მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 30 » The Darkest Town (7)
5:26 PM
The Darkest Town (7)
The Darkest Town (7)
♥ახალი მოთხრობა საიტზე♥
♥დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ♥
მადლობა იმისათვის რომ საშუალებას მაძლევთ
გავაგრძელო და მამხნევებთ თქვენი კომენტარებით
♥ნახეთ და დააკომენტარეთ♥

-გამარჯობა ელის! მის წინ მდგომმა ადამიანმა დამცინავად გაუღიმა..ის სავარძელში ჩაჯდა.. და ერთ ადგილას გაქვავებულ ელისს ღიმილით შეჰყურებდა..
-ელის! ელის! ჩემი გეშინია? შენგან ამას არ მოველოდი,იმის მერე რაც მითხარი..
-აქ რა გინდა? (ელისმა თავი მოთოკა)
-აქ რა მინდა? მომენატრე.. თან ხომ ახლა მეც ფორსკში უნდა ვიცხოვრო და მგონი უკეთესი იქნება ერთმანეთი გავიცნოთ..
-მე კი ასე არ ვფიქრობ დენიელ..
დენიელმა სავარძელში გადაიხარხარა..
-ელის შენ მაინც ისეთი შეუპოვარი ხარ,როგორიც რამოდენიმე საათის წინ იყავი,როდესაც მოკვლით მემუქრებოდი..
-ეს ახლაც შემიძლია გავაკეთო!
-მაგრამ შენ არ იცი როგორ უნდა მომკლა..
-ცდები დენიელ..
-რატომღაც შენ თავში ძალიან ხარ დარწმუნებული.. (დენიელს ნერვებმა უმტყუნა და ელისს მიუახლოვდა.. ორივე ფეხზე წამოიჭრა) 
ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ.. დენიელი ცდილობდა მისი გამომეტყველებიდან დაედგინა სიმართლე,მაგრამ ის ვერაფერს ვერ კითხულობდა.. ელისი გრძნობდა რომ ძალიან ეშინოდა,მაგრამ მაინც არ აშორებდა თვალს და მკაცრ მზერას ესროდა.. 
-ელის არ ხარ სუსტი პოროვნება,მაგრამ რაღაც გაკლია..
-მაინც რა?(ელისმა დენიელ დაუბღვირა..ის კი ისევ სავარძელში გადაწვა)
-ვამპირობა!
-ჰაჰა (ელისმა ძალით გაიცინა)
-მირჩევნია მოვკვდე ვიდრე,ხალხის მკვლელ და სისხლის მსმელ არსებად ვიქცე.. 
-მაშინ ერთ კითხვას დამისვამ!..რატო მეგობრობ ვამპირებთან?
-ქეროლაინი ჩემი ბავშვობის მეგობარია და რაც არ უნდა მოხდეს მისი მეგობარი მუდამ ვიქნები..
-სემიი? ან ბენი? მათზე რაღას იტყვი? ისინიც ხომ ვამპირები არიან? შეიძლება რომელიმე მათგანმა მოკლა კიდეც ელისაბედი..
-არა ისინი ამას არ ჩაიდენდნენ..
-რატო გგონია ასე? შენ ხომ ისინი ახლა გაიცანი..
-დენიელ მოკეტე.. (ელისის ხმაში შიში იგრძნობოდა,მიუხედავად იმისა რომ ცდილობდა ეს დენიელს არ შეემჩნია,ის მაინც მიხვდა)
-დაეჭვდი? 
ელისისგან პასუხი ვერ მიიღო მხოლოდ კარისკენ მიუთითებდა..
-ელის არავის არ ენდო! მომავალ შეხვედრამდე.. დღეს იმედია მოხვალ გასაცნობათ გამართულ წვეულებაზე..
დენიელის გასვლისთანავე ელისი მშვიდად ჩაეშვა სავარძელში..
-აუტანელია არსებები არიან ვამპირები?
-მეც? 
