მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 7 » They're Just Different Season 1, Part 1.
5:46 PM
They're Just Different Season 1, Part 1.
They're Just Different

რატომღაც დილა ცუდად დაიწყო,გვიან გავიღვიძე და ლამის სკოლის ავტობუსზეც დამაგვიანდა,მაგრამ საბედნიეროდ ზარის დარეკვამდე მაინც მოვასწარი დანიშნულების ადგილამდე მისვლა,თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი და დერეფანში გიჟივით შევვარდი, ამ დროს ტელეფონმაც დამირეკა,გვანცა იყო: 
-სად ხარ ნანო? 
-სკოლაში ახლა შემოვედი და კლასისკენ გავრბივარ, შენ? 
-შენს უკან ვარ დამელოდე, გეწევი!!! 
-კარგი გელოდები-და ტელეფონი გავთიშე, მალე გვანცაც წამომეწია. დავინახე, რომ მოწყენილი სახე ჰქონდა და ცოტა არ იყოს ავნერვიულდი-რა იყო გვანც მამაშენი ხო არ დაგლაპარაკებია??? 
- ხო იცი მამაჩემმა თქვა მეგობარს ველაპარაკეო… მაგრამ.... 
-მაგრამ...-დამთავრება არ ვაცალე ერთი სული მქონდა გამეგო რისი იმედი უნდა მქონოდა 
- საქართველოდან სულ 50 ბავშვი მიჰყავთ და...- თავი ჩაღუნა,... 
-მაგრამ ჩვენ მათში ვერ მოვხვდით არა? ვიცოდი დღეს რაღაც ცუდი რომ მოხდებოდა...-გაგრძელებას ვაპირებდი რომ სახის გამომეტყველება შეეცვალა: 
-და მითხრა რომ ჩვენც მათ შორის ვართ წარმოგიდგენია, ერთ კვირაში ლონდონში ვიქნებით, გესმის ნანო?:) 
-არააა! არ მჯერა!დარწმუნებული ხარ??ვგულისხმობ რომ… იქნებ რამე გეშლება ან... 
-მივდივართ,მივდივართ,მივდივააართ!!-მივვარდი, ჩავეხუტე,ორივე შუა დერეფანში ვიდექით და ვკიოდით,ალბათ მაგარი სანახავები ვიქნებოდით არა?:) ყველა გაოცებული თვალებით გვიყურებდა, მაგრამ წარმოიდგინეთ როცა გეუბნებიან, რომ ლონდონში მიდიხარ, მთელი თვით, ძალიან მაგარ სასტუმროში და თან საუკეთესო მეგობართან ერთად.. $IMAGE1$ 
ზარი დაირეკა და ოთახებში სასწრაფოდ შევვარდით პირველი ქიმიის გაკვეთილი გვქონდა და ჩვენი მასწის გაბრაზება ნამდვილად არ გვდომებია, 
გაკვეთილმა ნორმალურად ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ნიკამ მასწავლებლისგან დიდი საყვედური მიიღო დაგვიანებისთვის და ერთკვირიანი სასჯელიც 'გაინაღდა'(ხო მართლა სულ დამავიწყდა მეთქვა ნიკი ჩემი შეყვარებულია, სკოლაში ძალიან პოპულარული ბიჭია, ფეხბურთის გუნდის კაპიტანია, თან საკმაოდ წარმატებულიც,სამწუხაროდ სწავლა არ უყვარს,მაგრამ ეს მის პოპულარობას სულაც არ უშლის ხელს მე უფრო ის მიკვირს ასეთმა ბიჭმა როგორ შემიყვარა(ჯერ ერთი თვეც არაა რაც ერთად ვართ) მე ხომ მასსავით არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა,არც მასსავით თამამი და პირდაპირი ვარ მაგრამ.. 
მოკლედ, თავს უბედნიერეს ადამიანად ვთვლი, რადგან მყავს უმაგრესი მეგობარი(გვანცა),შეყვარებული და ოჯახი, მალე კიდე ჩემს უდიდეს სურვილს ავისრულებ და ლონდონში ჩავალ, ერთი სიტყვით, ყველაფერი მაქვს სრულყოფილი ბედნიერებისთვის და ეს ასეც არის, მართლა შემიძლია ვთქვა რომ ამ ქვეყნად უბედნიერესი ადამიანი ვარ!! ეხლა მარტო იმაზე ვნერვიულობ, რომ ნიკას და მშობლებს უნდა გამოვემშვიდობო,(საქმე ისაა,რომ ამდენი ხნით, თან ასე შორს ჯერ არ წავსულვარ მე ხომ მამიკოს გოგო ვარ) ჰოდა ამიტომაც გადავწყვიტე ჯერ ნიკს 
დავლაპარაკებოდი......
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 733 | დაამატა: lovatik | რეიტინგი: 5.0/7
სულ კომენტარები: 8
2012-02-07 Spam
malee dadeee