მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 7 » The Best Women ♥
9:09 PM
The Best Women ♥
მინდა გაიგოთ უფრო მიყვარს
10)Jennifer Lawrance 
ჯენიფერ შრეიდერ ლოურენსი დაიბადა 15 აგვისტოს 1990 წელს ლუისვილში (შტატი კენტუკიაშშ)[1] სამშენებლო ფირმის მუშაკის ჰარი ლოურენსისა და საბავშო ბანაკის მომუშავე კარენ ლოურენსის ოჯახში[2][3][4]. უკვე 14 წლის ასაკში გოგონამ მტკიცედ გადაწყვიტა გახდეს მსახიობი და სთხოვა მშობლებს წაეყვანათ ის ნიუ-იორკში, იმისათვის რომ მანდ ეპოვა თავისთვის აგენტი. სააგენტოები, რომლბშიც ის ისმინებოდა, მაღლად შეაფასეს მისი სამსახიობო უნარები, იმისდა მიუხედავად, რომ მას არ გააჩნდა სამუშაო განათლება და გამოცდილება. მან დაამთავრა სკოლა ექსტერნით 2 წლით ადრე, იმისათვის რომ აქტიურად დაეწყო გადაღებები.



 

9)Barbara Palvin
ბარბარა პალვინი 18 წლის უნგრელი მოდელია. ის დაიბადა 1993 წლის 8 ოქტომბერს ბუდაპეშტში. ბავშვობიდან იზიდავდა ფეხბურთი და სიმღერა, მაგრამ ერთმა დღემ მთელი მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. სულ 13 წლის იყო როდესაც სახლში მიმავალი ქუჩაში უცხო მამაკაცმა გააჩერა და ჰკითხა მოდელობა ხომ არ სურდა? პასუხი დადებითი იყო და მას შემდეგ ბარბარა მოდის სამყაროში იკვალავს გზას. ამავე წელს მიიღო მონაწილეობა თავის პირვ
ელ ფოტოსესიაში. ბარბარა საცხოვრებლად გადავიდა აზიაში, რათა გაადვილებოდა წარმატების მიღწევა, რაც ნამდვილად გამოუვიდა
  
 

8)Nina Dobrev
ნინა გადავიდა საცხოვრებლად კანადაში, როცა ის იყო 2 წლის. ის გაიზარდა ტორონტოში. მსახიობი საუბრობს ინგლისურ,ფრანგულ და ბულგარულ ენებზე. ნინას ჰყავს უმცროსი ძმა ალექსანდერი, დედა - პროფესიით მსახიობი და მამა — პროფესიით კომპიუტერის სპეციალისტი. მსახიობმა დაამთავრა საშუალო სკოლა,სადაც სწავლობდა ბალეტს და მხატვრულ ტანვარჯიშს. შემდგომ ის სწავლობდა სოციოლოგიას Ryerson University-ში. ნინამ დატოვა 2008 წელს უნივერსიტეტი, რათა გაეგრძელებინა სამსახიობო კარიერა.





