მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 25 » The Soldier Diaries=4=
10:11 PM
The Soldier Diaries=4=

The Soldier Diaries part 4
ბოდიში დაგვიანებისთვის და იმედია მოგეწონებათ:*

-დეივიდ!კიდევ კარგი მოგისწარი-მივირბინე დეივიდთან, რომელსაც სახე ჩემი დანახვისთანავე შეეცვალა..

-რობინ? -ისეთი სახით იკითხა, თითქოს არ იცოდა რა ეთქვა ან როგორ მოქცეულიყო

-ხო დეივიდ რა გჭირს?-ნაძალადევად გავუღიმე-ჩემს თავს ვერასოდეს ვაპატიებდი გამოუმშვიდობებლად რომ წასულიყავი-გადავეხვიე და თავი მხარზე დავადე, ცოტა ხანი არ განძრეულა, მაგრამ შემდეგ თვითონაც მომხვია ხელები, თან ძალიან ძლიერად ისე, თითქოს უკანასკნელად მხედავს და ჩემთან გამომშვიდობება უმძიმსო

-მაპატიე რობინ, რომ ასე გელაპარაკე, ძალიან მიყვარხარ, შენც ხომ იცი, უბრალოდ..

-ჩშ-ოდნავ უკან დავიხიე და ტუჩზე ხელი მივადე-რაც არ უნდა მოხდეს იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ და ვერ დავუშვებ ჩემზე გაბრაზებულმა დატოვო აქაურობა

-მე არ ვბრაზობ რობინ, მაგრამ გული ძალიან მტკივა.. წუხანდელს შემდეგ მივხვდი თუ რაოდენ ძლიარია შენი სიყვარული ჩემდამი და მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ისეთი სიყვარული, როგორსაც მე ველოდები და როგორითაც მე მიყვარხარ, არასოდეს ვინანებ, რომ ჩემს ცხოვრებაში იყავი და მის ყველაზე ლამაზ ნაწილად იქეცი-თავის შეკავება ვერ შევძელი, მაგრამ არ მინდოდა ამდენი ხალხის წინაშე მეტირა, ამიტომ სწრაფად გადავეხვიე და ხელები კისერზე ძლიერად მოვხვიე

-შენი ამ მდგომარეობაში ნახვა არ შემიძლია, ნუ ტირი გთხოვ-თავზე ხელი გადამისვა-გპირდები მალე დავბრუნდები!-შუბლზე მაკოცა

-იმას ნუ დამპირდები, რასაც ვერ შეასრულობ, ჩვენ ორივემ ვიცით რატომაც გადაწყვიტე ამ ქვედანაყოფს უხელმძღვანელო-თვალებში ჩავხედე, მაგრამ შიგ სევდის მეტი ვერაფერი ამოვიკითხე, სახეზე კი ცინიკური ღიმილი დასთამაშებდა

-შეჩვეული ხარ, რომ ყველაფერს შენი ხათრით ან შენზე გაბრაზებულები აკეთებენ, მაგრამ უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ სამყარო შენს გარშემო არ ბრუნავს

-მე ეს არასოდეს მითქვამს

-არადა შენი საქციელით სულ ამას ამტკიცებ

-რომელ საქციელზე მელაპარაკები? იქნებ იმ გრძნობას გულისხმობ, რომელიც შენს მიმართ მაქვს..-თვალებში ჩავხედე-მე შენ ძალიან მიყვარხარ დეივიდ და ვერ გადავიტან რამე რომ შეგემთხვას!-თვალები ამიწყლიანდა, დეივიდმა კი შეწუხებული სახით ჩამიხუტა, შუბლზე ნაუცფათევად მაკოცა და გამომემშვიდობა, მაგრამ სანამ წავიდოდა ჩემი ძმის, მაიკის ნაჩუქნი მედალიონი ხლებში ჩავუდე:

-სანამ ეს თან გექნება, მეცოდინება, რომ კარგად ხარ!-ვუთხარი და ხელი ხელზე მოვუჭირე

