მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 1 » The book <3))
6:11 PM
The book <3))
სტეფან მორგან მეიერი (ინგლ. Stephenie Meyer) — ამერიკელი მწერალი. დაიბადა ამერიკაში 24 დეკემბერს 1973 წელს. მან ბავშვობა გაატარა არიზონაში. ჰყავს ორი და და სამი ძმა. მომავალი მეუღლე კრისტიანი გაიცნო მოზარდობისას და მასთან 1994 წელს იქორწინა.
1995 წელს სტეფანმა დაამთავრა ბრაიგამ იანგის სახელობის უნივერსიტეტი შტატ იუტაში. მან მიიღო ბაკალავრიატი ინგლისური ენის მცოდნეობაში. სტუდენტობის პერიოდში იგი ძალიან ბევრს კითხულობდა და ეცნობოდა თანამედროვე ფენტეზის ჟანრის წიგნებს.
სტეფანის გადმოცემით 2003 წლის 2 ივნისს მან სიზმარში ნახა მდელოზე წამოწოლილი შეყვარებული წყვილი, მისი თქმით ბიჭი ვამპირი იყო, რომელსაც გოგონას სუნი თავბრუს ხვევდა. 29 წლის დიასახლისმა და სამი შვილის დედამ გადაწყვიტა ჩაეწერა თავისი იდეები, ხოლო სამი თვის შემდეგ მან 500 ფურცლიანი რომანი ბინდი დაწერა. მან ლიტერატურულ აგენტებს მიუტანა თავისი რომანი, ხოლო ამის შემდეგ გამოსცა წიგნი რომელმაც მეიერს 750 ათასი დოლარი მოუტანა.
რომანი პირველ რიგში გამოიცა თინეიჯერების გულების დასაპყრობად. იგი დაიბეჭდა და გაყიდვაში გამოვიდა პირველად ამერიკაში 2005 წელს და შემაშფოთებელი წარმატებით გაიყიდა. ამის შემდეგ ყოველ წელს სტეფანიმ გადაწყვიტა გამოეცა ახალ ახალი საგები ახალი მთვარე დაბნელება და განთიადი. ყოველ წიგნში მთხრობელი არის განუმეორებელი ბელა სუონი თუმცა მესამე ნაწილის ბოლო თავი მოთხრობილია ჯეიკობ ბლექის მიერ და ამან იმხელა სიმპატია დაიმსახურა მკითხველებისაგან, რომ სტეფანმა გადაწყვიტა ბოლო წიგნის გარკვეული ნაწილის მთხრობილი ჯეიკობი ყოფილიყო.
ჩემი ერთ-ერთი დადებითი თვისება ისაა, რომ კითხვა ძალიან მიყვარს, შესაბამისად ჩემი ასაკისათვის საკმაოდ ბევრი ნაწარმოები მაქვს, წაკითხული, მათ შორის გამოვარცევ: ალექსანდრე დიუმას ''გრაფ მონტე კრისტოს'',  ბიჩერ სტოუს ''ბიძია თომას ქოხს'' და ძალიან ბევრ სხვას, თუმცა საკონკურსოდ გადავწყვიტე მსოფლიოს ბესთსელერზე, სტეფან მეიერის ''ბინდზე'' ვისაუბრო, რომელიც ჩემი ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებთაგანია ფენტეზის ჟანრში და რომელშიც არამარტო არაადამიანური არსებების ცხოვრებას ვეცნობით, არამედ ძალიან დიდ ადამინურ ღირებულელზეც კი შეიძლება ყურადღების გამახვილება, მასში მკაფიოდ არის გამოკვეთილი სიყვარული, ერთგულება, ურთიერთპატივისცემა, ერთიანობა, თანაგრძნობა, გამბედაობა, თავგანწირვა და ბევრი ისეთი თვისება, რომლითაც მხოლოდ მცირერიცხოვანი ადამიანების დახასიათება თუ შეიძლება..

