მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 24 » The Signs Of Zodiac
6:26 PM
The Signs Of Zodiac
The Signs Of Zodiac
რა პრინციპები აქვთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს?
როგორი დედები არიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალები?


რა პრინციპები აქვთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს?


ვერძი
1) კარგი იქნება თუ ჩემთან არ იკამათებთ 

2) ჯერ ვაკეთებ შემდეგ ვფიქრობ 

3) სადაც სხვები ამუხრუჭებენ , მე იქ წინ ვისწრაფი 

4) ვიქნები მუდამ ახალგაზრდა 

5) გააკეთე ჩემსავით, რადგან ჩემზე უკეთესად ვერ გააკეთებ 

6) ჩემთვის ყველაზე ძნელია თანამოსაუბეს ბოლომდე მოვუსმინო 

7) სიჯიუტე - ნაკლი არ არის 

8) უფრო ადვილად ვაკონტროლებ სიტუაციას, ვიდრე გრძნობებს 

9) ერთი ვერძი კარგია ორი ვერძი ბევრია 

10) თავს პირველი არ ვესხმი, მაგრამ ღმერთმა დაგიფაროთ, თავს დამესხათ 


კურო
1) ფულს დავხარჯავ პრაქტიკულ საყიდლებზე, ფულს არ გავფლანგავ

2) სხვისი არაფერი მინდა და ჩემსასაც ნუ შეეხებით

3) "ცუდი"მშვიდობა " კარგ ომს ჯობს

4) უფრო კარგია ლამაზი დივანი ვიდრე ლამაზი დაისი

5) ჭამა მნიშვნელოვანი საქმეა

6) არ შეაწუხო ის ვინც მოხერხებულად ზის

7) ნუ მაიძულებ რამე გავაკეთო არამედ მთხოვეთ

8) ვერ ვიტან ერთჯერად გარემოებს

9) როდესაც მეორე მიდიხარ ამით ძალებს ზოგავ

10) დეგუსტაცია - ესაა ჩემი ძირითადი დანიშნულება



ტყუპები

1)მე დღეს სულაც არ ვარ ისეთი როგორიც გუშინ ვიყავი

2) სიტუაციას ფლობს ის, ვინც ფლობს ინფორმაციას

3) ერთი თავი კარგია, ორი უკეთესი.

4) "ფიგარო იქ ფიგარო აქ"- აი ჩემი ცხოვრება

5) იდეა როგორც პროდუქტი არ უნდა იყოს გაჩერებული

6) სახლში თითო ტელევიზორი და ტელეფონი კარგია მაგრამ სამი უკეთესია

7) ვინც ვერ ასწრებს ის აგვიანებს

8) მიყვარს რაოდენობა რადგან ხარისხისთვის არ მყოფნის დრო

9) კამათისას ჩემზე მეტ სიტყვას ვერ იტყვი

10) თქვენ არ გეჩვენებათ მე ორი ადამიანი ვარ



კირჩხიბი

1)ჩემი სახლი ჩემი ციხე- სიმაგრეა

2)ზრუნვა ადამიანზე ჩემი ძირითადი მოწოდებაა

3)მთავარია მოვიგვარო ყველაფერი, მოთმინებით დაწყებული მურაბებით დამთავრებული

4)ყველაფერი მიდის მასთან, ვისაც მოთმენა შეუძლია

5)მეგობრებს სახლში ვხვდები და არა კაფეში

6)არაფერი ისე არ მახარებს როგორც სავსე მაცივარი

7)არ მინდა ის რაც იაფი ღირს, მირჩევნია მოვაგროვო თანხა და ძვირიანი ვიყიდო

8)ნუთუ ოცი წლის განმავლობაში პალტო ცვდება?