7)Taylor Swift

2006 წელს, მან გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი „Tim McGraw", შემდეგ კი მისი სახელის მქონე სადებიუტო ალბომი, რომელიც საბოლოოდ მრავალჯერ პლატინის ხარისხით სერტიფიცირდა ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისმიერ. 2008 წლის ნოემბერში, სვიფტმა გამოუშვა მეორე ალბომი, Fearless. Fearless-მა და ტეილორ სვიფტმა 2008 წელი შესაბამისად მესამე და მეექვე ადგილებზე დაამთავრეს, გაყიდვებით 2.1 და 1.5 მილიონი. Fearless პირველ ადგილზე მოხვდა ბილბორდ 200–ში 11 კვირა (არა თანმიმდევრულად)[1]; არც ერთი სხვა ალბომი არ ყოფილა 1 ადგილზე ამდენი ხანი2000 წლის შემდეგ.ამ ალბომმა 2010 წელს გრემის დაჯილდოებაზე გაიმარჯვა როგორც წლის საუკეთესო და საუკეთესოქანთრი ალბომმა. სვიფტი ჯურნალმა ბილბორდმა 2009 წლის საუკეთესო მომღერლად დაასახელა[2].ტეილორმა 2010 წლის 25 ოქტომბერს გამოუშვა მესამე სტუდიური ალბომი სახელწოდებით „Speak Now",პირველ კვირაში გაიყიდა 1,047,000 ასლი და ბილბორდ 200–ში დაიკავა პირველი ადგილი.2008 წელს, მისი ალბომების გაყიდვის ჯამმა 4 მილიონს მიაღწია, რის შედეგადაც ის აშშ-ში წლის ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსი გახდა, Nielsen SoundScan-ზე დაყრდნობით. ფორბსმა სვიფტი 2009 წელს 69-ე ადგილზე დაასახელა ყველაზე გავლენიან ცნობილ ფიგურებს შორის, შემოსავლით $18 მილიონი.[3]ხოლო 2010 წელს მე–12 ადგილზე ყველაზე გავლენიან სელებრითებში $45 მილიონით.[4]2010 წლის იანვარში Nielsen SoundScan-მა სვიფტი დაასახელა სიმღერების ციფრული ასლების ყველაზე გაყიდვად მომღერალად დახლოებით 28 მილიონი გაყიდული ციფრული სიმღერით.[5] დღეს მას გაყიდული აქვს დაახლოებით 20 მილიონი ალბომი და 34.3 მილიონი სინგლი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.[6]2011 წელს ამერიკულმა ჟურნალმა როლინგ სტოუნმა გამოაქვეყნა „პოპის დედოფალთა სია", სია 16 მომღერლისგან შედგება და მათ თანმიმდევრობას 2009-2011 წლების რეიტინგი განსაზღვრავს. ტეილორმა ამ სიაში მე–2 ადგილი დაიკავა.



 




6)Lady Gaga

ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე, სიმღერების ავტორი და დიჯეი ლედი გაგა, ანუ სტეფანი ჯოანა ანჯელინა ჯერმანოტა1986 წლის 28 მარტს მანჰეტენზე დაიბადა. მუსიკით ბაშვობიდან დაინტერესდა. 4 წლისა დამოუკიდებლად ფორტეპიანოზე უკრავდა. მალე კი, საბავშვო მაგნიტოფონზე მაიკლ ჯექსონის და სინდი ლაუპერის სიმღერებს იწერდა...

სტეფანი მანჰეტენის სკოლაში „Convent Of The Sacred Heart", დებთან - ჰილტონ და ქეროლაინ კენედებთან ერთად სწავლობდა. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სწავლა სამხატვრო სკოლაში „Tisch School of the Arts" განაგრძო. 14 წლის ასაკში ის ნიუ-იორკის კლუბში „Bitter End" და სკოლის თეატრის სცენაზე „Regis High School Repertory", ანსამბლში -„Regis Jazz Band" მღეროდა.

2006 წელს, სტეფანი მუსიკალურ პროდიუსერთან, რობ ფუზარისთან იწყებს მუშაობას, რომელთანაც რამდენიმე პოპულარული სიმღერა - „Beautiful, Dirty, Rich"„Dirty Ice Cream"„Disco Heaven" ჩაწერა. სწორედ ამ პერიოდში, იგი პირველად იყენებს ფსოვდონიმს „ლედი გაგა" (ჯგუფის „Queen" სიმღერიდან „Radio Ga Ga").

პირველი კონტრაქტი ლედიმ „Def Jam"-თან გააფორმა. 2008 წელს კი, კონტრაქტს ლეიბლთან „Interscope Records", სიმღერების ავტორის სტატუსით აფორმებს. ლედი გაგა-ს მასალას ისეთი შემსრულებლები იყენებდნენ, როგორებიც არიან: „Fergie",„Pussycat Dolls"ბრიტნი სპირსი და „New Kids on the Block".

სტეფანის ვოკალურ და თეატრალურ შესაძლებლობებზე დიდი გავლენა რეპერმა ეიკონმა მოახდინა. 2008 წელს სტეფანი ლოს-ანჯელესში , სადებიუტო ალბომზე „The Fame" იწყებს მუშაობას, რომელიც კანადაში, ავსტრალიაში და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში აგვისტოში გამოვიდა.

