მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 9 » This Is LoVe : Never Give Up
5:28 PM
This Is LoVe : Never Give Up

ThiIs LoVe : NeveGive Up
ახლოვდება 14 თებერვალი და გადავიწვიტე
დამედო ერთთავიანი სასიყვარული ისტორია
რომელიც იქნება ბევრისათვის საყვარელ
წყვილზე მაილიზე და ჯასტინზე..
დანარჩენი სრულიადში..
იმედი მაქვს მოგეწონებთ..
imageimage

დიდი ხანია მინდა მოთხრობა დავწერო მაილიზე და ჯასტინზე.. რატომღაც ეს წყვილი მომენატრა..მაგრამ სამწუხაროდ არ შემიძლია რაიმე მოთხრობა დავწერო სანამ ამ მოთხრობებს არ დავამთავრებ.. (The Darkest Town და DanGerouSly In Love).. ხოდა ახლა როცა სიყვარულის დღე ახლოვდება,გადავწყვიტე თქვენთვის ერთი სასიყვარულო ისტორია მეჩუქებინა..დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ..

დილის 6 საათზე მაღვიძარამ დარეკა სკოლაში ადრე მისვლა არ მინდოდა,მაგრამ ვერც სახლში ვჩერდებოდი ქურთუკი შემოვიცვი - არაკომორტულად ვიგრძენი თავი,ამიტომ გავიძრე და უფრო მოსახერხებელი ტანისამოსი ჩავიცვი...ვისაუზმე და სკოლაში წავედი..როგორც იქნა მივუალოვდი, ღრმად ამოვისუნთქე და შენობაში შევედი.. დერეფანში მოსიარულეების რიცხვი ძალიან ცოტა იყო,როგორც ჩანს ამჯერად მართლა ძალიან ადრე მოვედი.. აქ ხომ მხოლოდ კარგი მოსწავლეები იყვნენ,მე კი მაინცდამაინც კარგი მოსწავლის სტატუსით ვერ ვსარგებლობდი,თუმცა არც ცუდი სახელი მქონდა.) გარემო შევათვალიერე, განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა..განცხადებების დაფისკენ წავედი,მაინტერესებდა რაიმე ახალი იდეა ხო არ დაებადა დირექტორს.. 
თითქმის ყველა განცხადება დავათვალიერე,ჯერ-ჯერობით ახალი არაფერი იყო..
-შეგიძლია დამეხმარო?(გარეგნულად ძალიან საყვარელი გოგონა
ღიმილით მომიახლოვდა)
-შემიძლია..უბრალოდ მითხარი რაში (საპასუხოდ მეც გავუღიმე)
-განცხადებების გაკვრა მინდა სკოლაში..
-აჰა გასაგებია! და რა განცხადებაა?(გოგონას შევყურებდი,რომელმაც ჩანთა გახსნა და ფურცლები დასტა ამოიღო.. ერთ-ერთი კი მე გამომიწოდა..)
განცხადება გამოვართვი.. ცოახანს გაფორმებას ვათვალიერებდი..პლაკაზე დიდად იყო გამოსახული აუტანელი ჯასტინ ბიბერი..
