მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 10 » The Darkest Town (14)
10:33 PM
The Darkest Town (14)
The Darkest Town (14)
"ყველა დასასრულის უკან ახალი დასაწყისია,ყველა შედეგის უკან - ახალი მიზანი...ვიდრე ცოცხალი ხარ იცოცხლე!!! წინ წადი მაშინაც კი,როცა ყველას ჰგონია,რომ დაეცემი...

ჯეი ელისს შეჰყურებდა და გრძნობდა,რომ ცდუნებას ვერ დაძლევდა.. ელისის ვარდისფერი ტუჩები იზიდავდა.. თვალები ეუბნევოდა რომ უყვარდა.. აღარ იცოდა გაეკეთებინა,თუ არა ეს..თუმცა გინდა შეცდომა ყოფილიყო მისი საქციელი..მისი ტუჩები ელისის ტუჩებს შეეხო და ნაზი კოცნა აჩუქა...
-მაპატიე..
-გთხოვ კიდევ მაკოცე! (ელისის ასეთ პასუხს არ მოელოდა.. თვითონაც გაკვირვებული იყო თავისი თავით ელისი..)
ჯეიმ კიდევ ერთხელ ნაზად აკოცა.. ელისს ტანში ჟრუანტელმა დაუარა.. ისე გრძნობდა თავს თითქოს ბიჭი პირველად კოცნიდა..
-მიყვარ!♥(ჯეი)
-მეც მიყვარხარ!♥(ელისი)
-შენ არ იცი რას ამბობ? (ჯეიმ ელისი მოიშორა)
-არა.. პირიქით ..ეს ძალიან კარგად ვიცი..
-მერე ბენი?შენ არ თქვი ბენი მიყვარსო..
-არ ვიცი,არ ვიცი.. ელისმა ჯეის ზურგი შეაქცია
-ჯეი არ ვიცი..მე მხოლოდ ის ვიცი რომ შენი დაკარგვა არ მინდა..
-ბენი? მისი დაკარგვა გინდა?
-არც მისი..
-არ შეიძლება ერთდროულად ორი ადამიანი გიყვარდეს,მთავარია შენ იყო ბედნიერი.. გაგიგებ თუ ბენს აირჩევ..
-არა არა..ელისი ჯეისკენ შეტრიალდა..მიუახლოვდა და თვალებში ჩახედა..მდუმარეთ უყურებდა ჯეის ჩაწითლებულ თვალებს და თვითონაც ტიროდა..თითქოს გარემოც ხელს უწყობდა,სრული მდუმარება იყო.. მთვარე და ვარსკვლავები შეყვარებულ წყვილს შეჰყურებდა...ელოდა რა მოხდებოდა მათ შორის.. არც ჯეი და არც ელისი ადგილიდან არ იძვროდნენ,თითქოს ერთ ადგილას გაშეშებულიყვნენ.. ელისი ჯეის მკერდს მიეკრა.. 
-არ მინდა დაგკარგო!
-არ დამკარგავ,მე სულ შენ გულში ვიქნები და რაც არ უნდა მოხდეს,ჩვენ ყველაზე კარგი მეგობრები ვიქნებით...
ელისმა ჯეის ახედა,მერე კი ისევ ძლიერად მოეხვია.. ჯეიმც შემოაჭდო თავისი მკლავები და გულში ჩაიკრა.. 
-მიყვარხარ ელის!
-ბოდიშით ბავშვებო,ჩემ ჩანთას ავიღებ,აქ დავტოვე სკამზე... (ამანდა,ჯეის დედა გამოჩნდა აივანზე)ჯეი და ელისი მაშინვე მოშორდნენ ერთმანეთს...ამანდამ უხმოდ აიღო ჩანთა და ჯეი და ელისი ისევ მარტო დატოვა..
-ელის მგონი დროა წვეულებაზე დაბრუნდე,ბენი გეძებს.. (ჯეიმ ბენზე მიუთითა,რომელიც აქე-იქით დადიოდა და ვიღაცას ეძებდა..ეს ვიღაც კი ელისი იყო)
-შენ არ წამოხვალ?
-არა,არ ვარ ხასიათზე..
