მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 22 » Theme for Gossip Smile Competition
10:51 PM
Theme for Gossip Smile Competition

News Queen
Theme for Gossip Smile Competition
Come In Please -->


უმაგრესი კონკურსი :დ მოკლედ თქვენ არ იცით რამხელა ორიანს მივიღებ ხვალე ამ კონკურსის გამო :დ ნუ ბევრი რომ არ ვიჩრიტინო აი ჩემი საკონკურსო თემაც ; ))


StarS


PhotoS















GifS




















NewS



ჯასტინ ტიმბერლეიკი მუსიკალურ შოუბიზნესში ბრუნდება

ცოტა ხნის წინ ჯასტინ ტიმბერლეიქის იუთუბის ოფიციალურ არხზე დაიდო სიმღერა "Suit & Tie "-ს აუდიო ვერსია , რომელსაც მომღერალი ცნობილ რეპერ ჯეი ზისთან ერთად ასრულებს.


მომღერალი ამჟამად მუშაობს ახალ, მესამე სტუდიურ ალბომზე, რომლის სახელი იქნება "The 20/20 Experience". როგორც ჯასტინი ამბობს, მან ამ ალბომზე მუშაობა ჯერ კიდევ 2012 წლის ივნისში დაიწყო. ეს მომღერლის დაბრუნება იქნება მუსიკალურ შოუბიზნესში, რომელიც უკვე წარმატებული მსახიობია და იმყოფება ჯესიკა ბილთან ოფიციალურ ქორწინებაში.


შეგახსენებთ, რომ მომღერალს აქვს 2 ალბომი: "Justifield" (2002) 
და "FutureSex/LoveSounds" (2006).
ფოტოები სოციალური ქსელებიდან, რომელთაგანაც რამოდენიმე ფოტო 
მისი ახალი ფილმიდან Trouble with the Curve არის.




სიახლეები ჯასტინ ბიბერზე
 ჯასტინ ბიბერი "თვითერის მეფეა"
 ჯასტინის დედა ფილმის გამოშვებას გეგმავს
 ჯეიმს ფრანკომ ჯასტინ ბიბერს "Boyfriend"-ის პაროდიისთვის ბოდიში მოიხადა
 უახლესი სურათები მომღერლის პირადი "ინსტაგრამიდან"


ლეიდი გაგას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ყველაზე მეტი "ფოლოუერი" ჰყავდა და #1 ადამიანი იყო "თვითერზე".დღეს, გაგას რეკორდის დამხობა ჯასტინ ბიბერმა შეძლო, რომელმაც მისნაირად 33 მილიონზე მეტი "ფოლოუერი" დააგროვა და მოგვიანებით რამდენიმე ათასით გადაუსწრო ეპატაჟურ მომღერალს. რასაკვირველია, ამ ფაქტის აღსანიშნავად, ბიბერის ფანება "თვითერზე" შექმნეს ტრენდი - "Justin Is The King", რითაც ყველას გააგებინეს, რომ ამიერიდან "თვითერის მეფე" ჯასტინ ბიბერია მსოფლიოში ყველაზე მეტი "ფოლოუერების" რიცხვით. 
სიახლეები ჯასტინ ბიბერზე

"Justin Is The King"
სიახლეები ჯასტინ ბიბერზე

ჯასტინ ბიბერის დედა, პეტი მალეტი ახალი ფილმის გამოშვებას აპირებს, რომელიც მსოფლიოს აბორტის გაკეთების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ფილმის სახელი იქნება - "Crescendo" და იგი ეკრანებზე 28 თებერვალს გამოვა. პეტი ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერია, თუმცა ეკრანზეც მოგვევლინება. მას არაერთხელ უსაუბრია და დაუწერია თუ როგორი ცუდ დამოკიდებულებასა და მოპყრობას გრძნობდა იგი ორსულობის თინეიჯერულ პერიოდში. ჯასტინის დედა ქველმოქმედებაზეა ორიენტირებული და იმედოვნებს, რომ ამ ფილმის საშუალებით 10 მილიონ დოლარს გადაურიცხავს სამშობიარო ცენტრებს. მან განაცხადა: "ვიმედოვნებ, რომ "Crescendo გაამხნევებს ახალგაზრდა ქალებს, აცნობებს მათ, რომ არსებობს წასასვლელი ადგილი, არსებობენ ადამიანები, რომლებიც იზრუნებენ მათზე და არსებობს დაცული საცხოვრებელი გარემო თუ ხარ ორსულად და ფიქრობ, რომ არსად გაქვს გასაქცევი".
სიახლეები ჯასტინ ბიბერზე

