მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 7 » ♡The Price Of Happiness P8♡
4:06 PM
♡The Price Of Happiness P8♡
The Price Of Happiness P8
Love can sometimes be magic… But magic can 
sometimes just be an illusion!!

სარჩევი!♥


პალატა მძიმე,ნელი ნაბიჯებით დავტოვე.. სახლამდე ექიმმა ნიკ ბრაუნმა მიმაცილა..
გათენდა..თავს საშინლად ვგრძნობდი...თავს ძალა დავატანე და ავდექი.. ტომი სახლში მივიყვანე,მერე კი სახლში წავედი პირდაპირ.. არავის ნახვა აღარ მინდოდა..ახლა ყველაზე მეტად მარტო დარჩენა და დაფიქრება მჭირდებოდა.. უნდა დაველოდო ელეანორის გამოკეთებას,და შემდეგ არ ვიცი,როგორ მაგრამ ლიზას უნდა დავუბრუნო ცხოვრების აზრი..
სავარძელში ჩავექი და ოცნება დავიწყე ისეთ ოჯახზე,რომელიც არასოდეს მქონია.. თუმცა მანამდე ყველა ბედნიერი იყო,სანამ დედა და მამა არ დაიღუპნენ.. იმ დღეს დაესვა ჩვენ ბედნიერ და მოსიყვარულე ოჯახს წერტილი... იმ დღის შემდეგ დაიწყო ჩვენი უბედურება და დღემდე გრძელდება..თვალები დავხუჭე,მინდოდა ყველაფერი დასრულებულიყო..ყველა ეს უბედურება ერთდროულად არც ისე ადვილი გადასატანია.. მინდოდა იმ წამს გავმქრალიყავი.. ნუთუ მხოლოდ იმისთვის დავიბადე,რომ ვიტანჯო? ნუთუ ვეღარასოდეს ვიქნები ბედნიერი? ერთ დღეს შევძელი და ბედნიერების მწვევალზე ავედი,მაგრამ ფეხი დამიცდა და ახლაც ძირს ვეშვები..ხმელეთი არ მოჩანს.. ჯერ კიდევ შორს ვარ მისგან და უბედობა და ყველაფერი საშინელებაც იქამდე გაგრძელდება,სანამ ხმელეთზე არ დავეცემი.. მაგრამ შეიძლება ეს უკვე გვიანი იყოს.. მოვა დღე როდესაც შესაძლებლობა მექნება თავიდან დავიწყო სხვა ბედნიერებისკენ? დადგება დრო? უკვე ჩემთვის აღარაფერს აქვ აზრი.. თითქოს ცხოვრება ნელ-ნელა გაუფერულდა და მალე შავ-თეთრ მუნჯ კინოს დაემსგავსება..ნუთუ არ შეიძლება ყველაფერი უბრალოდ დამთავრდეს?.. აღარც ბედნიერება და აღარც უბედურება აღარ მინდა.. მირჩევნია უბრალოდ მოვკვდე.. იქნებ ასე მაინც შევძლო დავისვენო და ყველაფერი დავივიწყო.. კარებზე ზარი გაისმა.. ვიფიქრე არ გავაღებ და წავა მეთქი,მაგრამ კარების მეორე მხრიდან ხმა მოისმა..
-მის კასტრო ვიცი რომ სახლში ხართ..მე თქვენი დის ელეანორის ექიმი ვარ ენდრიუ..ენდრიუ მორისონი..
არაფერი მიპასუხია.. წამოვდექი და კარები ავუღე..
-შემობრძანდით.. (ნაძალადევად გავუღიმე,რადგან ახლა არაფრის თავი არ მქონდა)
-მინდა თქვენი დის შესახებ გესაუბროთ..
-როგორ არის? გამოკეთდა?
-საბედნიეროდ კომიდან გამოვიდა.. მისი გადარჩენის შანსი კი ამით ურყევი გახდა..