9)მძიმეა ცხოვრება იქ სადაც მყუდროება არ სუფევს

10)მე ჩემ საკუთარ წარსულს ისე ვატარებ როგორც მძიმე ზურგჩანთას



ლომი

1) მე თქვენ წაგიყვანთ ნათელ სამყაროში

2)აღმოგიჩენთ მხარდაჭერას (თავად მე მხარდაჭერა არ ჭირდება)

3)შესანიშნავი მანერები წარმატების ნახევარია

4)მზე "ლომებისთვის " ანათებს

5)წარწერა კაბინეტის კარზე "მაღალი ნაზღაურება მიმზიდველია"

6)მიყვარს ბევრი ფულის მოპოვება, მაგრამ უფრო მეტის ხარჯვა მირჩევნია

7)სახლში როიალი უკეთესია ვიდრე პიანინო, თუნდაც მასზე არავინ უკრავდეს

8) მიუხედავად ჩემი მიმზიდველი მანერებისა, შინაგანად მაინც დიქტატორი ვარ

9)თუ რაიმეს ვაკეთებ ესეიგი ღირს ჩემს შეწუხებად

10) რად გინდათ მზე? მე ხომ თქვენთან ვარ!



ქალწული

1)მოთმინებით და შრომით ყველა წინაღობის დაძლევაა შესაძლებელი

2)თავმდაბლობა საოცრად კარგი ინსტრუმენტია

3)ყველა ცხოვრობს საკუთარი თავისთვის მაგრამ ესახურებიან სხვას

4)წესრიგი ყველგან საჭიროა, თავშიც და სამზარეულოშიც

5)ლოგიკურად დამიმტკიცეთ, რომ გიყვარვართ

6)დაბრეცილად დაკიდული თარო ნერვეებს მიშლის

7)დიდ მასშტაბებში შეცდომებს ვუშვებ, ამიტომ დეტალებზე ვილაპარაკოთ

8)მაცადეთ დავიანგარიშო და პასუხსაც მერე გეტყვით

9)მე დახვეწილი და რაფინირებული ვარ

10)სიტყვა "ქალწული" ნუ გაცდუნებთ
 


სასწორი
1) პარტნიორების გარეშე თავს უხერხულად ვგრძნობ

2)ყველაზე დიდი საშინელება კამათია მაგრამ უნდა გამოვტყდე, რომ მიზიდავს

3)მხოლოდ სულელები არიან პრინციპულები

4)მშვენიერება გადაარჩენს სამყაროს

5)ყველაფერი განწყობის მიხედვით უნდა აკეთო

6)ყველაზე რთული აჩევანის გაკეთებაა

7)ყველთვის აუცილებელი არაა წერტილის დასმა

8)თუ შეთანხმებას მიაღწიე ესეიგი გიმარჯვე

9)ნებისმიერს ნებისმიერ საქმეში ჩავრთავ

10)თავადაც არ ვიცი წითლის მხარეს ვარ თუ თეთრის


მორიელი

1) ვერაფერი უძლებს ჩემს მზერას

2)სამწუხაროდ ახლოს არავინ არის, რომ დავგესლო

3)ყველა მოვლენა დივანს გავს, შიგნით ზამბარები აქვს

4)ღიმილისთვის სერიოზული მიზეზი უნდა მქონდეს

5)შესაძლოა ყველაფრისგან გავთავისუფლდე, გარდა საკუთარი ვნებისა

6)მეც ვმღერი სიმღერას სიყვარულზე, მაგრამ ბრძოლის ველზე

7)ჩემი ვნება იშვიათად ჩანს მსგავსად ზვიგენისა რომელიც იშვიათად ჩანს წყლის ზედაპირზე

8)სამყარო დაიქცევა რაინდების გარეშე

9)მე კაქტუსი ვარ ჩემი ყვავილები მხოლოდ რჩეულებისთვის იშლება

10)დედამიწაზე ოტელოები დღესაც ცხოვრობენ და მათში ერთერთი მეც ვარ

მშვილდოსანი

1) ენთუზიაზმით სავსე ადმიანი ბევრი უნდა იყოს
2) ვალი მაქვს? რა პრობლემაა?! დავივიწყებ 

3)ყველაზე კარგი დასვენება მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაა 

4) პრპობლემაში მთავარი მისი მაშტაბია 

5)ჩემი იდეალი თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდია 

6)ჩემზე გაბრაზებას უბრალოდ აზრი არ აქვს 

7)სინდისის ქეჯნა ნეტა რა რის? 

