მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 4 » The Darkest Town
11:50 PM
The Darkest Town
The Darkest Town (1)
♥ახალი მოთხრობა საიტზე♥
♥გაიგეთ უფრო მეტი♥
♥ნახეთ და დააკომენტარეთ♥
 

ბნელოდა.! ყველა მხრიდან ტყე იყო..ის კი წინ და წინ მირბოდა და არ ჩერდებოდა..გრძნობდა რომ რაღაც მისდევდა,მაგრამ ვერ ხვდებოდა.. კიდევ უფრო და უფრო აცივდა.. ძვლებში დაუარა სიცივემ.. იგრძნო რომ ის საშინელება კიდევ უფრო ახლოს იყო მასთან..ტყის სიღრმეში ნათელი წერტილი გამოჩნდა.."მსხვერპლში" იმედი ჩაისახა.. მთელი დარჩენილ ძალით იმ ადგილისაკენ გაიქცა... მაგრამ უცებ ის გაქრა..ის მიწაზე აღარ იყო..გრძნობდა რომ ტკიოდა..საშინლად ტკიოდა.. ბოლოს კი მიხვდა რომ კვდებოდა..
მსხვერპლმა რაღაც ამოილუღლუღა,ისე ჩუმად რომ ვერავინ და ვერაფერმა გაიგო.. საშინელი ტკივილი იგრძნო..ტკივილი უსასრულოდ გაგრძელდა.. და უცაბედად გაქრა, მან თვალები სამუდამოდ დახუჭა..

* * * * *

-ძალიან მომენატრება!..
-მეც!..
-რთული იქნება მის გარეშე!
-ნამდვილად.. მაგრამ ჯობია ცხოვრება გავაგრძელოთ..
-მართალი ხარ!..
დები ერთმანეთს მოეხვივნენ.. ახლა თითოეულმა მათგანმა იცოდა რომ მათი ცხოვრება შეიცვლებოდა.. და ჩვეულებრივ წარსულ რეჟიმს არასოდეს დაუბრუნდებოდა..გრძნობდნენ რომ ბევრი რამე შეიცვლებოდა და მათშიც მოხდებოდა ცვლილებები.. შეიძლებოდა მათში მომხდარი ცვლილებები საბედისწეროც ყოფილიყო,მაგრამ მათ არ ეშინოდათ და თვალებში უყურებდნენ ცხოვრებას.. ისნი ხედავდნენ რეალობას,თუმცა ხვდებოდნენ რომ ამ რეალობის უკან რაღაც იმალებოდა..
 
* * * * *
-აღარ მოდიხარ?(ნესა)
-მოვდივარ..(ელისი)
-სად იყავი აქამდე..? (ელისი მოლოდინში დაღლილმა ნესამ,ელისს მაშინვე ეს კითხვა დაუსვა,როდესაც კარებში გამოჩნდა..)
-ტელევიზორში რაღაც საშინელ მკვლელობაზე საუბრობდნენ.. თან ეს თურმე უკვე მეორედ განმეორდა..
-კარგი რა ახლა მაგ უაზრობებზე საუბარს ჯობია წავიდეთ..
ელისს ნესასთვის აღარაფერი აღარ უთქვამს,უბრალოდ მანქანისაკენ გაემართა.. ნესაც მას გაჰყვა.. სკოლის შესასვლელთან მათ ქეროლაინი ელოდებოდა.. რომელსაც როგორც ყოველთვის ახალი იდეა ჰქონდა..
ქეროლაინი ეს იყო ქერათმიანი,მხიარული და საყვარელი გოგო,რომელიც ბევრს მოწონდა..თუმცა ამჯერად ის თავისუფალი იყო..ქეროლაინს ყოველთვის ქონდა იდეები და ისინი არასოდეს ელეოდა.. ძალიან უყვარდა გართობა.. ასევე იყო ნესაც, მასაც უყვარდა გართობა,ცეკვა და საღამოები..
ქერლაინმა გოგოების დანახვისას გაიღიმა.. 
-იცით?
-რა? ნესა მოუთმენლად შეეკითხა.. თითქოს ის ისევ პატარა იყო და მამიკოს ეკითხებოდა,
რა მოუტანა როდესაც ის წასული იყო..
-რა თქმა უნდა როგორც ყველა წლის პირველ დღეს, დღესაც წვეულება გაიმართება..ოღონდ უფრო გრანდიოზული.. 
-ააა!.. კაი მე მეზარება ახლა წვეულებებზე საუბარი,ჯობია კლასში შევიდე..(ელისმა ზერელედ უთხრა ორივეს (ნესასაც და ქეროლაინსაც) და კლასისკენ წავიდა)..
არცერთ მათგანს არ უცდია ელისის შეჩერება,რადგან იცოდნენ მის წინააღმდეგობას აზრი არ ქონდა.. ის წვეულებაზე მაინც წამოვიდოდა..
* * * * *

-ქეროლაინ ძალიან მაგარი წვეულება.. 
ქეროლაინმა ეს ძალიან კარგად იცოდა,მაგრამ არ აწყენინა მას ვინც კომპლიმენტი უთხრა..თუმცა მას არც კი იცნობდა..
-ელის მოხვედი? (დაინახა თუ არა ქეროლაინმა ელისი მისკენ გაემართა)
-სახლში მარტო ყოფნას ხმაურიან წვეულებაზე ყოფნა ვამჯობინე..
-ძალიან კარგი.. ნესა სად არის? არსად ჩანს..
-ყოფილმა შენთან ლაპარაკი მინდაო და იმას გაყვა..
-აი თურმე რა..წამოდი მაგარი სიმღერა..