2009 წლის 18 თებერვალს, გაგა ბრენდონ ფლაუერსთან („Killers" და „Pet Shop Boys") ერთად, „Brit Awards"-ის დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვიდა. სტეფანის პირველი ტურნე 2009 წლის 12 მარტს დაიწყო და კრიტიკოსების დიდი გამოხმაურება გამოიწვია





5)Amanda Seyried

ამანდა მიშელ საიფრიდი (ინგლ. Amanda Michelle Seyfried; დ. 3 დეკემბერი,1985) — ამერიკელი მსახიობიმომღერალი დამოდელი. საიფრიდის კარიერა სამოდელო ბიზნესით დაიწყო, როდესაც გოგონა ჯერ კიდევ 11 წლის იყო. მისი სამსახიობო დებიუტი შედგა სერიალში „გზამკვლევი ვარსკვლავი". 2000 წელს შეასრულა ლუსი მონტგომერის როლი ფილმში „დედამიწა რაზეც დგას".



4)Megan Fox

მეგან დენიზ ფოქსი (ინგლ. Megan Denise Fox; დ. 16 მაისი 1986როკვუდიტენესიაშშ) — ამერიკელი მსახიობი და მოდელია,მეგანს აქვს ირლანდიური,იტალიური და ფრანგული ფესვები.მან სახელი გაითქვა ფილმ ტრანსფორმერებისშემდეგ,სადაც ასრულებდა მიკაილას როლს. მეგანი 5 წლიდან დადიოდა ცეკვებზე და სამსახიობო წრეზე, 13 წლის ასაკში მოდელობას მიჰყო ხელი და რამდენიმე კონკურსზე გამარჯვებაც მოიპოვა, მისი დებიუტი შედგა ახალგაზრდულ ფილმში Holiday in the Sun ” (2001) სადაც ითამაშა მერი-ქეით და ეშლი ოლსენებთან ერთად, შემდეგ იყო კვლავ ახალგაზრდული ფილმი ”Confessions of a Teenage Drama Queen ” ლინდსი ლოჰანთან ერთად.



l

3)Candice Swanepoel

.ვიქტორია სექრეტის" ეს ახალგაზრდა მოდელი, სულ რაღაც 23 წლისაა. დაიბადა მუი რივერში, კვა-ზული ნატალის პროვინციაში. მან მოდელობა 15 წლის ასაკში დაიწყო. 16 წლისას მისი ყოველდღიური შემოსავალი საშუალოდ 5 000 ევროს შეადგენდა. 2010 წელს ის გახდა "ვიქტორიას" ანგელოზი რამაც უფრო მეტი პოპულარობა მოუტანა და რაღათქმაუნდა შემოსავალიც უფრო გაუზარდა. ქენდისი ფლობს პორტუგალიურსა და აფრიკულ ენებს... —




\

2)Miranda Kerr

მირანდა მეი კერი (ინგლ. Miranda May Kerr; დ. 20 აპრილი1983,სიდნეი,ავსტრალია) — ავსტრალიელი სუპერმოდელი,ცნობილია როგორც - Victoria's Secret Angel.მირანდამ მოდელობა დაიწყო 13 წლის ასაკში,როდესაც გაიმარჯვა 1997 წელს ავსტრალიის ფარგლებში ახალი მოდელების ძიების კონკურსში, რომელიც მოაწყო- Dolly magazine-მა.

კერი დაიბადა სიდნეიში, გაიზარდა გუნედაში - ძალიან პატარა ქალაქში.მირანდას ჰყავს 1 ძმა - მეთიუ, მირანდა სწავლობდა ცხენზე ჯირითს ბებიის ფერმაში და იხსენებს ამ დროს როგორც ყველაზე ლაღ პერიოდს.მისივე თქმით, ეს იყო ადგილი სადაც არავის ადარდებდა რა გეცვა და მისმა ბავშვობამ სწორედ ისე ჩაიარა, რომ ყოველთვის აკვირდებოდა ადამიანებს ხასიათით და არა ჩაცმულობით.

როცა წამოიზარდნენ,მისი ოჯახი გადმოსახლდა ქალაქ ბრიზბენში,რათა მირანდას და მის ძმას მიეღოთ კარგი განათლება და შეგუებოდნენ ქალაქს.

მირანდა იყო დიდ სტრესში,როდესაც სკოლაში სწავლის პერიოდში გარდაეცვალა მისი უფროსკლასელი შეყვარებული.დიდი ხნის სტრესისგან თავის დასაღწევად მირანდამ მიაკითხა სამოდელო სააგენტოს -Chic Management-ს სიდნეიში.მალევე მიიღო უამრავი შემოთავაზება რეკლამებში გადასაღებად.მალე მირანდას სახე საკმაოდ პოპულარული გახდა ავსტრალიაში და აზიის ქვეყნებში და მირანდა გაემგზავნა ნიუ-იორკის დასაპყრობად.

