მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 11 » The Tree Of Life
11:59 PM
The Tree Of Life
რეჟისორი_ტერენს მაკილი
მალიკი არ დასჯერდა ბუნების საოცარ კადრებს და გადაწყვიტა ახალ სცენარში მთელი სამყარო მოეცვა, ხილულიც და უხილავიც, დასაბამიდან ჩვენს დრომდე. ეს ყველაფერი კი ერთი ამერიკული ოჯახის ისტორიისა და ტრაგედიის შემავსებელ ნაწილად აქცია. ძირითადი მოქმედება ვითარდება 50-იანი წლების ტეხასში, პატარა ქალაქში, სადაც ახალგაზრდა მისტერ და მისის ო’ბრაიანები ერთი შეხედვით ბედნიერად ცხოვრობენ. 


მათი სამი შვილი ჩვეულებრივი რუტინული ცხოვრებით იზრდება დიქტატორი მამისა და მზრუნველი დედის გარემოცვაში. მისტერ ო’ბრაიანი (ბრედ პიტი) მკაცრი და მომთხოვნი ადამიანია. მისი სახით ფილმი გვიხსნის იმ ადამიანის ფსიქოლოგიას, რომელიც თავისი ბუნებით ეგოცენტრისტია, თუმცა წარუმატებლობის გამო, მისი ცხოვრება ემსგავსება გაუთავებელ სინანულს, იმაზე თუ რისთვის უნდა მიეღწია, რას იმსახურებდა და რა ვერ მიიღო. დროთა განმავლობაში მის გულს ბოღმა და შური ავსებს. 


ბრედ პიტი მართლაც რომ განსაკუთრებულია. ის ასეთი სახასიათო გმირებით სულაც არაა გათამამებული, ამიტომ იშვიათად ეძლევა საშუალება თავისი ნიჭი წარმოაჩინოს. მისის ობრაიანი (ჯესიკა ჩესტეინი) მოსიყვარულე დედაა, რომელიც მეუღლეს იშვიათად ეწინააჭმდეგება. ვფიქრობ ჩესტეინი საუკეთესო არჩევანია, რადაგნ ძალიან უხდება ამ როლს. სამივე ძმა, განსაკუთრებით კი უფროსი ჯეკი დაძაბული ოჯახური ურთიერთობის მსხვერპლი ხდება. გამუდმებული აკრძალვები და ბრძანებები მის სულს აფორიაქებს, ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს მამას, თუმცა დროთა განმავლობაში მისდამი ურთიერთ საპირისპირო გრძნობებს განიცდის, უყვარს და თან ეზიზღება, უფროდაუფრო ემსგავსება მას და აკეთებს, იმას, რასაც ვერ იტანს. 


ტერენს მალიკის ფილმი საკმაოდ ამბიციურია. მის მიერ დაწერილი სცენარი საკმაოდ სულისშემძვლელი და რეალურია. სიცოცხლის ხე არა მიუყვება მხოლოდ ისტორიის მთავარ ხაზს. როგორც ზემოთ ავღნიშნე, ის მთელ სამყაროს მოიცავს. ფილმის ერთ-ერთი მამოძრავებელი თემა კი სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია. რა თქმა უნდა ბავშვები სიკვდილს პირისპირ არასდროს ეჯახებიან, ასეთი თემებისგან მათ მშობლები იცავენ, თუმცა დადგება დრო, როცა ყველა მოხვდება ისეთ სიტუაციაში, როცა ფიქრს დაიწყებს სიკვდილზე. ჯერ თანატოლის, შემდეგ ძმის სიკვდილმა ჯეკსაც უმრავი კითხვა გაუჩინა. სიცოცხლესა და სიკვდილს ურთიერთმიმართებას, მთელ ამ ფილოსოფიას რეჟისორი სამყაროში ეძებს, სწორედ ამიტომ ფილმის დასაწყისში ეს ძიება თვითონ სამყაროს დაბადებასთან გვაბრუნებს. დიდი აფეთქება, სიცოცხლის წარმოშობა დედამიწაზე, დინოზავრების ხანა… ეს დაახლოებით 25 წუთიანი ულამაზესი კადრების მთელი წყობაა, რომელიც ერთდროულად Discovery-ის ან National Gographic-ის დოკუმენტურ ფილმს უფრო მოგაგონებს ვიდრე მხატვრულს. 



პირადად ჩემში ამგვარი კონტრასტული სცენარის გარდა აღფრთოვანება იწვევს, გადაღების სტილი და მუსიკა. მდინარეების, უდაბნოების და ზოგადად ბუნების ასახვის შესახებ საუბარიც არაა საჭირო, რაც შეეხება თითოეულ კადრს, მოძრავი კამერა ტრიალებს მისის ო’ბრაიანის ყოველ მოძრაობასთან და ბზრიალთან ერთად, მიჰყვება ეზოში და სახლში მორბენალ და მოთამაშე ბავშვებს. კადრები ქალაქში კი მთლიანად ქვემოდანაა გადაღებული. საკმაოდ სიტყვაძუნწი ფილმი დიალოგების დანაკლის მუსიკით გვივსებს, რაც ფილმის ყველაზე დიდი ღირსებაა. 

იმედია ჩემი აღწერა დაგეხმარებათ ფილმის სრულად გაგებაში...თუ რა თქმა უნდა უყურებთ..:)) 

Trailer->

კატეგორია: ╚►ფილმები | ნანახია: 865 | დაამატა: anagogava | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6
2013-03-12 Spam
damainteresa filmma ^^
kargi siaxlea ^^