საღამო უსასრულოდ გაგრძელდა ელისისთვის..მართალია გაერთო,მაგრამ დაიღალა..
-ქეროლაინ ჩემი და ხომ არ გინახავს..?
-არა ელის... რამე მოხდა?
-არაფერი..შენი მანქანა მათხოვე..
-კარგი წაიყვანე.. 
ქეროლაინმა ელისს მანქანის გასაღებ ესროლა და ცეკვა გააგრძელა..
-დამღალა უაზრო საღამოებმა..(ელისი თავისთვის ლუღლუღებდა,როდესაც იგრძნო რომ მის უკან რაღაც არსება იყო).. ელისი ნელ-ნელა უკან შებრუნდა თუმცა მის უკან არავინ იყო..
-არა აშკარად ვიგრძენი რომ ჩემს უკან ვიღაც იყო,ნუთუ მოჩვენებები მაქვს?
მანქანის კარი გამოაღო და ჩაჯდა..ძრავა ჩვეულებრივად ჩაირთო და ელისმა გეზი აირო სახლისკენ.. გზად იმ საბედისწერო ადგილას უნდა გაეარა სადაც დეიდამისი იპოვეს მკვდარი..
დღისით მას არაფრის შიში არ ჰქონდა,მაგრამ ახლა როცა ღამე იყო,ციოდა და ბნელოდა ის ადგილი შეზიზღდა.. გრძნობდა რომ ამ საზარელ ადგილას გავლა საშიში იყო..
ელისმა სიჩქარეს მოუმატა..უნდოდა რაც შეიძლება სწრაფად გაცლოდა იმ ადგილს.. ეზიზღებოდა ის აზრი რომ იმ ადგილას უნდა გაევლო სადაც დეიდამისი მკვდარი ნახეს...
თუმცა მის სწრაფად სიარულს აზრი არ ჰქონდა.. მანქანის ძრავა გამოირთო და მისი მანქანა სწორედ იმ ადგილას.. 
-oHh ShiT...რა საშინელებააა!!..
ნახევარი საათი გავიდა.. ელისმა ყველა კარები ჩაკეტა..მანქანიდან გადმოსვლას 
არ აპირებდა...ეშინოდა,იმიტომ რომ გრძნობდა თვით საშინელება ახლოს იყო..!!
როგორც იქნა სინათლე გამოჩნდა,ეს მანქანის შუქი იყო.. მანქანამ ისე სწრაფად გაიარა რომ მეორე გაჩერებული მანქანა ვერც გაარჩია.. ბოლოს ელისმა ძალა მოიკრიბა და მანქანიდან გადავიდა..მაგრამ მანამ ფარები აანთო რათა სრული უკუნითი ცოტათი მაინც დაერღვია..
-მე არ მეშინია..! ელის ძლიერი ხარ!.(ელისი თავის თავს ამხნევებდა)
თუმცა ბევრი არაფერი გაეგო მანქანის ძრავას ჩახედა..ყველაფერი კარგად იყო..არაფერი იყო გაფუჭებული და აი მან ისევ იგრძნო რომ მის უკან ვირაც იყო.. გაიგო როგორ სუნთქავდა ვიღაცა.. ნელა ძალიან ძალიან ნელა უკან შეტრიალდა... მაგრამ ის არსება გაქრა..თუმცა ამჯერად მან მართლაც დაინახა.. სიბნელეში გაუჩინარდა ის არსება.. 
ელისს მისტვის ყურადრება არ მიუქცევია მანქანაში ჩაჯდა და ძრავის ჩართვა ისევ ცადა.. ამჯერად ძრავა ჩაირთო და ის სახლისკენ წავიდა..

არ მოველოდი,რომ უფლება მომეცემოდა დამეწყო .. ძალიან ძალიან გამიხარდა.. მადლობა თითოეული ხმისთვის.. ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ.. დიდი მადლობა.. აბა ველოდები თქვენს კრიტიკას.. ერთი კითხვა მაქვს მანამ ელისს მოვაყოლო თუ ასე გავაგრძელო თხრობა?..ისიც ვიცი რომ პატარაა,მაგრამ ამ ერთხელ მაპატიეთ..
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 743 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 141 2 »
2013-01-08 Spam
gilocav gamarjvebas <3 dzalian kargi iyo,ori uaryofa winadadebashi jobia ar iyos....rogor c gagiadvildeba ise were...