-და ამავდროულად უკულტუროები.. (ელისს ბენისთვის არ მიუქცევია)
-ამათში მეც შევდივარ?
-კი ..შენ ყველაზე უარესი ხარ მათ შორის..
-კარგი რა ლამაზოო.. (ბენი ელისს გვერდით მიუჯდა)
-აბა რას აპირებ ? წამოხვალ ჩემთან ერთად დენიელის საღამოზე?
-არამგონია.. არ მიყვარს ვამპირულ წვეულებებზე სიარული..
-კარგი რაა.. ეს ხომ შენი პირველი ვამპირული წვეულებაა?
ელისმა ბენს გაუღიმა.. ის კი ძლიერად ჩაეხუტა..
-არ გამიშვა! (ელისი)
რამოდენიმე წუთი გავიდა..ელისი და ბენი ერთმანეთს არ შორდებოდნენ...
ორივე ხვდებოდა რომ რაღაცა შეიცვალა,რაღაც ახალი გაჩნდა..
ალბათ ყველას გაინტერესებთ თუ რა არის სიყვარული, როგორია ის,ამის პასუხი მეცნიერებმა წლების განმავლობაში ვერ დაადგინეს,მაგრამ ადამიანები მას თავისებურად ხსნიან... როცა ვიღაცა გიყვარს და თუ მასაც უყვარხარ,სამყარო სხვანაირი გეჩვენება,ამქვეყნად არაფერი გწყინს ყველაფერი გიხარია,თვალები გიბრწყინავს და გგონია რომ ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი შენ ხარ... 
შეეკითხეთ ნებისმიერს, თუ რა არის სიყვარული და გასაგებად ვერავინ აგიხსნით ამ სიტყვის არსს. გახშირებული გულისცემა, ციებიანივით სუნთქვა, კუნთების კანკალი, სველი ხელისგულები, აწითლებული ლოყები, უმიზეზო ღიმილი... უჩვეულოდ მოვარდნილი და ყოვლისმომცველი ეიფორიის გრძნობა იმდენად ძლიერია, რომ მისი სიტყვებით გადმოცემა, უბრალოდ შეუძლიებელია. ეს თავისებური დაავადებაა – სიმპტომებიც ასეთი აქვს. მაგრამ ბუნებამ, რომელმაც ჩადო ადამიანში სიყვარულის სიგიჟე, განკურნებაც გაითვალისწინა. ეს ქარბორბალა ყოველ ადამიანში სხვადასხვა დროით გრძელდება: ვიღაცისთვის ერთი თვე, ვიღაცისთვის 1–2 წელი,თუმცა შეიძლება ვიღაცისთვის სამუდამოდაც გაგრძელდეს..
რას გრძნობდა იმ წუთებში ელის? რას განიცდიდა ბენი მასთან სიახლოვით? მათ ორივეს "დაავადება" სჭირდათ.. ბენს კი ეს დაავადება სამუდამოდ გაჰყვებოდა და ვერასოდეს განიკურნებოდა,თუ ელისი სხვა არჩევანს გააკეთებდა..
წუთები გადიოდა,ისინი კი უბრალოდ ერთმანეთზე მიკრულები იყვნენ.. მიუხედავად ვამპირული სიცივისა ბენი გათბა.. იგრძნო,ის რისი არსებობაც არასოდეს სწამდა.. ის თვლიდა რომ სიყვარყლი მხოლოდ ილუზია იყო,თუმცა დარწმუნდა რომ ის ცდებოდა..
-მაპატიეთ თუ ხელი შეგიშალეთ.. 
(ვანესამ ჩახუტებულ ბენსა და ელისს მოჰკრა თვალი..
ელისი მაშინვე მოშორდა ბენს)
-არაფერი არ გეგონოს ჩვენ უბრალოოდ! ..
-კაი ელის არ მაინტერესებს შენ თავისუფალი ადამიანი ხარ (ნესამ ჩანთას დაავლო ხელი და გარეთ გავარდა..) მანქანაში ჯდებოდა როდესაც ელისს მოაძახა
-კაბა უნდა ვიყიდო დღევანდელი საღამოსთვის..
