მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 24 » ♡The Price Of Happiness P6♡ბედნიერების საფასური..
12:58 PM
♡The Price Of Happiness P6♡ბედნიერების საფასური..
The Price Of Happiness P5
Love can sometimes be magic… But magic can sometimes
 just be an illusion!!

სარჩევი!♥


ზოგს თურმე ჰგონია რომ ამ მოთხრობას მარტო მე ვწერ თუმცა ეს ასე არ არის..მარიამ ბიებერი და მე ერთად ვწერთ.. ერთად იცი როგორ ვდებთ? თავის გარკვეულ ნაწილს ის წერს,გარკვეულს მე და ვაერთიანებთ მერე და მე ვდებ,რადგან მარიამმა მითხრა შენ დადე ხოლმეო.. იმედია ახლა ყველაფერი გასაგებია..ველით თქვენ კომენტარებს..
ელეანორზე მიხუტებული დამეძინა
,თუმცა ჩვენ კიდევ ერთი ადამიანი გვაკლდა..
ეს იყო ადამიანი რომელიც ჩვენ განუყრელ ნაწილს წარმოადგენდა..
ელიზაბეტ კასტრო! ჩემი მეორე და..ალბათ გიკვირთ ამდენი ხანი რატო არ ვახსენებ,იმიტომ რომ ეს ძალიან მტკივნეული თემაა..არც კი ვიცი,როგორ დავიწყო მისი ამბავი,მგონი ჯობს რომ მოკლედ ვთქვა ტომის მამის გარდაცვალების შემდეგ ის დეპრესიაში ჩავარდა,ექიმებმა კი ის გიჟად გამოაცხადეს და უკვე 3 წელია,რაც ნიუ-იორკის საგიჟეთში ზის.. ვცდილობ დავეხმარო,მაგრამ ექიმმა მისი ნახვა აგვიკრძალა და თვეში ერთხელ შეგვიძლია...
-ერთი თვე უკვე გავიდა ელეანორ..
-ვიცი ანაბელ,თუმცა ამჯერად არ ვაპირებ მის სანახავად წამოგყვე,მარტო წადი..ტომს მე დავიტოვებ...(ტომს ჰგონია რომ დედამისი სამუშოად არის სხვა ქვეყანაში წასული..)
-კარგი შენი ნებაა! გამოვიცვალე და ლიზას სანახავად წავედი..
შენობა თეთრხალათიანებით იყო სავსე..
-ელიზაბეტ კასტროს ნახვა მინდა! (ჩემი დის მომვლელი გავაჩერე,რომელსაც სულ შემთხვევით მოვკარი თვალი)
-ბაღშია.. ახალ ექიმთან ერთად!..
-ახალ ექიმთან ერთად? (გამიკვირდა)
-ხო ახალი ექიმი დაუნიშნეს.. ის ექიმი წავიდა და..
-კარგი მადლობა! (ბოდიში მოვუხადე ექთანს და დაწესებულების
ბაღისკენ წავედი)
შორიდან თვალი ჩემ დას მოვკარი,სკამზე იჯდა და ლამაზად გამოიყურებოდა.. მის გვერდით კი ვიღაც მამაკაცი იჯდა..
"ეს ალბათ ახალი ექიმია,როგორც ექთანმა თქვა" ჩემთვის გავიფიქრე და მათკენ წავედი..
-გამარჯობა ელიზაბეტ.. (ჩემთვის ჯერ-ჯერობით უცნობი ექიმი ფეხზე წამოდგა და მომესალმა)
-მე ლიზას ახალი ექიმი ვარ ნიკ ბრაუნი..
-სასიამოვნოა მე ლიზას და ვარ ანაბელ კასტრო..
-კარგი მე თქვენ დასთან მარტო დაგტოვებთ..ხოლო მოგვიანებით გთხოვთ ჩემს კაბინეტში ამოხვიდეთ..
-გასაგებია... ექიმი ნიკ ბრაუნი წავიდა,მე კი ლიზას მივუჯექი გვერდით..