ბინდი არის პირველი წიგნი სერიიდან ბინდი, რომელიც ამერიკელმა მწერალმა, სტეფან მეიერმა შექმნა, რომანში მოთხრობილია 17 წლის ბელა სუონისა და ვამპირ ედვარდ კალენის ისტორია.
პირველ ნაწილში ბელა სუონი გადაწყვეტს დედისა და მისი მამინაცვლისაგან ცალკე იცხოვროს და ამ მიზნით მამასთან ფორკსში ჩადის, სადაც მასზე ყველა ჭორაობს, რაც შეეხება ბიჭებს, ისინი მისი გულის დაპყრობას აქტიურად ცდილობენ, რაც ბელას აღიზიანებს კიდეც, ლანჩის დროს მის ყურადღებას იპყრობს 5 ადამიანი, რომლების სხვებისაგან გამორჩეულები: თეთრები და მომხიბვლელები არიან, მათ შორის მოეწონება ერთ-ერთი ბიჭიც სახელად ედუარდი.
როდესაც ბიოლოგიის გაკვეთილზე ბელა ედუარდის გვერდით დაჯდება შეამჩნევს, რომ ბიჭი მას ზიზღით უყურებს, მაგრამ ამის მიზეზს ვერ ხვდება. ედუარდი რამდენიმე დღე სკოლაში არ ჩნდება, რაშიც იგი თავს იდანაშაულებს, ერთხელაც, როცა ყინულზე მოცურებული ფურგონი ბელასკენ მიისწრაფვის, არსაიდან გაჩენილი ედუარდი  ფურგონს აჩერებს და ბელას გადაარჩენს, რაც ბელაში ეჭვს აღძრავს.
ერთხელაც ინდიელების რეზერვაციაში კლასელებთან ერთად გამგზავრებული ბელა ბავშვობის მეგობარს ჯეიკობს ხვდება, რომლისგანაც გაიგებს, რომ ქალაქში ბევრი ფიქრობს: კალენების ოჯახი ''ვამპირებს მიეკუთვნებიან'', რაზეც ბელა გამოძიებას იწყებს და მათ ვამპირებთან მართლაც ბევრ მსგავსებას ამჩნევს:ცივი კანი, არაადამიანური სილამაზე, სისწრაფე, თვალის ფერის ცვალებადობა. 
პორტ-ანჯელესში მოგზაურობისას ბელა შეხვდება ხულიგნების ბანდას, რომლებიც არ ეშვებიან მას. მოულოდნელად ჩნდება ედვარდი, რომელიც კვლავ გადაარჩენს მას. კაფეში იგი გამოუტყდება ბელას, რომ შეუძლია ადამიანის ფიქრების ამოცნობა, მისი და ელისი მომავალს ხედავს, ხოლო ერთ-ერთ ძმას, ჯასპერს შეუძლია ადამიანისათვის ემოციების შთაგონება. რამდენიმე დღეში ედვარდი გამოუტყდება ბელას, თუ რატომ ექცეოდა უხეშად - ბელას სისხლი მისთვის მიმზიდველი იყო და მისი არომატი წყურვილის გრძნობას უჩენდა. იგი ასევე გამოტყდა რომ ბელას აზრებს ვერ კითხულობდა რაც კიდევ უფრო იზიდავდა მისკენ. იგი მას ბეისბოლის თამაშში მონაწილეობას შესთავაზებს, რომელსაც კალენების იჯახი ხშირად მართავდა. მაგრამ თამაშის დროს ჩნდებიან მოხეტიალე ვამპირები - ჯეიმსი, ვიქტორია და ლორანი, რომლებიც კალენებისაგან განსხვავებით ადამიანის სისხლით იკვებებიან. ჯეიმსი მალევე შეიგრძნობს ბელას სისხლის მომაჯადოვებელ სურნელს და მასზე ნადირობას დაიწყებს. კალენები გადაწყვეტენ, გადაარჩინონ ბელა და მოკლან ჯეიმსი. ისინი ბელას ფენიქსში აბრუნებენ და ცდილობენ ჯეიმსს თავგზა აუბნიონ თუმცა იგი გამოცდილია და მალევე ხვდება რომ მის მოტყუებას ცდილობენ. იგი ბელას საბალეტო სტუდიაში დაუნიშნავს შეხვედრას და ეტყვის რომ თუ იქ არ მივა დედამისს მოკლავს. საბოლოოდ კალენები ჯეიმსს მოკლავენ და მის გვამს დაწვავენ.



