-მითხრა დედამ.
-კარგად ! -ყველას ერთად ჩავეხუტე და ბოლოჯერ ხელი დავუქნიე


წინასწარი შემოწმება გავიარე,ესკალატორზე ავედი და სულ მალე თვითმფრინავში ჩემი ადგილიც დავიკავე.
ჯერ არ მეძინებოდა ამიტომ ლეპტოპში ბრაერვუდის საიტი დავათვალიერე
შესავალი ასეთი ჰქონდა:

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩვენი სასწავლებელის ვებგვერდით  დაინტერესდით!
ბრაერვუდის სასწავლებელი უკვე ოცი წელია არსებობს. ვინც აქ სწავლობდა იცის, რომ ამ გარემოში მოზარდის ინდივიდუალობა დაფასებულია და დაცული. სტუდენტისა და პედაგოგს შორის არსებობს ურთიერთპატივისცემა, კეთილგანწყობა, ნდობა, ურთიერთმხარდაჭერა ეს ყველაფერი კი ,,ოჯახურ" სიტუაციას ქმნის.
ამ ვებგვერდის დახმარებით საშუალება გეძლევათ ჩაიხედოთ ჩვენი სასწავლებლის ცხოვრებაში და თუ რაიმე საკითხი დაგაინტერესებთ, დაგვეკონტაქტეთ.

გისურვებთ წარმატებებს!


კიდევ ცოტახანი ვათვალიერებდი მათ ვებ-გვერდს,შემდეგ მომბეზრდა და ლეპტოპი დავხურე.ფიქრების მორევში გადავეშვი,სულ მალე კი ჩამეძინა კიდეც.


3 საათში უკვე ლონდონში ვიყავი)
როგორც დამპირდნენ,სკოლის მოსამსახურე
 პერსონალი დამხვდა აეროპორტში მანქანით.გზაში მიხსნიდა იქაურ წესებს,მეც ყველაფერზე თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევდი,მაგრამ სიმართლე,რომ გითხრათ დიდად არ ვუსმენდი ამ კაცს ) საქარე მინიდან ვიყურებოდი და გარემოს ვათვალიერებდი.
დასახლებულ პუნქტებს გავცდით,სულ მალე კი დიდი ნაცრისფერი შენობა გამოჩნდა,სულ რამოდენიმე კორპუსისგან შედგებოდა.მანქანიდან გადმოვედი და შენობის თვალიერება დავიწყე,მისტერ ბრაუნმა ჩემოდნები გადმომაწოდა,თან წინ გამიძღვა და ბუღალტერთან მიმიყვანა.დიდი ხანი მოვუნდი მასთან ლაპარაკს ) თაროები უამრავი საქღალდით და საბუთებით ჰქონდა გატენილი.
ქალმა რამოდენიმე ბლანკი შემავსებინა,და სახელმძღვანელოები დამირიგა,
წესებს გავეცანი მეორედ ) ბოლოს კი მისტერ ბრაუნმა ოთახამდე მიმაცილა
" ნომერი 409 "
-მადლობთ -გავუღიმე და ოთახში შევედი.ცალკე ოთახები ვიცი,რომ არ გვქონდა,ოთახში მარტო მე ვიყავი,როგორც ჩანს ჩემი მეზობელი ისევ ლექციაზე იყო.ამ დროით ვიხელთე და გარდერობის ჩემ ნაწილში ტანსაცმელები შევაწყვე,ნივთები კომოდში შევდე,ერთი სიტყვით კარგად მოვეწყვე.ზარის ხმა გაისმა,უნიფორმა ჩავიცვი:

http://idesigniphone.net/wallpapers/26325.jpg
რომ ოთახში გოგონა შემოვიდა:

http://3.bp.blogspot.com/-yVoDk1-w94s/TvYoU6s9URI/AAAAAAAABek/YZRQcr8Nru8/s1600/BLAIR+WALDORF+INSPIRED.jpg

-გამარჯობა
-გამარჯობა,შენ ალბათ ჩემი ახალი მეზობელი უნდა იყო არა ? -მაცდურად გამიღიმა
-დიახ,ემბერ მარტინესი 

-სასიამოვნოა ემბერ,მე შერონ დაფი ვარ -ხელი ჩამომართვა



შერონი ძალიან დამეხმარა,კლასში ერთად წავედით.
მასწავლებელს თავი გავაცანი,ყურადღების ცენტრში მოვექციე,დიდად ეს არ მანაღვლებდა,შერონთან ერთად დავჯექი.გაკვეთილი დაიწყო,მისის ფრანკმა საუბარი დაიწყო გერმანელებისა და იტალიელების ომებზე,ბავშვები არც უსმენდნენ ზოგი ფურცლების სროლით ირთობდა თავს,ზოგი კი მობილურით მესიჯობდა კიდეც.უცბად კლასის კარები გაიღო,მაღალი ბიჭი შემოვიდა ბოდიში არც მოუხადია,ისე მიუჯდა თავის ადგილს.
-ეს უკვე მერამდენედ ხდება მისტერ რედკლიფ,ზარი უკვე 15 წუთის დარეკილია !
ლექციების შემდეგ დარჩებით კლასში ! -
გამოუცხადა მისის ფრანკმა,
მაგრამ ბიჭს თითქოს ეს არც გაუგია.და ასე შევატყვე,რომ ლექციების შემდეგ დარჩენას აღარც აპირებდა.მთელი გაკვეთილი მას ვაკვირდებოდი.

თვალი შევავლე,მის გარეგნობას:ნაზი,სქელი ტუჩები,სწორი ცხვირი,გრძელი ღავწვები,მარმარილოსავით გლუვი შუბლი.უცბად ჩემსკენ გამოიხედა მოულოდნელად,მე მასწავლებლისაკენ გავიხედე,მაგრამ ცალი თვალი მაინც მისკენ გამეპარა,ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა,ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანე,მაგრამ მაინც შევამჩნიე,როგორ გაეცინა.

http://24.media.tumblr.com/tumblr_m1k65kXb261rnjbgoo1_500.gif

არ ვიცი როგორი გამომივიდა,კრიტიკას მივიღებ აუცილებლად !

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 795 | დაამატა: -PrettyLittleLiar | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 171 2 »
2012-12-16 Spam
shemdeg tavs davelodebi biggrin