მისი ყურება არ შემეძლო.. 
-სიმართლე გითხრა ახლა კითხვის თავი არ მაქვს,უბრალოდ
მითხარი რაზეა?
-ჯასტინ ბიბერს ესაჭიროება კარგი მოცეკვავეები,თავისი მსოფლიო ტურნესთვის,მაღალ რეიტინგულ სკოლებში, 11-12 კლასებში ატარებს შეჯიბრს,საიდანაც აირჩევა 20 მოსწავლე.. 10 გოგო და 10 ბიჭი,რომლებიც გაჰყვებიან ტურნეზე მსოფლიოს გარშემო..
-უაზრობა ყოფილა? და მოცეკვავებს ვინ აარჩევს?
-ჯასტინი.. კვირას 2 საათზე გაიმართება კასტინგი..
-ანუ ზეგ.. კარგი მაგ ტიპს ნუღარ მიხსენებ..(დავიჯღანე) - მომეცი პლაკატები..მე მეორე სართულზე გავაკრავ.. შენ მესამეზე კარგი?
პლაკატები ხელში მომაჩეჩა და მესამე სართულისაკენ გაემართა..
პლაკატებ გაკვრამ დიდხანს დამღალა.. ბავშვები მოდიოდნენ მე კი ისევ პლაკატებს ვაკრავდი...
-რას აკეთებ მეგობარო?(ვიგრძენი როგორ შემახტა ზურგზე ვიღაც)
-არაფერს ჯესი! უბრალოდ პლაკატების გაკვრაში ვეხმარები ერთ გოგოს..
-აბა მანახე?..
ჯესიმ პლაკატები ხელიდან გამომტაცა.. რამოდენიმე წამს ჩაჰყურებდა,შემდეგ კი გაბრწინებული სახით გამომხედა..
-სკოლაში ჯასტინი იჩითება? შეშინააღმდეებას არ ვართ..ორივე
მივალთ კასტინგზე..
-ჯესი არც იფიქრო რო იმ იდიოტურ კასტინგზე წამოვალ..
-არ ვფიქრობ ეს უკვე გადაწყვეტილია...
- ჯესი ნერვებს მიშლი!
ჯესი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო...ბავშვობიდან ერთად გავიზარდეთ..და სწორედ ის იყო ერთადერთი ადამიანი,რომელმაც ჩემ შესახებ უფრო მეტი იცოდა ვიდრე,მე საკუთარ თავზე.. მართლა სულ დამავიწყდა მე მაილი ვარ 17 წლის "ანგელოზების ქალაქიდან"..იმასაც გეტყვით რომ რამოდენიმეჯერ შეყვარებულიც ვიყავი,თუმცა ეს მხოლოდ გატაცება იყო..
-ეი მაილი აქ ხარ? მისმენ? 
-კი..უფრო სწორად არა..
-აუუ ამდენი ტყუილად ვილაპარაკე?
-ეგრე გამოდის..
-შეხე ლუისი..! (ჯესი ფანჯარასთან მივიდა)
-მერე მე რა? (ჯესის მივუდექი გვერდით)
ლუისმა ამომხედა.. მიუხედავად იმისა,რომ მის გამოხედვაში ცუდი არაფერი იგრძნობოდა მაინც არ მესიამოვნა..
-ჯესი მე ის უკვე დავივიწყე.. ეს მხოლოდ გატაცება იყო.. 
ჯესი რაღაცის თქმას აპრებდა,მაგრამ ზარი დაირეკა და დაიწყო მტანჯველი გაკვეთილები..

