მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 30 » The Last Song
5:20 PM
The Last Song
The Last Song. 
It's gonna be alright...
"Moments.Life is a series of moments.
Let them go.Let them all go"
 

15.03.98

წვიმს... ეს იმას არ ნიშნავს,რომ გარეთ ცუდი ამინდია. არა,გარეთ მზე ანათებს,უბრალოდ ის ჩემში ვერ აღწევს. 
თითქოს ჩვენ ვერასდროს ვნახავთ პირისპირ და ვერ ვიტყვი "მე მათბობს მზე",რადგან ეს არ იქნება სიმართლე. მე არ მათბობს მზე,მე მცივა.
მე ვიყინები,გარეთ კი თბილა....

Tumblr_mkef7iakgb1rklgf4o1_500_large

17.03.98

შავ-თეთრი... ხანდახან ნათელი ფერები მიხალისებს ცხოვრებას. საკმარისია თუ არა ეს ხანდახან? მე არ მყოფნის ის რაც მაქვს.
თუმცა მეყოფა ის რაც მინდა რომ მქონდეს. 
რა მინდა? 
მაგაზე ვიფიქრებ და გიპასუხებ... აუცილებლად...

Tumblr_lv6bvbfp6e1r1yutvo1_500_large

20.03.1998

იცი,მე ვიფიქრე იმაზე თ მინდა და... ვერა! ვერ მივხვდი... ანდაც უბრალოდ არ მინდა იმაში გამოგიტყდე,რომ მე სითბო,სიხარული,ჯანმრთელობა მინდა...
არ მინდა იმაში გამოგიტყდე,რომ ყველა მეზიზღება,რადგან შენც შეგძულდები. შენ კი-ჩემი ერთადერთი მეგობარი ხარ და არ მინდა დაკგარო. მე ისედაც ყველას დავკარგავ,თუ უკვე არ დამიკარგავს... თან მალე,ძალიან მალე...

Tumblr_mk9yec5jiq1s67tv3o1_500_large

21.03.98

მცივა. ფანჯარასთან ვზივარ და ირგვლივ გარემოს ვათვალიერებ. ვუყურებ შხაპუნა წვიმას,რომლის წვეთებიც წამდაუწუმ ეცემა ზედაპირს და სასიამოვნო ხმას გამოსცემს...
სიჩუმე.
წვიმა  ძალიან გაბრაზებულია. ნეტავი,რატომ? იქნებ მასაც აწყენინეს,ან უბრალოდ მასაც გააჩნია გრძნობები?
ნეტა,მეც შემეძლოს წვიმად ყოფნა.ჩემი სურვილით წასვლა და მოსვლა... და ალბათ დედამიწას საერთოდ აღარ გავკეკარებოდი,ღრუბლებში ვიფრენდი. 
ანდაც,უდაბნოში მივიდოდი და ხალხს ჩემი მისვლით გავახარბედი.. ისინი კი უამრავი ლამაზი სიტყვებით შემამკობდნენ და დამლოცავდნენ..
თუმცა მე ხომ ადამიანი ვარ?! ძალიან შორს შევტოპე...
გარეთ გავედი,ფეხზე გავიხადე და ხელები ზეცისაკენ ავწიე.
ასე ვიდექი რამოდენიმე წუთის განმალობაში,სანამ წვიმამ შხაპუნი,მე კი-ოცნება არ შევწყვიტე... 
უბრალოდ მან სამახსოვროდ წყლით სავსე გუბები დატოვა,ჩემმა ოცნებამ კი-გაცრუებული იმედები...

Tumblr_mk3dxlv4xn1s5vcemo1_500_large

02.04.1998-The Last Song.

წამოვედი... ყველაფერი დავტოვე და ყველა მივატოვე. მე ეხლა სრულიად თავისუფალი ვარ,თუ არ ჩავთვლით იმ ორ ექიმსა და ექთანს,რომლებიც თავზე მადგანან და ჩემს სიკვდილს ელიან. 
იცი,მე სრულიად არ მეშინია... 
პირიქით მიხარია კიდეც,რომ დედამიწა აღარ დამძიმდება,რადგან აქ 43 კილოგრამიანი,19 წლის გოგონა აღარ ივსლის და აღარ ისუნთქებს...
ყველაზე მეტად გამომშვიდობება-დედასთან,მამასთან და შენთან მიჭირს. თქვენ ყველაზე მეტად მიყვარხართ,თუმცა მე შენ გატყუებ... არსებობს ერთი ვიღაც,ვინც ყოველთვის მეყვარება... უფროსწორად არსებობდა,რადგან აღარ არსებობს.
ისიც წავიდა და დამტოვა,მაგრამ მე მასთან მივალ და ერთად ვიქნებით რა მნიშვნელობა აქვს როდის და სად?! 
მთავარია ვიქნებით... 
მშვიდობით,როგორც ჩანს ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთები ახლოვდება. შენ ეხლა ჩემი ცრემლები გასველებს,ისევე როგორც მე მასველებდა ხოლმე წვიმის წვეთები,როდესაც წვიმდა...
 
Tumblr_migosxwqyq1qbo0w4o6_250_large 
მიყვარხარ და ძალიან მომენატრები,რადგან შენ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შენაძენი ხარ და მიხაროა,რომ გაგიცანი...
მართალია,დიდი ხანი ვერ მოვახერხეთ ურთიერთობა,თუმცა მთავარია გაგიცანი...
 
კატეგორია: ♥ ჩანახატები | ნანახია: 755 | დაამატა: Sopho♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2013-03-30 Spam
Natia Selenator, Irina biber, madloba))
Natia Selenator, ki me davtsere