მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 27 » ♡The Price Of Happiness P2♡
11:40 PM
♡The Price Of Happiness P2♡
ThPrice Of Happiness P2
ჩემი და Miss♥Martina-ს
ერთობლივი მოთხრობა
იმედი გვაქვს რომ მოგეწონებათ
მადლობა იმისათვის რომ მოგვეცით შანსი
გაგვეგრძელებინა მოთხრობი წერა.. გვიყვარხართ!!..
imageimage


დილით ადრე გამეღვიძა გამახსენდა რო დღეს დასვენების დღე იყო და გატავწყვიტე მეც დამესვენა ავდექი გავემზადე და ქვევით ჩავედი.. საუზმე გავამზადე ვისაუზმე და წერილის წერა დავიწყე ელესთვის... : "ელეანორ დღეს დასვენების დღე მაქ და ძალიან გთხოვ ტომი შენ წაიყვანე ბაღში საუზმე მაგიდაზეა გაშლილი მე კი სანაპიროზე გავლა და დასვენება მინდა არ ინერვიულო მიყვარხარ  პ.ს მანქანას გიტოვებ..
წერილის წერა დავასრულე.. ერთხელ კიდევ გადავხედე,მაინტერესებდა რამე ხო არ გამომრჩა...მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი რისი თქმაც მინდოდა უკვე დავწერე,მაინც არ ვშორდებოდი და დაბყურებდი.. თუმცა არ ვკითხულობდი..ალბათ დაახლოებით თხუთმეტი წუთი გავიდა.. საათისთვის აღარ დამიხედავს.. წამოვდექი,ჩემი ნივთები ავიღე და სანაპიროსკენ გავემარტე.. იმ ადგილას წავედი,სადაც ვერავინ მომაგნებდა და ცოტახნით მაინც ვერაფერს დავივიწყებდი იმ აურზაურს რომელიც ახლა ჩემს ცხოვრებაში იყო..
-დიდი მადლობა აქ გამიჩერეთ (ტაქსის იმ ადგილიდან რამოდენიმე მილის მოშორებით დავაჩერებინე..ფული გადავუხადე და ფეხით განვაგრძე სხვა)
ახლა შემეძლო მარტო დარვჩენილიყავი ჩემს პრობლემებთან
და როგორმე რომელი მათგანის გადაჭრის გზა მაინც მეპოვა.. მოლბერტი დავდგი და ფუნჯები გავამზადე..
იმ პეიზაჟის ხატვა დავიწყე,რომელიც ახლა ჩემს წინ იყო.. ჰორიზონტზე ძალიან შორს თვალი მოვკარი ადამიანის სილუეტს..
თუმცა ყურადღებას აღარაფერს ვაქცევდი..უბრალოდ გადავეშვი არა რეალურ სამყაროში სადაც,
ცხოვრება არ იყო მტკივნეული,სადაც არ არსებობდა პრობლემები და სადაც ყველას ერთმანეთი უყვარდა.. მომწონდა ეს სამყარო.. მე კი ხატვას ვაგრძელებდი..დაუსრულებლად ვაგრძელებდი..
როცა ხატვას მოვრჩი ნახატს დავხედე ვნახე რომ თურმე ის ადამიანიც დამიხატია რომელსაც რამოდენიმე წუთის წინ თვალი მოვკარი ნახატს თვალი მოვაშორე და იმ ადგილისკენ გავიხედე საითაც ის სილუეტი დავინახე ისევ იქ იყო ამჯერად უფრო ახლოს დაჟინებით დავუწყე ყურება. თვალი მოვკარი მის ყავისფერ მაგრამ მზის შუქზე მოელვარ თმას შემდეგ მის ღრმა ზღვისფერ თვალებს... და წამით გონებაში გავივლე აზრი რა სიმპათიურიათქო მაგრამ მერე გამახსენდა რომ ეს ჩვენი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა იყო ამ ფიქრებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე როგორ წავიდა :))) გული დამწყდასავით მაგრამ რას ვიზავთ... ცოტახანი ჩამოვჯექი და ფიქრი დავიწყე მის თვალებზეე.. ნუთუ ასე ძალიან მომეწონა უცხო ადამიანი რომელსაც არც კი ვიცნობ.. არა,არა!.. შემდეგ ისევ ხატვა მომინდა ვხატავდი ადამიანს რომელსაც მისი თვალები ჰქონდა... 
მზის ჩასვლამდე სანაპიროზე გავატარე დრო მერე კი სახლში დაბრუნება გადავწყვიტე..ნივთები ჩანთაში ჩავალაგე და იმ ადგილას სადამდეც ტაქსმა მომიყვანა.. ცოტახანს იქვე გაჩერებასთან შევისვენე,საბოლოოდ კი ვარჩიე ფეხით გამესეირნა.. და კიდევ ერთხელ დამეთვალიერებინა ცოდვების ქალაქი..დიდხანს ვიხეტიალე,ბოლოს მდიდრების ქუცას მივადექი..ყოველ შემთხევევაში მე მას ასე ვეძახდი.. ამ ადგილას ხომ ერტად 5 კაზინო და სასტუმრო იყო.. უკვე თითქმის ქუჩის ბოლოში ვიყავი,როდესაც აბრას გადავაწყდი.. ამ აბრის წაკითხვისას თავში ერთმა იდეამ გამირბინა.. რამოდენიმე წამი აბრის წინ ვიდექი... ვუყრებდი და ვცდილობდი გადაწყვეტილება მიმეღო.. სად წავსულიყავი მარჯვნივ თუ მარცხნივ? სწორედ ასეთი შინაარსის კითხვა მიტრიალებდა თავში.. ჩანთაში ხელი ჩავყე და ბლოკნოტი და პასტა ამოვიღე.. იქ მითითებული ნომერი ჩავიწერე და სახლისკენ ავიღე გეზი..

მე და მარიამი საშინლად გახარებულები ვართ.. უზომოდ გახარებულები.. რადგან 21 კომენტარი მოგროვდა და მოგვეცა მოთხრობის გაგძელების შანსი.. 
ეს თავი ალბათ არც ისე დიდია,ამისთვის ბოდიშს გიხდით...ორივე გპირდებით მომდევნო თავი უფრო დიდი და საინტერესო იქნება.. იმედი გვაქვს რომ მოგეწონებათ და ველით თქვენს თითოეულ კომენტარს.. ძალიან გვიყვარხართ.. მადლობა თითოეული კომენტარისათვის.. <33
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 727 | დაამატა: ♥♥♥Mariam_Bieber♥♥♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 111 2 »
2013-01-28 Spam
Araushavda )) gaagrdzele