კვირა 2 საათი
-ვერ გიტან ჯესი..
-მე მიყვარხარ სამაგიეროდ..
-მე არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას.. 
-თავიდან არ დამაწყებინო მაილი ..გაჩუმდი! (ჯესიმ გამიღიმა)
როგორც იქნა ჯასტინ ბიბერი მოვიდა.. ფანებს ძლივს გამოექცა და დარბაზში შევიდა.. შედარებით მაღალ ადგილას დაჯდა ვიღაც ქალთან ერთად..
-ეს ქალი ვინაა? (რატომღაც დავინტერესდი და ჯესის ვკითხე..მან ხომ ყველაფერი იცის ცნობილ ადამიანებზე)
-ეს მისი დედა პეტი .. როგორც ვიცი ჯასტნმა თხოვა მოცეკვავეების არჩევაში დახმარებოდა..
-გასაგებია!
ჯასტინთან მუშაობი სურვილზე გოგოები და ბიჭები გადიოდნენ და გადიოდნენ..
-რამდენი არიან.. რა ჯანდაბამ მოიყვანა ისინი აქ ამ კრეტინის სანახავად? თუმცა მეც აქ ვარ .. ჩემთვის ჩავილაპარაკე და გავიცინე,
როდესაც მოისმა ჩემი და ჯესის სახელები.. 
 
