მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 17 » The Darkest Town
1:56 PM
The Darkest Town
The Darkest Tow(11)
♥ახალი მოთხრობა საიტზე♥
♥დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ♥
მადლობა იმისათვის რომ საშუალებას მაძლევთ
გავაგრძელო და მამხნევებთ თქვენი კომენტარებით
♥ნახეთ და დააკომენტარეთ♥

-ის თუ ვინმემ გააცოცხლა პირველ რიგში ჩემზე იძიებს შურს...
-რა? ე.ი ელისი საფრთხეშია.. (სემი)
იმ წამსვე ძმებმა ელვის სისწრაფით დატოვეს გამოქვაბული გასცდნენ ტყეს და ელისის სახლის მიმართულებით დაადგნენ გზას..
-ელის გააღე(ძმები რიგ-რიგობით ყვიროდნენ,მაგრამ სახლიდან ხმას არავინ სცემდა)
-სემ გაჩუმდი ცოტახნით!
სემი გაჩუმდა.. ბენმა კი ყური დაუგდო მდუმარებას.. არაფერი არ ისმოდა.. მიხვდა რომ სახლში არავინ იყო..
-იქ წერილიაა..რაღაც წერილი სემ! მოგვიწევს კარგი შევამტვრიოთ..
-მთავარია ელისი გადავარჩინოთ..
სემმა კარები შეამტვრია და იქვე ტელევიზორთან წერილი შენიშნა.. გარეთ ბენთან დაბრუნდა..წერილი გაშალეს..
"გეგონა მომკლავდი და თავიდან მომიშორებდი? თუ გინდა ელისი დაიბრუნო მოდი ..სად? ეს შენ თვითონაც კარგად იცი.."
-ძუკნა..(თავისთვის ჩაილაპარაკა ბენმა და მანქანის საჭესთან დაჯდა)
-სად მივდივართ ბენ? 
-ბლეიკის სახლში..
რამოდენიმე საათის გზა ძალიან მალე გაიარეს და ბლეიკის სახლს მიადგნენ..მანქანა სახლის პირდაპირ გააჩერეს და შენობაში შევიდნენ,რომელშიც ყველაფერი შეეცვალათ..
სახლში არავინ ჩანდა.. თითქოს აქ დიდი  ხანია არავის უცხოვრიაო,
მაგრამ ერთი შეხედვით მიხვდებოდი რომ აქაურობა ახალი დალაგებულიყო..
-გამარჯობა ბენ! (ოთახის ყველაზე ბნელი კუთხიდან ბლეიკი გამოვიდა)
image
-ბლეიკ..(ჩუმათ ჩაიალარაკა სემმა)
-სემ შენც აქ ყოფილხარ..
-მეც აქ ვარ!..
-ელისი სადაა?
-ელისი? სიმართლე გითხრა ბენ ძალიან მომეწონა ელისი!აი ისიც..
-ბენ! მას ნაბრძანები აქვს თუ ახლოს მიხვალ დანით დავისერო ხელები!
-ბენ ისე ძალიან ბევრი იცის შენმა გოგომ ჩვენზე ვამპირებზე...(ბეილი ბენს მიახლოვდა,თუმცა იგი დაშორდა)
-გეშინია? შენც უნდა იგრძნო ის ტკივილი რაც მე ვიგრძენი..
ბლეიკმა ბენის დაჭერა სცადა მაგრამ ვერ დაიჭირა.. 
-ბენ სულ დამავიწყდა! შენ ძალიან სწრაფი ხარ..დროთა განმავლობაში ეს სისწაფე იზრდება კიდეც..
-ბლეიკ სუფთა ძუკნა ხარ.. ელისი გაუშვი და ჩვენ მოვაგვაროთ,რადგან ეს მხოლოდ ჩვენ,მე და შენ გვეხება ბლეიკ..
-კარგი რაა ასე უფრო აზარტულია.. 
რამოდენიმე წამს მათ შორის სიჩუმე ჩამოვარდა.. ამ იდუმალ მდუმარებაში საშინელი გრძნობა დაიბადა და გაიზარდა.. ელისს ეშინოდა.. ხვდებოდა,რომ მასაც,ბენსაც და სემსაც სერიოზული საფრთხე ელოდათ..
"-რა გავაკეთო? ღმერთო მირჩიე რამე?"
-ელის გაიქეცი!(ბენის ყვირილმა დაარღვია მდუმარება)
იგი ბლეიკს ეცა ხოლო სემმა ელისი მოაშორა იქაურობას..

* * * * *
-სემ რამოდენიმე საათი გავიდა,ბენი კი ისევ არ ჩანს! (ელისი ოთახში წინ და უკან დადიოდა და ბოლთას ცემდა) სემი კი სავარძელსი მშვიდად იჯდა და ვისკის გემრიელად შეექცეოდა...