-ანუ მას აღარაფერი ემუქრება?
-აღარაფერი,მაგრამ მას ალბათ მკურნალობა დასჭირდება..
-ვიცი,რომ დასჭირდება,როგორც შემეძლება დავეხმარები..
-ის გერმანიაში უნდა გაიგზავნოს...
-რა? მე მაგდენი ფული არ მაქვს,თუმცა ახლახან გამოვიტანე თანხა,მართალია სხვა რამისთვის მჭირდებოდა,მაგრამ მირჩევნია ჩემ დას დავეხმარო ვიდრე სხვა რაიმეში დავხარჯო ფული..
-იცით მე აქ იმიტომ მოვედი,რომ მინდა თქვენი და მე წავიყვანო გერმანიაში..
-რა? რას გულისხმობთ?
-მე იქ რამოდენიმე წლით მივდივარ.. თქვენი დის მკურნალობას ალბათ ერთი წელი დასწირდება.. მე კი გთავაზობთ რომ წავიყვან.. ყველა ხარჯს მე გადავიხდი და კარგად მოვუვლი.. ვიცი როგორც დავეხმარო..
– არა ასე ვერ შეგაწუხებთ.... :ხ 
– არა რა შეწუხებაა უბრალოდ მინდა თქვენს დას და თქვენ დაგეხმაროთ..
– კარგით და როდის უნდა მოხდეს ეს ყველაფერი?
– ზეგ დილით ბილეთები უკვე ორივესთვის ვიყიდე და ჩემ ბინაში ვიცხოვრებთ.. თვენ მარტო ისღა დაგრჩენიათ ბარგი ჩაულაგოთ :))
– დიდი მადლობა ბატონო მორისონ... ოდესღაც ამ დიდ დახმარებისთვის გადაგიხდით :* 
– არ არის საჭირო კაგით ნახვამდის... 
– ნახვამდის
ექიმს დავემშვიდობე, სახლის კარი მივხურე და იქვე ჩავიკეცე მახარებდა ის რომ ელე გამოკეთდებოდა...თუმცა ძალიან მომენატრებოდა.. ოთახში ავედი და დაძინება გადავწყვიტე...მაგრამ სანამ დავიძინებდი ჩემ თავი კითხვებით დავარხრჩე.. რატო უნდა ამ ექიმს ჩემ დას დაეხმაროს? ალბატ იმიტომ რომ ეს მისი მოვალეობა.. სწორად ვიქცევი,რომ დახმარების უფლებას ვაძლევ? მემგონი ეს არასწორი საქციელია,რადგან მას არ ვიცნობ..არც ჩვენი ახლობელია,უბრალოდ ექიმია.. მემგონი ჯობს დავურეკო და უარი ვუთხრა,მაგრამ თქვა რომ ბილეთები უკვე შეკვეთილი აქვს.. არაუშავს,შევეცდები შემდეგ ავუნაზღაურო ის დანახარჯი რაც ჩემი დის მკურნალობას დაჭირდება..ფიქრს თავი დავანებე,არც ისე სქელი პლედი გადავიფარე და ჩაძინება ვცადე,მაგრამ არ დამეძინა...აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა.. ელეანორის ოთახში შევედი და ტანისამოსი გავუმზადე.. შემდეგ მარტომ ვისადილე და ტომის ბაღიდან გამოსაყვანად წავედი..
-ელეანორი როგორ არის? (ტომი საკმაოდ ნიჭიერი და თავის ტოლებზე ბევრად უფრო სერიოზული ბავშვი იყო)
-კარგად.. გინდა ნახო?
-მინდა .. მინდა! (წამოიყვრა)
-კარგი.. დღეს ვეღარ წავალთ,მაგრამ გპირდები ხვალ წაგიყვან.. ახლა
ერთ ადგილას უნდა წავიდეთ..
