მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 1 » The Darkest Town (8)
5:38 PM
The Darkest Town (8)
The Darkest Town (8)
♥ახალი მოთხრობა საიტზე♥
♥დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ♥
მადლობა იმისათვის რომ საშუალებას მაძლევთ
გავაგრძელო და მამხნევებთ თქვენი კომენტარებით
♥ნახეთ და დააკომენტარეთ♥

-მიყვარხარ ელის ! (ბენმა არაფრის თქმა არ დააცადა,სწრაფად მიუახლოვდა და აკოცა)
-ბენ! (ამჯერად ელისმა აკოცა მას)
-ჰეი აქ რა ხდება?(სემი)
-არაფერი(ელისმა ძმები მარტო დატოვა)
ელისის გაუჩინარებისას სემი ბენს მივარდა..
-რატო აკოცე?
-სემ რა იყო ეჭვიანობ?
-არა.. არ ვეჭვიანობ..მაგრამ არ მოგცემ ელისის წყენინების უფლებას..
-კარგი რა სემ!(ბენმა სემი თავიდან მოიშორა)
-გაიგე არ მოგცემ უფლებას რომ ელისს აწყენინო..
-მომისმინე პატარა ბიჭო.. ბენი სემს კისერში სწვდა.. მე ელისი მართლა მიყვარს და შენ არ მოგცემ უფლებას რომ ჩვენს ურთიერთობაში ჩაერიო..
მემგონი გასაგებიაა არა?
სემმა დაუბღვირა და ბენი თავიდან მოიშორა.. შემდეგ იქვე ტოტი მოტეხა და ბენისკენ გაიქცა,რომელიც ძლივს წამოდგა..
-შეიძლება ვამპირი ხარ,მაგრამ დიდი იმედი მაქვს ტკივილს იგრძნობ..
სემმა სარი ძლიერი დარტმით გაუყარა და მაშინვე გაუჩინარდა..
-ამას არ გაპატიებ სემ! თავისთვის ჩაილაპარაკა ბენმა და სარი თავისი სხეულიდან ამოიღო.. შემდეგ ტანისამოსი გაისუფთავა და ისე დაბრუნდა წვეულებაზე,ვითომც არაფერი მომხდარიყოს..
-სად იყავი?(ელისი)
-არსად..უბრალოდ სემთან პატარა უსიამოვნება მომივიდა.. და მირჩევნია ახლა აქედან წავიდე.. რადგან თუ დავინახე,ვიცი შემომაკვდება..
-რა მოხდა?(ელისი ბენს გაკვირვებული შეჰყურებდა)
-მან ჩემი მოკვლა სცადა,იმის გამო რომ გაკოცე..
-რაა? გაგიჟდა.. (ელისი და ბენი უკვე სახლის მოშორებით იყვნენ.. მანქანას უახლოვდებოდნენ..)
-როგორც ჩანს ეჭვიანობს..
-სემი ეჭვიანობს? ეს აბსურდულია.. (ბენმა ელისს კარები გაუღო..))შემდეგ კი ელვის სისწრაფით გაჩნდა,მანქანის საჭესთან..
-ელის მოეშვი ახლა დაკითხვას.. არაფერია მე ვამპირი ვარ 
ბოლოსდაბოლოს (ბენი)
როდესაც ბენს ელისის ზრუნვა მობეზრდა,ძალიან უხეშად უპასუხა..
მას შემდეგ კი მისი ხმა მთელი გზის განმავლობაში არ გაუგონია..
-მადლობა რო მომიყვანე. (გულგრილად დაემშვიდობა ელისი ბენს და მანქანიდან გადავიდა..) 
-მოიცა ბრაზობ? (ბენი ელისს გამოეკიდა..)
-არა არ ვბრაზობ.. მაგრამ შემეშვი..
-ელის მომისმინე.. ბოდიშს გიხდი თუ გაწყენინე..
-შენი ბოდიში მიღებულია,მაგრამ ახლა წადი..
-ელის..
-წადი-მეთქი ბენ.. მემგონი გასაგები უნდა იყოს შენთვის..