ბელას თვრამეტი წლის იუბილეზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო კალენების ოჯახი ფორკს ტოვებს. ამის გამო ბელა ძლიერ დეპრესიაში ვარდება. მას არავინ და აღარაფერი აინტერესებს. ჩარლი უკვე მის ფენიქსში დედამისთან გაგზავნას უპირებს, თუმცა ბელას არ სურს ქალაქის დატოვება. რადგანაც სურს რომ ედვარდთან გატარებული დრო სიზმარი არ ეგონოს და სჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი ცხადში მოხდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდება ჯეიკობი. ბელა და ჯეიკი საუკეტესო მეგობრები გახდებიან თუმცა ჯეიკს ბელასადმი სასიყვარულო გრძნობა ამოძრავებს მაგრამ, ბელა ედვარდს ვერ ივიწყებს და მეტიც, იგი აღმოაჩენს, რომ როდესაც ადრენალინს გამოყოფს ედვარდის ხმა ჩაესმის. სწორედ ამიტომ გადაწყვეტს მოტოციკლის ყიდვას. თუმცა როდესაც მოტოციკლის ტარებას კარგად დაეუფლა მას ადრენალინი აღარ აწუხებდა და ამიტომაც ედვარდის ხმებიც შეწყდა. ერთხელ მან დაინახა, თუ როგორ ხტებოდნენ ჯეიკობის ტომელი ბიჭები კლდიდან და გადაწყვიტა მასაც ეცადა ეს. მალე ბელა გაარკვევს რომ მისი მეგობარი ჯეიკი მაქციაა რაც ნიშნავს იმას, რომ მას მგლად გადაქცევა შეუძლია თუმცა, სანამ კონტროლს არ ისწავლის ბელასთან ურთიერთობა აკრძალული აქ. ამის გამო ბელა კვლავ დეპრესიაში ვარდება. მოვიანებით ბელა აიხდენს სურვილს და კლდიდან გადახტება. სწორედ ამას დაინახავს კალენების ოჯახის ნათელმხილველი წევრი ელისი. როდესაც ედვარდი ელისის აზრებს წაიკითხავს ეგონება, რომ ბელამ თავი მოიკლა და გადაწყვეტს რომ აღარაფრად ღირს სიცოცხლე. ამიტომაც იტალიაში გაემგზავრება ვოლტურებთან რათა თავი მოიკლას. ვინაიდან და რადგანაც არო ედვარდის მამობილის, კარლაილის ძველი მეგობარია, ედვარდს უარს განუცხადებს უმიზეზოდ მოკვლაზე. ამის შემდეგ ედვარდი გადაწყვეტს რომ ხალხის წინაშე საჯაროდ გამოავლინოს თავისი ვამპირობა რითაც ვოლტურების მთავარ კანონს დაარღვევს და ამით სიკვდილით დაისჯება. 


თუმცა ბელა და ელისი ბოლო მომენტში მიუსწრებენ ედვარდს რათა არ მისცენ მას კანონის დარღვევის და სიკვდილის უფლება. საბოლოოდ კალენების ოჯახი კვლავ ფორკსში დაბრუნდება და ცხოვრების ჩვეულ რიტმში ჩადგება.