-სემ! ნუთუ არ გაინტერესებს შენი ძმა როგორ არის?? (ელისი ცოტახანს შეჰყურებდა მას,თუმცა ის ყურადღებასაც არ აქცევდა)
-მორტა მეტი აღარ შემიძლია(ელისი კარებისკენ წავიდა,თუმცა მის წინ სემი აღმოჩნდა)
-არ გაგიშვებ ეს საშიშია!
-ვგრძნობ ბენი საფრთხეშია!
-ის კარგად იქნება(სემმა ისე მშვიდად და დარწმუნებულად მიუგო პასუხი რომ ელისი გაბრაზდა და ხელი ჰკრა)
-მე ბენი უნდა მოვძებნო,შენ კი ჯანდანაშიც წასულხარ..
ელისმა მანქანა დაქოქა და ქუჩის კუთხეში გაუჩინარდა..
-ბენ იმედი მაქვს კარგად ხარ! ელისი გუში ერთი და იმავე სიტყვებს იმეორებდა,თვალწინ კი მომღიმარი ბენი ედგა..
მოულოდნელად მანქანა გაჩერდა.. 
-ჯანდაბა! (ელისმა საჭეს რამოდენიმეჯერ ძლიერად დასცხო ხელი და მანქანიდან გადმოვიდა)
იმ წამს არაფერზე ფიქრობდა,გარდა იმისა რომ ბენი ეპოვა რადაც არ უნდა დაჯდომოდა..რამოდენიმე წამს არ განძრეულა,ძეგლისავით გაშეშდა..შემდეგ კი ნელი ნაბიკით ბლეიკის სახლისკენ წავიდა..
ნაბიჯს ნელ-ნელა მოუმატა,ბოლოს სირბილით განაგრო გზა.. მიუხედავად ქარისა და სიცივის წინააღმდეგობისა უკან მოუხედავ გარბოდა..
მანქანისაგან უკვე ძალიან შორს იყო.. გზა დაებნა ბინდის გამო,რომელიც მთელ არე-მარეს მძიმე ტვირთან დაწოლოდა.. 
-ბენ სად ხარ! (საშინელ ტკივილს გრძნობდა...მუხლებზე დაეცა და ბენს ეძახდა,თუმცა პასუხი არსაიდან ისმოდა)
ელისს ძალა აღარ შესწევდა ფეხზე წამომდგარიყო..თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა..სიცივემ ძვალ-რბილში დაუარა და იგრძნო როგორ გაეყინა კიდურები.. 
-ჯობდა სემისთვის დაგეჯერებინა! ნაცნობი ხმა მოესმა.. თავი ასწია და ბენი დაინახა..
-ბენ! (ელისმა თავს ძალა დაატანა და წამოდგა..)ბენს ძლიერად ჩაეხუტა.. ისე გადაეჭდო,რომ ახლა მას ვერავინ მოაშორებდა..
-სემისთვის უნდა დაგეჯერებინა!
-არა.. არაა..მე შენ მიყვარხარ! არ ვაპირებ შენ დაკარგვას!
-მეც მიყვარხარ ელის! მაგრამ მაინც ცუდად მოიქეცი..
-მცივა ჩამეხუტე..
ბენმა ელისს ძლიერად მოჰხვია ხელები...როდესაც ელისმა ბენის მკლავების სითბო შეიგრძნო გონება დაკარგა..

* * * * *
ბენმა ლოგინში ჩააწვინა და საბანი გადააფარა..სანამ ოთახიდან
შუბლზე აკოცა და სინათლე ჩააქრო..ელისს კარგად ეძინა,მეორე დილით მშვენიერ ხასიათზე გაიღვიძა..
-გაიღვიძე? (ელისის გაღვიძებისთანავე,მის ოთახში ბენი შევიდა)
-როგორც ჩანს.. (გაიცინა და წამოიწია)
ბენი ლოგინზე ჩამოჯდა..
-მინდა გუშინდელზე დავილაპარაკოთ!
-არა გთხოვ თავიდან არ დაიწყო... სემს და შენ შეგიძლიათ ერთმანეთი გაანადგუროთ ისე რომ ხელიც კი არ აგიკანკალდეთ... მე კი არ შემიძლია დავთმო ის ადამიანები რომლებიც მიყვარს.. 
ბენმა ვეღარაფერი უპასუხა.. 
-ხედავ ვერაფერს მეუბნევი! მე მართალი ვარ!
-მართალი ხარ მაგრამ მაინც არამგონია ოდესმე სემი შემირიგდეს..
-რატო გგონია ასე?
-ეს გრძელი ისტორიაა!
