მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 1 » The Dark Side Of The Moon ♥
8:28 PM
The Dark Side Of The Moon ♥
მთელი დღე უაზროდ იწელებოდა..
არ ვიცოდი რა გამეკეთებინა სახლში დავრჩენილიყავი ჩემს დაბადების დღეზე და დავლოდებოდი გავახსენდებოდი თუ არა ვინმეს თუ 
ქალაქში გამევლო და ამეწყვიტა ყველანაირად, დღეს ხომ ბავშვობას ვემშვიდობებოდი და ცხოვრების ახალი ეტაპი მეწყებოდა.
18 წელი თითქოს არც ბევრია და არც ცოტა მაგრამ ამდენი ხსნის განმავლობაში ხომ ადამიანს უამრავი რამ შეიძლება დაემართოს.
ჩემთვის ფიქრებში ვიყავი წასული როცა მობილურის ზარმა გამომაფხიზლა. უღიმღამოდ ავიღე და ვუპასუხე ისე რომ არც დამიხედავს ნომრისთვის
- გისმენთ
- რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს მარიამის დაბადების დღეა. გილოცავ და პირდაპირ გეუბნები დღეს არაფერი დაგეგმო
- მადლობა ლამაზო. რატომ არ უნდა დავგეგმო?
- მეჩქარება ეხლა. არ დაგეგმო და მორჩა. დაგირეკავ ცოტახანში
- კარ.. - არ დამამთავრებინა საუბარი რომ ყურმილი დამიკიდა
რა გიჟია - გავიფიქრე ჩემთვის და თან გამეცინა. ჯერ მხოლოდ 12 საათი იყო და არაფრის ხალისი არ მქონდა. გარდერობის კარები გამოვხსენი.
რამდენი ხანია არაფერი მიყიდია და არც სიახლე შემიმატებია არც გამიახლებია დროა ზაფხულის ფერებმა იმოქმედონ განწყობაზეც და გარდერობზეც.
ლეპტოპი ჩავრთე და თბილისის საუკეთესო მაღაზიები მოვძებნე. საუკეთესო ადგილი შოპინგისთვის. 
უამრავი მაღაზია იყო მაგრამ ყველას მაინც თბილისი მოლი მოსწონდა.
- რამდენი რამე გამომიტოვებია, თითქოს სხვა პლანეტაზე ვარ - ვთქვი და გამეცინა.
მისამართი ამოვიწერე და მოვემზადე სავაჭრო ცენტრში წასვლისთვის. 
- ამ რა ჩავიცვა? ეეს? არა ძველმოდურია. ეს? არც ეს ვარგა. არაფერი მაქვს ჩასაცმელი
ბოლოს მაინც სადად ჩავიცვი. მაიკა, ჯინსები და ვანსები
ჩემი აიპოდი ავიღე და ქუჩაში გავედი.
მშვენიერი ამინდი იყო. ნაზი ქარი სასიამოვნოდ ქროდა და თმებს მირხევდა.
პირველივე ტაქსი გავაჩერე და ჩავჯექი. 
- სად მიბრძანდებით?
- თბილისი მოლში. :) 
- კი ბატონო რა პრობლემააა.
არაფერი მითქვამს, მისი ღიმილი დავაფიქსირე რომელიც სარკიდან აირეკლა 
მთელი გზა ჩუმად ვიყავი და მუსიკებს ვუსმენდი, ერთი ორჯერ გამომელაპარაკებოდა მძღოლი და მის კითხვებზეც ხან თავს ვუქნევდი ხან ვაჩვენებდი თავს ვითომ არ მესმოდა.
- მოვედით - თქვა და საათს დახედა.
უსიტყვოდ ავდექი, ფული გადავუხადე და წინ გავიჭერი.
- რამხელა ცენტრია. წინ მიიწევს საქართველო, უყურე შენ :)- ვფიქრობდი ჩემთვის
მოკლედ მთელი პირველი სართული გადავათვალიერე, უამრავი მაიკა და შორტი შევიძინე.
ძირითადად ჭარბობდა თინეიჯერული საქონელი. 
შემდეგ მეორე სართულზე ჯინსები და რამოდენიმე კაბა შევიძინე. მესამე არ იყო გახსნილი ასერომ აზრი არ ქონდა რამოდენიმე მაღაზიის გამო ზემოთ ასვლას.
თითქმის სულ ფერადი ტანსაცმელი იყო მაგრამ რაღაც აკლდა და ეს რაღაც ფეხსაცმელი იყო.
რა თქმა უნდა არც ის დავაკელი და ულამაზესი ფეხსაცმელი ვიყიდე.
შემდეგ ბარში ჩამოვჯექი და რამოდენიმე უცხო სასუსნავი დავაგემოვნე.
საათს გავხედე და უკვე 5 სრულდებოდა.
-უი რამდენი დრო გასულა არადა არაფერი არ უნდა დამეგეგმა - გავიფიქრე და ტელეფონმაც მაშინ დამირეკა
დავხედე და მივხვდი რომ ისევ ანი იყო
- გისმენ, არანაირი ნოტაცია!!
- გასაგებია, დღეს გპატიობ. შენს სახლთან ვარ და იქნება მალე მოხვიდე არ მაქვს გასაღები, შენ სად ხარ?
- შოპინგზე. კარგი 15 წუთში მანდ ვარ. არსად არ წახვიდე - ვთქვი და გავთიშე, სასწრაფოდ თანხა გადავიხადე.
ტაქსი გავაჩერე და სახლში როგორც იქნა მივედი.
- მაპატიე რომ გალოდინე - ვუთხარი ანის და გადავკოცნე
- 1 საათი გვაქვს დრო. სანამ სტუმრები მოვლენ
- რაა? - ემოციები ვერ დავმალე
- ხო რა მოხდა? შენი დაბადების დღეა, დაკრძალვა კი არაა. დღეს უნდა გავერთოთ რამოდენიმე მეგობარი დავპატიჟე. მხოლოდ ჩვენები
- და რა უნდა გავაკეთოთ? წამოდი რამეს ვიყიდი თორე ცარიელი ხომ არ დავხვდებით - ვთქვი და დაბნეულობისგან თვალები დავქაჩე
- არა. ყველაფერს ერთად გავაკეთებთ. დროზე გააღე კარები
- კარგი კარგი - ვთქვი და სახლში შევედი
პარკები საწოლზე დავალაგე. ფეხსაცმელი გამოვიცვალე და ანისთან მივედი რომელიც სიას წერდა
- ეხლა მაღაზიაში გადი და ესენი იყიდე რაც აქ ჩამოგიწერე, მე მოვემზადები მანამდე - თქვა და ფურცელი მომაწოდა
10 წუთში მაგიდა სავსე იყო უამრავი ნივთით რომელიც მიგვანიშნებდა რომ ორი სულელი არაფრის მცოდნე ფუსფუსებდა :დ
- პირველად რას ვაკეთებთ?
- ქაფქეიქები, შემდეგ საჭმელსაც დავიწყებთ - თქვა და გამიღიმა
არც ისეთი ცუდი გამოვიდა როგორც ველოდი, გავიხსენე ბავშვობა და სიცილ - კისკისით მოვამზადეთ ნამცხვარი