დრო მომეცა,ახლა შემეძლო ის ფართი მეყიდა.. სანამ იქით მივემართებოდი,ტელეფონი ამოვიღე და დავურეკე,მაინტერესებდა ვინმეს ხომ არ ეყიდა.. საბედნიეროდ ამაში მაინც გამიმართლა.. ფული თან მქონდა,რადგან სანამ ტომის გამოსაყვანად წავიდოდი ბაღში უკვე გადაწვეტილი მქონდა,ამ ფართის ყიდვა.. ბოლოს და ბოლოს რამით ხომ უნდა გვერჩინა თავი.. მალე მივედით დანიშნულების ადგილას.. ტომს ვთხოვე მანქანაში დამლოდებოდა და მუსიკა ჩავურთე,მე კი შენობაში შევედი.. თეთრად შეღებილი კედლები,სიცარიელე და სიცივე,რატომრაც არ მომეწონა.. ყავისფერი კარებისაკენ წავედი და დავაკაკუნე..
-მობრძანდით..მომესმა კარების მეორე მხრიდან.. მეც ფრთხილად შევაღე კარი და ფრთხილადვე შევედი,თითქოს ფეხის წვერებზე დავდიოდი..
-ალბათ თქვენ დარეკეთ არა?
-კი მე დავრეკე..
-გისმენთ..დაბრძანდით.. (თბილად გამიღიმა სკმაზე მჯდომმა)
ეს იყო ქერათმიანი,სასიამოვნო გარეგნობის ქალი..ასაკით ახლაგაზრდა არ იქნებოდა..არც მოხუცი არ იყო..ალბათ ასე 46 - 48 წლისა იქნებოდა..
-არ ვაპირებ დიდხანს საუბარს და მიკიბვ-მოკიბვას,უბრალოდ თქვენი ფართის მდებარეობა შეესაბამება ჩემ ინტერესებსა და ასევე გამოდგება ჩემი საქმისათვის..
-ძალიან კარგი.. ე.ი. უკვე გადაწვეტილია ამ ფართის შეძენა გსურთ..
-ნამდვილად,თუ თქვენ წინააღმდეგი არ ხართ!
-რა თქმა უნდა არა! (გამიღიმა ქალმა და სათვალე მოიხსნა,რომელიც ალბათ კითხვის დროს ჭირდებოდა)
-საჭიროა ამ კონტრაქტს გადახედოთ,ხელი მოაწეროთ და შენობის ეს ნაწილი უკვე თქვენი იქნება..
-ძალიან კარგი.. 
-გადახედეთ,მე ცოტახნით დაგტოვებთ..(ქალი წამოდგა და ნელი ნაბიჯით კარებისაკენ დაიძრა..თვალი არ მომიშორებია,სანამ კარები არ მოიკეტა და ოთახში მარტო არ დამტოვა.. კონტრაქტი ავიღე,მთლიანად გადავიკითხე.. ბევრს ვერაფერს ვიტყვი ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი და ძალზედ მარტივი კონტრაქტი.. თუმცა მაინც რამოდენიმეჯერ წავიკითხე,მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ დრო გამეყვანა 15 წუთში ისევ გაიღო კარი და ნაცნობი ქალი ისევ შემოვიდა..
-კონტრაქტი წავიკითხე..გაუგებარი არაფერია... უბრალოდ კალამი მჭირდება ხელი რომ მოვაწერო..
-ინებეთ!.. კალამი გამიმოწოდა.. გამოვართვი და სწრაფად მოვაწერე ხელი..
-ხვალ გელოდებით გასაღებსა და აბუთებს გადმოგცემთ..
-კარგით დიდი მადლობა..
სწრაფად დავტოვე შენობა და მანქანაში ჩავჯექი..ტომს ჩასძინებოდა.. მანქანა დავქოქე და სახლისკენ წავედი..