ამ თვის დასაწყისში ჯეიმს ფრანკომ საკუთარ "Youtube"-ს ექაუნთზე ატვირთა ჯასტინ ბიბერის ცნობილი სინგლის "Boyfriend"-ის პაროდიის ვიდეო, რომელიც მოიწონეს, როგორც ფრანკოს ფანებმა, ისე ჯასტინის ყოფილმა შეყვარებულმა - სელენა გომეზმა. ფრანკომ "E!"-სთან ინტერვიუში განაცხადა: "მე მთხოვეს, რომ წამეშალა ვიდეო. თავად ბიბერი არ დამკონტაქტებია, თუმცა არა მგონია იგი დიდად გახარებული ყოფილიყო. მე არ მიცდია მისთვის ზიანის მიყენება". მან ვიდეო საკუთარი ექაუნთიდან წაშალა, თუმცა მისი ნახვა "Youtube"-ზე მაინც შესაძლებელია. შეგახსენებთ, რომ ჯეიმს ფრანკო სელენა გომეზთან ერთად თამაშობს ფილმში - "Spring Breakers".


"Boyfriend"-ის პაროდია ჯეიმს ფრანკოსა და ეშლი ბენსონის მონაწილეობით:
 




მომღერლის უახლესი ფოტოები პირადი "ინსტაგრამიდან":

სიახლეები ჯასტინ ბიბერზე
სიახლეები ჯასტინ ბიბერზე
სიახლეები ჯასტინ ბიბერზე
სიახლეები ჯასტინ ბიბერზე
სიახლეები ჯასტინ ბიბერზე
სიახლეები ჯასტინ ბიბერზე
სიახლეები ჯასტინ ბიბერზე
სიახლეები ჯასტინ ბიბერზე
სიახლეები ჯასტინ ბიბერზე
სიახლეები ჯასტინ ბიბერზე
სიახლეები ჯასტინ ბიბერზე
სიახლეები ჯასტინ ბიბერზე

Birthdays

Justin Bieber - დაიბადა 1994 წლის 1 მარტს :))














სასაცილო/საინტერესო


 ადამიანები რომლებიც წუწუნებენ სიმარტოვეზე, უმეტეს შემთხვევაში თვითონ ირჩვენ მარტოობას.
 თუ შეისუნთქავ ბარდას, მისი ნაყოფი შეიძლება შენს ფილტვებში ამოვიდეს. 
 არსებობს უფრო დიდი ალბათობა იმისა, რომ მოგკლას პოლიციელმა ვიდრე ტერორსიტმა.
 შესაძლებელია კატა იყოს თავის თავის ტყუპი.
 სტერეოტიპური გული არის ორი გულის შეერთების შედეგი.






 ავსტრალიაში არსებობს ტბა სახელად ჰილიერი, რომელიც ბუნებრივად ვარდსიფერია.
 ამერიკული დოლარის სხვადასვანაირად დაკეცვის შემთხვევაში რამდენიმე ფრაზის მიღებაა შესაძლებელი. 
 სარკასტული ადამიანები უფრო კრეატიულები არიან.
 ყველაზე მდიდარი ადამიანი ჩინეთში, ზონგ ქინქუ (21,8$ მილიარდი) ყოველდღიურად ხარჯავს მხოლოდ 20 დოლარს და იკვებება იმავე საჭმლით, რასაც მისი მსახურები მიირთმევენ.
 კოსმოსში არსებობს ალკოჰოლის უდიდესი ღრუბელი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია 400 ტრილიონი ლუდის პინტის დამზადება. 




