მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 5 » The Soldier Diaries-1
6:32 PM
The Soldier Diaries-1

The Soldier Diaries part 1
image image
მოთხრობების კონკურს Ifun Stories და queenmariamo-ს წყალობით შანსი მომეცა საიტზე ახალი მოთხრობა დამეწყო.
შევეცადე პირველივე თავი საინტერესო გამომსვლოდა და გამიხარდება თუ წაიკითხავთ და შემიფასებთ..


-Happy birthday to you! Happy birthday to you! Happy birthday dear Mike! Happy birthday to..

-უეცრად საზარელი ხმა გაისმა, ყველანი ფეხზე წამოდგნენ, მაიკის დაბადების დღე ყველას დაავიწყდა, თვით მაიკსაც კი..მაგიდასთან მხოლოდ მე დავრჩი:

-დედა ეს რა ხმა იყო?-ვიკითხე ბავშვური გულუბრყვილობით, თუმცა თანდათანობით დანარჩენების მღელვარება მეც გადმომედო და თვალზე ცრემლი მომადგა, მამა მეორე ოთახში გავიდა და იარაღი გამოიტანა, ამის დანახვამ შემაშინა, დედას მივეკარი და ტირილი დავიწყე

-დამშვიდდი პატარავ, დედა აქ არის-ჩაიმუხლა დედა და გულში ჩამიკრა, თუმცა უკვე აშკარა იყო, რომ ვითარება სულ უფრო იძაბებოდა

-მამა დარწმუნებული ხარ, რომ ეს საჭირო იქნება?-ჰკითხა მამას მაიკმა

-არ ვიცი შვილო, მაგრამ რუსებისგან დანდობას არ უნდა ველოდოთ-მამა და მაიკი ფანჯარასთან მივიდნენ და ქვემოთ ჩაიხედეს, პირველ ხმას მეორეც მოჰყვა, თან ბევრად უფრო საზარელი.. როგორც ჩანს საფრთხე ახლოს იყო

-სახლებში შედიან! ანჯელა რირი გადამალე!დროზე!-ყვიროდა მამა

-დედა..-არ მინდოდა დედაჩემისთვის ხელი გამეშვა, მის გვერდით თავს დაცულად ვგრძნობდი

-რირი მომისმინე! ნუ ტირი საყვარელო, თვალებში შემომხედე!-ჩემი თავი მის ხელებში ჩარგო, მეც ჩემდაუნებურად დავემორჩილე, ტირილი შევწყვიტე და უკანასკნელი სლუკუნი თან ამოვაყოლე

-ასე საყვარელო-განაგრძო დედამ-ახლა ყურადღებით მომისმინე! შენ არაფერი გემუქრება მე, მამა და მაიკი აქ ვართ

-ანჯელა დროზე!-დააჩქარა მამამ

-ახლავე ჩაკ მაცადე-თვალცრემლიანმა დედამ ცხოვრებაში პირველად მამას დაუყვირა, მერე კი მე მომიბრუნდა:

-საყვარელო ახლა აი აქ შედი-დედამ ხელი მომკიდა, სამზარეულოს ის კარადა გამოაღო, რომელშიც ნიჟარის მილი გადიოდა-რაც არ უნდა მოხდეს ხმა არ ამოიღო და სანამ ყველაფერი არ მიწყნარდება აქ იყავი, გესმის?!-რა უნდა მეპასუხნა როცა ისიც კი არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩვენს თავს, თუმცა თავი დავუქნიე და მის ნებას დავემორჩილე, როცა კარის გახურვას აპირებდა დავუძახე:

-დედა!

-რა იყო საყვარელო?

-ძალიან მიყვარხარ-ამის გაგონებისას თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა:

-მეც მიყვარხარ საყვარელო!-დედას ყელზე მოვეხვიე და ასე დიდხანს ვიქნებოდით მამას დედასათვის შენიშვნა რომ არ მიეცა, დედაც მომშორდა, კარადის კარი მიხურა და დანარჩენებთან მივიდა, მაიკს ნერვიულობა განსაკუთრებით ეტყობოდა-ყველანი ვნერვიულობდით, თვით მეც, მიუხედავად იმისა, რომ არ მესმოდა რაც ჩემს თავს ხდებოდა, მაგრამ ერთი რამ აშკარა იყო-ყველაფერი უარესისაკენ მიდიოდა..

