მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 16 » ♡The Price Of Happiness P5♡/ბედნიერების საფასური..
10:27 PM
♡The Price Of Happiness P5♡/ბედნიერების საფასური..
The Price Of Happiness P5
Love can sometimes be magic… But magic can
 sometimes just be an illusion!!
imageimage

მეორე დღეს ძალიან ადრე გამეღვიძა..ბანკში უნდა წავსულიყავი,თუმცა მანამდე მოვასწრებდი ტომის ბაღში მიყვანასაც.. 
-უკვე გაიღვიძე ანა?(ელეანორი კიბეებზე ნელა ნაბიჯით ჩამოვიდა)
-ჰო.. როდის იყო მე გვიან ვიღვიძებდი?(გავუღიმე..)
-ის ბიჭი ვინ იყო გუშინ რო მოგიყვანა? (სავარძელში გადაწვა)
-არავინ.. ეგ იმ ბანკის თანამშრომელია,საიდანაც სესხი გამომაქვს..
-ხოო...და სხვა არაფერი? 
-არა სხვა რა უნა იყო..
-მე მეგონა თქვენ შორის რაღაც ხდებოდა..
-ელეანორ! მეთს სულ რაღაც ორჯერ ვნახე..
-მეთს? აი უკვე მეთსაც ეძახი..არაფერი დამიმალო ანაბელ!
მეთის შესახებ საუბარი ელეანორთან მომბეზრდა,ამიტომ ელეანორს საუზმე შევთავაზე.. მე კი ტომის გასაღვიძებლად ზევით ავედი.. კიბეები სწრაფად ავირბინე და ოთახის კარი შევაღე,რომელსაც ეწერა ტომი..იგი უკვე ამდგარიყო და ტანისამოსს იცმევდა,რაც გუშინ მისთვის ელეანორს გაუმზადებია..
-ანა! (ტომმა როცა დამინახა ჩემსკენ გამოიქცა და კისერზე მომეხვია...მისი ნაზი ხელების შეხება მესიამოვნა)
-ხელ-პირი დაიბანე ტომ?
-კი დავინაბე..
-მაშინ მოდი ახლა მე დაგეხმარები ჩაცმაში..
ტომი უკვე მზად იყო..
-დაბლა ჩადი და ელეანორს უთხარი გასაუზმოს..
ის დაბლა ჩავიდა,მე კი ჩემ ოთახში შევედი და გამოვიცვალე..
საბოოლოდ როცა ყველაფერს მოვრჩი ასე გამოვიყურებოდი...
ქვევით ჩამოვირბინე სწრაფი მაგრამ ჰაეროვანი ნაბიჯებით..დღეს გეგმაში მქონდა იმ ფართის ყიდვა და იქვე ახლოს საშუალო ზომის სახლის ყიდვა. და ასევე მუშების დაქირავება რადგან შენობას მოწესრიგება სჭირდებოდა.ქვევით ჩამოვედი და ელეანორს და ტომს დავუძახე...
– ელე დღეს არც ისე მალე დავბრუნდები გეგმები მაქვს,ასე რომ არ ინერვიულო მიყვარხარ! ტომის ჩანთა ავიღე და წავედით ბაღისკენ როგორც კი ტომი ბაღში შევიდა ტელეფონმა დამირეკა უცხო ნომერი იყო...
– ალო 
– როგორ ხარ ანა? 
– უკაცრავად? ვერ გიცანით..
– მეთი ვარ..
– უი მეთ არამიშავს შენ როგორ ხარ?
– მეც ვარ რა.. რას შვები?
– ახლახან შევაცილე ჩემი დისშვილი ბაღში და ბანკში წამოსვლას ვაპირებდი..
– კარგი ანა გელოდები აღარ მოგაცდენ მალე მოდი... დროებით 
– დროებით მეთ!)