 ვიდეო თამაშები უზრუნველყოფს ტვინის განვითარებას და ადამიანს ეხმარება გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებაში. 
 სიცილის 15 წუთი ისევე სასარგებლოა, როგორც, 2 საათი ძილი.
 დისნეის პროდიუსერებს ეგონათ, რომ "The Lion King" მათ წარმატებას არ მოუტანდა, და ამ მულტფილმს არავინ არ უყურებდა.
 ფიჯიში არის პატარა კუნძული, რომელსაც გულის ფორმა აქვს. 
 ნიაგარს ჩანჩქერი 1911 წელს მთლიანად გაიყინა. 




10 კურიოზული დანაშაული

10 ადგილი :
ახალგაზრდა ამერიკელი დედიკო დაიჭირეს, იმ მომენტში როცა პოლიციელი მის შვილს ძაღლებით ნარკოტიკის აღმოჩენის დემონსტრირებას უტარებმა. ნარკოტიკებზე დაგეშილმა ძაღლმა ახალგაზრდა დედიკოს ჩანთაში მარიხუანა აღმოუჩინა.

9 ადგილი:
ახალგაზრდა კაცი შეიჭრა მაღაზიაში და გამყიდველს კასიდან ფულის ჩანთაში ჩაყრა მოთხოვა. მას შემდეგ რაც მთელი ფული ჩანთაში მოათავსა, თვალი მოკრა ვისკის დიდ ბოთლს და გამყიდველს მისი ჩანთაში ჩადება უბრძანა. გამყიდველმა პირადობის მოწმობა მოთხოვა, რადგან ეჭვობდა რომ თავდასხმელი 21 წლის არ იყო, რაზეც უარი არ მიიღო. მას შემდეგ, რაც შეისწავლა თავდასხმელის პირადობა ვისკი ჩანთაში ჩაუდო და დაემშვიდობა. უიღბლო დამნაშავე ორ საათში აიყვანეს, რადგან პირადობაზე ყველანაირი ინფორმაცია ეწერა მის შესახებ.

8 ადგილი:
ქალმა პოლიციაში განაცხადი შეიტანა მანქანის გატაცებასთან დაკავშირებით, ამასთან ერთად დაამატა რომ მანქანაში ტელეფონიც ქონდა დარჩენილი. პოლიციელმა მობილურზე დარეკა და გამტაცებელს უთხრა, რომ გაზეთში წაიკითხა მანქანის შესახებ და უნდოდა მისი შეძენა. დაუთქვა შეხვედრა, შეხვდა, დაიჭირა, გაასამართლა და ციხეში ჩასვა.


7 ადგილი:
ერთმა ამერიკელმა "გენიოსმა” გადაწყვიტა ბანკის გაძარცვა. მიაკითხა Bank of America-ს და დეპოზიტის კარტაზე ამოჩხაპნა "ეს ძარცვაა. ჩაალაგეთ ფული ჩანთაში”. ამის შემდეგ ჩადგა რიგში. რიგში დგომისას ეჭვმა შეიპყრო, რომ ვინმეს შეიძლებოდა დაენახა რა ამოჩხაპნა და სასწრაფოდ დატოვა ბანკი. გადავიდა მოპირდაპირე გზაზე და შევიდა Wells Fargo Bank-ში. იქ უფრო ცოტა ხალხი დახვდა და რიგში ჩადგა. როცა სალაროსთან მივიდა დეპოზიტის კარტა გაუწოდა ოპერატორს. ოპერატორი მიხვდა რომ ჩვენი გმირი ჭკუის ნაკლებობას განიცდიდა და უთხრა, რომ ეს კარტა Bank of America-ის იყო და მისი მიღება არ შეეძლო. ის უნდა დაბრუნებულიყო Bank of America-ში რომ გადმოეყვანათ Wells Fargo Bank დეპოზიტზე. ჩვენმა "გენიოსმაც” დატოვა ბანკი. მისი გასვლის შემდეგ ოპერატორმა ეს ყველაფერი პოლიციას შეატყობინა. რამდენიმე წუთში ის დაიჭირეს. აბა თუ გამოიცნობთ სად? Bank of America რიგში

6 ადგილი:

ინგლისელი მძღოლი მოძრაობის წესების დარღვევისას კამერამ დააფიქსირა და სახლში ფოსტით მიუვიდა 40 ფუნტი ჯარიმის გადასახდელი ქვითარი და მანქანის სურათი დარღვევის მომენტში. იმის მაგივრად რომ გადაეხადა მან პოლიციაში გააგზავნა 40 ფუნტიანი კუპიურას სურათი. ცოტა ხნის შემდეგ კიდე მოუვიდა ფოსტით სურათი სადაც ბორკილები ეხატა. ამ სურათის ავტორისეული ძალა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა , რომ გაორმაგებული ჯარიმა იმ დღესვე იქნა გადახდილი.

10 კურიოზული დანაშაული
5 ადგილი:

მიჩიგანის სასამართლოში ბრალდებულმა კრისტოფერ იენსენმა, რომელსაც ნარკოტიკების შენახვისთვის ედებოდა ბრალი, განაცხადა რომ ის ორდერის გარეშე გაჩხრიკეს. პროკურორმა განაცხადა, რომ იმ მომენტში იენსენის კურტკა საეჭვოდ გამოიყურებოდა და პოლიციელებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ კურტკის შიგნით იარაღი იმალებოდა-ამ შემთხვევში ორდერი არაა საჭირო. "სრული იდიოტობაა”-თქვა იენსენმა-” მე იმავე კურტკაში ვზივარ და მითხარით სად შეიძლებოდა იარაღის დამალვა?”. ამ სიტყვებთან ერთად კურტკა გაიხადა და მოსამართლეს გაუწოდა, რომელმაც კურტკის შინგნით კოკაინის შეკვრა აღმოაჩინა. გამოცხადდა შესვენება, რადგან მოსამართლე ხუთიოდე წუთის განამავლობაში სიცილისგან თავის შეკავებას ვერ ახერხებდა

4 ადგილი:

შეიარაღებულ ძარცვაში ბრალდებულმა დენის ნიუტონმა ადვოკატი დაითხოვა და თვითონ გადაწყვიტა საკუთარი თავის დაცვა. ადვოკატობა მშვენივრად გამოდიოდა მანამ სანამ პროლურორმა მოწმედ არ გამოიძახა-გოგონა, გაძარცული მაღაზიის მენეჯერი, რომელმაც ის ამოიცნო. დენისმა გოგონა დაანაშაულა ტყულში და დაამატა "მაშინვე უნდა დამეხალა შენ ცარიელ თავშიო” და უცბად გონებაზე მოსულმა დაამატა "იქ რომ ვყოფილიყავიო”. მართმსაჯულებს 20 წუთი დასჭირდათ 30 წლიანი პატიმრობის მისასჯელად.

3 ადგილი:

მოსეირნე ახალგაზრდა ბიჭი დაინტერესდა პოლიციელების ახალი კომპიუტერით, რომელიც დამონტაჟებული იყო მანქანაში და თხოვა ეჩვენებინა როგორ მუშაობდა. პოლიციელმა პირადობის მონაცემები გამოართვა და შეიყვანა კომპიუტერმა. აღმოჩნდა რომ ინტერესიანი ახალგაზრდა შეიარაღებული ძარცვისთვის იძებნებოდ.

2 ადგილი:

ორი შეიარაღებული პიროვენბა შეიჭრა მუსიკალურ მაღაზიაში. იარაღის აქეთ იქით ქნევით ერთ-ერთმა დაიყვირა: "არავინ გაინძრეს, თორე ვესვრი!”. როცა მისი მეგობარი სალარო კასისკენ დაიძრა მან თავისი სიტყვა შეასრულა და დაჭრა.