-ჩვენ დიდი დრო გვაქვს იმისთვის რომ მომიყვე!
ელისისა და ბენის თვალები ერთმანეთს შეხვდნენ.. 
ბენმა კი საუბარი დაიწყო..
-ჩემი ცხოვრება საინტერესო არასოდეს ყოფილა,თუმცა იყო განსხვავებული,რადგან ამ ეპოქაში ყველაფერი ძალიან შეიცვალა.. ჩემსა და სემს შორის დიდი დაპირისპირება მოხდა.. 1921 წლის მერე ერთმანეთი არ გვენახა.. თუმცა ჩვენი შეხვედრა 1925 წელი უფრო უარესი აღმოჩნდა..
ბენმა წამით შეისვენა და მალევე განაგრძო..
-ზამთრის სუსხი იყო ამინდი იყო.. ქალაქი მთლიანად ჩაბნელებულიყო..სადღაც შორს ჰორიონტზეც კი ვერ შეამჩნევდი სინათლეს.. ბლეიკის დამსახურებით საშინელ წყურვილს ვგრძნობდი,მინდოდა ყველა მომეკლა.. სისხლი ერთადერთი რამ იყო რაც მინდოდა..ქალაქში დავეხეტებოდი და ცარიელ მდუმარებით სავსე ქუჩებს ვათვალიერებდი,სადაც ავის მომასწავლებელი სიჩუმე იდგა.. თვალი მოვკარი დიდი თეთრი შენობიდან როგორ გამოვიდა კაცი.. კუთხეში დავიმალე და მსხვერპლს დავუწყე ლოდინი.. რაც უფრო მიახლოდებოდა მით უფრო მკლავდა სურვილი მისი მოკვლისა.. ერთადერთი გზა მრჩებოდა რათა მე გადავრჩენილიყავი უცნობის სისხლი დამელია..კუთხეში შემოუხვია თუ არა ხელი პირზე ავაკარი და ყურში ჩუმად ჩავჩურჩულე:
-მშვიდად იყავი,ოდნავ გეტკინება!...
საშინელი წინააღმდეგობა გამიწია,მაგრამ საბოლოოდ შეველი და მისი სისხლი დავლიე..როდესაც სისხლს ვსვავდი თავს ვეღარასოდეს ვიკავებდი..ახლაც არც მომფიქრებია შევჩერებულიყავი იქამდე სანამ ბოლომდე არ გამოვცალე ამ უცნობის სისხლი..მუხლებზე ვიჯექი..მეც და უცნობიც მთლიანად ვიყავით სისხლში ამოსვრილები..ცოტახანს გვამს დავყურებდი.. მისი სახის ნაკვთები მეცნო.. ქუდი გადავხადე...ეს უცნობი მამაჩემი იყო.. თავი ვერ შევიკავე და ცრემლები წამომივიდა.. ვერ ვიჯერებდი რომ მამაჩემი მოვკალი.. მისი სისხლი დავლიე.. ჩემ თვალებს ვერ ადგილისაკენ გავიქეცი გვამით ხელში,სადაც ლამპიონის შუქი ოდნავ მაინც ანათებდა.. როდესაც სინათლეზე მის სახეს მოვკარი თვალი იქვე გავიყინე..ვდილობდი როგორმე დავხმარებოდი,მაგრამ უკვე საკმაოდ გვიანი იყო.. გვამს ხელები გავუშვი და ძირს დავანარცხე..მე კი იმ წამს იქიდან ავორთქლდი..
ელისი თავზარდაცემული იყო ბენის მონათხობის გამო.. შემკრთალი და შეშინებული უსმენდა..
-გაფითრებული ხარ.. მემგონი ჯობს შევწყვიტო..(ბენი)
ყოყმანისა და დაფიქრების შემდეგ ელისმა ძლივს ამოიღო ხმა
-განაგრძე.. არაფერია..
-დარწმუნებული ხარ?
-ნამდვილად!
ბენმა ღრმად ამოიხვნეშა და განაგრძო..
-რამოდენიმე დღე გავიდა ალბათ 3-4..მე სახლში დავბრუნდი ვითომც არაფერი ვიცოდი.. დედას შავები ჩაეცვა.. მასთან მივედი და ხელზე ვეამბორე შემდეგ კი ვკითხე:
-ასე რატომ გაცვია?
მან კი ტირილით მიპასუხა და თან თვალები შემომანათა,რომელიც საშინლად დასიებოდა..
-მამაშენი რიჩარდი დაიღუპა...
დედას კალთაზე თავი დავდე და თვალები დავხუჭე.. დიდხან ვიყავით ასე,ხმას არცერთი ვიღებდით.. ჩვენი მყუდროება სემმა დაარღვია,რომელიც ოთახში შემოვიდა..