რამდენიმე წუთში კარებზე ბრახუნი გაისმა, დედამ კარადისაკენ მოიხედა და ტუჩზე საჩვენებელი თითი მიიდო იმის შესახსენებლად, რაც არ უნდა მოხდეს ხმა არ ამოიღოო

-Откройте двери!(გააღეთ კარები)-ოჯახში რუსული არავინ იცოდა, ამიტომ ვერც პასუხს გასცემდნენ, ერთადერთმა მამამ გაბედა კარებთან მისულიყო და კარის ჭრილიდან გაეხედა, თუმცა უკან მობრუნებაც ვერ მოასწრო, რომ სრულიად უცნობმა, სამხედრო ტანისამოსში გამოწყობილმა რამდენიმე კაცმა კარები შემოანგრიეს და ოთახში შემოვარდნენ, თითოეულს ხელში იარაღი ეჭირა და ოთახებს კალიებივით მოედვნენ, ყველაფერს ჩხრეკდნენ და თან მიჰქონდათ. მალე ერთ-ერთი მათგანი გამოვიდა ჩემი ოთახიდან, ხელში ჩემი ტანსაცმელი ეკავა:

-Чей это Одежда? Есть ли у вас  девушка в доме? (ვისია ეს ტანსაცმელი? სახლში გოგონა გყავთ?)

-We don’t Speak Russian!(ჩვენ არ ვლაპარაკობთ რუსულად)-მამა ცდილობდა  მშვიდად ესაუბრა

-Вазовски! На втором этаже!(ვაზოვსკი! მეორე სართულზე ამოდი!)-მალე დერეფანში ფეხის ხმა გაისმა და ჯარისკაცთა ჯგუფს კიდევ ერთი მათგანი შემოუერთდა, არ ვიცი რაზე ილაპარაკეს, მაგრამ რადგან ახლადშემოსულმა ინგლისურად ლაპარაკი დაიწყო, როგორც ჩანს ერთადერთი თარჯიმანი სწორედ ის უნდა ყოფილიყო

-ყველაფერი ავიღეთ, რაც კი ღირებულად ჩავთვალეთ, ახლა კი ბიჭის დროა..-ჯარისკაცები მაიკთან მივიდნენ, რუსი თარჯიმანი კი ისე აუღელვებლად საუბრობდა, გეგონებოდათ ოჯახის უფროსს ნივთის გაცვლა-ჩუქებაზე ეთათბირებაო

-ჩემს შვილს ხელი არ დააკაროთ!-მამამ ხელში იარაღი აიღო, დედა მამას გვერდით ამოუდგა, კანკალებდა და ტიროდა

- წინააღმდეგობას ნუ გაგვიწევთ და არაფერი დაგემუქრებათ!-მამას მიუბრუნდა ვაზოვსკად წოდებული, მაგრამ მამამ არ დაუჯერა, ერთ-ერთ ჯარისკაცს ხელი დაავლო და იარაღი საფეთქელთან მიადო:

-მაიკს თავი დაანებეთ, თორემ მოკვდება!-სიტყვის თქმა დასრულებული არ ჰქონდა, რომ რუსმა ჯარისკაცმა, რომელიც ბრძანებებს გასცემდა ავტომატი ამოიღო და მის დაცლამდე ისროდა: მამა, დედა და ჯარისკაცი მისმა იარაღმა იმსხვერპლა, მისმა საქციელმა თვით ჯარისკაცებიც გააოცა..მაიკმა ამოიგმინა:

