მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 1 » ♡The Price Of Happiness P7♡ბედნიერების საფასური..
8:13 PM
♡The Price Of Happiness P7♡ბედნიერების საფასური..
The Price Of Happiness P7
Love can sometimes be magic… But magic can 
sometimes just be an illusion!!

სარჩევი!♥


 მე მეთიუსკენ გავიქეცი და ძლიერად მოვეხვიე..
მეთიუ თბილად მომეხვია,მის მოხვევაში კი იგრძნობოდა რომ ჩემი დაცვა უნდოდა... 2 წუთი ვიყავით ასე და შემდეგ გამახსენდა ელე..სასწრაფოდ მოვცილდი მეთს და ელეს მივვარდი.. პულსი ძალიან სუსტი ქონდა როგორც მაშინ, მეთს გავხედე და ვთხოვე სასწრაფოში დაერეკა, მე კი ტომის მოსაძებნად გავიქეციი...იგი თავის ოთახში კარადაში ჩაკეტილა და ჩასძინებოდა,ფრთხილად გადმოვიყვანეთ საწოლზე და ამ დროს სასწრაფოც მოვიდა..მეთი ტომთან დავტოვე, სხვა გზა არ მქონდა, მე კი სასწრაფოს გავყევი...
საავადმყოფოში მიგვიყვანეს ელე კი პალატაში დააწვინეს ამ დროს დრო ვიხელთე და მეთს დავურეკე..
– მეთ რას შვებით?
– არაფერს ანა ტომს ისევ ძინავს მე კი მის წიგნებს ვკითხულობ  თქვენ რას შვრებით ელე როგორაა?
– არ ვიცი ჯერ პალატაშია,ექიმი სინჯავს.. კაი წავედი ექიმი მოდის..ალბათ მორჩა თავის საქმეს..
– კაი ანა მიყვარხარ და ნურაფრის შეგეშინდება 
(ეს სიტყვები მითხრა თუ არა გავიყინე)
– კარგი მეთ!..(მარტო ეს უთხარი და გავუთიშე)
ექიმი მომიახლოვდა.. 
-თქვენ ხართ ელეანორ კასტროს?
-მე ელეანორის და ვარ.. მითხარით რა სჭირს? როგორაა? კარგად იქნება?
-სამწუხარო ამბავი უნდა გითხრათ..
-ამიხსენით ეგ რას ნიშნავს.. (ჯერ ლიზა გააგიჟეს,ნუთუ ახლა ელესაც იგივე ბედი ეწევა?.. ცუდად ვხდებოდი ამას რო ფიქრობდი და თან მოუთმენლად ველოდი ექიმის პასუხს..)
-ნარკოტიკების ზემოქმედების გამო მის ტვინს ცუდად მიეწოდებოდა ჟანგბადი,მაგრამ ახლა ეს დარეგულირდა..თუმცა ის ჯერ კიდევ კომაშია და არ ვიცით როდის გამოვა ამ მდგომარებიდან არ ვიცით.. სიმართლე გითხრათ ვერც მისი გადარჩენის გარანტიას მოგცემთ..
-რა ?(გულში რაღაც საშინლად მეტკინა)
-გთხოვთ დამშვიდდეთ.. ექიმმა სკამზე ჩამომაჯინა..
-შეიძლება მის პალატაში შევიდე?
-შეიძლება.. პალატამდე მიმაცილა და შემდეგ წავიდა..
პალატაში შევედი ელე უგონოდ იწვა გული ჩამწყდა ცოტახანი ველაპარაკე შემდეგ კი საავადმყოფოდან წამოვედი სახში შევედი თუ არა მეთი დავინახე მდივანზე მჯდომიარე რომელიც წამოდგა გავიქეცი და მაგრად ჩავეხუტე მისმა ჩახუტებამ თითქოს დამამშვიდა... 
– ანა არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება მიყვარხარ  (ეს სიტყვები მითხრა მომცილდა და თვალებში მიყურა.. ბოლოს გაბედა ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ნაზად ისე თითქოს ფაიფურის თოფინას შეეხო ისე ნაზად მაგრამ მთელი გულით მაკოცა..