ტელეფონი გავთიშე მანქანაში ჩავჯექი და ბანკში წავედი ნახევარ საათში იქ ვიყავი..(თუმცა მანამ ტომი მივიყვანე ბაღში)..მანქანიდან გადმოვედი და ბანკში შევედი,ლიფტის ღილაკს ხელი მივაჭირე და დავუწყე ლოდინი..გული გამალებით მიცემდა ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი მეთს...როგორც იქნა ლიფტის კარი გაიღო და შიგნით შევედი...
10 სართულს მივაჭირე თითი და ლიფტიც დაიძრა...
მეგონა საუკუნე გავიდა,სანამ მეთის განყოფილებაში ავიდოდი.. მისი კაბინეტის წინ ისევ ის ქალი იდგა.. მაგრამ ამჯერად უფრო კარგ ხასიათზე იყო.. თბილად გამიღიმა და მეთის კაბინეტში შემაცილა..
-შეგიძლია წახვიდე როუზ! (მდივანმა კაბინეტი დატოვა)
-დაჯექი! (მეთმა სკამი გამომიწია)
-ალბათ სესხის გამო მოხვედი..
-ხოო.. დღესვე რო გავიტანო თანხა შემიძლია..
-რა თქმა უნდა.. 
-კარგი მაშინ რა უნდა გავაკეთო?
-არაფერი გარდა იმისა რომ აქ მოაწერო ხელი..
მეთიუმ რაღაც ქაღალდები მომაწოდა და იმ ადგილზე მიმითითა სადაც ხელი უნდა მომეწერა.. არ წამიკითხავს ისე მოვაწერე ხელი..
-წაკითხვა არ გინდოდა?
-არა.. 
-იქნებ რაზე გაწერინებ ხელს?
-გენდობი..(მეთს გავუღიმე)
-კარგი ..მალე დავბრუნდები აქ დამელოდე..
დაახლოებით 15-20 წუთი გავიდა,მეთი კი ისევ არ ჩანდა.. სკამიდან წამოვდექი და კაბინეტში ბოლთის ცემას მოვყევი..
"-ნეტა რაიმე გართულება თუ არ მოჰყვა? რა ხდება" -ვიტანჯებოდი იმაზე ფიქრით რომ შეილება ბანკს ბოლო წამებში ეთქვა უარი ჩემ დახმარებაზე და ოცნების ასრულებაზე.. მისი გამჭირვალე ფანჯარას მივუახლობდი.. ვცდილობდი არაფერზე მეფიქრა და ქალაქს ვათვალიერებდი.. შემთხვევით იმ ქუჩასაც მოვკარი თვალი სადაც ის ფართი აღმოვაჩინე.. 
"-ღმერთო მიშველე! ნეტა რა ხდება?"
კიდევ ნახევარი საათი გავიდა,მეთი არსად ჩანდა..შევძელი თავი ცოტათი მაინც დამემშვიდებინა და არაფერზე ვფიქრობდი.. ქალაქს გადავყურებდი,სადაც დღე და ღამე არ არსებობდა.. სადაც მუდამ ხმაური იყო.. ზოგ ქუჩაზე საშინელი საცობი.. ხალხმრავლობა.. სავაჭრო მაღაზიებში გაუსაძლისი მდგომარეობა და ლოდინი,რომელიც ყველას ნერვებს უშლის.. აი ეს არის ნამდვილი ქალაქი...
-მაპატიე ამდენ ხანს რომ გალოდინე (უკნიდან მეთის ხმა მომესმა..მე მისკენ მივბრუნდი)
-არაუშავს.. 
-აი თანხა რომელიც შენ გჭირდება..
-მადლობ!(მეთთს კონვერტი გამოვართვი,რომელიც გამომიწოდა)
– ახლა რას აპირებ? (მკითხა მეთმა)
– ჯერ ახლო მახლო სახლს მოვძებნი და ვიყიდი შემდეგ კი იმ შენობას რომელშიც ჩემი სამოდელო სახლი იქნება განთავსებული.. 
– წინააღმდეგი ხომ არ ხარ რომ გამოგყვე და დღე შენთან ერთად გავატარო?