-რაა? ამან საიდან იცის საღამოს შეახებ? მე არაფერი მითქვამს.. 
-ალბათ დენიელმა უთხრაა.. (ბენმა უპასუხა,რადგან ნესა უკვე წასულიყო)
-აბა შენ არ გინდა რაიმე იყიდო წვეულებისთვის?
-არა.. არ მინდა მაგ წვეულებაზე წამოსვლა..
-კარგი რა ელის! ცუდად იქცევი..გთხოვ იყო ჩემი მეწყვილე..(ბენი ელისის ხელს ეამბორა..)
მან კი თავისი თბილი ღიმილი მიაგება.. 
-საღამოს გამოგივლი.. ახლა დაგტოვებ..
ბენი წავიდა,მაგრამ ელისი მარტო არ დარცენილა სახლში.. მასთან ქეროლაინი მივიდა..
-ელის კაბის არჩევაში დამეხმარე? ჩემს კარადაში ვერაფერი ვიპოვე წესიერი..
-ჩემ კარადაში იქნებ ნახო რამე.. წამოდი ზევით...
ელისმა  და ქეროლაინმა ჯერ სახლი გადაატრიალეს..შემდეგ მაღაზიები მოიარეს და ბოლოს კაბებიც შეარჩიეს.. 
-უკვე მზად ვარ ქეროლაინ ! შენ? 
-მეც მზად ვარ..
-ძალიან ლამაზი ხარ! (ორივემ ერთდროულად წარმოთქვეს ერტმანეთის დანახვისას)
-ელის მოვედი სახლში ხარ?(დაბლიდან ვანესას ხმა გაიგონეს..)
-კი სახლში ვარ.. (ელისი კიბეებზე ნელა დაეშვა)
-როგორც ჩანს თქვენ უკვე მზად ხართ..
-კი მზად ვართ და ახლა მე სემს ველოდები ეს კი ბენს..(ქეროლაინი)
-ხო მეც ჩავიცმევ..
-ვისთან ერთად მოდიხარ წვეულებაზე?(ელისი)
-მეთიუსთან ერთად.. უბრალოდ გეტყვი ხმა არ ამოიღო..
-კარგი ვჩუმდები..ელისი ვანესა სიყვარულს არასოდეს უშლიდა,მაგრამ მეთიუ განსაკუთრებით არ მოსწონდა.. მართალია ის გარეგნულად სულაც არ ჰგავდა დამნაშავეს ან სხვა რამე მაგნაირს,მაგრამ როდესაც თვალებში უყურებდა ელისი,გრძნობდა რომ მასში რაღაც არაადამიანური იგრძნობოდა.. 
მის ღიმილს და თვალის ფერს შეეძლო ნებისმიერი მოეჯადოებინა,მაგრამ ეს ელისს არ ეხებოდა..ელისი მის თვალებში,გამომეტყველებაში სულ სხვა რაღაცას ხედავდა,თუმცა დანამდვილებ არ იცოდა რა...
ელისმა კარები გააღო მის წინ კი მომღიმარი მეთიუ იდგა..
-ჰაი ელის.. შენი და სად არის?(მეთიუ დაუპატიჟებლად შევიდა ოთახში და სავარძელში ჩაჯდა)
-შეიძლება აქ დაველოდო?
-სხვა რა გზაა!
-ელის რო იცოდე ძალიან ლამაზი ხარ!..(მეთიუმ თვალი ჩაუკრა მას.. ელისს კი მისტვის ყურადღება არ მიუქცევია და ქეროლაინის გვერდით ჩამოჯდა)
კიდევ ერთხელ გაისმა ზარის ხმა..
კარი ამჯერად ქეროლაინმა გააღო..
ოთახში ძმები შემოვიდნენ..ბენი მაშინვე ელისისაკენ წავიდა..
-რა ლამაზი ხარ...
-მადლობ ბენ.. 