ბენი უხმოდ ჩაჯდა მანქანაში.. ელისმა თვალი გააყოლა მანქანას,მაგრამ მოსახვევში იგი გაუჩინარდა.. რამოდენიმე წამის განმავლობაში ის კიდევ იდგა გარეთ.. 
 
ძალიან ციოდა,ქარმაც დაუბერა თუმცა იგი სახლში მაინც არ შედიოდა.. გრძნობდა რომ სიცივე ნელ-ნელა ძვალ რბილში უჩნდებოდა და მისი აღარ ეშინოდა..
-მინდა ყველაფერი დავივიწყო.. არ არსებობენ ვამპირები და სხვა არაადამიანური არსებები.. ეს ყველაფერი სიზმარია.. მინდა გამეღვიძოს.. მეტის ატანა შეუძლებელია.. გთხოვტ გამაღვიძეთ.. მიშველეთ ვინმემ.. 
თავისთვის ჩურჩულებდა ელისი.. ხვდებოდა რომ მასში რაღაც ამოუხსნელი იცვლებოდა..მას კი ეს არ უნდოდა.. 
-აქ რატო ხარ? ვერ ხვდები რომ ცივა?
 (ნესა და მეთიუ მოვიდნენ) ელისს შეკითხვისათვის არ უპასუხია.. მაშინ ნესამ უბრალოდ ხელი ჩასჭიდა და სახლში შეიყვანა.. ელისს ხელები მთლად გაჰყინოდა..თითოქს ეკრუნჩხებოდა კიდეც ეს ლამაზი,ნატიფი ხელები..
-ელის ახლა მაინც მიპასუხე გარეთ რატო იდექი..
-მეძინება..
 (ელისი თავის ოთახში ავიდა.. )

* * * * *

მეორე დილით ელისმა შედარებით კარგ ხასიათზე გაიღვიძა.. თუმცა ბენის უხეშ პასუხს ახლაც გაბრაზებული იყო..გამოიცვალა და სკოლისაკენ წავიდა.. სეირნობით სწორედ იმ დროს მივიდა,როცა უკვე ზარი დაირეკა.. ისტორია ჰქონდათ.. 
-მემგონი ყველაფერი გასაგებია..ელის შეგიძლია მიპასუხო,როდის გაჩნდა ლეგენდა ფორსკში მცხოვრები ვამპირების შესახებ?
-არა მისტერ მაკალისტერ ..არ შემიძლია.. რადგან არ ვიცი..
-სამწუხაროა! მისტერ მაკალისტერი ელისის მაგიდას მოშორდა და თავის ადგილს დაუბრუნდა.. კიდევ 45 წუთი გაგრძელდა ლექცია..ქეროლაინი ლექციაზე ელისის გვერდით იჯდა,თუმცა იგი ისე იქცეოდა ტითქოს ვერც ამჩნდევდა..
-ელის რა გჭირს? (ქეროლაინი)
-არაფერი.. მემგონი დღეს მეტი ლექცია აღარ გვაქვს.. ხვალამდე.. (გულგრილად დაემშვიდობა ქეროლაინს და სახლში წავიდა)
სახლი ჯერ კიდევ ცარიელი იყო,თავის ოთახში ავიდა და დღიური დაიჭირა ხელში,რომელიც უკვე დიდიხნის განმავლობაში არ წაეკითხა..
ვერც კი მიხვდა,როგორ მოსაღამოვდა..როგორ მოვიდა შუაღამე და ბოლოს ძილის დრო.. პიჟამოები ჩაიცვა და ლოგინში ჩაჭვა,თუმცა დღიურის კითხვას ისევ აგრძელებდა... მანამდე იკითხა სანამ ძილი ძლიერად არ მოელია და თვალები არ დაეხუჭა..
პლედი თავზე გადაიფარა და ღრმა ძილს მიეცა.. ისე ეძინა ვერავინ და ვერაფერი ვერ გააღვიძებდა..

* * * * *
რამოდენიმე დღის შემდეგ..