ერთად იმიტომ გამოგვიძახეს რომ ჯესის უნდოდა ცეკვა დაგვედგა.. არ ვტრაბახობ,მაგრამ ცეკვა ყველაზე მაგრად გამომდის..
-გაგვეცანით? (დაიწყო საუბარი ჯასტინმა)
-მე ჯესი,ეს კი ჩემი მეგობარია მაილი..(ჯესი)
-სასიამოვნოა..რაიმე კონკურსში თუ მიგიღიათ მონაწილეობა?(პეტი)
-კი .. რამოდენიმე კონკურში მივიღე მონაწილეობა და პირველი ადგილიც დავიკავე.. (ჯესი)
-თქვენ მაილი ხო? რას იტყვით თქვენ შესახებ?(ჯასტინი)
-მე არაფერს.. უბრალოდ ჩემ მეგობარს ვეხმარები მთხოვა ცეკვა დამადგმევინეო..(ზერელედ ვუპასუხე ისე რომ ზედაც არ შემიხედავს)
-მე გეტყვით მაილის შესახებაც თუ შეიძლება(ჯესი)
-გისმენ ჯესი(ჯასტინმა ჯესის თბილად გაუღიმა)
-ის ლოს-ანჯელესში ყველაზე კარგი მოცეკვავეა და მსოფლიო ქუჩის ცეკვებში პირველი ადგილი დაიკავა..(წარბშეკრული გავხედე ჯესის,ის კი უბრალოდ მიღიმოდა..)
-გასაგებია! დაიწყეთ ! (პეტი)
ცეკვა დავასრულეთ და სცენა დავტოვე.. ჯესი კი რამოდენიმე წუთის შემდეგ გამოჩნდა შესასვლელში..
-რატო გამოიქეცი?
-ალერგიამ მომცა და იმიტო..
-ჯასტინმა მითხრა ძალიან მაგრები იყავითო და 30 წუთში გელოდებით ისეც დარბაზშიო..
-ხოო მაშინ მე წავალ.. აღარ მინდა აქ დარჩენა.. მთავარია შენ აგირჩევენ და წაყვები მსოფლიო Believe ტურზე..სხვა რა გინდა?
-მაილი! (ჯესიმ დამიჭირა)
30 წუთი საშინლად გაიწელა,ბოლოს როგორც იქნა ყველა კონკურსანტს დარბაზში მოუხმეს.. 
-ვის სახელსაც ამოვიკითხავ ისინი რამოდენიმე ნაბიჯით წინ გამოვიდნენ..
იმედი მქონდა რომ ჩემს სახელს არ ამოიკითხავდნენ,რადგან მივხვდი რომ წინ გასულები გაჰყვებოდნენ ჯასტინს მსოფლიო ტურნეზე..
-სულ ორი მონაწილე დარჩა რომელიც რამოდენიმე წუთში გამოვლინდება(ჯასტინმა საზეიმო სიტყვებით წარმოთქა) ვიგრძენი როგორ გამომხედა,თუმცა მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.. გადასულებს შორის უკვე ჯესიც იდგა.. მე კი 50 ადამიანს შორის ვდექი,რომლებსაც ჯასთინთან მუშაობა სურდათ..
-ჯეინ ჰეილი და მაილი,მაგრამ გვარი არ არის მითითებული.. 
ამოვისუნთქე როდესაც თქვენს რომ გვარი არ იყო მითითებული,რადგან ჩემ გარდა კიდევ რამოდენიმეს ერქვა მაილი და შეიძლება რომელიმე მათგანი აერჩიათ..
-ბოდიშით! ეს არის მაილი სტოუნი!
როგორ მინდოდა მეყვირა მაგრამ სხვა გზა არ იყო.. არცერტი ნაბიჯით წინ არ გავსულვარ,პირიქით უკან წავედი და ბავშვების ჯგუფს ამოვეფარე..
-მაილი! მაილი სად ხარ? (ჯესის ხმა მომესმა)
სცენა დავტოვე და უკანა კარიდან გავედი.. მართლა ცუდად ვიყავი,არ მინდოდა რაიმე ურთიერთობა მქონოდა ჯასტინ ბიბერთან..რადგან მასზე ალეგრია მქონდა..ახლა ჯესის მოკვლა მინდოდა მხოლოდ..
სახლში მივედი.. არავინ არ იყო,მშობლები სამსახურში იყვნენ..
ჩემ ოთახში ავედი და ლოგინზე დავებერტყე.. წამით ყველაფერი დავივიწყე და დაძინება დავაპირე,მაგრამ კარზე ზარი გაისმა..
კიბეებზე ჩავირბინე და კარები გავაღე..
-რატო გამოიქეცი?
-არ მინდა..ამას ვერ დამაძალებ.. შენ ხომ იცი რო ვერ ვიტან ჯასტინ ბიბერს..
არ ვიცი,რატომ მაგრამ ჯასტინ ბიბერის მიმართ კარგად ნამდვილად 
არ ვარ განწყობილი..ეს ჯესიმაც კარგად იცოდა..
-ცოტახნით ზიზღი დაიოკე და მსოფლიო ტურნეზე წამოდი,თორე არც მე წავალ..
-ჯეს! კარგი რა რას ამბობ?
-არასაც ვამბობ იმას ვაკეთებ..
-ვიცი.. 
ჯესი ჩამეხუტა..
-ანუ თანახმა ხარ? ტურნეზე წამოხვალ?
-მხოლოდ შენი ხათრით..
ჯესი კიდევ ერთხელ გადამეხვია..