2006 წელს გააფორმა კონტრაქტი კოსმეტიკურ ფირმასთან - Maybelline New York და მალე მიიწვიეს Victoria's Secret-ის კატალოგში გადასაღებად და მალევე გახდა ანგელოზი - Victoria's Secret Angel კერს მოიხსენიებენ როგორც - ელ მაკფერსონის შემცვლელს.მასზე ამბობენ რომ, მირანდამ დაიპყრო ამერიკა,ყველას შეუყვარდა ის,რეკლამები მისი მონაწილეობით არის საოცორება, მისი ღიმილი და გაბრწყინებული თვალები ქალებს უჩენს სურვილს დაუმეგობრდნენ მას,ბიჭები კი ცდილობენ გამოელაპრაკონ.მირანდა არის მუდამ მხიარული ყველაზე დატვირთულ ფოტოსესიებზეც კი,თუმცა არის საოცრად ჭკვიანი და მიხვედრილი რითაც ყველას აოცებს - აღნიშნავს ფოტოგრაფი Russell James,მოდელების აგენტი Ursula Hufnagl-კი ამბობს რომ ეს არის შესანიშნავი არჩევანი სარეკლამო პროექტისთვის,თუკი გსურთ პროდუქტი გაიყიდოს.

2007 წელს როგორც მირანდამ განაცხადა დაიწყო წიგნის წერა -Treasure Yourself,ქალებისთვის და თინეიჯერებისთვის.მე მსურს წიგნის დაწერა და ამით თუკი დავეხმარები თუნდაც 1 მოზარდ გოგონას ვიქნები ბედნიერი.

იგი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებდი სუპერმოდელი მსოფლიოში.ფორბსის 2010 წლის მონაცემებით ამ მხრივ მირანდა მე-9 ადგილს იკავებს.

მირანდა არის დაქორწინებული მსახიობ ორლანდო ბლუმზე.





1)Mila Kunis

მილენა „მილა" კუნისი (რუსМилена "Mилa" КунисუკრМілена "Miлa" Куніс;[1] დ. 14 აგვისტო1983) — ამერიკელი მსახიობი. შესრულებული აქვს როლები ფილმებში: „სარა მარშალის დავიწყება", „მაქს პეინი", „ილაის წიგნი", „მეგობრული სექსი" და სხვ.2010 წელს კანის კინოფესტივალზე შესრულებული როლისთვის ფილმში „შავი გედი", მიენიჭა მარჩელო მასტროიანის პრემია. ნომინირებული იყო აგრეთვე ოქროს გლობუსზე.

მილა კუნისი დაიბადა 1983 წლის 14 აგვისტოს ქალაქ ჩერნოვცშიუკრაინაში. დედამისი ელვირა არის ფიზიკის მასწავლებელი და აფთიქის ხელმძღვანელი, ხოლო მამამისი მარკი პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია. მილას ჰყავს უფროსი ძმა მაიკლი. 1991 წელს კუნისის ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ლოს-ანჟელესში. მილა ებრაელია და მისი ოჯახის გადასახლების ერთ-ერთი მიზეზი გახდა ყოფილ სსრკ-ში გავრცელებული ანტისემიტიზმი. ლოს-ანჟელესში კუნისი სწავლობდა საშუალო სკოლაში.ბავშვობაში მხედველობასთან დაკავშირებული პრობლების გამო განუვითარდა ჰეტეროქრომია, რის გამოც ერთი თვალი მწვანე აქვს, ხოლო მეორე თვალი — ცისფერი ფერის.[2] 9 წლის ასაკში ბევერლი-ჰილზში ესწრებოდა სამსახიობო სკოლას.

1998 წელს კუნისმა ითამაშა სერიალში „70-ის შოუ", ხოლო მომდევნო წელს მულტსერიალში „გრიფინი", სადაც ახმოვანებს მეგ გრიფინს. 2002 წლიდან კუნისი ხვდებოდა მსახიობ მაკოლეი კალკინს2011 წელს ერთმანეთს დაშორდნენ.




კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 838 | დაამატა: -NiniKunna♥ | რეიტინგი: 4.0/2
სულ კომენტარები: 7
2012-11-08 Spam
kargi siaxlea tumca Ar Vetanxmebi Igive Wyobas Silamazis Mixedvitt ^^