-დედა როგორ ხარ? (ის დედას მიესალმა..ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს)
ელიზაბერმა არაფერი უპასუხა მხოლოდ თავი გააქნია..
-რამე გაარკვიე? (ცოტახნის დუმილის შემდეგ ჰკითხა სემს)
-ჯერ-ჯერობით ვერაფერი..ვარაუდობენ რო ცხოველმა,მგელმა დაგლიჯა..
-შუა ქალაქში მგელს რა უნდოდა?
-ახლა სწორედ მაგას არკვევენ..
დედამ ოთახი დატოვა.. მე და სემი ამდენი ხნის მერე ისევ შევხვდით.. მას ჩემთვის არაფერი უთქვამს გარდა იმისა რომ გასვლის წინ მითხრა ტყეში გელოდებიო..ის გავიდა და მეც უკან გავყევი..
-ამდენი ხნის მერე ისევ შევხვდით..
-შენ როგორც ჩანს ისევ ხარ ჩემზე გაბრაზებული...
-არ უნდა ვიყო? ბლეიკი შეაცდინე და ახლა მამა მოკალი..
-საიდან მოიტანე?(შევეცადე ბუნებრივად გამეკვირვებინა სემის სიტყვები)
-ამ ქალაქში ჩვენ გარდა სხვა ვამპირი არ არის! ეს კი ვამპირის გაკეთებულია..
-ბლეიკიი? ის სადააა? იქნებ იმან მოკლა..
-არა ბლეიკს არ მოუკლავს,რადგან ის გუშინ მთელი დღე ჩემთან იყო..
-არა ცდები ის ბლეიკმა მოკლა.. ჩვენ ორივე მან გვაქცია ასეთ ცივსისხლიან არებებად.. ჩვენ არ შგვიძლია თავი შევიკავოთ..ხო მე მოვლაკი რიჩარდი მაგრამ ეს ბლეიკის ბრალია..(სიბრაზე მოედო მთელ ჩემ გონებას)
-რა? (სემი გაკვირვებული იდგა)
-ყველაზე შურს ვიძიებ..რიჩარდისათვის მთელ ქალაქს გავანადგურებ!(სემს ბოლოჯერ შევხედე და იქიდან გავქრი..) 
ამ შევხდრის მერე ძალიან დიდი დრო გავიდა და ჩვენ ძმებს ერთმანეთი ისევ არ გვენახა.. მხოლოდ ახლა შევხვდით,როცა ორივე აქ წამოვედით შენ დასაცავად..
ბენმა საუბარი შეწყვიტა.. რამოდენიმე წამს ელისს უყურებდა.. 
-ახლა ხვდები რატომ ვძულვარ ჩემ ძმას? მეც მძულს ჩემი თავი რიჩარდის გამო..
-ეს წარსულია და უნდა დაივიწყო,რადგან სამუდამო არაფერია! (ელისმა ბენს ხელი მოჰკიდა და გულზე მიადებინა)
-ხედავ აქ გული ცემს! და სანამ გული ცემს და მე ვსუნთქავ მეყვარები.. 
ელისმა ბენიკენ წაიწია და აკოცა..
-სადილი მზადაა? (ოთახის კარი ვანესამ შეაღო,მაგრამ მათი დანახვისას უკან გაბრუნდა და ბოდიში მოიხადა)
-არაფერია ნესა.. (ელისმა ბენი მოიშორა და ლოგინიდან წამოდგა)
-კარგი მაშინ გელოდებით... ნესა დაბლა ჩავიდა.. მალე მას ბენიც მიჰყვა..

* * * * *
-გემრიელი იყო.. (ელისი)
-ახლა რას ვაპირებთ?(ქეროლაინი)
-მე არანაირი იდეა არ მაქვს (ნესა)
-მოდი კაფეში რაღაც კარგი საღამოა და იქ წავიდეთ(ქეროლაინი)
-შენ და წვეულებები კარგად მეგობრობთ ხო იცი.. (ელისის ნათქვამზე სამივეს სიცილი აუტყდა)
-კარგი ესეიგი მივდივართ!
გოგოები დაიშალნენ,საღამოს კი ისევ შეიკრიბნენ და კაფეში
ერთად წავიდნენ..!
image  image

ბევრს ვერაფერს ვიტყვი იმედი მაქვს მოგეწონებათ.. შემიფასეთ..მაპატიეთ რომ ამდენ ხანს გალოდებინეთ, გპიდებიტ ეს აღარ განმეორდება..იცოდეთ რომ ძალიან <3 მიყვარხართ! <3
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 744 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
2013-02-18 Spam
Au Sashinlad Momwons )
Magaria )