-დედა! მამა!-დასტიროდა მშობლების ცხედრებს, მაგრამ სასტიკმა გენერალმა მისი წაყვანა ბრძანა, რამდენიმე ჯარისკაცი ერთდროულად ეჯაჯგურა მაიკს, მშობლების ცხედარს ძლივს მოსტაცეს და კარებიდან ძალისძალად გაიყვანეს, ამ ყველაფერს კარადიდან ვადევნებდი თვალს, პირზე ხელი მქონდა აფარებული და ცრემლებში ვიხრჩობოდი, ბრაზი, ტკივილი, შიში-ერთდროულად მაწვებოდა და ყელში ბურთივით მეჩხირებოდა, ჩემი მშობლები ცოცხლები აღარ იყვნენ, ჩემი ძმა წაიყვანეს-გაურკვეველი მიმართულებით და გაურკვეველი მიზნებით.. კარადიდან გამოსვლისა მეშინოდა, მაგრამ როგორც კი ფეხის ხმა საბოლოოდ მიწყდა სამალავიდან გამოვედი და მშობლების ცხედართან ჩავიმუხლე.. მათი გაყინული სახეები, დაფლეთილი სამოსი  და დასისხლიანებული სხეული ახლაც თვალწინ მიდგას, მაგრამ როცა უკვე მეგონა, რომ ჩემს თავს აღარ შეიძლებოდა მეტი უბედურება მომხდარიყო კვამლის სუნი მეცა, ოთახის კარი გამოვაღე და კიბეებიდან ამომავალი ცეცხლი დავინახე, რომელიც თანდათანობით ზევით მოიწევდა, შიშისაგან კივილი მოვრთე და უკან ოთახში შევბრუნდი, ამჯერად კი უკვე გაყინული დედის ცხედარს მივეკარი და ასე ვიქნებოდი დიდხანს, ჩემი კივილი ამერიკელ ჯარისკაცს რომ არ გაეგო, ოთახში აივნიდან შემოვიდა და ჩემი ჩაყვანა სცადა, მაგრამ ძალიან შემეშინდა, მეგონა ისიც ერთ-ერთი რუსთაგანი იყო და ისევე მომექცეოდა, როგორც ჩემს ოჯახს მოექცნენ, მაგრამ სახეზევე ვატყობდი, რომ ოთახში ნანახ სცენას გაოცებაში მოეყვანა, ალბათ მიხვდა რისიც მეშინოდა და მშვიდად, ტკბილი ხმით დამშვიდება დამიწყო:

-დამშვიდდი საყვარელო, მე მეგობარი ვარ, არაფერს დაგიშავებ, მაგრამ ახლა აქედან უნდა გავიდეთ კარგი?-ნელ-ნელა მიახლოვდებოდა, მეც ვიგრძენი, რომ მისგან რაღაც დადებითი მოდიოდა, მივენდე, ხოლო როცა ჩემს წინ ჩამუხლული დადგა ყელზე ჩამოვეკიდე და ვუთხარი:

-არ მინდა სიკვდილი!

-დაწყნარდი საყვარელო! ყველაფერი კარგად იქნება!-ეს მითხრა და ხელშიაყვანილი აივანზე გამიყვანა

-მათ გარეშე ვერ წავალ! დედ-მამა მინდა-ტირილით ვუთხარი ჩემთვის უცნობ პიროვნებას, რომელიც გმირივით გამომეცხადა.. ჩემი სიტყვების შემდეგ უკანვე შებრუნდა, თუმცა ჭერი ჩამოინგრა, თვითონ ძლივს მოასწრო აივნიდან ჩამოხტომა და ცეცხლის ალიდან თავის დაღწევა.. 

იმის შეგნება, რომ დაცხრილული მშობლები ცეცხლში დაიფერფლნენ ბევრად უფრო ტრაგიკული აღმოჩნდა ჩემთვის, ვერ ვჩერდებოდი.. ყველა მე მაწყნარებდა, ბოლოს ჯონიც მოვიდა, ჩამეხუტა და ყურთან მიჩურჩულა:

-ვერც წარმოიდგენ საყვარელო როგორ მიმძიმს შენი ამ მდგომარეობაში ნახვა, ქვრივი ვარ და ვიცი რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვა, მაგრამ მეორე ნახევრისაგან შენი ტოლი შვილი დამრჩა-მისი ჩახუტებისაგან გამანთავისუფლა, მხრებზე ხელი მომკიდა, ჯერ თვალებში მიყურებდა, მერე კი თავი დახარა- მისი გაზრდა მარტივი არ არის, მითუმეტეს ჩემნაირი კაცისათვის-ცრემლები მომწმინდა და განაგრძო-ამჯერად ღმერთმა შენი თავი გამომიგზავნა..იცოდე, რომ გვერდით მამა გყავს, მამა ჯონი, რომელსაც მთელი გულით ეყვარები-დასრულება არ ვაცადე და მთელი გრძნობით ჩავეხუტე, მან კი თავზე ხელი გადამისვა, გამიღიმა, ხელი მომკიდა და მანქანაში ჩამსვა-აქედან დროზე უნდა წავიდეთ, „დღეს შენ ახალ ცხოვრებას იწყებ!"- ნეგატიური ემოციებისაგან დაცლილს მალევე ჩამეძინა, მეძინა ჯონის-მამა ჯონის მუხლებზე, მეორე დილით კი სრულიად უცნობ ოთახში გამომეღვიძა, მეგონა ეს ყველაფერი ცუდი სიზმარი იყო, მაგრამ როდესაც ოთახში ჯონი შემოვიდა, მივხვდი, რომ ეს მხოლოდ ჩემი დიდი სურვილი იყო, ფეხზე წამოვხტი და გადავეხვიე, მას შემდეგ მე მას მამას ვეძახი, ის კი შვილს, ძმასავით მიყვარს მისი შვილი დეივიდიც, თუმცა ჩემს გრძნობებზე მასაც ვერ ველაპარაკები გულწრფელად, რადგან არ მინდა ვინმეს სუსტი ვეგონო, არ მინდა ვინმეს ვეცოდებოდე და ვებრალებოდე, ასე უკვე 13 წელია ჯარისკაცთა ბანაკებში ვცხოვრობთ და 5 წელი, რაც სერიოზული საბრძოლო წვრთნები გავიარე, ამერიკაში ერთადერთი ახალგაზრდა ქალი ჯარისკაცი ვარ, რომელიც სისასტიკითა და უმოწყალობით მამაკაცებსაც კი სჯაბნის.. ჯონი წინააღმდეგი იყო, რომ მეც მასსავით საომარ მოქმედებებში მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ჩემი მეხსიერებიდან ვერავინ წაშლის იმას, რაც თავს გადამხდა, 13 წლის შემდეგაც დეტალურად მახსოვს ის ყველაფერი, რაც იმ საბედისწერო დღეს მოხდა.. მაგრამ დღეს აქ ვარ, განადგურებული ამერიკის შუაგულში, რუსებით გარშემორტყმულ ბანაკში, რომელიც ფარხმალს არ ჰყრის და თავგამოდებით იბრძვის.

beautiful, red lips, rihanna, rihanna da favela, sexy

 იხოცება ბევრი, მოთქვამენ ქალები, ტირიან კაცები, მაგრამ დასახიჩრებული სხეულები, ნაწამები ცხედრები-ეს ყველაფერი ჩემთვის უცხო აღარ არის, მათი დანახვისას მხოლოდ თვალებს ვხუჭავ და გულში ვამბობ: „ღმერთმა დაგიმკვიდროს მარადიული სასუფეველი", ყოველი ახალი გარდაცვლილი, ყოველი მტირალი დედა, ცოლი და შვილი ძალას მაძლევს ვიბრძოლო ჩემი მიზნებისათვის და შური ვიძიო დაკარგული ოჯახისთვის...

-რობინ! ბანაკში სიახლეა! 10 წუთში გენერალი მთავარ შტაბში გველოდება-ოთახში თავი სარამ შემოყო

-მოვდივარ სარა!-ვუთხარი სარას და დღიური დავმალე, გარეთ გამოსულს ყველა ადგილზე დამხვდა, ჯარისკაცთა ცნობისმოყვარე თვალები ყველასა და ყველაფერს ეჭვის თვალით ათვალიერებდნენ, ჭორაობდნენ და შეკრების მიზეზს განიხილავდნენ, ეს  ჩოჩქოლი მანამ გაგრძელდა, სანამ გენერალი-მამაჩემი ჩემთვის უცნობ ჯარისკაცთან ერთად შემოვიდა..



ყველას დიდი მადლობა ვინც დრო დაუთმეთ ახალ მოთხრობას, ვიცი, რომ ბევრი რამე დასახვეწია, მაგრამ რადგან ამ საიტზე მოთხრობის დაწყების შანსი მომეცა- ეს უკვე ბევრს ნიშნავს, იმედია სიახლის შესამოწმებლად რომ შემოვალ ბევრი კომენტარი დამხვდება და გამიხარდება მათ შორის ჯანსაღ კრიტიკასაც თუ წავაწყდები.. კიდევ ერთხელ მინდა მარიამოს გადავუხადო მადლობა იმ მომხმარებლებთან, რომლებმაც ჩემს მოთხრობას მისცეს ხმა.. ყველას ძალიან დიდი მადლობა და გპირდებით შემდეგი თავები ბევრად საინტერესო იქნება, მითუმეტეს, რომ სიუჟეტის წარმოუდგენელ განვითარებას შემოგთავაზებთ, დამიჯერეთ არ ინანებთ! :*

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 771 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 161 2 »
2013-01-09 Spam
kaia shemdeg tavsac wavikitxav da ertad getyvi mere barem biggrin