რამოდენიმე კვირის შემდეგ

ჩვენი ცხოვრება შეიცვალა.. ელეანორი ექიმ ენდრიუსტან ერთად ჯერ ისევ გერმანიაშია და მკურნალობს.. ვცდილობ,როცა დრო მაქვს ინტერნეტით დავუკავშირდე ხოლმე,მაგრამ ეს არც ისე ხშირად გამომდის.. ტომი იზრდება და ამავდროულად თანდათან ლამაზდება.. ჩემი საქმე? მე როგორ ვარ? არ ვიცი ალბათ ამჯერად შემიძლია ვთქვა რომ კარგად ვარ..თითქოს მოვლენები და ფაქტები დალაგდა.. ყველაფერი შეიცვალა.. ამჯერად მაინც შევძელი პრობლემა დამეძლია და ლაფიდან ამოვსულიყავი..ელიზაბეტ კასტროს რაც შეეხება,ჩემ მეორე დას,ის ისევ ისეა..მისი მდგომარეობა არ შეცვლილა..მას არც ცხოვრება უნდა და არც არც არაფერი..მისთვის მთელ ცხოვრებას აზრი დაუკარგავს და თვლის რომ საერთოდ ყველა ადამიანი სულ ტყუილ უბრალოდ ცხოვრობს და ამას ვერ ხვდებიან.. მისი აზრით სიცოცხლე უაზრობაა..დიდი უაზრობა,რომელიც მაშინ შეიძლება დამთავრდეს როცა ჩვენ გვინდა,თუ ამას მოვინდომებთ..ერთხელ ვუთხარი ტომს შენი ნახვა უნდა,ძალიან მოენატრე თქო,მან კი მიპასუხა ტომი ვინ არისო? ამის შემდეგ ვეჩხუბე და აღარ მინახავს.. ნუთუ შეიძლება უბრალოდ ერთი უბედურების გამო თავი მოიკლა? ნუთუ შეიძლება ტომისნაირი ანგელოზი დაივიწყო? ნუთუ იმ ტრაგედიის შემდეგ შეიძლებოდა შვილი დაევიწყებინა და შვილადაც კი აღარ ეღიარებინა?.. ალბათ ეს მხოლოდ იმიტომ ხდება რომ ძალიან უყვარდა ადამიანი რომელიც მაშინ დაიღუპა.. ტომის მამა მართლაც განსაკუთრებული პიროვნება იყო,მაგრამ ლიზას შეეძლო ეს ტკივილი ნელ-ნელა თავისი შვილის სიყვარულით შეევსო..და ეს პირიქით მოხდა..მან თავისი შვილი უარყო და დაივიწყა.. უბრალოდ ეს ძალიან მტკივნეულია.. როდესაც ტომი დედას ახსენებს გული მიკვდება..არ ვიცი მის შეკითხვებს რა ვუპასუხო,ჩემი პასუხი უუკვე მომაბეზრებელია.. "ლიზა მალე ჩამოვა".. ასე მგონია ტომი უკვე ყველაფერს ხვდება.. მიუხედავად ლიზას მდგომარეობისა ჩემი ცხოვრების ელფერი შეიცვალა.. შავ-თეთრი თითქოს ნელ-ნელა,დროთა განმავლობაში გაფერდა,მაგრამ არა მთლიანად..

* * * * *
-ექიმო ნიკ ბრაუნ გისმენთ რაზე დამიბარეთ?
-მინდა თქვენ დაზე ..ლიზაზე გესაუბროთ..
-რაიმე ახალია? თუმცა არამგონია მისი აზრით ცხოვრება უაზრობა..
-მინდა გთხოვოთ ტომი,მისი შვილი აქ მოიყვანოთ..
-ტომი? მან არ იცის რომ დედამისი ცუდადაა.. და ასე რომ ნახავს..
-გთხოვთ მოიყვანეთ.. ეს ძალიან წაადგება თქვენი დის მდგომარეობას.. ტომის საშუალებით შევძლებ მას ცხოვრების აზრი დავუბრუნო..