-ელის კიდევ მიბრაზდები?
ელისი ისევ და ისევ არ პასუხობს ბენის შეკითხვას..
-ელის გთხოვ ერთხელ მაინც მიპასუხე..
პასუხი არ არის...
-ელის იცოდე ბოდიშის მოხდა არ მჩვევია,თუმცა მხოლოდ შენ გიხდი ბოდიშს და გთხოვ შემირიგდე..
ელისმა ბენი მოიშორა და კაფე დატოვა..
-იცი ბენ ვერ გიტან..შენი საქციელის გამო ჩემი საუკეთესო მეგობარი ხმას არ მცემს..(გაბრაზებული ქეროლაინი ელისის გასვლის შემდეგ ბენს მიუახლოვდა)
-იცი რა ჩემი ბრალი სულაც არ არის.. ეს სემის ბრალია.. მას ჩემთვის სარი არ უნდა გაეჭრო.. (მშრალად უპასუხა ბენმა "ქერათმიანს" და ბარი დატოვა..)
ბენმა იცოდა ელისი სახლში დაბრუნდებოდა,ამიტომ უკან გაჰყვა.. 
-ელის გთხოვ კარი გამიღე,უნდა დაგელაპარაკო..
-ბენ თავი დამანებე,,,გადავწყვიტე ვამპირების არსებობა სამუდამოდ დავივიწყო...(ელისმა კარების მეორე მხრიდან გამოსძახა)
-და მაგიტომ აღარ სცემ ხმას შენ საუკეთესო მეგობარს? არ ელაპარაკები ადამიანებს რომლებსაც უყვარხარ..
-მე ადამიანებს არ ვუყვარვარ.. მე ვამპირებს ვუყვარვარ.. მე კი ისინი მძულს..
-მეც გძულვარ?
-ხო მძულხარ..რამოდენიმე წამი ელისი გაჩუმდა..-ბენ მე შენ მძულხარ..
-მაშინ თუ მართლა გძულვარ.. კარი გააღე თვალებში შემომხედე და ისე მითხარი შენი სათქმელი..
-არა ..არ გავაღებ.. არ მინდა შენი დანახვა..
-ელის ელის..! (ბენმა გაიცინა)-შენ უბრალოდ გეშინია..
-რის მეშინია?(გაკვირვებული ხმით უპასუხა ელისმა)
-იმის რასაც გრძნობ..
-და რას ვგრძნობ? (ელისმა კარები გააღო..)
-გითხრა რას გრძნობ? იმას რასაც ახლა მე ვგრძნობ შენ მიმართ..
ბენმა ელისი თავისკენ მიიზიდა..
-მემგონი ყველაზე დიდი შეცდომა ახლა დაუშვი,როდესაც კარი გამიღე..
ბენმა ელისს ვნებიანად აკოცა..
 დიდხანს შეიძლება გაგრძელებულიყო ეს კოცნა,მაგრამ უცებ ტშის ხმა გაისმა. ელისიც და ბენის იქით მიბრუნდნენ საიდანაც ხმა მოისმა..
-ელის არ მოველოდი შენგან ბენის შეყვარებას..
-მემგონი ეს შენი საქმე არ არის..(ბენმა უხეშად უპასუხა)
-არა.. ეს ჩემი საქმეა,რადგან ელისი ერთადერთი გარანტია ჩემი სიცოცხლის.. ამავდროულად მხოლოდ მან იცის როგორ მომკლას..
-მოგკლავ კიდეც თუ კიდევ მომიახლოვდები და ჩემს სახლის საზღვარზე ნაბიჯსაც გადმოდგავ..
-როგორც ყოველთვის მემუქრები..
-რა გინდა აქ რისთვის მოხვედი? (ბენი)
-რისთვის და თქვენთან სარფიანი შემოთავაზება მაქვს.. უფრო სწორედ მოგიწევთ ეს გააკეთოთ.. ელის მე შენი სისხლი დამჭირდა თან ძალიან..
