კიდევ ერთი ბოლეინის გვარიდან — 2008 წლის დრამა, რომლის რეჟისორიცაა ჯასტინ ჩედვიკი.
პიტერ მორგანის მიერ დაწერილი სცენარი დაფუძნებულია ფილიპა გრეგორის ამავე სახელწოდების რომანზე. ის წარმოაჩენს მე-16 საუკუნის დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის ცხოვრებას, ასევე არისტოკრატი დები ბოლეონების ურთიერთობას, რომელთაგანაც უფროსი მერი ჰენრი VIII-ის საყვარელი იყო, ხოლო ანა მეფის მეორე ცოლი და ინგლისის უბედური დედოფალი. ფილმში ისტორიული ფაქტების დიდი ნაწილი არასწორადაა გადმოცემული.