ელის ფეხის წვერებზე შედგა,ჯეის კიდევ ერთხელ აკოცა და სახლში შევიდა.. ჯეიმ დაინახა როგორ შეერია იგი ხალხს და ბენს მიუახლოვდა,რომელიც მას ეძებდა..
"მიყვარხარ ელის,შენი დაკარგვა არ მინდა,მაგრამ მემგონი შენთვის უკეთესი იქნება ბენთან იყო..." ჯეი სკამზე ჩამოჯდა და თავი ჩაღუნა..
თავს საშინლად გრძნობდა.. აცნობიერებდა რომ ყველაზე საყვარელ ადამიანს კარგავდა... კარგავდა სამუდამოდ..ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა.. თვალები მთლად ჩაწითლებოდა,ამდენი ემოციის გამო..
"მიყვარხარ ელის.. უშენოდ მოვკვდები..უშენოდ როგორ უნდა ვიცოცხლო?არ ვიცი რა ვქნა..არაფერი მშველის,შენი სახე,ფიქრები შენზე.. ოცნებები..მოგონებები,ყველაფერი ეს ერთდროულად საშინელ ტკივილს მაყენებს.. როგორ მინდა შენც ისევე გიყვარდე,როგორც მე მიყვარხარ.."
მთელი ღამე იჯდა ჯეი და მთვარეს შეჰყურებდა.. მის წინ იშლებოდა მოგონებები,ოცნებები.. ყველაფერი რაც კი მის ცხოვრებაში მომხდარა.. მთვარე მისი მესაიდუმლე გახდა,მან გაიგო ყველაფერი.. ჯეის მართლაც უზარმაზარი და ნამდვილი გრძნობა ჰქონდა ელისის მიმართ.. ალბათ ყველაზე ადამიანური,ჰუმანური გრძნობა.. ეს გრძნობა ყველასგან და ყველაფრისაგან განსხვავვდებოდა.. 

* * * * *
-ელის სად იყავი? გეძებდი!
-ჰაერზე გავისეირნე..
-ვიცეკვოთ? (ბენი)
ცეკვები,ხალხმრავლობა ელისისთვის უკე მოსაბეზრებელი გახდა..მას ახლა გული აივნისკენ მიუწევდა,სადაც ჯეი იყო.. თვალს არ აშორებდა იმ ადგილს.. ელოდა იქნებ კარები გაიღება და ჯეი გამოვაო,მაგრამ იგი არ გამოდიოდა.. 
-ელის მიდიხარ?(მოსასხამს იცმევდა ელისი,როდესაც ბენმა მოჰკრა თვალი..)
-კი მივდივარ..
-მე წაგიყვან!..
-არ მინდა..ცოტახნით ჩემ თავთან მარტო დარჩენა მინდა..
-კარგი!
ბენმა ელისი მანქანის კარებამდე მიაცილა,მერე კი წვეულებაზე დაბრუნდა.. ელისი რამოდენიმე წუთს იქვე იდგა მანქანასთან და სახლს შეჰყურებდა.. უფროსწორედ იმ ადგილს სადაც ახლა ჯეი იყო.. თვალი მოჰკრა ჯეის,რომელიც მთვარეს შეჰყურებდა და ფიქრების ზღვაში ცურავდა..
-ჯეი.. თავისთვის ჩაილაპარაკა ელისმა და მანქანაში ჩაჯდა.. მთელი გზა მისი სახე,მისი სიტყვები,მისი კონცა ახსენდებოდა.. აღარ იცოდა რა ექნა.. ნუთუ ჯეი უფრო უყვარს? ელისმა სახლის კარები გააღო და ოთახში ზანტი ნაბიჯებით ავიდა.. კაბა გაიხადა და პიჟამოები ჩაიცვა.. პირდაპირ ლოგინში ჩაწვა,თუმცა შუქი არ ჩაუქრია.. არ ეძინებოდა.. უბრალოდ უნდოდა თავისთავთან მარტო ყოფნა.. იქნებ როგორმე გარკვეულიყო თავის გრძნობებში..მთელი ღამე არ დასძინებია.. ესმოდა როგორ მოვიდა ვანესა წვეულებიდან..ბენის ხმაც გაიგო.. როგორც ჩანს მან მოიყვანა.. ბენმა დაუძახა,თუმცა არ უპასუხია..პლედი მთლიანად გადაიფარა და თავი სიბნელეში მოიმწყვდია..