-დენიელ შენ გგონია უფლებას მოგცემ მას მიეკარო?(ბენი დენიელს მიუახლოვდა)
-მართალია უფლებას არ მომცემ..თუმცა როცა მოკვდები მაშინ ხო მომცემ..
ბენი მოულოდნელად მუხლებზე დაეცა.. დენიელი მის მოკვლას აპირებდა..
-ბეენ გთხოვ წამოდექი... ბენ ..
-ელის გრძნობ ამ საშინელებას? ახლა შენ თვალწინ მას ბოლო მოეღება..
-არა გთხოვ დენიელ.. არ გინდა.. ბენს არაფერი დაუშავო,მე რაც გინდა ის მიქენი..
ელის უებურად ცრემლები წამოუვიდა.. გრძნობდა და ხვდებოდა ბენის სიკვდილს ვერ გადაიტანდა,რადგან იგი უკვე თავდავიწყებით უყვარდა.. 
-გთხოვ დენიელ.. ძალიან გთხოვ.
ელისმა ჩაცრემლიანებული და სევდით სავსე თვალები მიაპყრო..
-კარგი ელის.. თუმცა რამოდენიმე საათით მაინც გავთიშავ..შენ კი ჩემთან ერთად წამოხვალ..
ბენი გონება დაკარგული მიწაზე დაეცა..
-აბა ელის მზად ხარ წამოხვიდე ჩემთან ერთად?
ელისი დენიელს უხმოდ გაჰყვა..დიდ და ძველებურად,თუმცა გემოვნებით მოწყობილ სახლში მივიდნენ..
-არ ვიცოდი ფორსკში ამ ადგილას ასეთი სახლი თუ არსებობდა..
-ეს სახლი ძალიან ძველია და დიდ ისტორიასაც ინახავს. ამ ადგილმა ჩემს ცხოვრებაში საბედისწერო ადგილი დაიკავა..
-რას გულისხმობ?
-ადრე აქ გიმნაზია იყო,სადაც 7-18 წლის ბავშვებს ასწავლიდნენ..როდესაც 7 წლის გავხდი მშობლებმა ამ სკოლაში მიმაბარეს..მათ იშვიათად ვნახულობდი,მხოლოდ არდადეგებზე.. ასე გაგრძელდებოდა მანამ სანამ 18 წლის არ გავხდებოდი.. პირველად როცა ამ სკოლაში ფეხი შემოვდგი.. ყველა ინტერესით მიყურებდა,მასწალებლებსაც და მოსწავლეებსაც აინტერესებდათ ვინ იყო მათი ახალი მოსწავლე და კლასელი..
დენიელმა ცოტახნით პაუზა გააკეთა..ხოლო შემდგომ ისევ განაგრძო..
-ამ სკოლაში გატარებული წლები ყოველთვის კოშმარია ჩემთვის..როდესაც ღამდებოდა შუქებს აქრობდნენ და ეს ადგილი მოჯადოებული ხდებოდა.. ისეთი შეგრძნება გიჩნდებოდა,თითქოს აქ სიკვდილი სუფევდა სამუდამოდ,და ეს მართლაც ასე იყო..
ელისს საშინელი შეგრძნება დაეუფლა.. მის წინ ის სურათები გაცოცხლა,რომლის შესახებაც ახლა დენიელი ლაპარაკობდა..
-აქ ამ ადგილას მე იმად ვიქეცი,რასაც ახლა წარმოვადგენ..
-სხვები?
-სხვა მოსწავლეები? ისინი დაიხოცნენ..
-როგორ?
-მე დავხოცე..
ელისი შეკრთა..თუმცა დენიელის ისტორიამ ძალიან დააინტერესა 
და თხოვა თხრობა გაეგრძელებინა..
-როგორ გადაიქეცი ვამპირად?..