-ლიზა როგორ ხარ?
-კარგად ..საგიჟეთში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ..
-ირონია დაივიწყე.. 
-რატო? ჩემი სიცოცხლე მაინც სრული უაზრობაა..
-ნუ ამბობ ამას!
-რატო? ჩემი ცხოვრების ნამდვილი სიყვარული მოკვდა.. მე დეპრესიაში ვარ,არადა ყველას გიჟი ვგონივარ.. ისე არც იმას აქვს აზრი სად მოვკვები საგიჟეში თუ ქუჩაში..
ლიზა ლაპარაკობდა,მე კი კიდევ უფრო და უფრო ვოგნდებოდი,მის თითოეულ სიტყვაზე.. ნუთუ მას ტომი აღარ ახსოვს..ნუთუ ის დაივიწყა? არ შეიძლება ადამიანმა ასე უბრალოდ თქვას ცხოვრებაზე უარი.. ვიცი რთულია,მტკივნეული ისეთი ადამიანის დაკარგვა,რომელიც შენი სიცოცხლის ნაწილს წარმოადგენდა,მაგრამ რაღაც ნაწილი ხომ ისევ ცოცხალია? არ შეიძლება იმ ნაწილით შეივსო გული მთლიანად? 
როდესაც უბრალოდ ვუყურებ ხოლმე ტომს ბედნიერი ვარ,რადგან ის ამქვეყნად მოვლენილი ანგელოზია..
-იცი რა უაზრობა იყო აქ მოსვლა..კარგად იყავი ელიზაბეტ.. აქ იქამდე არ მოვალ,სანამ არ მიხვდები რომ მიუხედავად ყველაფრისა ცხოვრება გრძელდება..
ლიზას არაფერი უპასუხია.. მე ექიმი ნიკ ბრაუნის კაბინეტისკენ წავედი..
-უკაცრავად უნებართვოთ ვერ შეხვალთ..(წინ არც ისე კარგი შესახედაობის ქალი გადამიდგა)
-ბოდიშით დაბარებული ვარ..
-თქვენი სახელი მითხარით.. (ბლოკნოტი და პასტა აიღო და ჩემი
სახელი ჩაიწერა)
-აქ დაელოდეთ თუ შეიძლება!(მდივანმა სკამზე მიმითითა და მეც ჩამოვჯექი) დაახლოებით 15 წუთი ველოდებოდი,შემდეგ ის ახმახი ქალი გამოჩნდა და მითხრა გავყოლოდი,მეც უხმოდ ავედევნე უკან.. წვრილი დერეფანი გავიარეთ და როგორც იქნა ექიმის კაბინეტს მივადექით..
-შებრძანდით! (კარებზე მიმითითა,წარწერით დოქტორი ნიკ ბრაუნი)
-უკაცრავად.. თქვენ მთხოვეთ რომ.. (კაბინეტში მორცხვად შევედი)
-მოდით..აქ დაბრძანდით.. მინდა თქვენი დის შესახებ გელაპარაკოთ..
-გისმენთ!
-დაახლოებით ორი კვირაა რაც ამ კლინიკაში ვმუშაობ.. თქვენი დის კი კარგად მესმის..მგონია რომ ის სულაც არ არის გიჟი,უბრალოდ დიდი ტრავმის გამო დეპრესიაშია.. 
-სამწუხაროდ ვიცი და ვერაფრით ვეხმარები! (შევაწყვეტინე,თუმცა არაფერი უთქვამს და საუბარი გააგრძელა)
-მინდა მას დავეხმარო..მაგრამ არ ვიცი როგორ? არ მიყვარს როცა ადამიანები ცხოვრების აზრს კარგავენ და სიცოცხლე აღარ უნდათ..
ცხოვრება ისეთი შავ-თეთრი არ არის როგორიც ფილმებში..ძალიან მინდა ლიზას დავეხმარო და მე ამის გამო მჭირდება თქვენი და თქვენი ოჯახის ახლოს გაცნობა..