-დარწმუნებული იყავი, რომ მუდამ თან მექნება-კიდევ ერთხელ გადამეხვია და უკან მოუხედავად გამშორდა, მე კი ადგილიდან არ გავნძრეულვარ, ჩემს წინ ლამის მთელს ბატალიონს მოეყარა თავი, ყველა თავის საყვარელ ადამიანს აცილებდა და ისე ტიროდნენ და მოთქვამდნენ, თითქოს უკანასკნელად ხედავდნენ ერთმანეთს, შორიახლოს მამა-ჯონიც დავინახე, ამჯერად დეივიდს ემშვიდობებოდა, ვხედავდი როგორ უმძიმდა მისი გაშვება-ერთადერთი ღვიძლი შვილი მიდიოდა გზაზე, რომლიდანაც ერთეულები თუ ბრუნდებოდნენ, მაგრამ სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა და ეს ყველაზე მეტად სწორედ ჯონს სტკენდა გულს. ჯარისკაცებმა ბანაკი მალე დატოვეს, მე კი ისევ ჩემს ადგილას ვიდექი, როცა მამა მომიახლოვდა დაგულში ჩამიკრა, თუმცა დეივიდზე სიტყვაც არ დასცდენია, სამაგიეროდ გამომშვიდობებისას მომაძახა:

-რობ! ერთ საათში ჩემთან გელოდები

-აჰამ-თავი დავუქნიე და ჩემს კოტეჯში შევედი, მამა შტაბში იშვიათად მიბარებდა, მარტო მაშინ, როცა სერიოზული საქმე ჰქონდა, ამიტომ ამაზე ბევრი არც მიფიქრია, ჩავთვალე, რომ როგორც ყოველთვის ბატალიონთან დაკავშირებულ საქმეზე მიბარებდა, მაგრამ როცა მასთან სამუშაო მაგიდასთან მჯდარი ტეილორი დავინახე ძალიან გამიკვირდა

-მამა რა ხდება?

-დაჯექი შვილო უნდა დაგელაპარაკოთ

-ჩვენ ორს რაზე უნდა გველაპარაკო?-ვიკითხე ინტერესით და ტეილორის გვერდით, მამაჩემის წინ დავჯექი

-სწორედ თქვენ ორს რობინ! გავიგე, რომ ერთმანეთს ვერ უგებთ და...

-ვერ ვუგებთ? რა სისულელეა მამა-ნაძალადევი ღიმილი ნამდვილს დავამსგავსე

-რობინ მე შენ მშვენივრად გიცნობ და ძალიან არ მომეწონა ჭორები, რომლებიც თქვენზე დადის

-ჭორები? და რა ჭორები?-გაოცებულმა სხაპასხუპით ვკითხე, რადგან ჩემზე ასეთი რამე პირველად მესმოდა

-რობინ! შენ მშვენივრად იცი, რომ არ მომწონს, როცა ბანაკში სერიოზულად დაპირისპირებულ მხარეებს ვხედავ..

-გენერალო  ჯონ-შეაწყვეტინა ტეილორმა- უკვე გითხარით, რომ ჩვენ გულახდილად დაველაპარაკეთ ერთმანეთს და ჩვენი უთანხმოების მიზეზიც გავარკვიეთ-შემომხედა და გამარჯვებულის მზერა შემომაგება

-შენი გამოქომაგება არ მჭრდება-შევუბღვირე ტეილორს და ჯონს მივუბრუნდი-მამა, შენ ჩემთვის შენიშვნა არსოდეს მოგიცია, ნუთუ არ მენდობი?-თავი მოვისაწყლე, მაგრამ მართლა ძალიან მწყინდა, რომ ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანის წინაშე მამა უნდობლობას მიცხადებდა

-შენიშვნა არც დაგიმსახურებია რობინ, მაგრამ ამ კვირაში ბევრი რამ გავიგე შენზე: ჩხუბი ტეილორთან, უხეში საუბარი სერენასთან, პოსტის მიტოვება, შუაღამის ვიზიტები ვერ გამიგია რა ხდება შენს თავს?-არ ვიცოდი რა მეპასუხნა, ამიტომ გაბრაზებული სახით ჯერ ტეილორს შევხედე, რომელსაც „ჭორების" გავრცელებაში ვადანაშაულებდი, შემდეგ კი თავი საწყლად გავაქნიე, მაგრამ მალევე ავიყვანე თავი ხელში და მამას ვუთხარი:

-შენ იცი, რომ ისეთს არაფერს გავაკეთებ, რომ შემრცხვეს, მითუმეტეს, თუ ეს შენს სახელთანაცაა დაკავშირებული, ამიტომ ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ჭორებმა-ნიშნისმოგებით ტეილორს გადავხედე- შენს ყურამდეც მოაღწია, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი..

-არავითარი მიზეზი რობინ! შენ ყოველთვის სამაგალითო ჯარისკაცი და შვლი იყავი..