-როგორც ჩანს დაგაინტერესდა..(დენიელმა გაიღიმა,თუმცა მის ღმილში საშინელი სევდა იგრძნობოდა)ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო.. გარეთ საშინლად ციოდა..წვიმდა..ისეთ სქელ ბინდს მოეცვა გარემო,რომ ვერაფერს გაარჩევდი..უკვე ყველას ეძინა ჩემს გარდა.. მე ჩემ ოთახში ვიჯექი და დღიურს ვწერდი..უცებ ვიგრძენი რომ უკან ვიღაცამ გაიარა.. მივბრუნდი,თუმცა არავინ იყო.. წერა აღარ გამიგრძელებია,უბრალოდ თვალები დავხუჭე და რამოდენიმე წამის განმავლობაში ღრმად ვსუნთქავდი..შემდეგ წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი..გარეთ ვიყურებოდი და ვცდილობდი,რაიმე მაინც გამერჩია..
უცნაური გრძნობა დამეუფლა.. კიდევ ერთხელ ვიგრძენი რომ ჩემს უკან ვიღაც იყო,მიუხედავად იმისა რომ ვერ ვხედავდი..
 
დიდხანს ვიდექი ფანჯარასთან..ვხვდები რომ რაღაცა ხდებოდა ჩემ გარშემო,მაგრამ ეს რაიყო ნამდვილად არ ვიცოდი..ფანჯარაში ვიყურებოდი,და უცებ ლანდი შევამჩნიე,რომელიც ჯვრის გვერდით იდგა.. შემდეგ კი ნელი სვლით სასწავლებლის მიმართულებით წამოვიდა..
გარკვევით  გავარჩიე რომ ეს სრული,მაღალი,მაგრამ საკმაოდ უხეში შესახედაობის კაცი იყო.. უცებ ჩემს ოთახში რაღაცამ გაირბინა.. ეს კი ნამდვილად შევამჩნიე...ფანჯარაში გავიხედე ის კაცი გამქრალიყო.. მაშინვე კარების შესასვლელთან მივედი და შუქი ავანთე.. ოთახს ვათვალიერებდი,მიუხედავად იმ გარბენისა რომელიც მე გავიგე,იქ მაინც არავინ იყო ჩემ გარდა..კუთხეში კედელზე რაღაცა წითელი კრასკით დაწერილ წარწერას მოვკარი თვალი..იმ მიმართულებით წავედი და წარწერა ვნახო რომელიც არა საღებავით,არამედ სისხლით იყო დაწერილი.. 
"შენ მალე მოკვდები"
დენიელმა საუბარი გაწყვიტა,რამოდენიმ წამის განმავლობაში ელისს უყურებდა,რომელიც გაფითრებულიყო.. თავი გადაქნია და საუბარი გააგრძელა..
-იმ წამსვე საშინელი ტკივილი ვიგრძენი.. სისხლი გამეყინა.. ვგრძნობდი რომ მალე მოვკვდებოდი.. ძალა მეცლობოდა . .. ძირს დავეცი 
და გონება დავკარგე.. როცა გავიღვიძე,საშინელი წყურვილი მკლავდა.. მოსწავლეებისთვის გამოყოფილ აბანოში შევედი და ხელ-პირი დავიბანე.. საუზმე მალე იქნებოდა... ძალიან მშიოდა თუმცა საუზმემ ეს გრძნობა ვერ დამიკმაყოფილა..
-დენიელ განარგრძე..
-რთულია ელის.. რთულია მიჰყვე იმას რაც არასოდეს დაგავიწყდება.. იმ გიმნაზიაში ერთი გოგო შემიყვარდა..ვარჯიშის დროს ფეხი იტკინა.. ექთანის ოთახში მარტო იყო,მე კი წყურვილმა მძლია და ის გახდა ჩემი პირველი მსხვერპლი... ჩემი პირველი მსხვერპლი ჩემი ერთადერთი სიყვარული გახდა..
რამოდენიმე წუთის განმავლობაში არცერთი ხმას არ იღებდა.. ელისი შეაძრწუნა დენიელის ისტორიამ.. მთლად დაეკარგა ფერი და ხელები უკანკალებდა..
-ძალიან შემზარავი ისტორიაა!
-მართლაც ელის..
-რა ერქვა შეიძლება ვიკითხო? 
-მას ელიზაბეტი ერთქვა.. ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგო იყო.. სხვებისგან განსხვავებული და განსაკუთრებული..
