მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 14 » Time Of Our Life
8:32 PM
Time Of Our Life
Time Of Our Life


♥ დიდი მადლობა,რომ გაგრძელების საშუალება მომეცით ♥
♥ 10 კომენტარზე გრძელდება ♥
♥ იმედია მოგეწონებათ ♥


http://24.media.tumblr.com/tumblr_mat2st0zV31qh4caho1_500.gif

წერილის კითხვა დავასრულე და ყვირილი მოვრთე.ძალიან მიხაროდა,ჩემი წარმატება მშობლებსაც ახარებდათ,მაგრამ ნევრიულობდნენ და იმაზე დარდობდნენ,რომ მთელი ერთი წელი მათ ვერ ვნახავდი.
სულ მალე ამ ისტერიკიდან გამოვედი და ემოციები გავაკონტროლე.
ოთახში ავედი,ჩემი საქმე გავაგრძელე კონცენტრირება წვეულებაზე გადავიტანე,სკოლის საიტზე ინფორმაცია გავავრცელე წვეულების შესახებ.

...
დილით ადრე ავდექი,თავი მოვიწესრიგე გამოვიცვალე და
პირველ სართულზე ჩავედი.არ მისაუზმია,ისე გავედი სახლიდან.
სკოლისკენ მიმავალი,ნახევრად მეძინა...მანქანა საშუალო სკოლის ავტოსადგომზე დავაყენე მხიარულად მომღიმარ თვალებგაბრწყინებულ მეგანს ვერცხლისფერ ქაღალდებში შეფუთული კოლოფები ეკავა ხელში.მანქანის კარი მივაჯახუნე და მისკენ წავედი.
-როგორც იქნა მოხვედი ! ხომ იყიდე დეკორაციები?-ასე შემეგება დილით მეგანი
-კი-უდარდელად ჩავილაპარაკე
-ძალიან კარგი,ლუისი დაგეხმარება შედით დარბაზში და მეც მალე მოვალ
ლუისთან ერთად დარბაზში შევედი,პარკებიდან ამოვიღეთ ბუშტები,გაბერვა დავიწყეთ.შემდეგ ლენტებს ბანტების ფორმა მივეცით და ჩამოვკიდეთ.
ცოტა ხანში მეგანიც გამოჩნდა ბიჭებთან ერთად,რომლებსაც ხელში ყუთები ეჭირა
-ესენი რა არის ? -ვიკითხე უცბად
-საჩუქრები მოსწავლეებისათვის,ეს წვეულება ყველაზე
გრანდიოზული და მაგარი უნდა იყოს !
-..
-დარბაზი კარგად მოგირთიათ ! ყოჩაღ ! კიდევ რამე იდეები ხომ არ გაქვთ წვეულებასთან დაკავშირებით ?  გამიზიარეთ
-მე მოვიწვევ პროფესიონალ ფოტოგრაფს,ზოგიერთისთვის ეს წელი ბოლოა ..

სკოლას მხოლოდ ერთხელ ამთავრებს ადამიანი,ყველაფერი ფირზე უნდა აღიბეჭდოს რომ სამახსოვროდ შევინახოთ რას იტყვით?-უცბად წამოვიძახე


-კარგი აზრია ! -ყველა დამეთანხმა
კიდევ ცოტა ხანი ვიყავი სკოლაში შემდეგ კი სახლში დავბრუნდი.მისვლისთანავე
მამა შემეგება.დამიწყო ლექციების ჩატარება,ჭკვიანად მოიქეცი,ჩასვლისთანავე დაგვირეკე,შეგვეხმიანე და ა.შ
ეს ორი დღე სულ მალე გაიპარა,დადგა ორშაბათი როგორც ყოველთვის ანაბელმა (და) ტრადიციას არ უღალატა და დილით ჩემი გაღვიძება დაიწყო
ძლივს წამოვდექი ფეხზე,ძილის სამყაროდან გამოვედი და რეალობას დავუბრუნდი,თავი მოვიწესრიგე გამოვიცვალე და სკოლაში წავედი
მანქანა ავტოსადგომზე დავაყენე,კარები მივკეტე და კლასისაკენ გავემართე
ესპანურის გაკვეთილი უკვე დაწყებულიყო,ბოლო რიგში დავიკავე ადგილი და წიგნები ამოვიღე.გაკვეთილი სულ მალე დამთავრდა,რაღაც უაზრო დღე აღმოჩნდა,ყველას ნახევრად ეძინა და ყველა გაბრუებული იყო.
კიდევ ორი გაკვეთილის შემდეგ