– როგორც გინდაა.. (ეს სიტყვები მესიამოვნა და დავთანხმდი)
ჩანთა გადავიკიდე და მეთს გავხედე მეთმა ქურთუკი მოიცვა გამომხედა და ხელი გადამხვია... გაკვირვებისგან გავშეშდი და სიამოვნებისგან ლოყები ამიხურდა რადგან გავწითლდი.. მეთს ჩაეღიმა და კაბინეტიდან გავედით.. როცა უკვე ავტო სადგომზე ვიყავით მეთმა მთხოვა მისი მანქანით წავსულიყავით...
– მოდი ჩემი მანქანით წავიდეთ 
– კი მაგრამ მერე ჩემი მანქანა?
– დავტოვოთ რა მოხდა? 
– არა ჯობია ჩემთან წავიდეთ მანქანას დავტოვებ 
და მერე შენი მანქანით წავიდეთ  
– კარგი 
ჩემთან მივედით მანქანა ელეს დავუტოვე მე კი მეთთან
ერთად სახლის საძებრად წავედი..
ჯერ შენობის მისამართი მივეცი მეთს რომ იმ უბანში გვეპოვა სახლი რადგან სამსახურთან ახლოს ვყოფილიყავი...
მეთმა მისამართს შეხედა და გაეციანა :დ
– რა გაცინებს? (მეც გამეცინა)
– ამ უბანში ვცხოვრობ მეც :დ და ჩემი სახლიდან 3–4 სახლის დაშორების შემდეგ არაჩვეულებრივი სახლი იყიდება იქნებ ვნახოთ?
– რატომაც არა.. ( გულში საშინლად მიხაროდა მე ხომ მეთს თითქმის ყოველდღე ვნახავდი)
იმ სახლის მიმართულებით წავედით.. კარებზე ზარი დავრეკეთ და იქიდან კარგად,გემოვნებიანად ჩაცმული ქალი გამოვიდა..
-როგორც გავიგეტ ეს სახლი იყიდება! შეიძლება სახლის პატრონს დაველაპარაკოთ?
-გისმენთ..(ქალმა შეგვიპატიჟა)
-ჩაი,ყავა თუ წვენი..
-მადლობთ,მაგრამ არაა საჭირო!(ორივემ ერთდროულად ვუპასუხეთ)
ეს ქალი დიდად არ მომწონებია,თუმცა სახლი მართლაც შეუდარებელი იყო..ფასს რაც შეეხება იმდენად ძვირი,რომ მისი ყიდვით ფული ცოტა დამრჩებოდა და ფართის საყიდლად არ მეყოფოდა..
-დაგიკავშირდებით ხვალ საღამოს! ვუთხარი დიასახლისს და მეთის მანქანაში ჩავჯექი..ის უკვე მზად იყო წასასვლელად..
-აბა რა გადაწყვიტე?
-არ ვყიდულობ..მირჩევნია შორიდან ვიარო..
-რატო? მე ვფიქრობ აქ სხვა მიზეზი უნდა იყოს.. 
-არა რა სხვა მიზეზი..
-თანხა? (ვგრძნობდი რომ მეთი თვალს არ მაშორებდა,მე თავი დამეხარა და ჩემს ყაფისფერ ჩანთას დავყურებდი..
-შემომხედე და მიპასუხე..(მეთმა ამჯერად მკაცრად მითხრა,თუმცა მის ნათქვამში მაინც შეიმჩნეოდა სითბო)
-ფული არ მეყოფა,რადგან ფართი ძვირია.. ან ეს სახლი უნდა ვიყიდო ან ის ფართი.. მე კი ვირჩევ გზას რომელიც ჩემი ოცნების ასრულებაში დამეხმარება..
 
ვუთხარი მეთს და მანქანიდან გადმოვედი..
მისთვის აღარაფერი მითქვამს და სახლისკენ მიმავალ გზას დავადექი.. 
-მოიცა სად მიდიხარ? (ფანჯრიდან თავი გამოყო მეთმა)
-სახლში!
-მე წაგიყვან! 
-მადლობა მირჩევნია გავისეირნო... 