-წარმომიდგენია რას გრძნობ ახლა..
-არამგონია ელის..
-ცდები დენიელ.. მეც დამიკარგავს საყვარელი ადამიანები..
-ელის შენ იმ გოგოს გავხარ..
-მართლა?
-შინაგანად ისიც შენნაირი იყო.. შეეძლო საყვარელი ადამიანისათვის თავი გაეწირა.. შეეძლო ძლიერად ჰყვარებოდა.. მასში იყო ყველა კარგი თვისება თავმოყრილი..შენც ზუსტად ასეთი ხარ..
-ელიზაბეტს უყვარდი?
-მე ვხვდებოდი რომ ის სხვა რამეს გრძნობდა ჩემ მიმართ,გარდა მეგობრობისა.. თუმცა მგონია რომ იმას ვერ ხვდებოდა ვუყვარდი თუ არა ნამდვილად..
-შენ კი ის ნამდვილად,წრფელი სიყვარულით გიყვარდა..
-ასეა..! (დენიელმა ნაღვლიანად ჩაიცინა)
-მისი გადარჩენა არ შეიძლებოდა? 
-შეიძლებოდა,თუმცა ვამპირად ცხოვრებას და სხვების დახოცვას ვამჯობინე,იგი სამუდამოდ დამეკარდა..
-დენიელ შენ სულ სხვანაირი ადამიანი ყოფილხარ..მეგონა გული არ გაგაჩნდა..
-ელის მე არც ადამიანი არ ვარ,და არც გული არ გამაჩნია,უბრალოდ ახლა მინდა ის კაცი მოვძებნო ვინც ამად მაქცია და გავანადგურო..ხოლო შემგდომ მეც მოვკვდე სამუდამოდ..
-და მე რაში გჭირდები?
-შენ ერთადერთი იარაღი ხარ "ურჩხულის" წინააღმდეგ..
-ურჩხულის? დენიელ ჩვენც ურჩხულის განადგურება გვინდა..
-ალბათ ახლა იმას შემომთავაზებ ერთად ვიმოქმედოთ..
-ჰო ზუსტად მაგის თქმას ვაპირებდი..
-ელის შენ საკმაოდ ახალგაზრდა ხარ ამის გასაგებად.. მე მინდა მასზე მარტო ვიძიო შური..
-დენიელ შეცდომას დაუშვებ..
-ვიცი.. ახლა დროა წავიდეთ..ალბათ ბენი უკვე გამოფხიზლდა..
დენიელმა ელისი სახლში მიიყვანა..
-რამე ხო არ დაგიშავა?
-არაფერი არ დაუშავებია.. ბენ გთხოვ ჩამეხუტე...
-მიყვარხარ!
-მეც მიყვარხარ!
-კარგად ელის.. (დენიელი გაქრა..)
ელისი ბენს არ შორდებოდა...ცდილობდა ძლიერად მოეჭირა ხელები და არსად გაეშვა ბენი..გრძნობდა რომ მისი გული ნელ-ნელა ისევ აღდგებოდა და ბოლოს შეხორცდებოდა,რადგან მან სიყვარული,ნამდვილი სიყვარული იპოვა.. თუმცა მან არ იცოდა,რომ ამ სიყვარულის შესანარჩუნებლად დიდი ომის მოგება მოუწევდა..ომის რომელშიც წესები არ იარსებებდა..

მემგონი გამომივიდა ის რაც მინდოდა გამომსვლოდა.. მგონია რომ ეს თავი ყველაზე საინტერესო და დიდი თავია,რაც კი დამიდია..მოკლედ არ ვიცი რა ვთქვა..მადლობა რომ მაძლევთ შესაძლებლობას გავაგრძელო.. ეს თავი ეძღვნება ყველას,ვინც კითხულობს,და იმათაც ვინც არ კითხულობს.. მადლობა თითოეული კომენტარისათვის.. იმედი მაქვს მოგეწონათ.. 
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 854 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 6
2013-02-01 Spam
gaagrdzelee ))
momwoons dzaan ))