-გასაგებია! ნამდვილად არ ვიცი რა გითხრათ..წინა ექიმმა მასთან ბავშვის მოყვანა ამიკრძალა,მე კი ვფიქრობ ტომის ნახვით მიხვდება რომ მის ცხოვრებას აზრი არ დაუკარგავს!
-რაა? ლიზას შვილი ჰყვას?(ექიმი გაკვირვებული შემომყურებდა)
-კი ნამდვილად..
-გთხოვთ ყველაფერი მომიყევით მის შესახებ,რადგან მგონია თქვენ არ ცდებით და დედა-შვილის შეხვედრა ლიზას დაეხმარება.. 
მე ექიმს თითქმის ყველაფერი ვუამბე ჩვენი ცხოვრების შესახებ..დაბადებიდან დღემდე,მხოლოდ რამოდენიმე წვრილმანის გამოტოვებით.. ნიკ ბრაუნი დიდი ინტერესით მისმენდა და დროდადრო წყალს მოწრუპავდა,რომელიც გვერდით ედგა.. საბოოლოდ როცა საუბარს მოვრჩი სულ დაეცალა სავსე ბოთლი..
-კარგით ხვალ გელოდებით ტომთან ერთად..მე უკვე წამოსვლას ვაპირებდი..
-ექიმო ნიკ ბრაუნ..სამწუხაროდ არ შემიძლია ხვალ მოვიდე..
-კარგი თუ ხვალ დაკავებული ხართ ზედ იყოს ან მაზეგ! 
-მე მხოლოდ ერთი თვის შემდეგ შემიძლია მოვიდე,რადგან ექიმმა,რომელიც ადრე ჩემ დას მკურნალობდა,მხოლოდ თვეში ერთხელ ნახვის უფლება მომცა.. (თავი დავხარე,რადგან არ მინდოდა იმ წამს არავის დანახვა)ნუთუ მართლაც შეიძლება ადამიანს დაუშალო დის ნახვა,მხოლოდ იმის გამო რომ გიჟად სცნეს? პირიქით არ ჯობია ის ხშირად ნახო რომ როგორმე დაეხმარო და აგრძნობინო,რომ ის ჯერ კიდევ უყვართ და სჭირდებათ..
ნიკ ბრაუნი ცოტახანს გაჩუმდა.. შემდეგ კი საუბარი დაიწყო..
-მოკლედ ხვალ თუ გცალიათ მოდით ბავშვთან და მეორე დასთან ერთად..
-კი მაგრამ?
-არაფერზე არ იღელვოთ მე მოვაგვარებ.. ბოლოსდაბოლოს ახლა მისი ექიმი მე ვარ..
-კარგით.. ექიმს დავემშვიდობე და კაბინეტი დავტოვე.. ლიფტით პირველ სართულზე ჩავედი და როგორც იქნა სუფთა ჰაერი ვიგრძენი.. საავადმყოფოსა და წამლების სუნი ჩემზე საშინლად მოქმედებდა..
ამჯერად ფეხით სიარული არ მინდოდა,და კიდევ სურვილი მკლავდა ყველაფერი ელეანორისთვის მეთქვა..ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუთხარი..
-მადლობა!
სახლიდან საშინელი ხმაური გამოდიოდა..გული უკვე ცუდს მიგრძნობდა.. ნუთუ ელეანორი ისევ გადაირია? სახლის კარები შევაღე.. სიმღერა..ხალხი აქეთ-იქით დახტოდა.. ყველაფერი მირეულ-მორეული და დასვრილი იყო.. რამოდენიმე წამს ვათვალიერებდი,მინდოდა სიზმარი ყოფილიყო.. მაგრამ სამწუხაროდ ეს შეიძლებელი იყო..თვალი ელეანორს მოვკარი,რომელიც ენდის კოცნიდა..მაშინვე მათკენ გავიქეცი.. ენდი
ელეს მოვაშორე.. 
-ელეანორ უნდა დაგელაპარაკო სასწრაფოდ!