8)პასუხგაუცემლობა ამშვენებს მხოლოდ საშუალო ადამიანებს (მე მათ რიცხვს არ მივეკუთვნები) 

9)უპასუხისმგებლო ადამიანი ვალდებულია პასუხიმგებელი იყოს(ოღონდ ამას მე ნუ მომთხოვთ) 

10)წინდაწინ შფოთვა სისულელეა, ვიმოქმედებ სიტუაციის შესაბამისად 


თხის რქა
1) მე სპრიბტერი ვარ, მარათონელი ვარ

2)ბრძოლის ველზე მარტო ვიბრძვი

3)კანონებს არ ვარღვევ, თუმცა სხვები აშავებენ და მე ვისჯები

4)ჩემი ქონება-ეს სარკეა, სადაც ჩემი წარმატებები მოჩანს

5)ცხოვრება ეს მგზავრობაა სადაც ყოველი გაჩერება ზუსტად არის დაგეგმილი

6)კარგია როცა შორეულ ქვეყნებზე მსჯელობ საკუთარ სახლში მჯდომარე

7)ნამდვილი თხის რქა კონიაკს გავს, მისგან მხარდაჭერას გრძნობ

8)წლების მატებასთან ერთად მხოლოდ მე ვახალგაზრდავდები

9)ნამდვილად ღირს მთელი ცხოვრება ზემოთ ისწრაფოდე რათა იქედან ერთხელ მაინც გადმოიხედო

10) მე ნელა მივდივარ მიზნისკენ და ნაკლებ შეცდომას ვუშვებ


მერწყული
1)მოსაწყენია სხვაზე დამოკიდებული იყო

2)თუ მე შეგქმენი იყავი ისეთი როგორიც მე მსურს

3)ცრურწმენები სულელების ხვედრია

4)მომავალი აუცილებლად საუკეთესო უნდა იყოს

5)ძნელია იყო ანგელოზი მაგრამ ეს საჭიროა

6)კარგი დაპირება კარგ საქმეს ჯობს

7)იყო ნოვატორი ნიშნავს დაივიწყო ტრადიცია

9) ჯერ მეგობრები შემდეგ კი ოჯახი ოღონდ ამისთვის დრო თუ დამრჩება

10)ჩემზე კეთილი და ოპტიმისტი ადამიანი ძნელად მოიპოვება


თევზები
1)მთავარია უთანაგრძნო ვიდრე დაეხმარო

2)ცოტა ხომ არ დაგველია?

3)წესრიგი მოსაწყენმა ადამიანებმა მოიგონეს

4)არასდროს გააკეთო ის საქმე, რისი გაკეთებაც ხვალ შეგიძლია

5)მხოლოდ მცირეოდენს შემიძლია დაგპირდეთ

6)აჩქარებულად მუშაობა იგივეა რაც დაუღეჭავად გადაყლაპო საჭმელი.

7)ყველას გავუგებ საკუთარი თავის გარდა

8)ტირიფი ქარიშხლის დროს ირხევა ხოლო მუხა ტყდება

9)ყველამ იცის, რომ ყოველთვის დაკავებული ვარ, მაგრამ არავინ იცის რით.

10)თუ თავს მომაბეზრებთ ხელიდან გაგისხლტებით როგორც თევზი





როგორი დედები არიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალები?

ვერძი- მიუხედავად იმისა რომ მათ შორის "გიჟი დედის" ტიპაჟს იშვიათად შეხვდებით, ძალიან ხშირად ყავთ ბევრი შვილი. თუ ბევრი არა სამი მაინც. ვერძისთვის შვილის გაჩენა-გაზრდა საკმაოდ ადვილი, მარტივი და სახალისო პროცესია. თუმცა შვილზე გადამეტებული მზრუნველობა ტიპიურ ვერძ დედას არ ახასიათებს, მას უნდა მისი შვილი დამოუკიდებელი და ძლიერი გაიზარდოს, ამიტომ დედური დამშვიდებები "ვინ დაგჩაგრა დედიკო, წავიდე ყურებს დავაჭრი" ვერძი დედისთვის უცხოა. 