-ბოდიში! (მეთი)
-არაფერია.. ზურგი შევაქციე და სამზარეულოში გავედი წყლის დასალევად..მეთიც უკან გამომყვა,რამოდენიმე წამს უხმოდ შევყურებდით ერთამანეთს,მაგრამ მეთმა ეს უხერხული სიჩუმე გატეხა..
-ჩემი წასვლის დროა! თუ რამე დაგჭირდა დამირეკე!
-კარგი (მეტი გავაცილე და ტომის საძინებელში ავედი) მშვივად ეძინა,მეც მივუწექი,ნაზად მოვხიე ხელები და დავიძინე.. მეორე დილით ადრე ავდექი, ვისაუზმე,ტომი ბაღში მივიყვანე და საავადმყოფოსკენ წავედი ელეანორის სანახავად..საავადმყოფოს ჰოლში მივდიოდი,როდესაც თვალი ელეანორის ექიმს მოვკარი..პალატიდან გამოდიოდა,მე კი მაშინვე მისკენ გავიქეცი,მაინტერესებდა რაიმე ახალი ამბავი ხო არ იყო ჩემი დის შემდეგ..
-უკაცრავად ექიმო.. მე ელეანორ კასტროს და ვარ.. შევნიშნე რომ მისი პალატიდან გამოხვედით ..მისი მდგომარეობა შეიცვალა? 
-სამწუხაროდ არა! ის ისევ კომაშია! მისმა სიტყვებმა საშინელი ტკივილი მაგრძნობინა..
-კარგით..ბოდიშით რომ შეგაწუხეთ..
-ეს ჩემი მოვალეობაა!..
პალატაში თავჩაღუნული შევედი,სკამზე ჩამოვჯექი და მთელი დღე არ შემიცვლია ადგილი..აღარც წყალი და აღარც საჭმელი არ მინდოდა.. ნუთუ შეიძლება უბედობა დაგებედოს? არ შეიძლება ერთხელ მაინც გამიმართლოს? ჩემი ერთი და ლიზა ძალით გააგიჟეს და ცხოვრების,სიცოცხლის სურვილი დაუკარგეს.. მეორე და ნარკოტიკებმა დაღუპა და ახლა მისი სიცოცხლე ბეწვზე კიდია!.. ტომი,მხოლოდ ტომიღა დამრჩა,თუმცა არამგონია რომ ამის შემდეგ შევძლო და მოვუარო,მემგონი ჯობს დეიდას ჩავუყვანო..თუმცა მას ვახსოვართ? უკვე დიდი ხანი გავიდა,რაც ის დავტოვეთ..
საღამომდე პალატაში ვიჯექი,ტომის ყოფილ ძიძას ვთხოვე იგი გამოეყვანა ბაღიდან და სახლში იქამდე დარჩენილიყო მასთან სანამ მე არ მივიდოდი.. ისიც დამთანხმდა..ალბათ იმიტომ რო შევეცოდე,თორე აბა რატო დამეხმარებოდა? თუმცა ამას ახლა არსებით მნიშვნელობა არ აქვს.. მემგონი 10-ის ნახევარი იყო,როცა პალატაში ექიმი შემოვიდა,მას კი უკან ჩემთვის უკვე ცნობილი ნიკ ბრაუნი შემოჰყვა..
-თქვენ ისევ აქ ხართ? წესით აქ არ უნდა იყოთ..მიღების საათები დასრულებულია..
-არ მინდა წასვლა.. ჩემი და ცუდადაა და როგორ უნდა დავტოვო? მოვიკუნტე და თავი მუხლებში ჩავრგე..