* * * * * *
დილით მაღვიძარამ გააღვიძა.. თავს შედარებით უკეთ გრძნობდა.. სამზარეულოში ჩავიდა,ცხელი შოკოლადი გაიკეთა და ისევ თავის ოთახში დაბრუნდა.. ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა..
-ელის არ მოდიხარ? ოთახში ვანესა შემიდა,რომელიც უკვე მზად იყო სკოლაში წასასვლელად...
-არა მეზარება,ძალიან მეზარება!
-ცუდია,გამოდის მარტო მომიწევს წასვლა,მაგრამ არაუშავს.. ვანესამ ოთახი დატოვა,ელისი ისევ მარტო დარჩა.. სულ მარტო.. ახლა მის გარდა სახლში არავინ იყო.. ცხელი შოკოლადით სავსე ჭიქა გვერდით გადადო და დაბლა ჩავიდა.. სიმღერა ჩართო და სავარძელში ჩაჯდა.. ცოტახნით ერთ ადგილას გაშეშებულიყო,მერე წამოდგა და სახლი დაალაგა.. უკვე მოშუადღევდა..სკოლა დამთავრდა.. ვანესაც დაბრუნდა..
-ისევ პიჟამით ზიხარ?
-აბა როგორ უნდა ვიჯდე?
-ელის რა გჭირს?
ვანესა დას გვერდით მიუჯდა და გაწეწილი თმები ყურზე გადაუწია..
-სარკეში ჩაიხედე დღეს საერთოდ?
-ვანესა გთხოვ არ გინდა.. ახლა არ ვარ ისეთ ხასიათზე ვინმეს დარიგებას ვუსმინო.. ცუდად ვარ და მაინც ვერაფერი მიშველის.. ელისი სავარძლიდან წამოდგა და თავისი ოთახისკენ გაეშურა..ცოტახანში მისაღებში გამოჩნდა..
-სადმე მიდიხარ?
-გავისეირნებ!
ელისი სახლიდან გავიდა,მაგრამ სად მიდიოდა თვითონაც არ იცოდა.. თავიდან იფიქრა ქეროლაინთან წავალო,მაგრამ ისევ არჩია,უბრალოდ ესეირნა ქალაქში და მთელი დღე მარტო დარჩენილიყო,რადგან ფიქრი შეძლებოდა..ქალაქი მთლიანად მოიარა,თუმცა დაღლას ვერ გძნობდა..წინ მიდიოდა,ისე რომ უკან არ იხედებოდა.. იმასაც ვერ ხვდებოდა რომ იგი უვკე საკმაოდ შორს იყო ქალაქიდან..უკვე მოსაღამოვდა,ჩამობნელდა.. მზე ჩასრიალდა ციდად და მთვარე ამოვიდა..ნელ-ნელა მის გარშემო ვარსკვლავები გამოჩნდნენ.. ელისმა მხოლოდ ერთხელ ახედა მთვარეს და ისევ თავჩაღუნული განარგრძო სვლა.. იმ წუთებში არაფერზე ფიქრობდა.. არც ოცნებობდა.. თითქოს ყველაფერი გამქრალიყო და მარტო დარჩენილიყო..უეცრად ტელეფონის ხმა მოისმა.. ჩანთიდან ამოიღო და დახედა,ბენი იყო..ახლა არავისთან საუბარი არ უნდოდა მითუმეტეს ბენთან..ტელეფონი გათიშა და ისევ ჩანთაში ჩააგდო..
შუა ღამე გადავიდა,მაგრამ ელისი წინ სვლას განაგრძობდა..არ აპირებდა უკან დაბრუნებულიყო..უნდოდა ყველას და ყველაფერს გაქცეოდა..
-გამარჯობა.. ელისს წინ უცნობი გადაუდგა..მან კი თითქოს ვერც კი შენიშნა წინ სვლა განაგრძო..