კურო- მისთვის შვილის გაჩენაც და გაზრდაც ძალზე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პროცესია. თუმცა ორსულობის პერიოდში, ისედაც ჭამა-სმის მოყვარული კურო ქალები ხშირად ძალიან იმატებენ წონაში, რომლის დაგდებაც ბავშვის გაჩენის მერეც საკმაოდ უჭირთ. რაც შეეხება ბავშვთან დამოკიდებულებას, კურო მზრუნველი და ყურადღებიანი დედაა. მას შეუძლია ღამეები უთენოს შვილს და მისი გულისთვის ყველანაირ მსხვერპლზე წავიდეს. 

ტყუპები - შვილებთან დამოკიდებულებაში უფრო მეგობარია ვიდრე მშობელი. ამ ქალს საკუთარ შვილებთან დაქალურ-ძმაკაცური ურთიერთობა უყვარს. ამიტომ შვილები დედა ტყუპს იშვიათად უმალავენ რამეს. თუმცა განსაკუთრებული მიჯაჭვულობით ან გადამეტებული მზრუნველობით ტყუპი ქალი არასოდეს გამოირჩევა თავისი შვილების მიმართ. მეტიც, მათ გამო იგი საკუთარ მრავალრიცხოვან ინტერესებზე უარს არასოდეს იტყვის. 

კირჩხიბი - აი თუ ვინმეს შეიძლება ვუწოდოთ "მოწოდებით დედა" ეს სწორედ კირჩხიბია. კიბოსთვის შვილის ფენომენი, ამქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე ღირებული რამაა. შემთხვევითი როდია, რომ დედობას სწორედ კირჩხიბის თანავარსკვლავედი განაგებს. კიბო დედა საკუთარ შვილზე "გადამკვდარ-გადაგებული" დედების რიცხვს განეკუთვნება. მან უნდა იცოდეს თავისი ნაშიერის ყველა ნაბიჯი, ყველა ამოსუნთქვა და ყველა ემოცია, არა მარტო ჩვილობის, უკვე ზრდასრულ ასაკშიც კი. ამიტომ იშვიათი არაა რომ სწორედ კიბო დედის შვილები არიან, ცნობილი "დედიკოს" ბიჭები და გოგონები. 

ლომი- ამ ქალისთვის შვილი ეს ყველაზე დიდი და ძვირადღირებული სამკაულია ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, იგი მას (არ აქვს მნიშვნელობა ბიჭია თუ გოგო) ისე გაზრდის, რომ მისით საამაყო სულ ქონდეს. აუცილებლად ასწავლის ცეკვას, სიმღერას, ატარებს სხვადასხვა წრეებზე, რათა მერე გაუთავებლად იამაყოს მისით. ამასთან ერთად კი ამ ყველაფრის პარალელურად ძუ ლომი, არც საკუთარ თავს და ინტერესებს დაივიწყებს. მე იშვიათად მინახავს ლომი დედა რომელიც საკუთარი კარიერის მსხვერპლად შეწირვის ხარჯზე ზრდის შვილს. ეს იმიტომ რომ სამსახური ეს მეორე "სამკაულია" ლომისთვის. მისთვის კი მოგეხსენებათ ასეთი "სამკაულები" აუცილებელია ცხოვრებაში

ქალწული- ამ ქალისთვის შვილი ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და ზრუნვის ობიექტია. როგორც წესი, ქალწულები ამქვეყნად ყველას და ყველაფერს უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან, შვილის გაჩენა-გაზრდას კი დედა ქალწული გაათმაგებული პასუხისმგებლობით უყურებს. თუმცა განსხვავებით კიბო დედისგან, ქალწულ დედას იმის უნარი აქვს რომ საკუთარი შვილი "კალთაზე გამოკერებულ" დედიკოს ბიჭად ან გოგოდ არ გაზარდოს და მას ინდივიდუალური განვითარების საშუალება მისცეს. 