კაფეტერიაში მიმავალმა ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი.სასწავლო წელი სრულდებოდა და განსაკუთრებით უფროსკლასელები აღტაცებულები ვიყავით.კაფეტერიის კედლებზე პოსტერები ეკიდა რომელიც გვატყობინებდა წვეულების შესახებ,სანაგვე ყუთები ფერად-ფერადი ფლაერები შეემოსათ,ისინი გვახსენებდნენ,რომ უნდა შეგვეძინა სასკოლიო წელიწდეულები,ბეჭდები და ა.შ ყველგან უმცროსკლასელები ირეოდნენ და ფოსტერებს ათვალიერებდნენ
დახლთან მივედი,პიცის ნაჭერი და კოლა ავიღე,ბავშვებს შევუერთდი და საუბარი გავაბით )
-წვეულებაზე მოდიხარ ემბერ? (ლიზა-კლასელი)


-არა -მოკლედ მოვუჭერი
-რატომ?
-არ მიყვარს ხმაურიანი წვეულებები,თან გამგზავრებისათვის უნდა მოვემზადო
-გასაგებია !
აი ასეთი დიალოგი გაიმართვა ჩვენში,ნელ-ნელა კაფეტერია იცლებოდა ბავშვებისგან გამახსენდა,რომ ფრანგულის გაკვეთილზე მაგვიანდებოდა მოვიღუშე რადგან საშინლად არ მიყვარდა ეს საგანი,მასწავლებლის გამო :დ)
გაკვეთილზე შევედი,მაგრამ ყურადღება სულ სხვა რამეზე მქონდა გადატანილი,ფანჯარაში ვიყურებოდი თოვლი წამოსულიყო .. ზარი მალე დაირეკა .. ყველა გარეთ გამოცვივდა,თმებს თეთრი ფანტელები მისველებდა ) ყველას ღიმილი შევატყვე სახეზე,უეჭველი რაღაც ჰქონდათ მოფიქრებული .. ჯობია გამესწრო სანამ რამეს დავიშავებდი !
-ერთი,ორი ,სამი .. ! დაიწყოოო ! (ხმამაღლა წამოიძახა ლიზამ და დაიწყო გუნდაობა)
ავტოსადგმომამდე ძლივს მივაღწიე,მანქანა უნდა გამეღო,რომ ჯეიკმა (კლასელი) გუნდა კეფაში მესროლა .შემოვტრიალდი და სერიოზული სახე მივიღე:
-ეს არ უნდა გაგეკეთებინა,ახლა გიჩვენებ სეირს

(ჩანთა ძირს დავაგდე და გავეკიდე)
ლიზაც ჩემს დღეში იყო,მეგანი წიოდა:არ გაბედოთ და არ მესროლოთო! მაგრამ მისი სურვილი არცერთმა არაფრად ჩააგდო!
დავიღალე იმდენი მარბენინა,მაინც ვერ დავეწიე .. მაგრამ ისევ გავეკიდე,იმედი მქონდა კიდევ,რომ დავიჭერდი და სამაგიეროს გადავუხდიდი,ასეც გამომივიდა,თოვლი ვაჭამე და იქიდან კმაყოფილი წამოვედი.ნელ-ნელა თოვლმა იმატა,მანქანას დაძაბული ვატარებდი,როგორც იქნა სახლამდეც მივაღწიე.სამზარეულოში შევედი,სენდვიჩები ვჭამე შემდეგ კი ჩემოდნების ჩალაგება დავიწყე,ზეგ სკოლის ბოლო დღე და წვეულება იყო,მე კი უნდა მოვმზადებულიყავი.

არ ვიცი როოგრი გამომივიდა,კრიტიკას მივიღებ !
აბა კომენტარები და კრიტიკა არ დაიშუროთ !
10 კომენტარზე გაგრძელდება,თუ ამის საშუალებას მომცემთ გაგრძელდება !
სულ მალე საინტერესო თავები გელით და მოთხრობა ანიმაციებით და ფოტოებით უფრო დაიტვირთება !


http://media.tumblr.com/tumblr_ljgjrnI6hk1qez0q0.gif
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 748 | დაამატა: -PrettyLittleLiar | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 10
2012-12-15 Spam
nino beriashvili, SHemdegi Tavebi Ufro Saintereso Iqneba smile