-სად მიდიხარ? გაისმა ისევ იმ ბიჭის ხმა..
-რა გინდა ..მე თქვენ არ გიცნობთ!..
-მე მხოლოდ ის მინდოდა მეთქვა რომ ღამით მარტო სიარული საშიშია.. ვამპირების მაინც არ გეშინიათ? თქვა უცნობმა და მაშინვე მის გვერდით ორი გოგო გამოჩნდა..
-რა გინდათ ჩემგან?
-მე პირადად ამ წამს შენი მოკვლა მინდა.. ერთ-ერთმა გოგომ ელისს გარშემო შემოუარა.. 
-ძალიან მადის აღმძვრელი სუნი გაქვს..
-რა გინდათ ჩემგან?
-ჯერ-ჯერობით არაფერი..ჩვენ უნდა წამოგვყვე..
-ვერ ხვდები რით ვიზიდავ ვამპირებს.. ვიცი რაშიც გჭირდებით და თუ მომიახლოვდებით თავს მოვიკლავ.. ელისმა ჯიბიდან დანა ამოიღო.. ალბათ გიკვრით ელისს ჯიბეში დანა რათ უნდოდა,მართალია მას მარტლაც არაფერში სჭირდებოდა იგი.. ის ბენმა ჩაუდო ყოველი შემთხვევისათვის..
-აჰა. პატარა გოგო იმუქრება?
-დამშვიდდი და წამოგვყევი,თორე შენთვის საყვარელი ჯეი მოკვდება..
ხმა ამოიღო უცნობმა ბიჭმა..ჯეის სახელის გაგონებისას ელისმა ფერი დაკარგა.. გაშეშდა ..გაიყინა.. თითქოს სისხლი გაუჩერდა ერთ ადგილას.. ღრმად ამოისუნთქა და ცრემლი გადმოუგორდა..თუმცა ეს არცერთ ვამპირს არ შეუმჩნევია..
-წამოვალ... 
ელისი მათკენ წავიდა..
-ელის არ წახვიდე? (ელისმა დენიელის ხმა იცნო)
-ენ ვიღა ხარ? უცნობი ბიჭი.. 
ელისმა უცნობებისა და დენიელის საუბარით დრო იხელთა და დენიელისკენ გაიქცა... მას მიუახლოვდა და მოეხვია..
-მადლობ დენიელ..
-დენიელ..რამდენი ხანია არ მინახიხარ.. სამწუხაროა რო უნდა მოკვდე..
-ელენ!
-ნათან ეს ჩემი ძმაა! ნუ დარდობ მისი მოკვლა არ გაგვიჭირდება..თუმცა მას რომ მივყუვანოთ უკეთესი იქნება..როგორც ვიცი დენიელთან ბევრი აქვს გასარკვევი..
-კარგი მაშინ დროა ორივე წავიყვანოთ და ლაქ-ლაქს მოვრჩეთ..
დენიელი შეეწინაღმდეგა ..ვამპირებს შორის საშინელი ბრძოლა გაიმართა.. ელისი პირველად იყო ასეთი საშინელი ბრძოლის მაყურებელი.. ისნი ერთმანეთს გამეტებით ურტყავდნენ.. ახრჩობდნენ.. ამ ამაზრზენი სანახაობის ყურებისას ელისი ცუდად გახდა...ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის გარშემო.. 

* * * * *
-ცოცხალია?
-ცოცხალია,უბრალოდ გული წაუვიდა..

არ ვიცი როგორი გამოვიდა.. არ ვიცი ..ახლა სიმართლე გითხრათ მეც ელისივით ვარ,ვერ გამირკვევია ჩემში რა ხდება.. ვერ ხვდები მიყვარს თუ არ მიყვარს..მოკლედ ცუდად ვარ და ამ ფონზე მემგონი არც ისე ცუდი გამოვიდა..ვიცი პატარაა ამაზე არაფერი არ თქვათ :დ და კიდე ეს თავი მინდა მივუძღვნა  Rich♥Bitch-ს რადგან რამდენი ხანია ელოდება ამ თავს :დ..
-MaaRiiaMiIan
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 716 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 7
2013-03-11 Spam
gaagrzelee malee:* momewonaa <3