-კარგით...(წამოვიწიე)
-ხვალ გელოდებით..
უხმოდ დავტოვე კაბინეტი.. ტომის გამოყვანის დრო ჯერ არ მოსულიყო,ამიტომ მშვიდად დავუბრუნდი ჩემ სამუშოს და კაბების ესკიზების მომზადება დავიწყე..ვხატავდი იქამდე,სანამ დრო არ მოვიდა ტომის გამოყვანის და სანამ ფანტაზია არ გამომელია.. რადგან არც ისე ადვილია იმუშაო მარტომ.. ჯერ მხოლოდ ესკიზები მქონდა,ახლა საჭირო იყო მოდელები მეპოვა.. ან კაბები დამესრულებინა და რომელიმე ცნობილი დიზაინერი დამეინტერესებინა ჩემი ნაშრომებით..შემდეგ კი ალბათ მისი მოდელებით დამეხმარობა.. მოკლედ გავიჭედე ..არ ვიცოდი რა გამეკეთებინა..
-შეიძლება? (კარები გაიღო და მეთიუმ შემოყო თავი)
 მეთიუ? მასთან კარგი ურთიერთებოა მქონდა,თუმცა ის კოცნა,მაინც არ დამვიწყებოდა..რადგან მე ის როგორც უცნობი უკვე დიდი ხანია მიყვარდა.. ის რას გრძნობდა ჩემ მიმართ? ნამდვილად ვერ ხვდებოდა.. უბრალოდ ვგრძნობდი მის სითბოს და პატივისცემას.. ალბათ ის კოცნა უბრალო ინტერესი ან მიზიდულობა იყო.. 
-შემოდი.. (ვუპასუხე და ჩემი საქმე გავაგრძელე)
-ისევ მუშაობ?
-ვცდილობ ყოველ შემთხვევაში..
-მე კი მეგონა ერთად ვივახშმებდით..
-რომც არ ვმუშაობდე,ტომი ნუ გავიწყდება..
-ძიძას თხოვე გამოიყვანოს ბაღიდან და მთელი საღამო დაიტოვოს..
-არა.. არა.. მეთ.. პალიტრას მოვშორდი..იქვე მეორე ოთახში გავედი და ხელები დავიბანე..
-აბა რა გადაწყვიტე? (მეთი მგონი არც კი განძრეულა)
-არა მეთ არ შემიძლია!..
საწყალი სახით შემომხედა.. სიმართლე ვთქვა მეც მინდოდა მასთან ერთად ვახშმობა,მაგრამ ტომი ვისთან დამეტოვებინა? მისი ყოფილი ძიძის შეწუხება აღარ მსურდა..
-მაშინ იცი რა ტომიც ჩვენთან ერთად წამოვიდეს!
-მეთ!
-ანა.. კარგი რა.. მშვენიერი საღამო გამოვა..
-კარგი,ოღონდ ერ ბაღიდან უნდა გამოვიყვანო ტომი..
-მე წაგიყვან..

ბოდიში დაგვიანებისათვის.. უკვე რამდენი ხანია ვწერ და ძლივს დავდე.. რატომღაც ვფიქრობ კარგი თავი ვერ გამოვიდა,რადგან ახლა ცუდად ვარ და ვერ ვწერ უბრალოდ.. გვიყვარხართ და ველოდებით თქვენ შეფასებას!♥
სულ დამავიწყდა თქვენი დიდი მადლობელი ვარ მეც და მარიამიც რადგან მოგვეცით საშუალება გაგვეგრძელებინა მოთხრობის წერა
-MaaRiiaMiIa
Mariam_Bieber♥ 
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 751 | დაამატა: ♥♥♥Mariam_Bieber♥♥♥ | რეიტინგი: 3.0/5
სულ კომენტარები: 4
2013-03-07 Spam
Kargiaa <33 Malee <3