-ახლა არ გაგიშვებ.. (მეთი მანქანიდან გადმოვიდა და მომიახლობდა)
-მარტო მინდა ყოფნა!
მეთის ხელი მოვიშორე მკლავიდან.. ლოყაზე ვაკოცე და წამოვედი..
მთელი საღამო ვიხეტიალე ქუჩებში,მხოლოდ საღამოს ვახშმისთვის დავბრუნდი სახლში..
-აბა რა ქენი? კარებში შემომეგება ელეანორი
-არაფერი.. თანხა ავიღე თუმცა სახლს ვერ ვიყიდით..
-რატო? ელეანორს ჩემი ნათქვამი დიდად არ წყენია.. თუმცა თავაზიანობის ნიშნად მაინც დაინტერესდა..
-იმიტომ რომ არ გყოფნის ფული..
-არაუშავს! ელეანორი გადამეხვია..
-გემრიელი სადილი მოვამზადე! 
-მართლაა? სუნი მომივიდა აბა რაა არიის? 
ორივე სამზარეულოსკენ წავედით..ტომი უკვე შეექცეოდა ვახშამს..მე და ელეც მივუჯექით მაგიდას.. საღამომ ბევრად უკეთესად ჩაიარა..
-უკვე დაიძინა?
-კი.. მე მეგონა შენც გეძინა.. 
-არ დამეძინა და გადავწყვიტე ტელევიზორისთვის მაინც მეყურებინა..მოდი შენც არ გინდა? 
წყალი დავლიე და ელეანორის გვერდით ჩამოვჯექი..
-ცივა ხო იცი!(მე)
-ჩემი პლედი ორივეს გვეყოფა!
მე და ელეანორი ერთმანეთს ჩავეხუტეთ და პლედი გადავიფარეთ..გვიანობამდე არ დაგვძინებია,ხან ტელევიზორს ვუყურებდით ხანაც ვსაუბრობდით ყველაფრის შესახებ რაც
 ჩვენს
გარშემო ხდებოდა..
ეს იყო ჯერ-ჯერობით პირველი დაბრკოლება რაც გადემეღობა იმ გზაზე სადაც ვიცოდი რომ ბედნიერება და დიდი წარმატება მელოდა.. ამიტომ მას არ უნდა შეძლებოდა დავეჩაგრე და მედგრად უნდა შევხვდროდი.. საბოლოოდ გადავწყვიტე მხოლოდ ფართი მეყიდა..ხოლო ფული რაც დამრჩებოდა მისი აყვავებისთვის დამეხარჯა.. მოგვიანებით კი ბინის ყიდვასაც შევძლებდი.. აი ეს იყო ჩემი პირველი შემბრძოლება პრობლემასთან რომელიც წარმატების გზაზე გადამეღობა.. 
მეთს რაც შეეხება მისთვის ბოდიში უნდა მომეხადა,რადგან არც ისე სწორად მოვიქეცი მასთან მიმართებაში.. ამ ფიქრებში დამეძინა ჩემ დაზე ელეანორზე მიხუტებული,თუმცა ჩვენ კიდევ ერთი ადამიანი გვაკლდა..
ეს იყო ადამიანი რომელიც ჩვენ განუყრელ ნაწილს წარმოადგენდა..

ორივეს მეც და მარიამსაც ძალიან გვეწყინა რომ წინა თავზე ძალიან ცოტა კომენტარი იყო ..(მადლობა იმ კომენტარებისთვი) ამიტომ აღარ ვაპირებდით დადებას..თუმცა მივხდი რომ თაიდან დაწყება არის ძალიან რთული და ჯობია გააგრძელო იქამდე სანამ წარმატებას არ მიაღწევ.. თუმცა წარმატების მიღწევის შემდეგაც არ უნდა დანებდე.. იმედი გავქვს მოგეწონებათ.. დიდი მადლობა წინასწარ <33 ♥
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 686 | დაამატა: ♥♥♥Mariam_Bieber♥♥♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7
2013-02-17 Spam
Dzalian kargia ^^