-მესმის თქვენი! (ექიმი რაღაცის თქმას აპირებდა,მაგრამ შევაწყვეტინე)
-არა თქვენ არ გესმით ჩემი..(წამოვდექი და თვალი თვალში გავუყარე)
-წარმოგიდგენიათ რა არის დაკარგო საყვარელი ადამიანი? წარმოგიდგენიათ რამხელა ტკივილია? სწორედ ამას ვგრძნობ და არ ვაპირებ ჩემი და აქ მივატოვო..თქვენი უსაქმური ექიმების ხელში,რომელთაც არაფერი არ იცით და ვერაფრით მეხმარებით..(ექიმი გაკვირვებული და თითქოს ნაწყენი შემომყურებდა.. ნიკ ბრაუნი კი ჩემთვის უკვე კარგად,თუ კარგად არც თუ ისე ნაცნობი სახტად დარჩენილიყო ჩემი დანახვით)
-თქვენ ელიზაბეტ კასტროს და არ ხართ?
-კი ნამდვილად.. ეს კი ჩემი მეორე დაა როგორც გითხარით და ის ახლა კვდება..
-არ კვდება..არსებობს შანსი რომ გადარჩეს!(ექიმმა ჩემი დამშვიდება სცადა)
-მაგრამ იმის შანსი უფრო მეტია რომ ვერ გადაიტანს და მოკვდება..
-ენდრიუ პალატა დატოვე გთხოვ.. მინდა ანას მარტო ველაპარაკო..
ელეანორი ექიმი გავიდა.. მე სავარძელში ჩავჯექი,ნიკ ბრაუნი კი გვერდით მომიჯდა..
-მინდა რაღაც გიამბოთ!
არაფერი ვუპასუხე,უბრალოდ ვფიქრობდი.. ის კი ამბის თხრობას არ იწყებდა,ალბათ ელოდა როდის ეტყოდი,რომ მზადვიყავი მოსასმენად..
-დამიჯერეთ ეს თქვენ დაგეხმარებათ!
-არამგონია დამეხმაროს მაგრამ მაინც გისმენთ.. (ირონიულად ვუთხარი)მან კი ყურადღება არ მიაქცია ჩემს ნათქვამს და უბრალოდ საუბარი დაიწყო..
-დარწმუნებული ვარ თქვენი სიტყვებით ენდრიუს გული ატკინეთ..
-მართლაა? და რატომ?
-მე და ის ბავშვობიდან ვმეგობრობთ.. 19 წლის იყო როცა ცოლი მოიყვანა..ის გოგო ჯესი ძალიან უყვარდა..არა მარტო მას არამედ ბევრს უყვარდა კიდეც..მაგრამ ჯესიმ ენდრიუ აირჩია და მასგაყვა ცოლად.. დაახლოებით ორი წელი იყო გასული მათი ქორწილიდან..ჯესი უკვე ორსულად იყო...ზამთრის ერთ ცივ და სუსხიან დღეს, მეგობრის დაბადების დღიდან ბრუნდებოდნენ..მართალია ნელა მოდიოდნენ,მაგრამ მათი მანქანა ხიდზე მოხვევისას მოსრიალდა..(ნიკი წამიერად გაჩუმდა და მალევე განაგრძო) საჭე ვერ დაიჭირა ენდრიუმ და იქვე მდგომ ხელს შეასკდნენ.. ჯესის მხარეს მანქანა მთლად შეიჭეჭყა და ის დაიღუპა.. ედრიუ კი გადარჩა.. მას შემდეგ ის თავისთავს ადანაშაულდბდა,ალბათ ეს ახლაც ასეა,მაგრამ მან ცხოვრება გააგრძელა,რადგან იმედი არასოდეს არ უნდა დაკარგო,რადგან სამუდამო არაფერია და ხანხადახან მიუხედავად იმისა რომ ძალიან გვიჭირს დანაკლისსაც უნდა შეველიოთ!..

იმედი მაქვს მოგეწონათ.. დიდი მადლობა ..ველოდები თქვენს კომენტარებს როგორც დადებითს,ისე უარყოფითს.. მადლობა კომენტარებისათვის!♥ ბოდიში დაგვიანებისათვის ..შემდეგში უფრო
 დიდ თავს შემოგთავაზებთ!♥
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 766 | დაამატა: ♥♥♥Mariam_Bieber♥♥♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7
2013-03-01 Spam
Magariaa Malee ♥