სასწორი - ამ ქალებს ცოლობა უფრო უკეთესად გამოსდით ვიდრე დედობა, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს რომ დედა სასწორი ცუდი დედა იქნება, არამც და არამც, ეს ქალი რბილი, თბილი და კომფორტული დედაა. რომელიც შვილის ესთეტიურ აღზრდაზე იზრუნებს უპირველეს ყოვლისა. რაც შეეხება ბავშვის ხასიათის სიმტკიცეს, პრინციპულობას და ა.შ ამაზე კეთილი ინებოს და მამამ შეიწუხოს თავი. 

მორიელი დედა კი იშვითი მკაცრი და ამასთანავე საოცრად სამართლიანი მშობელია. ქალი მორიელი შვილისთვის ნებისმიერ მსხვერპლზეა წამსვლელი როგორც დედა, მაგრამ უყურადღებოდ არც შვილის უსაქმურობა და სიზარმაცე გამოეპარება, ამისთვის იგი თავის ნაშიერს საკადრის პასუხს მოსთხოვს. მორიელმა იცის ვინ, რატომ და რისთვის დასაჯოს და ისიც იცის ვის როდის ეკუთვნის წახალისება. 

მშვილდოსანი- მას ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მხიარულება და ლაღი ატმოსფერო უყვარს. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულმა ქალმა, სასურველია შვილი გვიან, უფრო დაღვინებულ ასაკში გააჩინოს, როცა გამუდმებული აღმა-დაღმა წანწალის სურვილი გაუნელდება და ოჯახურ კერასთან შეგუება არ შეაშინებს. როგორც დედა, იგი ძალიან მოსიყვარულე, თბილი და იპტიმისტი მშობელია. ბავშვები მშვილდოსან დედას აღმერთებენ ზუსტად ამ თავისი ხალისიანი ბუნების გამო. 

თხის რქა დედა როგორც წესი საკმარისი სიმკაცრით და ყურადღებიანობით გამოირჩევა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბაებული ქალები, დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევიან საკუთარი შვილების მიმართ და უმთავრესად მათ განათლებასა და სწორი პრინციპებით აღზრდაზე ზრუნავენ, ვიდრე კამფეტ-შოკოლადებით განებივრებაზე. 

მერწყული - იგი ყველაზე მეგობრული და "დუშკა" დედაა მთელ მსოფლიოში. დედა მერწყული არ განეკუთვნება გიჟი დედების კატეგორიას, ამიტომ შვილებს ეს ქალი თავიდანვე მიაჩვევს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. დასჯის მძიმე ფორმებსაც იშვიათად მიმართავს, რადგან მერწყული ჰუმანიზმით გამორჩეული ნიშანია, თუმცა თუ დედა მერწყული მაინც გააბრაზა თავისმა ნაშიერმა, მერწმუნეთ მისთვის ჭკუის სწავლების კრეატიულ მეთოდს გამონახავს. 

თევზი დედის შვილები კი მთელი ცხოვრება ემოციური მხარდამჭერის და მანუგეშევლის მფარველობაში იქნებიან. ამ ქალს საკუთრი ნაშიერები განსაკუთრებულად უყვარს და ნებისმიერი, თუნდაც უნიჭო, წარუმატებელი და ბოთე შვილიც კი მისთვის ყველაზე საყვარელი იქნება. იგი მას ყოველთვის გაამხნევებს და წინსვლისთვის მისცემს ძალას. 

წყარო:DRONI.GE
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 771 | დაამატა: Ann))) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
2013-06-25 Spam
ჰაჰ, მომეწონა სიახლე :)))
მორიელი ვარ და არ მომეკაროთ ვიგესლები biggrin
9)მე კაქტუსი ვარ ჩემი ყვავილები მხოლოდ რჩეულებისთვის იშლება
ეს მომეწონა
მორიელის დახასიათებას სიჯიუტე და პრინციპულობას დავამატებდი :))
საწყალი ჩემი შვილი ასეთი მკაცრი დედა რომ ეყოლება :)))