  

შემდეგ როგორც ქართველ პატრიოტებს ჩვევიათ რამოდენიმე ტრადიციული საჭმელი გავამზადეთ.
თუმცა ცოტა ევროპულიც გავურიეთ. 1 საათში ყველაფერი მზად იყო და მხოლოდ სტუმრებს ველოდებოდით. 
მანამდე ყველაფერი მოვაწესრიგეთ მე და ანიმ და უბრალოდ მეგობრული ლაპარაკი დავიწყეთ 
- გახსოვს როგორ გვიხაროდა როცა დაბადებს დღეები გვქონდა? რა კარგი იყო ის დრო - თქვა და ხმაში სევდა შეეპარა
- ხო მაგრამ ბევრი რამ შეიცვალა, გავიზარდეთ და ცხოვრების რეალური აღქმა ვისწავლეთ. მოდი არ ღირს ამ ტრაგიკულ რაღაც - რაღაცეებზე ლაპარაკი, რაც იყო იყო. დღეს მინდა რომ ღიმილიანი საღამო იყოს - ვთქვი და ნაძალადევად გავიღიმე
- მშობლებმა მოგილოცეს? ვიცი რომ მტკივნეული თემაა მაგრამ მაინც.. - არ დავამთავრებინე საუბარი
- არა. მეგონა გავახსენდებოდი ერთერთს მაინც მაგრამ არაუშავს. რამენაირად გავუძლებ. მთავარია შენ მყავხარ :)
- მოდი ჩემთან სულელო - მოვიდა და ჩამეხუტა. ამასობაში კარზე ზარის ხმაც გაისმა და სევდიანი საახე ღიმილიანმა და მზაკვრულმა გეგმებიანმა სახემ შეცვალა. 



მოკლედ, ვიცი რომ ბევრი შეცდომა დავუშვი მაგრამ მომიტევეთ.
გპირდებით რომ ძალიან განსხვავებული მოთხრობა იქნება და არ დაემსგავსება სხვა მოთხრობებს რომელიც უფრო ხშირია საიტზე და არც ბანალური ისტორია იქნება, აქ იქნება ძირითადად ნორმალური ადამიანის ( შემდგომში უკვე ქალის) ისტორია რომელიც შეეცდება ცხოვრებას გაუმკლავდეს საყვარელ ადამიანებთან ერთად.
იმედი მაქვს მოგეწონებათ და გაგრძელების შანსი მექნება ♥
წინასწარ მადლობა თითოეული კომენტარისთვის,
კრიტიკას მივიღებ

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 880 | დაამატა: Katie♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 111 2 »
2013-07-03 Spam
dsaan mometsona♡♡♡♡♡♡