 

მოქმედება კვლავ ფორკსში ვითარდება. კალენების დაბრუნებამ ჯეიკობი ძალიან განარისხა რადგანაც მას სამუდამოდ გადაეკეტა გზა ბელასაკენ და ისინი მხოლოდ მეგობრებად დარჩნენ.
 თუმცა ჯეიკს ბელა კვლავ უყვარს და სწორედ ამიტომ წიგნის ერთ-ერთ ეპიზოდში მას აკოცებს რაც ბელას იმდენად განარისხებს რომ ჯეიკისათვის ფიზიკურად გასწორებას შეეცდება და რადგანაც მაქციები ისევე როგორც ვამპირები კლდესავით მაგრები იყვნენ, ბელა ხელს დაიზიანებს. ამან ოფრო დაძაბა ვითარება ედვარსა და ჯეიკს შორის. თუმცა ბელა მას მაინც შერიგდება. ამავდროულად ბელაზე განრისხებული ვიქტორია სიეტლში ახალშექმნილი ვამპირებისაგან არმიას აყალიბებს, რათა ერთხელ და სამუდამოთ იძიოს შური კალენებზე მისი შეყვარებული, ჯეიმსის მოკვლისათვის. კალენები ნებისმიერ მომენტში ელოდებიან ვიქტორიას თავდასხმას და ამიტომაც ისინი მუდამ მზადყოფნაში არიან. რადგანაც ვიქტორია მაქციებისა და ვამპირების საერთო მტერია ამ ნაწილში ისინი გაერთიანდებიან მტერთან საბრძოლველად. ვამპირები მაქციებთან ერთად დაიწყებენ ტაქტიკის შემუშავებას თუ როგორ გაუმკლავდნენ ახალშექმნილთა არმიას. ამ ნაწილში ბელა სკოლას ამთავრებს და ამის აღსანიშნავად კალენების სახლში ელისი წვეულებას მოაწყობს. საბოლოოდ ვიქტორიას არმია ფორკსისაკენ დაიძვრება რასაც ელისი მანამდე დაინახავს სანამ ისინი ქალაქს მოუახლოვდებიან.


 კარგად შემუშავებული ტაქტიკით კალენებსა და მაქციებს არ გაუჭირდებათ ვიქტორიას არმიისათვის ბოლოს მოღება. 
წიგნის ბოლო თავი მოთხრობილია ჯეიკობ ბლექის მიერ სადაც მას ედვარდისა და ბელას, ქორწილის მოსაწვევი მოსდის.

განთიადი  არის მეოთხე და ბოლო ნაწილი სტეფანი მეიერის რომანების სერიისა ბინდი. წინამორბედებისაგან გნსხვავებით იგი შედგება 3 ნაწილისაგან და აქედან მეორე ნაწილი ჯეიკობის მიერაა მოთხრობილი.
წიგნი პირველი (ბელა) 
როგორც იქნა ბელა და ედვარდი დაქორწინდნენ და გადაწყვიტეს თაფლობის თვე სამხრეთ ამერიკაში ედვარდის მშობლების კუთვნილ კუნძულზე გაატარონ. იმის მიუხედავად, რომ ბელა კვლავ ადამიანია ის ახერხებს ედვარდის დაყოლიებას ფიზიკურ კონტაქტზე რითაც თავს დიდ საფრთხეში იგდებს. კუნძულზე ცხოვრების ორი კვირის შემდეგ ბელა ხვდება, რომ ის ფეხმძიმედაა და შვილს ელოდება ვამპირისაგან...