1 ადგილი:

ერთმა ამერიკელმა კაცმა სიგარების ყუთი იყიდა. ისეთი ძვირფასი იყო, რომ დაზღვევა გადაწყვიტა ხანძრის გაჩენის შემთხვევაში. ერთი თვის შემდეგ სიგარები გათავდა. ერთი თვის შემდეგ სადაზღვეო კომპანიაში თანხა იყო შესატანი. ინგლისელმა ჯელტმენმა დარეკა კომპანიაში და განაცხადა რომ მისი სიგარები მცირე ხანძრის შედეგად დაიწვა (ინგლისში ხანძარი და ცეცხლი ერთი მნიშვნელობითაა-fire). კომპანიამ უარი განაცხადა ანაზღაურებაზე, რაზეც სასამართლოში უჩივლეს. ჯელტმენმა საქმე მოიგო. სადაზღვეო კომპანიამ 15 000 დოლარი გადაუხადა "დაზარალებულს” ხანძრისგან დამწვარი სიგარებისთვის. მაგრამ ჩეკის აღება მაინც ვერ მოასწრო, რადგან პროცესის დასრულების შემდეგ ის დააკავეს. ბრალად დაუდეს დაზღვეული ნივთის ძალით გადანგურება. მიესაჯა 24 თვით ციხეში ჯდომა და 24 000 დოლარი ჯარიმა.

სხვაა..

84 წლის ასაკში გარდაიცვალა გურამ საღარაძე

17 იანვარს, 84 წლის ასაკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა, გენიალური მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტად წოდებული ბატონი გურამ საღარაძე. ჯერჯერობით გარდაცვალების მიზეზი დაუდგენელია. 
საღარაძეს 84 წელი 12 იანვარს შეუსრულდა. 
საღარაძეს ფილმოგრაფია შეადგეს 40-მდე ფილმს, თუმცა კინოს მუდამ თეატრს ამჯობინებდა. მონაწილეობა მიღებული აქვს 150-მდე სპექტაკლში. მსახურობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში და ამავე სახელობის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს. თაობას ის არა მარტო შესრულებული როლებით , არამედ მხატვრული კითხვის საოცარი უნარით დაამახსოვრდება. მას 2006 წლის 13 ნოემბერს რუსთაველის თეატრის წინ საზეიმოდ გაუხსნეს ვარსკვლავი. მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს
.

 


როგორც ჩანს ქართული ალტერნატიული მუსიკის მოყვარულთათვის 2013 წელი ძალიან
სასიამოვნოდ თავად მუსიკოსთათვის კი შემოქმედებითად დაიწყო. ახალი წლის პირველივე 
იანვრის თვეში ჩვენ გველის ალექსანდრე ქორიძის ახალი მიუზიკლის F5ის პრემიერა. 

მიუზიკლში ამ ეტაპზე თითქმის ყველა ცნობილი ჯგუფი თუ მუსიკოსი იღებს მონაწილეობას
- მათ აქვთ განსვხვავებული მუსიკალური ჟანრები, განსხვავებული შემოქმედება, განსვხავებული
სტილის სიმღერის ტექსტები, და რაც ყველაზე კარგად ჩანს მიუზიკლის თრაილერში მათ
აქვთ განსვხვაებული მსოფლმხედველობა. 

Kung Fu Junkies, TeTe, Landmark, Stia, Zurgi, 
Catch the clouds, Pornopoezia, Svansikh 

– მიუზიკლი სწორედ ამ შემსრულებლების კომპოზიციებზეა დამყარებული. 





თავდაპირველად ფილმის პრემიერა გასული წლის შემოდგომაზე იგეგმებოდა, 
თუმცა პრემიერამ 2013 წლის იანვარში გადაინაცვლა, რასაც შეიძლება რამდენიმე
დადებითი მხარე მოვუძებნოთ - ახალ წელს ვიწყებთ უფრო შემოქმედებითად უფრო
კარგი შემართებით, ენერგეტიკით და მიუზიკლიც უფრო მომზადებული, დახვეწილი
და კარგად დამუშავებული წაარდგება მაყურებლის წინაშე. 







ვაიმე ხელები დამატყდა მემგონი ცუდი თემა არ გამომივიდა ჰა თქვენ რას იტყვით )) კომენტარები არდაინანოთ

კიდევ ბევრი რამის დაწერა მინდოდა მაგრამ არ დამეიტა ((

 
კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 1101 | დაამატა: -Beauty™ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2013-01-23 Spam
4. Sali --   ( sal922[??????]

warrrmatebbbebi love