ერთი კვირის შემდეგ

სკოლამ უპრობლემოდ გაგვიშვა..მათთვის ეს ერთგვარი წინსვლა იყო და რატო შეგვეწინააღმდეგებოდნენ.. ჩვენ ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკში აღმოვჩნდით.. ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში..მე და ჯესი ერთ ნომერში ვიყავით..ერთი კვირა უბრალოდ დასვენების უფლება მოგვცეს..სანამ ჯასტინ ბიბერი ჯიმი ფელონის შოუში იყო..სწორედ იქ ისაუბრა თავის Believe-ს ტურნეზე..
-იცი ჯასტინს 9 თებერვალს აქვს გამოსვლა SNL-ში..
-და მერე მე რაა?
-კარგი რა ჯასტინზე უხეშად ნუ ლაპარაკობ..ის ისეთი საყვარელია.. ყველა მოცეკვავე გაიცნო შენ გარდა..
-ჯანდაბაშიც წასულა..
-მაილი!
-კარგი ვჩერდები ! ოღონდ დროებით..
არც ისე გვიანი იყო,დაახლოებით 10 იყო(ადრე გამოდის:დ) ტანისამოსი გავიძრე და პიჟამა ჩავიცვი.. 
-ვიძინებ!! (მეორე ოთახში გავძახე ჯესის,რომელიც კარის გასაღებად წასულიყო)
-ასე ადრე იძინებ?(ოთახში ჯასტინ ბიბერი შემოვიდა)
ჯესიც შემოჰყვა.. ჯასტინი გაღიმებული იყურებოდა..
მე კი უკვე ლოგინში ვიწექი..
-ასე ადრე.. შუქი ჩააქრე რა ჯესი..
-მოიცა არ ჩააქრო.. (ჯესი შუქის ჩასაქრობად წავიდა,მაგრამ ჯასტინმა შეაჩერა)
-ვითომ რა გინდა?დასვენების და ძილის უფლება ყველას აქვს..
-მართალია,მაგრამ ჯერ საკმაოდ ადრეა..
-მე გავალ ორი წუთი..(ჯესი გავიდა)
-ყველა მოცეკვავე გავიცანი ამ ერთ კვირაში შენ გარდა..
-ვიდარდე..
-თუ ჩემი ფანი არ ხარ აქ რა გინდა?
-ეს მხოლოდ ჯესის ბრალია..ამის მერე აღარავის დავუჯერებ..
-ანუ ჯესის ბრალია?
-ხო ზუსტად..
-დაივიწყე ცოტახნით წყენა და გამეცანი..
-თავი დამანებე მეძინება.. 
ჯასტინი ლოგინიდან წამოვაგდე და თავზე პლედი გადავიფარე..
-ეი წამოდექი,მინდა ნამდვილი ნიუ-იორკი ნახო..
-არ მაინტერესებს!
-კარგი რა მაილი! ჯასტინმა პლედი ამხადა..
-რა ჯანდაბა გინდა?
-ჩაიცვი.. მაილი ყველა ჩემს თანამშრომელს კი არ ვპატიჟებ..
-თავი დამანებე-თქო შენ ვერ გაიგე?
-ადექი..(ჯასტინი თავისას გაიძახოდა მე ჩემსას)
ბოლოს ნერვები მომეშალა და ბალიშები დავუშინე..
-გეყოფა ნუ ჩამცხრილე..
-მაშინ აქედან წაეთრიე..
-არა! ჩაიცვი.. მინდა კლუბში წავიდე შენთან ერთად..
-სელენა ხო გყავს იდიოტო?
-მაგას უკვე დიდი ხანია დავშორდი..
-რაში მაინტერესებს წადი შემეშვი..
-არ წავალ.. იცოდე კონტრაქტის წესებს თუ დაარღვევ დიდი ჯარიმის გადახდა მოგიწევს..
-მაინც რამდენის?(წარბშეკრულმა ვკითხე)
-რამდენიმე ათეულობით ათათასის..
-რა? ეს კონტრაქტში არ ეწერა!
-ბოლომდე კარგად უნდა წაგეკითხა.. გელოდები იცოდე.. ჩაიცვი..
-წადი შენი!(ჯასტინი ოთახიდან გავიდა)
მე სხვა გზა აღარ დამრჩენოდა ლოგინიდან წამოვდექი და ჩავიცვი..
მისაღებში გავედი,საიდანაც ჯასტინისა და ჯესის ხმამაღალი სიცილის ხმა ისმოდა..
-ასე არ ჯობია..(ჯასტინი გვერდით ამომიდგა)
-ჯეს შენ არ წამოხვალ? 
-არა მეზარება!
-მაშინ მეც დავრჩები..(ჯასტინს მივუბრუნდი)
-არაა..შენ დატოვებას არ ვაპირებ..
-რა ჯანდაბა გინდა საერთოდ?
ჯასტინმა არაფერი მიპასუხა და ხელი ჩამავლო..
კლუბში მივედით.. ჯასტინთან მაშინვე ვიღაც გოგო მოვიდა,როგორც ჩანს ერთმანეთს კარგად იცნობდნენ..
-ჯასტინ გთხოვ ერთი სიმღერა შევგვისრულე რაა..
-არა არ შემიძლია..ვერ ხედავ გოგოსთან ერტად ვარ მოსული..
-ხო და უკეთესი მაგ გოგოს მიუძღვენი..ძალიან გთხოვ.. Breathe Carolina იგვიანებს და მანამ რაიმე განსხვავებული შესვენება გვინდა გავაკეთოთ..ჯასტინ მიდი რაა..
ჯასტინმა მე გამომხედა.. თავისთვის გაიღიმა..და უცნობ გოგოს მიუბრუნდა..
-კარგი შევასრულებ ერთ სიმღერას,ოღონდ გიტარა მჭირდება..
ჯასტინს გიტარა მისცეს და ის სცენაზე ავიდა...ყველა გაჩუმდა..
-თქვენ აქეთ მობრძანდით.. (უცნობმა გოგომ სკამზე მიმითითა)
-მადლობა!.. 
ჯასტინმა სიმღერა დაიწყო..