-ქერათმიანო არ გეწყონოს შენც ლამაზი ხარ!..
-აი მეც მზსდ ვარ( ნესა მისაღებში გამოჩნდა.. ამდენი ადამიანის დანახვა გაუკვირდა)
-კარგი.. სიტყვით გამოსვლას არ დავიწყებ.. წამოდი მეთიუ წავიდეთ..
რამოდენიმე წუთი გავიდა,რაც მეთიუ და ვანესა წასულიყვნენ..
-ელის წვეულებაზე არ მომშორდე...თუ მაინც და მაინც სადმე წასვლა მოგინდება ან სუფთა ჰაერი იცოდე რომ იქ არავის ენდო..ბევრი ვამპირი იქნება..
-კარგი გასაგებია ახლა წავიდეთ.. 
-წავიდეთ...(ბენი)
-აბა როგორი წვეულებაა ელის?(დენიელი)
ბენისა და ელისის დანახვისას იგი მაშინვე მათთან გაჩნდა..
-კარგი..
-საკმად უხეში პასუხია..ბენ ალბათ შენ ასწავლე არა?
-ჰო ალბათ..
-ცეკვები იწყება .. იქნები ჩემი მეწყვილე ელის?
-შენდა სამწუხაროდ უკვე დაგასწრეს (ელისი)
ბენმა ელისს ძლიერად მოჰკიდა ხელი ..ორივე დარბაზის შუაგულში დადგა.. მუსიკა ჩაირთო,მათ კი ცეკვა დაიწყეს..
-ელის მგონი დენიელს მოსწონხარ..
-არა უბრალოდ მე ვამპირებისთვის მაგნტივით ვარ.. ალბათ ჩემგან რაღაც უნდა.. 
-შეიძლება,მაგრამ უფლებას მივცემ რამე წაიღოს შენგან..
-მართლაა?
-კი ლამაზო.. დღეს ძალიან მომწონხარ.. არ ვიცი რა გითხრა,მაგრამ ახლა 
მხოლოდ ერთ სურვილი მკლავს..
-მაინც რისი სურვილი გკლავს?
-მინდა შენ ვარდისფერ ტუჩებს ვაკოცო..
ელისს სახეზე სიწითლე წამოუარა..
-ჯობდა არ გეთქვა.. 
-წამოდი სუფთა ჰაერზე..
ელისი ბენს უკან მოუხედავად გაჰყვა.. სემმა მათ თვალი გააყოლა.. ის არავის ენდობოდა,თავის ძმასაც კი ...თუმცა ცოტათი ეჭვიანობდა კიდე,მაგრამ ეს უფრო უმნიშვნელო იყო.. ის ახლა ქეროლაინთან ერთად ცეკვავდა..
-ელის..
-გისმენ ბენ!
გარშემო არე-მარე ბნელი და დაუსრულებელი ჩანდა..სქელი ნისლი იდო.. არცერთი მხრიდან სინათლე არ მოდიოდა,გარდა სახლის მხრისა.. ნათურების სინათლე მათამდეც აღწევდა,თუმცა მცირედ..
რამოდენიმე წამის განმავლობაში მათ შორის უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა..
ელისი და ბენი ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ.. ელისი სენით იყო შეპყრობილი..
გულისცემა გაუხშირდა,ისე რომ მისი ხმა ბენაც ესმოდა.ლოყები აუწითლდა..
-მიყვარხარ ელის ! (ბენმა არაფრის თქმა არ დააცადა,სწრაფად მიუახლოვდა და აკოცა)

შევეცადე კარგი თავი დამედო.. მემგონი დიდი თავია.. ჩემი აზრით თუ არ აღფრთვოვანდებით ოდნავ მაინც მოგეწონებათ.. ველი თქვენ შეფასებას..
მადლობა მათ ვინც ერთ კომენტარს მაინც იმეტებს ჩემი მოთხრობისათვის.. მიყვარხართ ყველა <33
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 846 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8
2013-01-31 Spam
momwoons ))
gaagdrzele :**