წიგნი მეორე (ჯეიკობი) 
ჯეიკი ხროვის წევრებისაგან იგებს, რომ ბელა საშინლად ავადმყოფობს და კალენები მას კარანტინში ამყოფებენ. ის ფიქრობს რომ ეს ტყუილია და ედვარდმა მისი მეგობარი უკვე ვამპირად აქცია. ჯეიკობი მალევე შეიტყობს ბელას ავადმყოფობის მიზეზს და მთელი გულით იძულებს ნაყოფს რომელიც სისხლს სწოვს იზებელას. ხროვა წყვეტს, რომ ნაყოფი რომელიც ბელა სუონის მუცელში იზრდება შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს ფორკსის მაცხოვრებელთათვის ამიტომ ის უნდა განადგურდეს ვიდრე დაიბადება. როდესაც ჯეიკი აცნობიერებს, რომ ბელა უნდა მოკლან მისმა მეგობრებმა რათა არ დაიბადოს ედვარდისა და ბელას შვილი ტოვებს სემის ხროვას და მიდის რათა დაიცვას კალენები. ჯეიკობს გამოყვა სეთ ქლიაუტერი რადგან მას კარგი ურთიერთობა აქვს კალენების ოჯახთან. როდესაც სეთი შეუერთდა ჯეიკის ხროვას მისმა დამ ლეამაც არ დააყოვნა და მას მიჰყვა. ამის შემდეგ ჯეიკის სამი მაქციისაგან შემდგარმა ხროვამ კალენების სახლის გარშემო პატრულირება დაიწყეს, რათა ბელა დაეცვათ. მეორე წიგნის ბოლოს ბელას ეწყება მშობიარობა ნაყოფი მას შუაზე გლეჯს, ამიტომ ედვარდი ცდილობს თავისი ნერწყვით მანამ შეუხორცოს ჭრილობები თავის ცოლს სანამ სისხლისაგან დაიცლება, ბელა უკვე გონებას კარგავს და ედვარდი გადაწყვეტს ის გარდაქმნას. გულში ნემსით შეყვანილი ვამპირის შხამი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ბელა ვამპირად აქციოს.
წიგნი მესამე (ბელა) 
რამდენიმე დღიანი ძლიერი ტკივილის შემდეგ ბელა გონს მოდის და სამყაროს ვამპირის თვალით ხედავს. 
პირველი რასაც იგი ამჩნევს არის სპექტრის მერვე ფერი რომელსაც მანამდე ვერ აღიქვამდა. ედვარდი შესთავაზებს სანადიროთ წავიდნენ რათა მათი ნახევრად ვამპირი ნახევრად ადამიანი შვილის ნახვისას ბელა სისიხლის სუნმა არ შეაცდინოს. პირველ ნადირობაზე ახალშექმნილი იზაბელა პუმას მოინადირებს. ნადირობის პროცესში დაბერული ნიავი ადამიანის სუნს მოიტანს რაც ბელას დააბრმავებს და მისკენ გაიქცევა თუმცა შუა გზაში ის გადაიფიქრებს და გაჩერდება. 
ამან ედვარდი და მთელი კალენების ოჯახი ძალიან გააკვირვა, ის რომ ახალშექმნილი ვამპირი თავს იმორჩილებს და ნადირობას შუა გზაში წყვეტს ძალიან საკვირველია რადგან ამას ხშირად გამოცდილი ვამპირებიც ვერ ახერხებდნენ. საბოლოოდ როდესაც ედვარდი დარწმუნდება რომ ბელასათვის რენესმესთან მიახლოვება საშიშროებას არ წარმოადგენს მას სახლში წაიყვანს სადაც ბელა აღმოაჩენს, რომ ჯეიკობი მის შვილ რენესმეზეა აღბეჭდილი, რაც მას გააცოფებს და მდგომარეობიდან გამოიყვანს.

 ამავდროულად ლორანის მკვლელობაზე გაბრაზებული ირინა ჩამოდის ალასკადან რათა ბოდიში მოუხადოს კალენებს ქორწილში არ მისვლისათვის. თუმცა როდესაც იგი მათ სახლს მიუახლოვდება დაინახავს რენესმეს.
 მას იგი კალენების მიერ შექმნილი ვამპირი ბავშვი ეგონება და რადგანაც მათი შექმნა აკრძალული იყო, იგი ვოლტურებს შეატყობინებს ამის შესახებ. როდესაც ელისი ხილვაში ნახავს რომ ვოლტურები მათთან ჩამოსვლას აპირებენ რათა გაარკვიონ ბავშვის ამბავი, კალენები გადაწყვეტენ ყველა ნაცნობი ვამპირის მოწმეებად გამოყენებას და ამიტომაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოიწვევენ მათ.



 კალენების მოწმეები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან უმალვე მათკენ გამოემართებიან. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდება და ვოლტურები კვლავ იტალიაში დაბრუნდებიან. კალენების ოჯახი კი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

სიახლე გაალამაზა:Smiler_Tizzie (Tizzie-cqnapa)–მ
კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 856 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
2012-12-01 Spam
kargia warmatebebi <3