**********
მისმა სიმღერამ შეძლო და და ჩემს გულში შემოაღწია.. პირველად ასეთი გრძნობა Little things რო მოვუსმინე მაშინ დამეუფლა.. მოგონებები გამიცოცხლა ჯასტინის სიმღერამ და ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა..
-მინდა ეს სიმღერა მივუძღვნა იმ ადამიანს რომელიც ახლახან გავიცანი..რომელიც შეუდარებელია და ვხვდები რომ ის ჩემ ცხოვრებას შეცვლის.. ჯასტინმა ხელით ჩემზე მიუთითა და განათებამ ჩემკენ გადმოინაცვლა..არა მარტო განათებამ ახლა ყველა ვინც კლუბში იყო ჩემკენ იყურებოდა..
-დიდი მადლობა! მიყვარხართ ჩემო ფანებო!
ჯასტინი სცენიდან ჩამოვიდა და ჩემთან მოვიდა..
-რატო მომიძღვენი? (გაბრაზებული ვუყურებდი)
-მაილი კარგი რაა.. 
-თავი დამანებე ჯასტინ ბიბერ! მე არავის სათამაშო არ ვარ!
ჯასტინს ხელი ვკარი და კლუბი დავტოვე..
შორიდან მისი ხმა მესმოდა,რომელიც მეძახდა გავჩერებულიყავი..
-მაილი მოიცადე გთხოვ..
-მაილი მინდა რაღაც გითხრა..
-არ მაინტერესებს თავი დამანებე... თანხას გადავიხდი,ოღონდ შენ აღარ დაგინახო..კარგად იყავი ჯასტინ ბიბერ..
-მომისმინე მე შენ მიყვარხარ..
უბრალოდ გავიცინე მის ნათქვამზე..
-პირველად როცა სცენაზე დაგინახე,მაშინ გამიჩნდა შენ მიმართ რაღაც გრძნობა.. რეპეტიციებზე როცა ცეკვავდი და სხვებსაც ასწავლიდი მოძრაობებს,მათ შორის მეც...შენდამი გაჩენილი გრძნობა მეზრდებოდა.. დღეს კი მივხვდი რომ მე შენ მიყვარხარ..
-ჯასტინ შენ იცი რას ამბობ?
-ვიცი.. ჯასტინი მომიახლოვდა და თავისი თბილი ხელი წელზე მომხვია..
-გამიშვი! მხოლოდ ამის თქმა შევძელი..
-მიყვარხარ მაილი სტოუნ!
ჯასტინ ჩემგან პასუხს ელოდა,მაგრამ მე არ ვპასუხობდი..უბრალოდ ვუყურებდი..
-არაფერს მეტყვი?(გულდაწყვეტილმა წარმოთქვა და ხელი გამიშვა)
მე ისევ არ ვცემდი ხმას.. მან კი ზურგი შემაქცია.. მივხვდი რომ რაღაც უნდა მეღონა,მაგრამ რა? ჯასტინი ცუდად იყო..
-ჯასტინ! (დაუფიქრებლად დავუძახე) ის გაბრწყინებული სახით შემობრუნდა..
-მომისმინე არ ვაპირებ რამე განსაკუთრებულის თქმას..შენდა 
სამწუხაროდ ვერც იმას გეტყვი რო მიყვარხარ.. მოწონება? არ მომწონდი,მაგრამ შენმა მუსიკამ დამატყვევა,რომელიც იქ იმღერე..
ჯასტინი ჩემსკენ წამოვიდა.. მაკოცა შემდეგ კი ძლიერად ჩამიკრა..
-ვიცი რომ გიყვარვარ!

რამოდენიმე თვის შემდეგ

-ხო გითხარი..
-კი მითხარი..
-მე შენ მიყვარხარ..
-მეც მიყვარხარ!! 

ვიცი დიდი ვერაფერი გამომივიდა,მაგრამ მაინც გადავწყვიტე დამედო.. იმედი მაქვს მოგეწონათ.. ველი თქვენს კომენტარებს.. და კიდევ მინდა გკითხოთ დაგაინტერესებთ თუ არა შეყვარებულ წყვილზე ერთთავიანი ძალიან დიდი მოთხრობა,რომელიც ნამდვილად მომხდარა..ძალიან საყვარელი ისტორიაა..შინაარსს ვერ გეტვით სამწუხაროდ..მაგრამ უკვე ყველაფერი მოფიქრებული ვარ...ეს მოთხრობა არ იქნება ცნობილ ადამიანებზე უბრალოდ შეყვარებულ წყვილზე.. 

BY Mari♥Ian

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 668 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 131 2 »
2013-02-13 Spam
MMAGAARIIAA..momeewoonaa dzaliiann <3