-ვარ კიდეც.. მამა..!-შევაწყვეტინე და საფუძვლიანად დავიცავი თავი

-არ ვიცი.. არ ვიცი რობინ..-უკმაყოფილოდ დახურა ის საბუთი, რომელიც მაგადაზე გადაშლილი ედო, შემდეგ კალამს თავსახური დაახურა და საკალმეში ჩადო-იმედია ასეთი რამ აღარ განმეორდება-არაფერი მიპასუხნია-მაგრამ თავის დასაზღვევად, გადავწყვიტე ორივეს მოგცეთ შესაძლებლობა ერთმანეთის უკეთ გაცნობისა და დაახლოებისა, რომ მსგავსი პრეცენდენტი აღარ განმეორდეს

-რა საჭიროა მა?-გავუღიმე და ტეილორს შევხედე, თითქოს თვალებით ვანიშნებდი შენც ამყევითქო, მას კი ხმა არ ამოუღია, რაც შეეხება მამას, მან მკაცრი მზერა მომაპყრო იმის სანიშნებლად, ნუ მაწყვეტინებო და კვლავ განაგრძო-ამიტომ გადავწყვიტე მორიგეობის ცხრილი შემეცვალა: სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს ერთად იმორიგევებთ

-კვირაში სამჯერ გენერალო??

-წინააღმდეგი ხომ არ ხარ ტეილორ?-მკაცრი სახით ამჯერად ტეილორს შეხედა

-არა სერ!

-ჰოდა ძალიან კარგი! ახლა კი დამტოვეთ, იცოდეთ ორივეს გაკვირდებით, ვნახოთ პირველი მორიგეობა როგორ ჩაივლის-ზემოთ არც ამოუხედავს, ისე გააგრძელა თავისი საქმე და ახალი საქაღალდე გადაშალა, მეც მივხვდი, რომ შეწინააღმდეგებას აზრი აღარ ჰქონდა და სიტყვაუთქმელად გავედი გარეთ, ტეილორიც უკან გამომყვა, მაგრამ არ დამლაპარაკებია, ამ მდუმარებამ კი კიდევ უფრო გამაბრაზა და საყვედურებით ავავსე:

-ტეილორ!-უკან შევბრუნდი და ზურგს უკან მომავალ ტეილორს ლამის მთელ ხმაზე დავუწყე ჩხუბი-როგორ გაბედე მამაჩემისთვის ათასი სისულელით გამოგეჭედა თავი

-რაზე ლაპარაკობ ვერ ვხვდები, თუ გგონია, რომ მამაშენს შენზე მე დაველაპარაკე ძალიან ცდები, მეც ისევე გაოცებული ვარ, როგორც შენ!

-კარგი რა.. არ გამოგდის თვალთმაქცობა!-ტეილორი არ გაჩერებულა, გზას პირდაპირ განაგრძობდა და მეც უკან მივყვებოდი, ისე, რომ მალე სამორიგეო ოთახთან აღმოვჩნდით, რომელიც კოტეჯებისაგან ოდნავ მოშორებით იდგა, როგორც ჩანს ყველა საუზმობდა, ამიტომ გარეთ კაცის ჭაჭანებაც არ იყო-თუ ასეთი რამე კიდევ განმეორდება გპირდები, რომ.. სიტყვის თქმა ვერ მოვასწარი, რომ ტეილორი უკან შემობრუნდა

-რომ რა რობინ?-უეცრად სახე შეეცვალა, ოდნავი ანერვიულება დაეტყო, იარაღი სწრაფად ამოიღო და მკაცრი ტონით მითხრა:

-არ გაინძრე!

-ტეილორ??!

-რობინ არ გაინძრე!-იყვირა ტეილორმა, თვალები იარაღს გავუსწორე, თითქოს სიკვდილს თვალებში ვუყურებდი და სიცოცხლის ასე უაზროდ დასრულება არ მინდოდა, მაგრამ ტეილორის ამ საქციელმა მეტყველების უნარიც კი წამართვა..იარაღმაც გაისროლა..


ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის და იმედია ეს თავი მოგეწონებათ, ყველაზე მეტად რაც არ მომეწონა ბევრი დიალოგია, მაგრამ ესეც საჭირო იყო, არც ბევრი ფოტო მაქვს, მაგრამ მოგვიანებით ჩავამატებ აუცილებლად დანარჩენ შენიშვნებს ველი თქვენგან მითხარით რა მოგეწონათ და რა არა, რომ შემდეგი თავები უკეთესი იქნეს<3:*)))

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 663 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
2013-01-29 Spam
dzaan magariaa <3 <3 malee <33