-მოიცა რა მოდი გაერთე შენც.. ელემ ხელი მკრა და ენდის მიუახლოვდა..მათ ცეკვა დაიწყეს.. საშინლად მეშლებოდა ნერვები.. როგორ შეიძლება ისეთ ადამიანს ისევ ენდო,როგორიც ენდია? მან ხომ გამოიყენა და შემდეგ მიაგდო..ახლა რა უნდა? ალბათ ისევ იგივე..ამჯერად ენდის დავუწყე კამათი..
-ჩემ დასთან რა გინდა?
-რა უნდა მინდოდეს?
-ალბათ ისევ გინდა გამოიყენო...
-არა მე ის მიყვარს...
ელეს ხელები მოჰხვია და უხეშად აკოცა.. მისი საქციელი ვერ ავიტანე და სახეში გავარტყი..
-როგორც ჩანს პატარა გოგო ძალიან გაბრაზდა..
ენდიმ ისე გამომხედა შემეშინდა..
-ახლავე დატოვეთ სახლი ყველამ! (მუსიკა გამორთო და ყველა გაყარა,მერე კი ჩემკენ მობრუნდა)
-აბა რაზე შევჩერდით?
ენდი ისე მიყურებდა,თითქოს ჩემი მოკვლა უნდაო.. საშინლად
 შემეშინდა და კედელზე ავიტუზე.. 
-კარგი რა ენდი დაანებე ჩემ დას თავი და წადი..ხვალ დავილაპარაკოთ!
-მოიცა რა.. ენდიმ ელეს ხელი გაჰკრა,ის კი ძირს დაეცა და არ ინძრეოდა..
-რა უქენი ჩემ დას? მაშინვე მისკენ გავიქეცი .. პულსი გავუსინჯე,თემცდა,მაგრამ ძალიან სუსტი იყო..
-რა უქენი ჩემ დას? რა დამართე? (ისტერიკულად ვუყვიროდი)
-არ უნდა გაგერტყა ჩემთვის! (ფეხზე წამომაყენა)
-რა გინდა? სუნთქვა გამიხშირდა,რადგან ვგრძნობდი,რომ არც მე მელოდა კარგი დღე.. იმ წამს ტომი გამახსენდა.. ტომი..ტომი სად არის? მინდოდა მეყვირა.. დახმარება მეთხოვა,მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი.. მხოლოდ ენდის შევყურებდი,ის კი ისე ძლიერად მიჭერდა მკლავზე ხელს,რომ საშინლად მტკიოდა..
-ანაბელ კარები ღია იყო და.. (მეთიუ მოგვკრა თუ არა თვალი გაჩუმდა)
-რა ხდება? ახლავე გაუშვი ხელი..
-და შენ ვინ ხარ რო? (ენდიმ ხელი გამიშვა და მეთიუსკენ წავიდა)
-მე ანას მეგობარი ვარ!
-ჰაჰ! კოსტუმიანი მეგობარი გიპოვია ანა?
-ნუ ლაპარაკობ ასე უხეშად და ახლავე დატოვე აქაურობა,თორემ პოლიციას დავუკავშირდები..
-ამჯერად წავალ,მაგრამ იცოდე მე და შენ საქმე გვაქვს გასარკვევი ანაბელ კასტრო.. (ენდრიუ მკაცრი მზერა მესროლა და სახლი დატოვა) მე კი მეთიუსკენ გავიქეცი და ძლიერად მოვეხვიე..

იმედი მაქვს მოგეწონათ.. დიდი მადლობა ..ველოდები თქვენს კომენტარებს როგორც დადებითს,ისე უარყოფითს.. მადლობა კომენტარებისათვის!♥
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 780 | დაამატა: ♥♥♥Mariam_Bieber♥♥♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7
2013-02-24 Spam
Vaime Ra Magari Tavi Iyoo <33 Sagol Orivees <33 Dzalian Momewona *)) Male Gaagrdzele Ar Gvalodinoo !!